აღფრთოვანებას ჰოო.!

-თათა ადექი რა.. ხომ იცი მეც რომ უნდა წამიყვანო.-ანა თავზე მადგა და ცდილობდა გავეღვიძებინე.
დღეს სტუდენტობის პირველი დღე იყო, პირველი დღე სამხატვროში.. ბავშვობიდან, ტანსაცმელი და აქსესუარები ჩემთვის ყველაფერი იყო. მცმოდა განსხვავებული, გემოვნებიანი სამოსი, ჩემი ცხოვრების მიზანი.. მამასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მომცეს უფლება დიზაინის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ჩემებს, მხოლოდ მე და ჩემი და ვყავდით. ზოგჯერ მართლა მეგონა, რომ მამას თავისი ვაჟი ვეგონე. მიუხედავად ტანსაცმლის გაგიჟებული სიყვარულისა, რომელსაც დედაჩემს უნდა ვუმადლოდე, ჩემზე ვერავინ იტყოდა რომ ერთი გამოპრანჭული თოჯინა ვიყავი. მამასგან მათემატიკისა და ფიზიკის ნიჭი მერგო, მერგო მისი მოთმინების უნარი, მიზანდასახულობა და სიძლიერე. მე და მამა დედამიწის ზურგზე ყველაზე კარგად ვუგებდით ერთმანეთს, სულ საიდუმლოებები გვქონდა, ხშირად ვარჩევდით საინტერესო წიგნებს, მის კაბინეტში მის საბუთებში ცხვირის ჩაყოფა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩვენი ყველაზე საყვარელი გასართობი დიდი მუზარადის ტურნირები იყო. მამას წყალობით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის არცერთი ფინალი გამომეტოვა, ვაფრენდი ნადალზე. მქონდა მისი ჩოგანი, ბურთი მისი ავტოგრაფით, მასთან და მამასთან გადაღებული ფოტოც კი. წყვილში საოცრად ვთამაშობდით მე და მამაც. სანადიროდაც კი ვყოფილვარ მასთან ერთად. ის ჩემთვის ყველაზე ჭკვიანი და ძლიერი იყო, ჰქონდა წარმატებული ბიზნესი და მისრულებდა საერთოდ ყველა სურვილს. ერთადერთი, რამაც გული დამწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად არ გაშვება იყო. ჩემი მშობლები ვერ წამომყვებოდნენ და ეს საკითხი განხილვასაც კი არ დაექვემდებარა. დედა ბედნიერი იყო, დიზაინის ფაკულტეტი რომ ავირჩიე. თამამად შემიძლია ვთქვა რომ მისი ინტერესი მთლიანად შემოიფარგლებოდა ერთი სიტყვით, მოდა, რა თქმა უნდა ოჯახის შემდეგ. ანა ჩემი უფროსი და იყო, სულ რაღაც ორი წლით უფროსი. ის და დედა ვერასდროს ნახულობდნენ სიამოვნებას ჩოგბურთში. დიდი სლემის ტურნირები მათთვის ეგზოტიკურ საჭმელთან და საყიდლებთან ასოცირდებოდა, მხოლოდ ერთხელ იყვნენ ჩვენთან ერთად კორტებზე და იმის შემდეგ სასტიკი უარი თქვეს. მოკლედ ძალიან ბედნიერი ცხოვრება მქონდა, სულ ვცდილობდი მხოლოდ ამ სიკეთით არამარტო მესარგებლა, არამედ ღირსიც ვყოფილიყავი და ჩემი მოკრძალებული წვლილიც შემეტანა.
ანას წუწუნმა, მაიძულა მალე ავმდგარიყავი. პირველი დღის სამოსი მე და დედამ დიდიხნის წინ შევარჩიეთ, რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა პარიზიდან. ტანსაცმელი, ეს ჩვენი საერთო ინტერესი იყო. ძალიან მინდოდა ყველაზე ლამაზი ვყოფილიყავი, ალბათ როგორც ყველა გოგოს. შერჩეულ სამოსს მკრთალი მაკიაჟიც დავუმატე და მზად ვიყავი. დილით აბაზანით დაწყებული, ჩანთის აღებით დამთავრებული ორი საათი მჭირდებოდა, დღეს კი ანას გამო ათი წუთი დამაკლდა. მისი მანქანა, როგორც ყოველთვის სახელოსნოში იყო, მას არ სჯეროდა, მაგრამ ტარება მართლა არ იცოდა. თითოეული ავარია, ერთ თვიან სასჯელს ითვალისწინებდა, რომელიც მართვის მოწმობის ჩამორთმევას და პრაქტიკული გაკვეთილების ხელახლა გავლას მოიცავდა. უკვე დაახლოებით მეხიუთე შემთხვევა იყო, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა. ამიტომ იძულებული ვიყავი მე წამეყვანა უნივერსიტეტში, მეც მეტი რა მინდოდა, ჩემი ახალი Range Rover Sport-ით, რომლითაც მამამ გასტუდენტება მომილოცა, სულ მიზეზს ვეძებდი რომ რაც შეიძლება მეტი მევლო. სრულწლოვანებამ, ჩაბარებამ, ცოტა წუწუნმა, იმის აღნიშვნამ, რომ მე ანაზე მაგარი მძღოლი ვიყავი და ის თუ არ დაჰყავდა მძღოლს მე რატომ უნდა ვეტარებინე, შემაძლებინა ახლა ჩემი ახდენილი ოცნება, ჩემი შავი Range Rover Sport მარტოს მემართა. ანა მალევე დავტოვე უნივერსიტეტში და მეც მალევე მივედი სამხატვროში. მიუხედავად იმისა, რომ არც საკუთარ თავში დარწმუნებულობა მაკლდა და არც რამის მეშინოდა, ახალი გარემო, ახალი გარემოცვა ცოტათი მძაბავდა. ერთადერთი ნაცნობი, დედას დაქალის შვილი, ნანუკა იყო, რომელსაც ვერასოდეს ვუგებდი, მაგრამ იმის გამო რომ თითქმის ერთად გაგვზარდეს, ის ჩემს ახლო მეგობრადაც ითვლებოდა. თან ანა მართლაც თვლიდა მას მის ახლო მეგობრად. მეც არასდროს ვყოფილვარ უტაქტო და ყოველთვის ზრდილობიანად მეჭირა მასთან თავი. ახლაც ვხვდებოდი უნივერსიტეტში მისგან შორს ყოფნა არ გამომივიდოდა. დილითვე მომწერა უიმისოდა არ შევსულიყავი და მეც კართან ველოდი. მალევე მოვიდა, ზუსტად ჩემნაირი, ოღონდ ვერცხლისფერი მანქანით, ამაზე გაბრაზებას უკვე გადავლილი ჰქონდა, ზუსტად ორ დღეში აყიდინა მამამისს, როგორც კი ჩემი მანქანა ჩამოვიდა. ის ყოველთვის გემოვნებიანად იცვამდა, ახლაც საკმაოდ კარგად ეცვა, მაკიაჟიც ძალიან უხდებოდა.
-ჰა, დავუბრმავოთ თვალები მთელი სამხატვროს ბიჭებს?-მითხრა სიცილით და გადამკოცნა.
-გუკა ნუ გავიწყდება. (გუკა მისი შეყვარებული იყო, ისიც ჩვენი მშობლების ერთ-ერთი მეგობრის შვილი გახლდათ, გულით ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ თავის მომხიბლავ ფიზიკურობას, მისი ხმის ამოღება აქრობდა. გოგოები მაინც გიჟდებოდნენ მასზე, მას უამრავი ფული ჰქონდა და ტვინს ბევრი არ ჩიოდა. ნანუკა და გუკა ყველაზე შესაფერისი წყვილი იყო ვინც კი მენახა;)
-ნუ გაქვს მწარე ენა, გავიხუმრე. ისე შენ უკვე თვრამეტის ხარ და ისევ პრინცს ელოდები. ძალიან სასაცილო ხარ. -მითხრა და ხმამაღლა გაიცინა.
-ჩემი პრინცი აუცილებლად მოვა.
-კი, კი აბა რა. მაღალი, ათლეტური, შავგვრემანი, ძლიერი, ჭკვიანი, განათლებული, პატიოსანი ბიჭი, რომელიც ასევე შენი ერთგულიც იქნება სიკვდილამდე და რომეოსავითაც ეყვარები.-სიცილისგან იგუდებოდა.
-იცინე.
-ეს აბა სერიოზულად როგორ მივიღო, ასეთები რომ არ არსებობენ ვერ შეიგნე. ახლა მეტყვი მამაჩემიო, მაგრამ მამაშენი ალბათ ბოლო ეგეთი იყო. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ელოდები და ხელის განძრევა არ გინდა, ულამაზესი ხარ, მაგრამ უტვინო და ზღაპარში ცხოვრობ.
-ნანუკა, გეყოს, ჩემს ცხოვრებას როგორმე მოვუვლი. დაგვაგვიანდა.
პირველ დღეს მხოლოდ ჯგუფელები გავიცანით, მე და ნანუკა ერთ ჯგუფში აღმოვჩნდით. საყვარელი ბავშვები ჩანდნენ. მალევე დამთავრდა პირველი დღე, სადმე აღნიშვნა რატომღაც არ მოინდომეს. ნანუკამ თავი გაიგიჟა, უნივერსიტეტის კაფეში როგორი ყავა აქვთ უნდა გავსინჯოო. ყავა ჩემი სისუსტე იყო და დავთანხმდი. ვერ ვიტან ამაზე ლაპარაკს, მაგრამ ჩემი გარეგნობის გამო ხშირად ვექცევი ყურადღების ცენტრში. საკმაოდ მაღალი ვარ, ძალიან მუქი შავი თმა, შავი თვალები, წითელი ტუჩები და პატარა, საკმაოდ ლამაზი ფორმის ცხვირი მაქვს. სპორტის და სწორი კვების დამსახურებით, კარგი ტანიც, ყველაზე მეტად ჩემი ფეხები მომწონს. ახლა რატომღაც სულ თეთრ ფერებში ვიყავი, ოქროსფერი აქსესუარებით. თეთრი ტანზე მომდგარი შარვალი, რომელიც ხაზს უსვამდა ჩემს საამაყო ფეხებს, თეთრი პერანგი და კედები მეცვა. თმა გაშლილი. დღესაც არაერთხელ ვიგრძენი ყურადღება, თან გვერდით ულამაზესი, ქერა, ცისფერთვალება ნანუკა მედგა. გულის სიღრმეში ეს რა თქმა უნდა მსიამოვნებდა, მაგრამ ალბათ თავს მოვიკლავდი ეს რომ შემტყობოდა. ახლაც კაფეში რამდენიმე წყვილი თვალი, დაჟინებით მოგვცქერებოდა. მე და ნანუკამ მხოლოდ ორი ყავა ავიღეთ და ტავისუფალ ადგილას დავჯექით. უხერხულობას მიქმნიდა იქ მყოფი ხალხი, თითქოს ვიტრინაში გამოდებულ ახალ ნივთებს ათვალიერებდნენ. ვიფიქრე მალე შეგვეჩვევიან და ყველაფერი გაივლის-მეთქი. ვცდილობდი მალევე დამელია ყავა. უკვე მოვჩი და ნანუკას ველოდებოდი, რომელიც ყველაფერს, ყოველთვის განსაკუთრებული სინაზით და საოცრად ნელა აკეთებდა. ნერვები რომ არ მომშლოდა, თავლი მოვარიდე მას და მის უკან დავიწყე კაფის თვალიერება. იქ ერთი ბიჭი იჯდა, როგორც კი მიხვდა რომ მისი მზერა დავიჭირე, მაშინვე გაიხედა. მე კი თუ აქამდე ამას არასდროს გავაკეთებდი, ახლა მზერას მოუთმენლად ვაპარებდი მისკენ, რომ როგორმე მისი თვალები ისევ დამენახა. მან ჩვენზე ადრე დატოვა კაფე. არც კი გამოუხედავს. გვერდით რომ ჩამიარა სუნთქვა შემეკრა, ის ჩემზე ბევრად მაღალი იქნებოდა, შავი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. თეთრი პერანგი, ჯინსი და კედები ეცვა. გული ამიჩქარდა, ძალიან სიმპათიური იყო, მაგრამ ეტყობოდა რომ ნამდვილად არ იყო ჩვენი ტოლი. ამასობაში ნანუკაც მორჩა ყავის სმას და წავედითო მითხრა. სახლამდე მთელი გზა მასზე ვფიქრობდი. იქნებ სულაც არ იყო ისეთი სიმპათიური როგორადაც იმ წუთში მომეჩვენა, ან ვინაა ისეთი რომ მასზე ვიფიქრო, ერთხელაც კი აღარ შემომხედა, იუკადრისა რომ შევამჩნიე. ხოდა იყოს ისე, მელოდოს სანამ თავად არ ვეახლები, თუნდაც მართლა პრინცი იყოს. ცოტახანს ფიქრებში ჩემს ტავს ვებუზღუნებოდი. სახლში მთელი სამეგობრო დამხვდა თითქმის, ეს მამას სიურპრიზი იყო პირველი დღის აღსანიშნავად. ჩემი გონება ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომელი კაბა ჩამეცვა, სტუმრებს რომ შევერთებოდი. „პრინცი კაფიდან“ აღარც კი გამხსენებია.
ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. გვიან ავედით დასაძინებლად და მეორე დღის სამოსზე ფიქრისთვისაც კი დაღლილი ვიყავი, მითუმეტეს არ გამხსენებია ის ბიჭი. ისევ ანამ გამაღვიძა, მისი უმანქანობა კვირის ბოლომდე გაგრძელდებოდა. დილით ძალიან მოვინდომე, დედას გული გავუწუხე დამხმარებოდა, მანაც ყველაფერი ამირჩია. მოკლედ ძალიან ლამაზი ვიყავი. თითქოს ვერ მეპატიებინა, „პრინცისთვის კაფიდან“ ყურადღება რომ არ მომაქცია და ვაპირებდი იძულებული გამეხადა შემოეხედა. დილიდან ამეკვიატა მასზე ფიქრი. მე და ნანუკა თითქმის მთელი დღე ერთად ვიყავით, ის საერთოდ არ გამოჩენილა. ასე გაგრძლედა კიდევ ორი დღე, პარასკევს როგორც იქნა თვალი მოვკარი. არ ვიცი რა ჯანდაბა დამემართა, მაგრამ თითქოს ამოჩემებული მყავდა. ვერაფრით ვივიწყებდი. ბოლოს უკვე ვიფიქრე ალბათ საერთოდ არ არის სტუდენტი და იმ დღეს შემთხვევით იყო-თქო. თავს დამცირებულად ვგრძნობდი მასზე გამუდმებული ფიქრის გამო, იმ ვიღაცას ოდნავ მაინც რომ მოვწონებოდი ერთხელ ხომ მაინც მოვიდოდა უნივერსიტეტში, თუნდაც არ ყოფილიყო სტუდენტი, გამოივლიდა მაინც. აკადემიაშიც უამრავი იდიოტი გვყავდა, ხუთშაბათს უკვე გუკა იყო მოსული ჩემს ორ ბიძაშვილთან ერთად, ამის მერე უნებართვოდ გამარჯობასაც არ გეტყვიანო, არ ვიცი ვის რა უთხრეს, მაგრამ ამის მერე მზერაშიც კი მორიდება ეტყობოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ნერვებს მიშლიდა ყველას ყალბი ღიმილი, მიპატიჟებები გამოფენებზე, კაფეებში თუ რესტორნებში, ვცდილობდი პრობლემები თავად მომეგვარებინა, მათი სრული იგნორირებით. ერთ-ერთის მამა მამაჩემთანაც კი მოვიდა, ჩვენს შვილებს ერთმანეთი მოეწონათო. ეს რომ გავიგე მინდოდა ჩემი კურსელი ჩემი ხელით მომეკლა, მამამ მაშინვე მიაბრძანა ის კაცი. მერე კი მე დამიძახა. მამამ იცოდა არასოდეს მომეწონებოდა ბიჭი, რომელიც მამამისს მოუგზავნიდა მას, ჩვენს გრძნობებზე სალაპარაკოდ, თანაც გაცნობიდან სამ დღეში. მამას ვუთხარი რომ იმ ბიჭის მხოლოდ სახელი ვიცოდი, ჩემი კურსელი იყო და მისთვის მხოლოდ ორი ზრდილობიანი უარი მქონდა ნათქვამი, ერთი რესტორანში, მეორე კი თეატრში მიპატიჟებაზე. მამა ძალიან გაბრაზდა, ვთხოვე მე თვითონ მოვუვლი, ხვალვე დაველაპარაკები მეთქი, მაგრამ მეორე დღეს გუკას, ლაშას და დიტოს დანახვამ მიმახვედრა რომ არ დამთანხმებია. შემდეგი ეტაპი ალბათ მამას მოსვლა იქნებოდა აკადემიაში, რაც კარგად ნამდვილად არ დამთავრდებოდა და ალბათ სტუდენტობადაც დამიჯდებოდა. არც აქამდე მიმიცია ვინმესთვის საბაბი ზედმეტი ყურადღება გამოეჩინა და ახლა გადაწყვეტილი მქონდა ჩემი რამდენიმე ჯგუფელის გარდა მართლა არავისთვის გამეცა ხმა. პარასკევს უკვე სახლში უნდა წამოვსულიყავი, დერეფანში ის რომ დავინახე. ის ვიღაცას ელაპარაკებოდა, გამომხედა, მერე ისევ მიიხედა და უცბადვე გამოიხედა. აი ვიღაცას რომ არ ელოდები და მოულოდნელად დაინახავ. ფეხები მომეკვეთა, ის იმაზე ბევრად სიმპათიური იყო ვიდრე მახსოვდა. უფალს მადლობას ვწირავდი, რომ გაწილთლება ჩემი კანის ბუნებრივი ფერისა და ახლა რუჯის გამოც, შეუძლებელია შეემჩნია. თავი ავწიე და ისე გავუარე გვერდით, თითქოს მე არ ვიყავი ის გოგო მთელი კვირა მის ნახვაზე რომ ოცნებობდა. დღეები ჩვეულებრივად გადიოდა, ვცდილობდი ყოველდღიურად ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი, ვყოფილიყავი ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, ჩავბმულიყავი ყველა პროექტში, არ გამეცდინა არც ერთი დღე და ეს მხოლოდ იმისთვის რომ მას შევემჩნიე. უკვე მესამე თვე გადიოდა და მხოლოდ ის ვიცოდი რომ ის დადა ხარძიანი იყო, მაგისტრატურის სტუდენტი. ძალიან სერიოზული და განათლებული, მის ხატვის ნიჭზე ლეგენდები დადიოდა, იცნობდა თითქმის ყველა უფროსკურსელი და ლექტორი. ლექციებზე ხშირად ახსენებდნენ, როგორც სამაგალითო სტუდენტს და გვპირდებოდნენ, რომ აუცულებლად გვანახებდნენ მის ნახატებს. ამ დღეზე ვოცნებობდი. მას კი ელემენტარულ ინტერესსაც კი ვერ ვამჩნევდი, იშვიათად ვხედავდი აკადემიაში და როგორც კი მის მზერას დავიჭერდი, მაშინვე სხვა მხარეს იხედებოდა. ძალიან მეშლებოდა ნერვები, რატომ ამეკვიატა მაინცდამაინც ის, როდესაც უამრავი ბიჭი იყო გარშემო, ვინც მოხარული იქნებოდა ჩემი ელემენტარული ყურადღება დაემსახურებინა. მაგრამ მათი სრული უმრავლესობა მხოლოდ ჩემი ფიზიკურობით და ფულით იხიბლებოდა, მე კი ნამდვილად არ მინდოდა ვინმეს ამის გამო ვყვარებოდი, ასეთი ადამიანები ჩემგან ოდნავ პატივისცემასაც კი არ იმსახურებდნენ.
მალე ახალი წელი მოდიოდა, საერთოდ არ მქონდა საახალწლო განწყობა. დადას გამო სიმშვიდეს ვერაფერში და ვერსად ვპოულობდი. ის ფაქტიც რომ მის შესახებ ვერავის ვერაფერს ვუმხელდი, უფრო მირთულებდა მდგომარეობას, ან რა იყო გასამხელი, როგორ ან ვისთვის უნდა მეთქვა, დებილივით შემიყვარდა ბიჭი, რომლისთვისაც ხმა არც კი გამიცია, მხოლოდ რამოდენიმეჯერ შემოუხედავს მეთქი. სემესტრის დამთავრებასთან დაკავშირებით გამოფენა ეწყობოდა, რამდენიმე ნამუშევარი ჩვენს ჯგუფსაც უნდა წარმოედგინა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიურ სტუდენტს, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მე დამევალა. ძალიან გამიხარდა, რადგან რაც უფრო დაკავებული ვიქნებოდი მით უფრო ნაკლებს ვიფიქრებდი დადაზე. გამოფენის თანადამფინანსებელი ერთ-ერთი ქართული კომპანიაც იყო. საგამოფენო დარბაზი ლესელიძეზე მდებარეობდა. პირველ დღეს უამრავი სამუშაო გვქონდა და გვიანობამდე მომიწია იქ ყოფნა, თან იმ კომპანიის წარმომადგენელს ველოდებოდი, რომელიც ასევე სამხატვროში სწავლობდა და თან მათთანაც მუშაობდა ეკონომისტად. დადა რომ დავინახე, მივხვდი რომ ბედმა წარმოუდგენლად გამიღიმა. აღმოჩნდა რომ სწორედ ის იყო წარმომადგენელი. როგორც იქნა გავიცანი.
-დადა ხარძიანი.
-თათა ურუშაძე.

ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს. ერთი სული მქონდა როდის მოვრჩებოდით დეტალების შეთანხმებას სახლში რომ გავქცეულიყავი, მის სიახლოვეს ვერც ვსუნთქავდი და ვეღარც საქმეს ვაკეთებდი. მალევე მოვრჩით აუცილებელი დეტალების შეთანხმებას, დავემშვიდობე და მაშინვე წამოვედი. მთელი გზა კონცენტრირება მიჭირდა, რამეს რომ არ დავჯახებოდი. სიჩქარის გადამეტებისთვის დამაჯარიმეს, უკვე წარმომედგინა მამას გაბრაზებული სახე, მაგრამ ვერც ამან გამიფუჭა ხასიათი. სახლში მისულმა დაღლილობა მოვიმიზეზე და ჩემს ოთახში მალევე ავედი, რომ მასზე ფიქრი მშვიდად შემძლებოდა. ის ეკონომისტიცაა, მუშაობს, ალბათ მაქსიმუმ 25 წლისაა, თან საოცრად ხატავს როგორც ამბობენ. ალბათ მართლა კარგი ადამიანია, ეტყობა ზრდილობიანიცაა, შეგნებულიც და განათლებულიც. მე უკვე იმაზე ვფიქრობდი, რომ მამა ეკონომისტ სასიძოს უფრო სერიოზულად შეხედავდა, ვიდრე მხატვარს. მეც ერთი ჩვეულებრივი მეოცნებე გოგო ვიყავი.
შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვნახულობდი მას. ყოველდღუირად ვცდილობდი, განსხვავებულად და უფრო და უფრო ლამაზად მცმოდა, ყურადღებას ვაქცევდი ზედმეტი არ მომსვლოდა და არც შეუფერებლად გადაპრანჭული ვყოფილიყავი. დედას სიამოვნებას ანიჭებდა ჩემი გამოპრანჭვა და თან უზადოდაც გამოსდიოდა, მეც ვთხოვდი და ვთხოვდი ყოველ დილით. დადას მზერაში იყო რაღაც განსხვავებული, მისი ზარებიც არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქმიანი კითხვებით. ყოველ საღამოს როდესაც სხვადასხვა პრობლემებით მირეკავდა, მუდმივად ინტერესდებოდა სად ვიყავი. ამ კითხვაზე სულ მეღიმებოდა, იშვიათად ვპასუხობდი, ხშირად კი ვითომ ვერც კი ვგებულობდი რა მკითხა. როგორც ამბობდა, ჩემი აქსესუარების და ტანსაცმლის ესკიზები მოსწონდა. ძალიან ნიჭიერი ხარო ამბობდა, ჩემი ცოდნით მხატვრობაში გაოცებული იყო, არადა რა იცოდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენ გათენებულ ღამედ დამიჯდა ეს და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის მხატვარი იყო და მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა. ის ყოველთვის უსიმპათიურესი იყო, დიდად არ აქცევდა სამოსს ყურადღებას, ხშირად ერთიდაიგივე ეცვა, მაგრამ ყოველთვის მოწესრიგებულად. ეს არ მომწონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ როგორც კი ჩვენი ურთიერთობა გარკვეულ სახეს მიიღებდა მისი და სამოსის დამოკიდებულებას ვუშველიდი. თანაც მისი ცისფერი, წყლიანი, ოდნავ სევდიანი თვალები უკვე ყველაფერი იყო ჩემთვის. გამოფენაზე დადას ორი ნახატიც გამოიფინებოდა. მოსაწვევები მონაწილეებისთვის და ერთი თანმხლები პირისთვის იყო განკუთვნილი.
-შენ ალბათ შეყვარებულთან ერთად მოხვალ.- მითხრა მოსაწვევების გადმოცემისას.
-შეყვარებული არ მყავს, დას წამოვიყვან. შენ?-ვუთხარი და მაშინვე ვინანე, ბარემ სიყვარულიც ამეხსნა. მინდოდა მოვმკვდარიყავი.
-მე მარტო მოვალ.-მითხრა და მოსაწვევების დარიგება განაგრძო.
მეორე დღეს უკვე გამოფენა იყო. სახლში მისულს მთელი გეგმები მქონდა, მამა მდივანზე დავაჯინე და მე წინდაუკან სიარული დავიწყე.
-საყვარელო, მთხოვე რაც გინდა.-მიმიხვდა მამა.
-მა, ხვალ გამოფენაა, სულ 15 ადამიანი მონაწილეობს, კიდევ ერთი ლექტორი იქნება. გთხოვ, საღამოს ჩვენთან დავპატიჟებ. გეფიცები მოგეწონებიან.
-ვუთხრათ დედაშენს და თუ მოხერხდება ხვალ საღამომდე ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც შენ გინდა, რა პრობლემაა მა.
-მამა მიყვარხარ. -ვუთხარი და კალთაში ჩავუჯექი. დედას აზრით ჩემი ქცევები, ჩემს ასაკს არ შეეფერებოდა, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებდა.
გამოფენა მთელი დღის განმავლობაში იქნებოდა და 8 საათზე დასრულდებოდა. დილით უთენია ავდექი, როგორც იქნა მოვახერხე ჩაცმა. დედას სტილისტმა თმა უბრალოდ მაღლა ამიწია, მკრთალი მაკიაჟი გამიკეთა და უკვე მზად ვიყავი. დღეს ცოტა სხვა სტილში მეცვა, ვიდრე აკადემიაში სიარულისას. კლასიკური შავი კაბით და ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოვცხადდი გამოფენაზე. ყველას კომპლიმენტი მივიღე დადას გარდა. ამან ცოტა ხასიათი გამიფუჭა, მაგრამ საღამოზე უნდა მეფიქრა. ის ვაჟბატონი კი უამრავ ლამაზ გოგონას თანხმდებოდა ფოტოს გადაღებაზე თავისი ნამუშევრების ფონზე. მისი ორი პეიზაჟი იყო გამოფენილი. როდესაც მე ისინი ვნახე, მაშინ თავად იქ არ ბრძანდებოდა, მეც აღარ შემიწუხებია თავი ხელახლა მისასვლელად, მიუხედავად იმისა რომ მისი ნიჭით აღფრთოვანებული ვიყავი. როგორც იქნა თვითონ მოიფიქრა მოსვლა, ისიც გამოფენასთან დაკავშირებით საქმიანი კითხვით. ვითომ შემთხვევით მოკრა თვალი ჩემს რამდენიმე ესკიზს, გილოცავ, ძალიან კარგებიაო მითხრა და გაბრუნდა. ალბათ მომეჩვენა რომ კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. ანა გვიან მოვიდა, თითქმის აღარ იყვნენ დამთვალიერებლები, როგორც იქნა ერთ-ერთ ჩემს კურსელს, ამ საღამოს სადმე აღნიშვნის იდეა მოუვიდა. მეც ვუთხარი რომ ჩემთან გველოდებოდნენ, მოვიტყუე, რომ მამას უდიდესი სურვილი ჰქონდა ისინი გაეცნო. მიზანი მიღწეული იყო, მხოლოდ მანქანები გვჭირდებოდა სახლამდე მისასვლელად.
-ვინმე ხართ მანქანით? მე შემიძლია რამდენიმე წაგიყვანოთ-იკითხა ჩემმა ერთ-ერთმა კურსელმა, ლუკამ.
-მე და ჩემს დასაც შეგვიძლია წაგიყვანოთ.
-მეც.-თქვა ნინომ. პრობლემა მოგვარებული იყო.
მე და დადა ყველაზე გვიან გამოვედით საგამოფენო დარბაზიდან, რადგან ის ჩვენ უნდა დაგვეკეტა.
-დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ხარ.-მითხრა გამოსვლისას.
-ძალიან დიდი მადლობა. მე კი აღვფრთოვანდი შენი ნახატებით, საოცრად ხატავ.-ძლივს მოვაბი ამ წინადადებას თავი. მე მან კომპლიმენტი მითხრა, ესე იგი ლამაზი ვგონივარ. ბედნიერებისგან კინაღამ გავგიჟდი.
დამავიწყდა, მანქანის გასაღები რომ ვინმესთვის მიმეცა. ალბათ სიცივეში დგომას არჩიეს იმ სამ მანქანაში როგორმე ჩამსხდარიყვნენ. მანქანასთან არავინ იდგა.
-ეს შენი მანქანაა?-მკითხა გაოცებულმა, როდესაც მანქანას მივუახლოვდი.
-კი, ჩემია.-ვუთხარი ისე რომ ვერ მივხვდი რა გაუკვირდა. დამწყდა გული მას რომ მანქანა არ ჰყავდა, არა იმიტომ რომ ეს ჩემთვის რაიმეს ნიშნავდა, უბრალოდ მას მართლა სჭირდებოდა და ჩემზე მეტად იმსახურებდა. ამ მომენტში ყველაფერს დავთმობდი, ის რომ მჯდარიყო საჭესთან და მე მის გვერდით.
ბავშვებს ბოდიში მოვუხადე, წინდაუხედაობისთვის და ვთხოვე რამდენიმე გადმომჯდარიყო ჩემს მანქანაში, მაგრამ მათ დარჩენა არჩიეს. მე და დადას მარტო მოგვიწევდა მგზავრობა, მას კი თითქოს მანქანაში ჩაჯდომა საშინლად არ უნდა.
-რა იყო, ხომ არ გადაიფიქრე? თუ ჩემს გატარებულ მანქანაში გეშინია, შენ დაჯექი საჭესთან, თან მეც მადლიერი ვიქნები, ქუსლიანი ფეხსაცმლით ძალიან მიჭირს ტარება.
-არა, არ მეშინია.
-გთხოვ, თუ მართლა ძალიან დაღლილი არ ხარ დაჯექი, უკვე გვიანია და ფეხსაცმელი მართლა მიშლის ხელს. უარი ვეღარ მითხრა და გასაღები გამომართვა.
ამას ერქვა ძალით ოცნების ასრულება, მართალია ნაწილობრივ, რადგან მანქანა ისევ ჩემი იყო, მაგრამ მაინც. ის საკმაოდ კარგად მართავდა მანქანას, დაძაბულობის გარეშე, ეტყობოდა სისწრაფე უყვარდა, თან გაბრაზებულსაც ჰგავდა. რატომ?.. მაშინ ვერ ვხვდებოდი.
ჩვენი სახლი სამ სართულიანია. ძალიან დიდი და ლამაზი ეზო გვაქვს, აუზით და კორტებით. მაგრამ რადგან დეკემბერი იყო, ეზოში ვერ გავჩერდებოდით. სუფრა მესამე სართულზე იყო გაშლილი. ოთახიდან საოცარი ხედი იშლებოდა, ოთახის ერთი მხარე მთლიანად მინის იყო. ბუხარი ენთო, სუფრა კი საოცარი სილამაზით და გემოვნებით იყო გაწყობილი. დედას და ჩვენს დამხმარეს მართლაც რომ გულით მოენდომებინათ. მამა სახლში არ დამხვდა, გული დამწყდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მოსკოვში აუცილებელ საქმეზე გაფრენილიყო. ყველას აღფრთოვანება ეწერა სახეზე დადას გარდა. ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ასე ძალიან გაბრაზებული, ვერც თავს ვაძლევდი უფლებას რაიმე მეკითხა. სუფრას მალევე შემოვუსხედით, რადგან მამა არ იყო, თამადა უნდა აგვერჩია. მე ვიფიქრე ეს ჩვენი ლექტორი იქნებოდა, მაგრამ მან დადა დაასახელა, რომელმაც სასტიკი უარითაც კი ვერ დაიხსნა თავი. ვერ გეტყვით როგორი ბედნიერი ვიყავი. ყველაფერი იმაზე კარგად გამოვიდა ვიდრე ჩავიფიქრე. დედას ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ ძალიან მოსწონდა მისი „სასიძო“. ვოცნებობდი მამაც აქ ყოფილიყო ამ დროს. მისი სადღეგრძელოები სისადავით, მაგრამ უსაზღვრო სითბოთი, სიყვარულით, პატრიოტიზმით, რწმენით იყო განმსჭვალული. ყველაზე ამაყი ვიყავი, მაგრამ ის ისევ გაბრაზებული ჩანდა, თითქოს რაღაც ძალიან აწუხებდა. არც საცეკვაოდ ამდგარა, მეც მხოლოდ ერთხელ ვიცეკვე და მერე, სამზარეულოში საქმე მოვიმიზეზე. ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს, მხოლოდ თვალებში ვუყურებდით, თან ვცდილობდით ეს სხვებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. უკვე ღამის ორი საათი იყო წასვლა რომ გადაწყვიტეს, დადამ მანამდეც რამდენჯერმე სცადა დაემთავრებინა და წასულიყვნენ, მაგრამ მხოლოდ ახლაღა მოახერხა სხვების დათანხმება, უკვე ნათლად ეტყობოდა სახეზე რომ აქ ყოფნა, ჩემს სახლში ყოფნა არ სიამოვნებდა. დამშვიდობებისას მხოლოდ მადლობა გადაიხადა და წავიდა. ვეხვეწე მე და ანა ჩაგიყვანთთქო, ბავშვებს, მაგრამ მაინც ტაქსები გამოიძახეს. ისე წავიდა ნახვამდისაც კი არ უთქვამს, მინდოდა სიმთვრალისთვიის დამებრალებინა, მაგრამ მაინც ძალიან მეწყინა, თან არც ისე ნასვამი ჩანდა. ერთი სული მქონდა მეტირა. დედას ვაკოცე, მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, შევპირდი რომ მეორე დღეს ყველაფერზე ვილაპარაკებდით და სასწრაფოდ ავედი ჩემს ოთახში. ცრემლები მახრჩობდა, ძალიან ვიყავი ნაწყენი, მე ის მიყვარდა, უკვე ნამდვილად ვიცოდი რომ მიყვარდა. თან განვლილმა ორმა კვირამ, მისმა თბილმა დამოკიდებულებამ იმედი გამიჩინა. ამ საღამომდე მეგონა მოვწონდი, ახლა კი იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ თუ შევხვდებოდი მომესალმებოდა. არაფრით დამეძინა, უკვე ტირილიც აღარ შემეძლო, ვერც გადაწყვეტილებას ვიღებდი თუ რა უნდა გამეკეთებინა, ან როგორ მომეხერხებინა მისი თავიდან ამოგდება, ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა ის ორი კვირა და დღევანდელი საშინლად ცივი საღამო. ან ეს „დღეს განსაკუთრებულად ლამაზი ხარ“ რაღას ნიშნავდა. თავი მისკდებოდა, როდესაც ტელეფონმა დარეკა.
-თათა, მიყვარხარ.-მხოლოდ ეს მითხრა, თავისი საშინლად ლამაზი ხმით და მალევე გათიშა.
ვერ ვსუნთქავდი, ისიც კი ვიფიქრე ხომ არ მომელანდათქო, მაგრამ შემოსულ ზარებში ნამდვილად იყო მისი ზარიც. ახლა უფრო ამერია ყველაფერი. დარწმუნებული ვიყავი რომ მეორე დღეს აუცილებლად მოვიდოდა აკადემიაში, დამელაპარაკებოდა და ყველაფერს ამიხსნიდა. მაგრამ…

ის მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა აკადემიაში. დალაპარაკების კი არა, ყველანაირის მოსალმების გარეშე. მეგონა მოვკვდებოდი. მაშინვე ჩემს სტლისტთთან მივედი, მოვთხოვე თმა ბოლომდე შეეჭრა. ცხოვრებაში, ყველაზე მტკივნეულად გაურკვევლობას განვიცდი. ვხვდებოდი, როგორ მფიტავდა არსებული მდგომარეობა. რადგან მას არ მოვწონდი, მინდოდა სხვებისთვისაც შეუმჩნეველ არსებად გადავქცეულიყავი. ყველანაირი ყურადღება მაღიზიანებდა. მალე არდადეგებიც მოვიდა, ვცდილობდი მაქსიმალურად ნაკლებად მეფიქრა დადაზე, რომელიც თავისი საქციელით ნამდვილად იმსახურებდა ამას. დავდიოდი ყველგან, სადაც ჩემი და და მეგობრები მიდიოდნენ. მათ ყოველთვის იცოდნენ, თბილისი საუკეთესო ადგილები. ორი კვირით შვეიცარიაშიც ვიყავით, მთელი ოჯახი. ყველანაირად ვცდილობდი დადაზე ფიქრისთვის დრო არ დამრჩენოდა. თან რადგან მამას გარდა არავინ არაფერი იცოდა, მათთან არც არაფერს ვიმჩნევდი. მამამაც ზოგადად იცოდა, რომ არსებობდა ადამიანი რომელიც ძალიან მომწონდა. მაშინ ალბათ ამას ჩემს ბავშვურ ახირებად თვლიდა, ფიქრობდა მალე გადამივლიდა და ამიტომ განსაკუთრებულად ტრაგიკულად არ აღუქვია ცემი ამბავი. ვიყავი გაბრაზებული, ნაწყენი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაინც მისი ფოტო იყო. ის არც ერთ სოციალურ ქსელში არ იყო, ამიტომ შემთხვევით აღმოვაჩინე მისი ერთადერთი ფოტო ჩემი ლექტორის გვერდზე. ამოვბეჭდე და მას შემდეგ სულ თან მქონდა. როგორც კი მარტო ვრჩებოდი, დადა მთელ სივრცეს, მთელ გონებას იკავებდა. უბრალოდ მიყვარდა.
როგორც იქნა სწავლა დაიწყო. ძალიან მინდოდა დაბრუნება, მინდოდა მენახა, მინდოდა მისი რეაქცია მენახა, თუკი ექნებოდა საერთოდ. თმის შეჭრის შემდეგ, აღარც მაკიაჟი გამიკეთებია, აღარც ბევრს ვფიქრობდი რას ჩავიცვამდი. უფრო მეტად ჯინსით და ნაქსოვი, სქელი ჯემპრებით დავდიოდი, აღარც ჩემი ცხვირი მომწონდა და აღარც საამაყო ფეხები. აკადემიაშიც ზუსტად ასე მივედი. ჯგუფელებმა ჯერ გაოცებით შემომხედეს, მერე კი მკითხეს რა მჭირდა. არავისთან მინდოდა ამაზე საუბარი, დავაიმედე მალე გადამივლის მეთქი და ვთხოვე ამაზე აღარ გველაპარაკა. დადა მესამე დღეს ვნახე. ლექტორმა ლექციის ჩატარება თხოვა. ერთი სიტყვა არ გამიგია. ვცდილობდი მისთვის თვალებში არ მეყურებინა. რამდენჯერმე დავიჭირე მისი მზერა, ეტყობოდა უკვირდა ასეთ მდგომარეობაში ჩემი ნახვა. მე ხომ ყოველთვის განსაკუთრებულად ვიპრანჭებოდი, ახლა კი მართლა არ მაინტერესებდა როგორ გამოვიყურებოდი. ლექციის დამთავრებისთანავე ტელეფონზე მისი წერილი მომივიდა, რამდენჯერ მიოცნებია ამ წუთზე, რამდენჯერ დამიწყია პასუხი გონებაში, ახლა კი პასუხის გაცემის სურვილიც არ მქონდა.
-თათა, რა მოხდა? ხომ კარგად ხარ?-მწერდა ის.
დაინახა წერილი რომ წავიკითხე, მაგრამ მაშინვე ჩავაბრუნე მობილური ჩანთაში. ნანუკა ხშირად აცდენდა ლექციებს და საბედნიეროდ არც დღეს იყო. უკვე მანქანაში ვჯდებოდი, როდესაც მან მკლავზე ხელი მომკიდა და შემომატრიალა.
-თათა, რა მოხდა? რატომ გაქვს ეგეთი სახე? შენს თმებს რა უქენი?
-არაფერი არ მომხდარა.
-გეტყობა, რომ კარგად არ ხარ? შენები ხომ კარგად არიან?
-ძალიან კარგად ვარ და ჩემებიც კარგად არიან. არ მინდა შენთან ლაპარაკი.
-ძალიან კარგი, მაგრამ მართლა არ გეტყობა ეს. მინდა რომ კარგად იყო.
-არ ვიცი. მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე.
მაშინვე ჩავჯექი მანქანაში და მთელი თბილისი მოვიბოდიალე. სახლში გვიან დავბრუნდი. თავში მხოლოდ მიდი ფრაზა მიტრიალებდა, „მინდა რომ კარგად იყო“.. საძილე აბები დავლიე, მინდოდა ფიქრის საშუალება არ მქონოდა, ისე ჩამძინებოდა. ჩაცმის სტილი არ შემიცვლია, ისევ არ ვგავდი მათთვის ნაცნობ, გამოპრანჭულ თათას. ჩვენი ლაპარაკის შემდეგ, პირველად ისევ დერეფანში შევხვდი, ის იდგა როდესაც შევედი, ახლა მე არ მივესალმე. არ ვიცოდი რა მექნა და ეს უფრო სწორად ჩავთვალე. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვხედავდი მას, ყოველთვის ერთი სიტყვის გარეშეც კი. უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს. მიყურებდა და ვხვდებოდი რომ არ ვიყავი მისთვის სულერთი, ალბათ ჩემი მზერაც, მიუხედავად მცდელობისა, ყველა მიყვარხარზე მეტს ამბობდა. ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. ასე თითქმის მთელი თვე გავიდა. ჩემი დაბადების დღე ორ დღეში იყო. ძალიან არ მინდოდა აღნიშვნა, მაგრამ დედამ და მამამ არ დამანებეს. მეც არ მინდოდა გული დაწყვეტოდათ და დავთანხმდი. კაბა საგულდაგულოდ შემირჩია დედამ. ჩემი საშინლად მოკლე თმა ნამდვილად არ უხდებოდა ასეთ სამოსს, ერთხელ კიდევ მისაყვედურა ჩემი სისულელის გამო და ოთახიდან გავიდა. უამრავი სტუმარი გვყავდა, მე კიდევ იმაზე ვოცნებობდი შემთხვევით დადას მოელოცა, მაგრამ ალბათ არც იცოდა ეს დღე. უკვე თითქმის 12 სრულდებოდა, როდესაც ტელეფონზე მისი ნომერი დავინახე.
-გთხოვ, ერთი წუთით სახლის წინ გამოდი.
აკანკალებულმა ძლივს მოვახერხე კიბეების ისე ჩავლა, რომ არ დავგორებულიყავი. გარეთ საშინლად ციოდა. ის კართან იდგა. წითელი ვარდებით და რაღაც ოთხკუთხედი შეკვრით.
-ვერაფრით მოვითმინე. გილოცავ. ყველაზე ლამაზი და კეთილი ხარ. ეს შენი პორტრეტია, შევეცადე კარგად გამომსვლოდა, მთელი გულით. ძალიან მინდა ცოტათი მაინც მოგეწონოს.- მითხრა და ვარდებთან ერთად მომაწოდა.
-მე ვტიროდი.
დადა მიხვდა და ჩამიხუტა. სიამოვნებისაგან გამაჟრჟოლა, ვხვდებოდი რომ მის გვერდით საერთოდ არაფრის მეშინოდა. არ მინდოდა მომცილებოდა.
-გემუდარები, მე მინდოდა დღეს მაინც ყოფილიყავი გაღიმებული. არ ვიცი ეს რამდენადაა ჩემზე დამოკიდებული, მაგრამ მინდოდა მე ყველაფერი გამეკეთებინა.
-დადა, რას ნიშნავდა მაშინდელი ზარი?
-ახლა მაგაზე ლაპარაკის დრო არ არის.
-აბა, როდის? ვერ ვხვდები ეს ყველაფერი რას ნიშნავს. აკადემიაში არც კი მესალმები და ახლა ამ ყველაფერს მართლა ვერ ვხვდები. ამ საჩუქრებს ვერ მივიღებ.
-მოდი ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ, აღარც მე შემიძლია შენი შორიდან ყურება და უიმედო იმედით ცხოვრება. ახლა კი სტუმრებთან შებრუნდი, უხერხულია. საჩუქარზე კი, თუ ოდნავ მაინც პატივს მცემ, უარი არ მითხრა.
-არ შემოხვალ.
-არა, სჯობს წავიდე.
-გთხოვ.
-ნუ მთხოვ.-მითხრა, ლოყაზე ნაზად ჩამომისვა ხელი და წავიდა.
მე მიმავალს პირჯვარი გადავსახე, ასე ჩემებს ვუკეთებდი როდესაც სადმე მიდიოდნენ, ახლა კი ეს თითქოს ავტომატურად გავაკეთე, როდესაც მიმავალ დადას ვხედავდი. მას ჩემი რაღაც ნაწილი თითქოს თან მიჰქონდა. შეუმჩნევლად ავიტანე მისი საჩუქრები ჩემს ოთახში. პორტრეტი სასწრაფოდ გავხსენი, საოცრად მგავდა, მაგრამ ის ბევრად ლამაზი იყო, ვიდრე მე. ნახატზე ჯერ ისევ მქონდა ჩემი ლამაზი თმები. მინდოდა ბედნიერებისაგან მეყვირა. მალევე ჩავბრუნდი სტუმრებთან, სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, ეს თითქმის არავის დარჩენია შეუმჩნეველი. მაგრამ მე არაფერი მითქვამს. ამ დღეს გვიან მომიწია დაწოლა, ერთი სული მქონდა გათენებამდე.
ამ დღესაც გადავწყვიტე, განსაკუთრებულად არ გამოვპრანჭულიყავი, ისევ მაკიაჟის გარეშე ვიყავი, ჯინსითა და შავი დუტით. პირველივე ლექციაზე მომივიდა მისი წერილი, სამსახურიდან სამზე გამოვალ და გთხოვ დამელოდეო. ლექციები ორზე მიმთავრდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა დაველოდებოდი. ის ოთხის ათ წუთზე უკვე აკადემიაში იყო. მთხოვა სადმე კაფეში დავმსხდარიყავით, მე კი მერჩივნა ჩვენი ლაპარაკი არავის მოესმინა, ამიტომ აკადემიის, ერთ-ერთ პატარა საგამოფენო დარბაზში შევედით. გული საშინლად მიცემდა.
-თათა, ძალიან დიდი ბოდიში ყველა, ჩემს გამო, მტკივნეული დღისთვის. იმ ზარისთვის, რომელიც გულწრფელი იყო, მაგრამ საშინლად გატკინა გული მის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა. ახლა რასაც გეტყვი, არ მინდა თავის მართლებად მიირო. უბრალოდ მინდა ყველაფერი იცოდე. ჩემი მშობლები ჩემს ბავსვობაში გარდაიცვალენ, მაშინ სვანეთის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდი, ამის შემდეგ, თბილისში მომიწია გადმოსვლა, ბიძასთან, რადგან იქ სულ მარტო ვიყავი. ამ ოჯახმა უდიდესი სითბო მომცა, ნორმალურ ადამიანად გამზარდა და მასწავლეს რა იყო ცხოვრებაში მთავარი. 18-ის რომ გავხდი გადავწყვიტე მათგან წამოვსულიყავი, მათი პატარა სახლი მათაც კი ძლივს იტევდა. ცოტა ფიქრის შემდეგ, ჩემი სოფლის სახლი გავყიდე, სწავლისა და საცხოვრებლის დასაფინანსებლად. თავდაპირველად ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ხატვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ვიფიქრე რომ ამით თავს ვერ ვირჩენდი. მალევე მუშაობაც დავიწყე და ნორმალური სტუდენტობა მქონდა. ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მაგისტრატურასთან ერთად სამხატვრო აკადემიაშიც ჩავაბარე. მინდოდა აქაც მეცადა ბედი. ახლა როგორც იცი, სამხატვროში მაგისტრატურაზე ვსწავლობ. ერთ-ერთი კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში ვმუსაობ, თავისუფალ დროს კი ვხატავ. პირველად ჩვენს კაფეში შეგამჩნიე, მგონი შენც.. შეუძლებელია, შენნაირი გოგო არ მომწონებოდა, მაგრამ ომ ვხედავდი შენს ჩაცმულობას, შეუძლებელი იყო არ მივმხდარიყავი რომ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
-დადა, ამას ყურადღებას რატომ აქცევ? ის ხომ უბრალოდ ტანსაცმელი იყო.
-თათა, შენ არ გესმის. ამის მერე გამუდმებით ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ შენი უზრუნველყოფა შემძლებოდა, თუკი ოდესმე გავბედავდი იმის თქმას რომ მიყვარდი. მივხვდი, რომ იმით რასაც ვაკეთებ, ვერ მოვახერხებ შენთვის ელემენტარული პირობების შექმნასაც კი. ის ორი კვირა ყველაზე ლამაზი იყო ჩემს ცხოვრებაში, დავინახე რომ ძალიან ჭკვიანი, შრომისმოყვარე და კეთილი ხარ. იმ წუთებში ვფიქრობდი რომ შენ გამიგებდი და შეიზლებოდა გვქონოდა მომავალი. მაგრამ იმ საღამოს მერე, როდესაც შენი მანქანა დავინახე, ვნახე შენი სახლი, მივხვდი რომ როგორც არ უნდა გამიგო, შენ ვერ შეძლებ ჩემთან ცხოვრებას. მაშინ არ უნდა მეთქვა რომ მიყვარხარ, მაგრამ ვერ აღმოვჩნდი სათანადოდ ძლიერი. ვხედავ ამან როგორ იმოქმედა შენზე. ამის პატიებაც კი არ შეიძლება, მე შენ ვერ გაგიფრთხილდი.
-დადა, გიყვარვარ?
-თათა, შენც ხომ ხვდები რომ ძალიან მიყვარხარ. მაგრამ შეუძლებელია შენ გიყვარდე.
-შენ არ ხარ ის, ვინც ფულს პირველ ადგილას აყენებს.
-არ ვარ. მაგრამ შენ ჩემს გვერდით დაიღუპები.
-დადა, მე შენ მიყვარხარ, მე უშენოდ დავიღუპები.
-თავად არ გესმის რას ამბობ. ძალიან მალე დაგავიწყდები, დაფიქრდები ჩვენს ლაპარაკზე და თავად მიხვდები რომ უბრალოდ შეუძლებელია ჩემი ცხოვრებით იცხოვრო. ჩემი ხელფასი, მხოლოდ სწავლის გადასახადს, ბინის ქირას და მხოლოდ ელემენტარულს ჰყოფნის. გაყიდული ნახატი კი მხოლოდ საღებავების ფულს, ჯერ ნამდვილად ვერ ვქმნი ძვირფას შედევრებს. რაც არ უნდა ვიმუშავო დამატებით, ვერ შევძლებ შენთვის პირობების შექმნას. არც ის შემიძლია, პატიოსნება გადავდო გვერდით და ის გავაკეთო, რასაც არასდროს გავაკეთებდი, არც ის სხვისი, თუნდაც შენების დახმარება მივიღო და არც ის, გიყურო როგორ გაგანადგურებს ჩემი სამყარო. ახა ყველაფერი იცი, მინდა საერთოდ დამივიწყო, შევეცდები საერთოდ აღარ გიყურო თვალებში, აკადემიაშიც ძალიან იშვიათად ვიარო. მინდა ბედნიერი იყო. მე კი ამ ბედნიერებას ვერ მოგცემ.
-ყველაფერს შევძლებთ, შენს გვერდით ყოფნა უკვე ნიშნავს ჩემთვის ყველაფერს, მეც ვიმუშავებ. მინდა შენი ცოლი ვიყო. გული მიკვდება რომ ვფიქრობ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებ, მინდა შენზე ვიზრუნო და განახო რომ იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე გგონია. რომ მე მართლა მიყვარხარ.
-შენ ჯერ უნდა ისწავლო, არ დავუშვებ, რომ მუშაობის გამო სწავლას ნაკლები ყურადღება დაუთმო. ხვალიდან შვებულებაში გავდივარ, სვანეთში ავალ ჩვენს საგვარეულო კოშკში. რომ არ ვნახავთ ერთმანეთს, იქნებ შენ უფრო გაგიადვილდეს, მალე საზაფხულო არდადეგებიც დაიწყება და ვეცდები სექტემბრამდე საერთოდ ვერ მნახო. ვიცი აუცილებლად დაგავიწყდები.
-დადა, გამოდის არ გჯერა რომ მიყვარხარ?
-მჯერა, რა თქმა უნდა მჯერა. შენს თვალებში საერთოდ ყველაფერი ჩანს.
გავბედე და მივუახლოვდი. მისი სიმაღლის გამო არ შემეძლო მისთვის მხოლოდ საკუთარი სურვილით მეკოცნა, ამიტომ უბრალოდ ძალიან ჩავეხუტე.
-არ მინდა წახვიდე, იცოდე სწავლას თავს დავანებებ.-დავემუქრე პატარა ბავშვივით.
-თათა.. ამას არ იზამ.-მითხრა, დაიხარა და მაკოცა. მალევე მომშორდა, თავს გაუფრთხილდიო მითხრა და ოთახიდან გავიდა.

ძლივს დავუბრუნდი რელობას. დადა უფრო მეტად შემიყვარდა, ბევრად მეტად ამ საუბრის შემდეგ. ზუსტად ვიცოდი რომ მის გამო ყველაფერს შევძლებდი. არ გავკიდებივარ, რადგან ვხვდებოდი არ მობრუნდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა, მიღეული მქონდა..
სახლში დაბრუნებულმა, ჩემებთან ერთად ვივახშმე. შემდეგ oთახში ავედი, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავალაგე, რაც შემეძლო უბრალო, მერე ინტერნეტით შევეცადე ხარძიანების გვარზე, მათ საგვარეულო კოშკზე, სოფელზე, ინფორმაცია მომეზიებინა.. არც ისე წარუმატებელი იყო ჩემი მცდელობა, ნამდვილად ვიცოდი რომ ვიპოვიდი. დილით მოვიტყუე, რომ აკადემიაში არ მივდიოდი და ჩემების წასვლის შემდეგ მეც გავედი სახლიდან. სადგურამდე ტაქსით მივედი. ვიცოდი დადას არ გაეხარდებოდა იქ ჩემი ჯიპით რომ ავსულიყავი, ამიტომ სასწრაფოდ დავიკავე ადგილი სამარშუტო ტაქსში. ყველაზე მეტად მამაზე ვნრვიულობდი, ვიცოდი რომ არ მაპატიებდა, მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. მას მხოლოდ პატარა წერილი დავუტოვე, სადაც მოკლედ ვუხსნიდი ჩემს გადაწყვეტილებას და პატიებას ვთხოვდი. გზა ძალიან დამღლელი აღმოჩნდა. მთელი გზა დაძაბული ვფიქრობდი და მეშინოდა,ყველაფრის, რაც შეიძლება ჩემს გადაწყვეტილებას მოყოლოდა. მინდოდა ძალიან ბედნიერები ვყოფილიყავით. საღამოს ძლივს მივაღწიე იმ ადგილს სადაც დადა იყო. განმარტოვებით მდგარი, სვანური კოშკი. გული მისკდებოდა, ზღურბლთან ვიდექი და შიშისაგან კინაღამ უკან გამოვქცეულიყავი. როგორც იქნა გავბედე და შევედი. ის იატაკზე იჯდა და დანთებულ ცეცხლს უყურებდა. ფეხაკრეფით მივეპარე და თვალებზე ავაფარე ხელი, სანამ ვკითხავდი ვინ ვარ-თქო, ის უკვე ფეხზე იდგა და გაოცებული დამყურებდა.
-თათა, აქ რა გინდა?
-საყვარელი ადამიანი გამომექცა და მე გამოვეკიდე.
-თათა, ჩემს გამო ამოხვედი აქ?
-აბა, რა მინოდა დადა მარტო სვანეთში.
დადას თვალები უბრწყინავდა, მაშინვე მომხსნა ჩემი მძიმე ზურგჩანდა. ხელში ამიყვანა და ისე ჩამიხუტა ყველაფერი მტკიოდა.
-დადა, ბინძური ვარ.-მთლიანად ტალახში ვიყავი ამოსვრილი.
-არ მეგონა ამას თუ გააკეთებდი, ჩემს გამო სახლიდან წამოხვედი. ყველაფერს გავაკეთებ ბედნიერი რომ იყო. მაგრამ მაინც ძალიან მეშინია, იმის რაც შენ გელოდება.
-გთხოვ, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, მინდა შანსი მომცე, მინდა გჯეროდეს ჩემი.
-არ ინანებ?
-არასდროს.
-გინდა ჯვარი დავიწეროთ, აქ, მთის საყდარში?
-კაბა წამოვიღე.
დადას ამაზე გულიანად გაეცინა, ალბათ წარმოიდგინა რაღაც გრანდიოზული, მე კი ერთი ჩვეულებრივ შავი კაბა მქონდა, ტაძარში შესვლისას რომ ჩამეცვა. ვხვდებოდი, თუ მის გვერდით მინდოდა ცხოვრება, ტანსაცმლის სიყვარულს, აქსესუარებს, ჩემს მანქანას, ძვირფას ადგილებს და ჩემთვის საყვარელ, დიდი მუზარადის ტურნირებსაც უნდა შევშვებოდი. ეს უკვე მისი ლაპარაკისას ვიცოდი და ყველაფერი მეთმობოდა, ოღონდ ის არ დამეკარგა.
კაბა რომ ამოვიღე, დადას მართლა გაუკვირდა არაფერი განსაკუთრებული რომ არ აღმოჩნდა, საერთოდ არ ეტყობოდა მთელი თვე რომ ველოდე მის პარიზიდან ჩამოსვლას. ის გავიდა და დამტოვა რომ გამომეცვალა. ჯვარს ბოტებით, შავი კაბით და სქელი კურტკით დავიწრდი. შარფიც ამოვიღე და უკვე მზად ვიყავი. დადას ჯინსი და ლურჯი ჯემრი ეცვა. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ახერხებდა გემოვნებიანად ცმოდა. ის ყველაზე მომხიბვლელი იყო, თან ლურჯი ფერი საოცრად უხდებოდა მის თვალებს. ხელი მომკიდა გაყინულ ხელზე და მთელი გზა მკოცნიდა, უნდა გაგითბოო. ვხვდებოდი როგორი ბედნიერი იყო და საერთოდ არ გამხსნებია, რა ხდებოდა ახლა თბილისში. მოძღვარი ტაძარში დაგვხვდა. მოხუცი ცოლ-ქმარი სიხარულით დაგვთანხმდნენ, ყოფილიყვნენ ჩვენი მეჯვარეები. ჯვრისწერის სამახსოვროდ მხოლოდ მობილურით გადაღებული ორი ფოტო დაგვრჩა. მაგრამ საერთოდ არ ვნანობდი, მერე რა რომ პომპეზურ ჯვრისწერაზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრება, მერე რა რომ არც თეთრი კაბა მქონდა და საერთოდ არფაერი რაც ჩემს ოცნებაში იყო. სამაგიეროდ, დადა იმაზე მეტად მიყვარდა, ვიდრე იმ ოცნებაში, უფრო ბედნიერი ვიყავი. ყველაფერი გაუფასურებული იყო მის გარდა. ჩვენმა მეჯვარეებმა თავისთან მიგვიპატიჟეს, სახეზე გაოცება ეწერათ, ვერ ხვდებოდნენ, რატომ დავიწერეთ ასე გიჟებივით ჯვარი, რატომ ვიყავით სრულიად მარტო, მაგრამ არაფერი უკითხავთ. ჩვენ გულითადი მადლობა გადავუხადეთ და უკან დავბრუნდით. საკმაოდ ციოდა და კახაზე ჩახუტებული მოვდიოდი. არ მაინტერესებდა, არც ტალახი, არც გარსემო ჩამოწოლილი ბინდი, არც ის კოსკში უბრალო ფარდაგი რომ გველოდა. სიყვარულისგან გაგიჟებული ვიყავი, ვერ ვაზროვნებდი, თან 19 წლის ასაკში რთულია ცხოვრებისეულ სირთულეებზე რეალური შეხედულება გქონდეს, თან მითუმეტეს მაშინ, თუ ჩემსავით გიცავენ პრობლემებისგან. ჩემი ქარაფშუტული ვითომ პრობლემები ახლა სახსენებელიც არ იყო. დარწმუნებული ვიყავი ყველაფერს შევძლებდი, მთავარი იყო თვითონ დადას მოეხერებინა დაეჯერებინა რომ მე მართლა ბედნიერი ვიყავი. კოშკში ხელში აყვანილი შემიყვანა. მოუთმენლად ვკოცნიდით ერთმანეთს. მეშინოდა, მიუხედავად იმისა რომ უამრავჯერ მომესმინა, ქალური წორაობა მსგავს საკითხებზე ჩემი დაქალებისაგან. ვცდილობდი დადას ვერაფერი შეემჩნია, ეს ყველაზე ბედნიერი ღამე იყო. მე ის მიყვარდა. მიყვარდა ყველაზე მეტად. მახსენდებოდა ჩემი პირველი რეაქცია მისი დანახვისას და ფრაზა რომელიც მაშინ ვუთხარი ჩემს თავს, „მელოდოს სანამ თავად არ ვეახლები, თუნდაც მართლა პრინცი იყოს.“-მეთქი. ის ნამდვილად იყო პრინცი, ჩემი პრინცი. ამას ხომ ვერასდროს ვიფიქრებდი, ჩემი ქორწინების ღამე, პარიზში მქონდა დაგეგმილი, თბილისის პირობებში კი როგორც მინიმუმ Radisson-ის რომელიმე ლუქსი, ახლა კი სვანეთში, ერთ-ერთი კოშკის იატაკზე, ფარდაგზე ვიწექი და ვიყავი ყველაზე ბედნიერი. დადას ჩახუტებული ვყავდი და თმაზე მეფერებოდა.
-თათა, მინდა რომ სულ გჯეროდეს ჩემი, გჯეროდეს ეომ ყველაფერს გავაკეთებ, შეუძლებელსაც კი რომ ბედნიერი იყო.
-რომ არ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი.
-მიყვარხარ, ჩემი ყველაზედ მამაცი და გამბედავი გოგო ხარ.
-მიყვარხარ.
დილით, რომ გამეღვიძა დადა ცეცხლს ანთებდა, ზევით არაფერი ეცვა. ადგომა დავაპირე, რომ გამომხედა.
-დილა მშვიდობისა, საყვარელო, იწექი გთხოვ. ჯერ ცივა, თან მეც მალე მოვალ, ასე ადვილად ვერ დააღწევ ჩემს ალერსს თავს.
წინააღმდეგი არც მე ვიყავი და არ გავპრანჭულვარ. საერთოდ არ ავდგებოდი, დადა თუ გვერდით მეყოლებოდა. შუადღემდე ვიწექით, ვერ ვხდებოდით, რომ ზღურბლს მიღმა სამყარო არსებობდა. არ მინდოდა მის ტუჩებს, სხეულს მოვშორებოდი. ისევ დადა ადგა სადილის მომზადებას შეუდგა.
-შეიძლება შენი ჯემპრი ჩავიცვა.
-რას მეკითხები, რაც გინდა ის ჩაიცვი. თუ გინდა მთელი დღე მე ჩაგეხუტები და არაფერი ჩაიცვა.
-არ ვარ წინააღმდეგი, გაგახსენებ იცოდე ამას, მაგრამ ახლა საჭმლის მომზადებაში დაგეხმარები.
დადას ჯემპრი ბევრ კაბაზე გრძელი მქონდა, იმ წუთში მივხვდი რომ მას უკვე ყველა ჯემპრში და პერანგში შევეცილებოდი, რადგან მათ მისი საოცარი სურნელი ჰქონდათ. მალევე ვისადილეთ, მერე კი დადამ მთხოვა ცოტა ხანს ერთ ადგილას გაჩერდი დაგხატავო.
ისე მიჭირდა მისგან მოშორებით გაუნძრევლად დგომა, ბევრჯერ მივიღე შენიშვნა. სიცილს ვერ ვიკავებდი, მერე მასაც ეცინებოდა და ვეღარ ხატავდა. სასჯელი რამდენიმე წუთიანი კოცნა იყო და ბოლოს რომ მითხრა, სანამ არ მოვრჩები ერთხელაც აღარ გაკოცებო, სახე აღარ შემცვლია. ნახატზე მის ჯემპრში ჩაცმული ვიყავი, საოცრად ბედნიერი თვალებით და გრძელი თმით.
-ჩემი თმა მოგწონდა?
-კი და ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ ჩემს გამო შეიჭერი.
-კი, მაგრამ ამის წყალობით მიგახვედრე, რომ უშენოდ ვერ ვიცხოვრებდი.
-ახლა ეს აღარ გჭირდება და გთხოვ გაიზარდე თმა.
-შენ როგორც მოგწონს თმაც ისე მექნება და დანარჩენი ყველაფერიც.
-მიყვარხარ. შენ რა გინდა რომ შევიცვალო?
-არაფერი, შენ იდეალური ხარ, უბრალოდ მინდა უფრო ხშირად იღიმოდე და არასდროს გქონდეს სევდიანი თვალები.
-მაგ ორივე პირობას შენი გვერდით ყოფნით უკვე ავტომატურად ასრულებ.

სვანეთში, მხოლოდ ორი დღით დავრჩით. წარმომედგინა როგორ ნერვიულობდნენ ჩემები, არ მქონდა ილუზია რომ მაშინვე გამიგებდნენ, მაგრამ ის, რაც დამხვდა ნამდვილად არ წარმომედგინა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, არ მინდოდა დადას შეემჩნია ჩემი ნერვიულობა და ეფიქრა რომ რაღაცას ვნანობდი. ჩემი ოჯახი, ყოველთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტული იყო ჩემთვის. მამა ყველაზე საამაყო ადამიანი მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ვნანობდი, ვხვდებოდი ძალიან გამიჭირდებოდა მათ გარეშე ყოფნა.
-თათა, გთხოვ ნუ ნერვიულობ. ყველაფერს გავაკეთებ რომ არასდროს ინანო, ის რაც გააკეთე. -მითხრა თავისი საოცრად ძლიერი, ნაღვლიანი ხმით და თავზე ძალიან ნაზად მაკოცა.
სვანეთიდან პირდაპირ ჩემების სახლში მივედით. მისაღებში მხოლოდ ანა დაგვხვდა. ძალიან გამაღიზიანა მისმა დახვედრამ, თითქოს დადა ვერც კი შეემჩნიოს. ხმადაბლა, ძალიან ცივად მომილოცა და მაშინვე მშობლების დასაძახებლად ავიდა. ანა მალევე ჩამობრუნდა.
-თათა, მათ მხოლოდ შენთან უნდათ ლაპარაკი, თვითონ ამოვიდესო.
-გთხოვ აბრუნდი და უთხარი რომ, ან ჩემს ქმართან ერთად დამელაპარაკებიან, ან უბრალოდ წავალ.
ძალიან არ მოეწონა, მაგრამ მაინც აბრუნდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთიანი ლოდინის შემდეგ, კიბეებზე მამა და დედაც გამოჩდნენ. ეტყობოდათ საშინელი გაბრაზება, გაღიზიანება და იმედგაცრუება.
-ეგ ახლავე წავიდეს ამ სახლიდან, მალე დაივიწყებ ამ უაზრო თამაშს და შეიძლება ჩვენც გაპატიოთ ასე რომ გაგვიცრუე იმედი. -მამა თვალებში მიყურებდა და ცეცხლს აფრქვევდა. საშინლად მეწყინა ასე რომ ამცირებდა ადამიანს, რომელსაც არც კი იცნობდა. მამა ასეთი არ იყო, ის არასდროს ახარისხებდა ადამიანებს შემოსავლისა თუ „შეფუთვის“ მიხედვით.
-მამა, ეს ჩემი მეუღლე, დადა ხარძიანია. მინდოდა ერთმანეთი გაგეცნოთ, ვიცი ცუდად მოვიქეცი, რადგან გავიპარე, მაგრამ ერთმანეთი გვიყვარს. მე შენთვის იმედი არ გამიცრუებია, უბრალოდ ჩემი ცხოვრებით ცხოვრება დავიწყე.
-თათა, რას ბოდავ? რომელი ცხოვრება? არ მჭირდება მაგ არაკაცის გაცნობა, მთელი დოსიე მაგიდაზე მიდევს. რითი უნდა იცხოვროთ? შენ მართლა თამაში გგონია ყველაფერი? სადღაც, ვიღაცის ნაქირავებ ჯურღმულში გგონია გაძლებ? ასე როგორ აგირია თავგზა? რა გაგიკეთა ამ ნაბიჭვარმა?
დადას თვალები ერთიანად ჩაუსისხლიანდა, ძარღვები დაებერა, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. წარმოუდგენელ ფასად უჯდებოდა, ამ შეურაცხყოფის უპასუხოდ ატანა. ვხვდებოდი და გული მტკიოდა მამას გამო.
-მამა, ჩვენ მივდივართ. მეგონა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ბედნიერება იყო, მეგონა გიცნობდით და თქვენც იცოდით როგორი ვარ.
-თათა, საბოლოოდ ნუ გამაგიჟებ. ვნახავ სად წახვალ, შენს ოთახში რომ გამოგკეტავ სანამ ჭკუაზე არ მოხვალ. _ სანამ მამა ჩემამდე მოვიდოდა, დადა უკვე ჩვენს შუაში იდგა. ხელის დაკარება არ გაბედოთ, თორემ დავივიწყებ, რომ მისი მამა ხართ.
-როგორ ბედავ შე ? -მამა ღრიალებდა, დადას აიცილა მიის მოქნეული ხელი, ახლა უკვე დედა და ანაც შუაში იდგნენ, ცდილობდნენ მამა დაემშვიდებინათ. ვლოცულობდი, დადას სიმშვიდე არ დაეკარგა, არ მინდოდა მამასთვის პასუხი გაეცა, მიუხედავად ყველაფრისა ეს გულს ძალიან მატკენდა. დადამ მაშინვე გამომიყვანა ოთახიდან, გალავანთან დაცვა დაგვხვდა, რომელიც სულაც არ აპირებდა ჩვენს გაშვებას. სანამ მივუახლოვდით მამამ უბრძანა გავეშვით, მაგრამ აღარასდროს შემოვეშვით უკან.
ტირილი მინდოდა, მაგრამ დადას ხათრით არ ვაპირებდი მეტირა. იმდენად საშინელი იყო ჩემების საქციელი, განსაკუთრებით დედაჩემის, რომელმაც ხმაც კი არ ამოიღო, ვერ ვხვდებოდი რითი დავიმსახურე. ბრმაც კი შეამჩნევდა ჩვენს ბედნიერებას და ჩემებს რა უნდა დამართნოდათ. მათ აუცილებლად დავუმტკიცებდი, რომ ძლიერი ვარ და შემიძლია ჩემი ბედნიერებისთვის საკუთარი ხელებით ბრძოლა.
სახლამდე მისასვლელად დიდი დრო დაგვჭირდა. დადა, გლდანის ერთ-ერთ რაიონში, ერთ ოთახიან, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მიუხედავად ძველი რემონტისა და იმისა, რომ იქ მხოლოდ კაცი ცხოვრობდა, ბინა ძალიან სუფთა და მოწესრიგებული იყო. ჩვენი სახლი, პატარა სამზარეულოს, უფრო პატარა აბაზანას, ერთ მოზრდილ ოთახსა და მასზე ცოტა პატარა საძინებელს აერთიანებდა. საძინებელში, მხოლოდ ერთი კარადა და საწოლნახვრიანი საწოლი ეტეოდა. მეორე ოთახი კი სამხატვრო სახელოსნოსა და საგამოფენო დარბაზის ნაზავს წარმოადგენდა. სახლში მისვილისას უკვე საკმაოდ დაღამებულიყო. დადა აბაზანაში იყო, მე კი პატარა ცნობისმოყვარე ბავშვივით ვათვალიერებდი მის ნახატებს. მას იმდენად თავისნაირი, ულამაზესი სამყარო ჰქონდა შექმნილი, სულ გადამავიწყდა ჩემებთან ცოტა ხნის წინ გადატანილი ჩხუბი. ერთი სული მქონდა, ჩავხუტებოდი, ჩავძირულიყავი მასში და მის ცხოვრებაში მთელი სისრულით. მინდოდა მისი სიმარტოვე სამუდამოდ გამექრო. ვყოფილიყავი მზრუნველი, მოსიყვარულე ცოლი, რომელიც გემრიელ, თბილს კერძს დაახვედრებდა. მიაქცევდა ყურადღებას მის ჩაცმულობას. შეწუხდებოდა მისი დაღლილობით. მოუსმენდა სამსახურის ამბებს. გახდებოდა მისი ნახატების ნაწილი და პირველი შემფასებელი. მინდოდა ყველანაირის სითბო ეგრძნო, რაც ასე აკლდა მშობლებისა თუ ახლობლების არ ყოლის გამო. მეუცნაურებოდა საკუთარი თავის ასე რადიკალურად შეცვლა. არასდროს მიფიქრია ამდენი სხვა ადამიანზე. მივხვდი როგორ უცბად ჩავანაცვლე საკუთარი „მე“ მისი პიროვნებით. აბაზანიდან მეც მალევე გამოვედი. დადა, დივანზე იჯდა.
-საყვარელო, რაღაც უნდა გითხრა. გულს მტკენს ის რომ მამაშენი ნაწილობრივ მართალია.
-დადა, გემუდარები აღარასდროს გაიმეორო ეს.
-თათა, არც ერთ მამას არ მოუნდებოდა თავისი შვილისთვის, ჩემნაირი ქმარი.
-იმიტომ რომ არ გიცნობენ. ყველა მამამ იოცნებოს შენნაირ სიძეზე. ერთად ყველაფერს შევძლებთ. ახლა კი მეძინება და წამო რა.
-მაპატიე დღევანდელი დღე.
-ვითომ არ გამიგონია. ადექი რა, გთხოვ. ნუთუ საერთოდ არ გაცდუნებ, ჩემი საოცრად სექსუალური ღამის პენაგით.- ვუთახრი და სასაცილოდ გავიჯგიმე, ჩემს „სექსუალურ“ პერანგში გამოწყობილი, რომელიც საოცრად რბილი ნაჭრისაგან შეკერილი, მუხლამდე სარაფანი უფრო იყო. ყველანაირი გამოკვეთლი ფორმებისა თუ ამოჭრილი გულის გარეშე. წინ კი ულამაზესი, უფუმფულესი დათვი ეხატა. დადა, მიყურებდა და უკვე სიცილისაგან ცრემლები მოდიოდა.
-ცდილობ თავი პედოფილად მაგრძნობინო? ასეთი პერანგი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებსაც კი არ აცვიათ.
-პედოფილი რამ მოგაგონა? მე ძალიან მიყვარს და სულ არ ვიცოდი რომ ვყიდულობდი, ჩემს გარდა სხვაც თუ ნახავდა.
-მოდი გავუფრთხილდეთ, შენს საყვარელ ღამის პერანგს, კიდევ დიდ ხანს რომ ვხედავდეთ და საერთოდ შევინახოთ. მე ისე უფრო მომწონხარ.
„დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე, გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.“ ზანგურის ულამაზესი ლექსი გამახსენა, ჩვენმა საწოლმა. დადას სიახლოვე გონებას მირევდა. არაფერი მახსოვდა და მითუმეტეს მაწუხებდა მის გვერდით. მისი მოფერება იყო საოცრად ნაზიც და საოცრად მომთხოვნიც. არასდროს ავიწყდებოდა, არაფერი მტკენოდა, რაიმე უხეშად არ გამოსვლოდა. მისი თითოეული შეხება, სითბოთი მავსებდა, გაგრძნობინებდა ზუნვასა და უსაზღვრო სიყვარულს. დილით მარტოს გამეღვიძა. ისე გავბრაზდი, ჩემი თავის შემეშინდა. მაგრამ გაბრაზება საწოლის წინ ჩემი პორტრეტის დანახვამ, უგზოუკვლოდ გააქრო. ის, დაბადების დღეზე ნაჩუქარი პორტრეტის იდენტური იყო. ჩემი პორტრეტი საწოლის წინ ეკიდა, ეს ჩემნაირი რომანტიკოსისთვისაც კი მეტისმეტი გახლდათ. ცრემლებმა მაშინვე იპოვეს გზა, უფრო გავბრაზდი ჩემს მშობლებზე და მაშინვე შევუდექი სახლის მოწესრიგებას. სამზარეულოში პატარა ბარათი დამხვდა, თაფლიან პურთან , ყველთან და კარაქთან ერთად. ყავისთვის ფინჯანი, ყავა და შაქარიც კი მაგიდაზე იყო გამზადებული.
„თათუ, მე სამსახურში წავედი. მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერც ერთი წუთი გავაფუჭე ამისთვის. ადრე კი არ მინდოდა გამეღვიძებინე. გთხოვ ისაუზმე და არ მოიწყინო უჩემოდ. ერთად ყველაფერს შევძლებთ, მთავარია გვიყვარდეს. უკვე მენატრები.“
ბედნიერებისაგან გაბრუებულმა, სულსწრაფად მივირთვი, ცხოვრებაში უგემრიელესი საუზმე. ჩემი ბედნიერების არ მჯეროდა. მალევე მივალაგე საძინებელი. დადას ტანსაცმელი ოდნავ შევავიწროვე, ჩემი სამოსისთვის. სვანეთიდან ჩამოტანილი ბარგი სწრაფად გადავარჩიე და რეცხვას შევუდექი. სარეცხის მანქანა არ გვქონდა. არ დამიწყია ზედმეტი პრანჭიაობა და მანიკურის მოფრთხილება. შიშისაგან ცუდად არ გამერეცხა, უამრავჯერ ვავლებდი თითო სამოსს. როგორც იქნა მოვრჩი, ამაყად გავფინე აივანზე. მერე კი პროდუქტების ძებნას შევუდექი. კარტოფილის გათლას დიდი ხანი მოვანდომე, მაგრამ შევეცადე რაც შეიძლება თხლად გამეთალა. ჩვენი დიასახლისის საწებელის მაგვარი, საწებელიც გავაკეთე და უკვე შემეძლო თამამად დავლოდებოდი ჩემს მეუღლეს. მაგრამ დადას მოსვლამდე ანა მოვიდა. მეგონა მისამართი არც კი იცოდა, მან კი ჩემი ნივთები და მანქანა მომიყვანა.
-მამამ, გამომატაანა. ასე თქვა მეტს ვერაფერს მიიღებს ჩვენგან, სანამ არ დაბრუნდებაო.
-ანა, უკან წაიყვანე, არაფერი მინდა.
-თათა, გადაირიე? როგორ არაფერი გინდა, უმანქანოდ ვერ გაძლებ.
-ანა, გთხოვ. მალე დადა მოვა და არ მინდა, უბრალოდ მანქანის დანახვამაც რომ გააბრაზოს.
-მისი გეშინია?
-რა სასაცილო ხარ. შიში რა შუაშია. მიყვარს და არ მინდა უაზრობის გამო ნერვები მოვუშალო, არჩევანი უკვე გავაკეთე და არა მანქანის სასარგებლოდ.
-იცოდე მამა არაფერს მოგცემს.
-ვიცი და არაფერი მჭირდება.
-თათა, დღეს არა, მაგრამ აუცილებლად დაგჭირდება, ამიტომ დაიტოვე.
-არა ანა, ახლავე უკან წაიყვანე.
-მამა გამიბრაზდება. მანქანას უკან ვერ წავიყვან, თუ არ გინდა თვითონ მოუყვანე. მე არ მაქვს მისი თავი.
-ნუ ართულებ.
-მართლა ვერ წავიყვან, მამა ახლა ისეთი გაბრაზებულია, მისი სურვილის საწინააღმდეგოს ვერაფერს გავაგონებ.
-კარგი, როგორც კი დადა მოვა, მაშინვე გამოვიყვანთ.
ანამ სახლიდან გასვლამდე ვერ მოიშორა სახიდან გაოცება, რომელიც მასზე ჩვენმა ბინამ მოახდინა. არც მალავდა ნანახით გამოწვეულ რეაქციებს. ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია. დადა, მისი წასვლიდან რამდენიმე წუთში მოვიდა. დანახვისთანავე მივხვდი რომ ძალიან იყო გაბრაზებული. რა თქმა უნდა მანქანა და დაინახა და იფიქრა, რომ სახლთან ჩემი სურვილით იდგა.

-თათა, შენი მანქანა აქ რატომ დგას?
-გთხოვ არ გაბრაზდე. ანას ვუთხარი რომ როგორც კი მოხვიდოდი უკან დავაბრუნებდით. მამას შიშით თვითონ არაფრით წაიყვანა უკან.
-ვიცი, რომ ბევრი რამ გჭირდება, მანქანაზეც მიჩვეული ხარ, მაგრამ..
-არაფრის ახსნა მჭირდება, მე უკვე გადავწყვიტე რა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, გთხოვ ამაზე აღარც ვიფიქროთ და აღარც ვილაპარაკოთ.
-მაპატიე.
-ამის გამო აღარასდროს მთხოვო პატიება.
-ძალიან მიყვარხარ.
-გთხოვ, ჯერ ივახშმე და მერე წავიდეთ.
-არა, ჯერ მივიყვანოთ მანქანა და მერე ვივახშმებ, ასე მირჩევნია.
მანქანა მარტივად დავუტოვეთ დაცვას, ჩემები არც კი მინახავს. უკან ავტობუსით დავბრუნდით. დადა ძალიან მოწყენილი იყო. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მიმეხვედრებინა, რომ ის ჩემთვის ყველაფერი იყო და არაფერი მაკლდა მის გვერდით. სახლამდე ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედით და ხელჩაკიდებულებმა ვისეირნეთ.
-ძალიან დაიღალე, საყვარელო.
-არა, დღეს განსაკუთრებულად მარტივი იყო ყველაფერი. იმდენად მახარებდა იმაზე ფიქრი რომ სახლში მელოდებოდი, ყველაფერი შეუმჩნევლად და დაუღლელად გავაკეთე.
-ისე, ძალიან დამღლელია?
-ახლა ამაზეც არ ინერვიულო, არაფერია დამღლელი. -დადამ ცხვირზე მაკოცა, უკვე სახლამდეც მივედით.
-მე გავამზადებ და მალევე შემოდი.
ხუთ წუთში დადა სამზარეულოში იყო და სუფრის გაწყობაში მეხმარეობოდა.
-დაჯექი, გთხოვ, დაღლილი ხარ.
-დაღლილი შენ უფრო ხარ. ამდენი სარეცხი მარტო როგორ დარეცხე. დამლოდებოდი და რამეში მაინც მოგეხმარებოდი. ან რა აუცილებელი იყო ყველაფერი დღეს გაგეკეთებინა.
-ბევრი სულაც არ არის და ზედმეტად ნუ გამაზარმაცებ.
-ვიცი რომ მიჩვეული არ ხარ, ამიტომ არ გეგონოს რომ მთელი სახლის საქმე შენი გასაკეთებელია. ნებისმიერ რამეში მოგეხმარები, აქამდე ხომ ვაკეთებდი.
-ძალიან სწრაფად მივეჩვევი, იცოდე შენიშვნები არ მეწყინება. სახლის საქმეები კი შენი გასაკეთებელი აღარაა, მინდა რომ მე ვიზრუნო შენზე.
-თათა, მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
-ძალიან გემრიელი საწებელია.
-ნუ დამცინი.
-არ დაგცინი, გეფიცები ძალიან გემრიელია, კარტოფილიც ზუსტად ისეთია, როგორიც მე მიყვარს, თხელი და დაბრაწული.
-იცოდე ტყუილები ჩვენს სახლში არ შეიძლება.
-არც ვიტყუები.
მაგიდა უცებ ავალაგეთ, სანამ ჭურჭელს დავრეცხავდი დადა თავზე მადგა და კოცნით მანებივრებდა.
-მეშინია რომ ოდესმე მოგბეზრდება?
-რა?
-ასე დგომა, ყურება როგორ ვრეცხავ ჭურჭელს და კოცნით განებივრება.
-ტყუილად რომ გეშინია იცი?
-არა, მართლა მეშინია, კაცებს ხომ ბეზრდებათ.
-კაცებს, არც შენნაირი ანგელოზები ჰყავთ სახლში.
-მე სერიოზულად გელაპარაკები.
-მეც სერიოზულად გეუბნები, თათა. როგორი იდიოტი უნდა ვიყო, ვერ ვხვედავდე რას მიკეთებ. გიყურო ასეთ ლამაზს და მშვიდს, ეს როგორ უნდა მომბეზრდეს?
-მიყვარხარ.
-ასეთი რამ აღარ მითხრა, გთხოვ.
დღეები მშვიდად მიჰყვებოდა ერთმანეთს. დადა კვირის გარდა სულ მუშაობდა, მე აკადემიაში დავდიოდი. ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი იყო, ჭურჭლის თუ სარეცხის რეცხვისგან, უთოობისგან, რომელიც არც ისე კარგად გამომდიოდა, ოთახების დასუფთავებისა თუ კერძების კეთებისგან ოდესმე სიამოვნებას თუ მივიღებდი. რამხელა მნიშვნელობა აქვს, რას ვისთვის აკეთებ. ალბათ ამიტომ ასწრებენ მრავალშვილიანი დედები ყველაფერს. ფიქრი იმაზე რომ ეს დადას გაახარებდა, მეგონა მთებს გადამაბრუნებინებდა. გულწრფელად გითხრათ, მიხაროდა ყველაფერი რომ შევძელი. ერთხელაც კი არ დამიწუწუნია გაუხეშებული კანისა თუ უმანიკურო ფრჩხილებისათვის. ლოდინიც კი სასიამოვნო გახდა, ის არასდროს იგვიანებდა. ზოგჯერ მეგობრებთან ერთადაც კი ბრუნდებოდა. ლევანი მისი საუკეთესო მეგობარი იყო, იმდენად კარგი ადამიანი იყო, მიხაროდა ერთად მხიარულებს რომ ვხვედავდი. ვცდილობდი, შესაძლებლობების ფარგლებში კარგად დავხვედროდით. ამ მხრივ კი ნამდვილად არ გვილხინდა. დადას ხელფასი, ბინის ქირაზე, მისი დოქტორანტურის გადასახადზე და სხვა ყველა ხარჯზე უნდა გვყოფნოდა. ფიქრებისთვის გზა რომ მიგეცა, მალევე მიხვდებოდი რომ, უბრალოდ შეუძლებელი იყო, მაგრამ ვახერხებდით. ყველაზე მეტად დადას ბედნიერება მეძვირფასებოდა, მართლა არ მენატრებოდა არაფერი. არასდროს გამჩენია სურვილი ანას მიპატიჟება მიმეღო, რომელიმე ბარსა თუ რესტორანში ცვენს მეგობრებთან ერთად. ისინიც, მდიდარი გოგოს ახირებად, რაღაც ეგზოტიკურად თვლიდნენ დადას, ეს კი მაცოფებდა და სულაც არ მიჩნდებოდა სურვილი მათი უაზრო კამპანიისა. თვიდან თვემდე თავის გატანას ვახერხებდით, ყველაფერი აუცილებელი გვქონდა. მეც ვცდილობდი ყველაფერზე დამეზოგა და მაქსიმალურად ეკონომიურად დამეხარჯა თითოეული თეთრი, რომლისთვისაც დადა ძალიან ბევრს შრომობდა. მე კი არფარით შემეძლო დახმარება. პროფესიით ჯერ ვერსად ვიმუშავებდი და დროც არ მრჩებოდა. ალბათ გამოუცდელობის გამო ძალიან ცუდად ვანაწილებდი დროს. ჩვენს წინ ერთი, ჩვენსავით ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობდა. თამუნა მალევე გავიცანი, მისი მეღლე და დადაც მეგობრობდნენ. ძალიან თბილი და კეთილი გოგო აღმოჩნდა, უამრავ რჩევას მაძლევდა. ხშირად ვიყავით ხან მათთან, ხან ჩვენთან. მალე ნაჭრების კერვა და მისი დახმარებით კერვა დავიწყე. ტანსაცმელი რაც სვანეთში წავიღე, არ მყოფნიდა, ამიტომ კერვა ყველაზე ეკონომიური გამოსავალი იყო. თამუნას მანქანით შეკერილი ტანსაცმელი, მართალია გასაყიდად არ გამოდგებოდა, მაგრამ ჩასაცმელად ნამდვილად ვარგოდა. თამოც მამხნევებდა და თვითონაც მთხოვდა მისთვისაც მეკერა.
ამ ყველაფერს თითქოს ყრუ ტკივილად გასდევდა მშობლების მდუმარება, მაგრამ ამას თითქოს შევეჩვიე. იმედი მქონდა ოდესმე ყველაფერს მიხვდებოდნენ, არ შეიძლება დადას სიკეთე ოდესმე მაინც ვერ დაენახათ.
ყველაზე მეტად გათენება არ მინდოდა ხოლმე, ვერ ვიტანდი გაღვიძებულს დადა გვერდით რომ არ მხვდებოდა, ის ან საუზმეს ამზადებდა, ან უკვე სამსახურში იყო გაქცეული. ღამე კი მთლიანად ჩემი იყო. სამსახურიდან გვიან საღამოს ბრუნდებოდა, მერე ვისხედით ხოლმე დივანზე და ვლაპარაკობდით ყველაფერზე. ზოგჯერ თინეიჯერებივით ვუხსნიდით ერთმანეთს სიყვარულს, ბავშვებივით ვცელქობდით და ვეხუმრებოდით. ხშირად დადა ხატავდა, მე ხან ხელს ვუშლიდი, ხანაც ვეხმარებოდი. თმაც თანდათან მეზრდებოდა და დადას ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ყოველდღიურად, უფრო და უფრო მენატრებოდა. ურცხვად, მოუთმენლად ველოდი დაძინების დროს. ჩვენი საწოლი, აი ის, გინდა არ გინდა სატრფოზე რომ უნდა გეძინოს.. არასდროს ვუშვებდი ხელს დადას გრძელ თითებს. ყველაზე მშვიდად მასზე ჩახუტებული ვგრძნობდი თავს, როცა მის თითებზე ჩაბღაუჭებულს მეძინა. ვცდილობდი ზედმეტადაც კი არ მესუნთქა, როდესაც ჩაეძინებოდა, დაღლილი რომ არ გამეღვიძებინა.
ერთ დილას რაღაც უჩვეულოდ ვიგრძენი თავი, მაშინვე თამოს დავუძახე. თავბრუ მეხვეოდა და გულის რევის შეგრძნება მქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ციკლიც გადამიცდა დასკვნა ძალიან მარტივი გამოსატანი იყო. მაგრამ დაჯერება არ მინდოდა. ვერ ვხვდებოდი მეტირა, თუ მეცინა. ჩვენს მდგომარეობაში ბავშვს ვერ გავზრდიდით, არადა მეგონა თავს ვიცავდი. თამუნა ცდილობდა, დავემშვიდებინე, მე კი ვერ ვჩუმდებოდი, როგორ უნდა მეთქვა ეს დადასთვის, ან მას როგორი რეაქცია ექნებოდა. რა უნდა გვექნა? უცებ იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა გამიჩნდა..
-გთხოვ, დამშვიდდი, ჯერ ექიმთან მივიდეთ, იქნებ სულ ტყუილად ნერვიულობ.
-ამდენი დამთხვევა არ შეიძლება, ნამდვილად ფეხმძიმედ ვარ. რა უნდა ვქნა?
-თათა, ნუ გავიწყდება რომ ყველაფერი უფლის ნებაა, გამოუვალ მდგომარეობაში არ ჩაგაგდებთ.
-ყველაფერს რეალურად ხომ უნდა შევხედო, თამო შეუძლებელია, ბავშვს უამრავი რამ უნდა.
-ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ.
ფეხმძიმედ აღმოვჩნდი. ბავშვზე იმდენჯერ მიოცნებია, წარმოვიდგენდი როგორი ფრთაშესხმული დავბრუნდებოდი, როგორ მივახარებდი ჩემს ქმარს ანალიზების პასუხებს, როგორ შევურჩევდით ულამაზეს სამოსს, როგორ გავანებივრებდით.. ახლა კი არც კი ვიცოდი დადასთვის როგორ მეთქვა.

საღამომდე დრო საშინლად გაიწელა. დადასთვის ვახშმის მომზადება ძლივს მოვახერხე. როგორც იქნა ზარის ხმაც გაისმა. მან როგორც ყოველთვის ძალიან თბილად მაკოცა, მომიკითხა და მაშინვე აბაზანაში შევიდა. ვახშმობისას ერთი ლუკმა ვერ შევჭამე, ნერვიულად ვიკვნეტდი ტუჩებს. დადამ რამდენჯერმე მითხა რა მოგივიდაო, მაგრამ ვცდილობდი ლაპარაკი სხვა თემაზე გადაგვეტანა, მანამდე მაინც სანამ ვახშმობას მორჩებოდა. ის როგორც ყოველთვის, ამ საღამოსაც მიყურებდა როგორ ვრეცხავდი ჭურჭელს და თან ყავას სვამდა.
-საყვარელო, არ მეტყვი რა მოხდა?
-არაფერი, ალბათ დავიღალე.
-დაღლით ვიცი რომ ძალიან იღლები, მაგრამ დღეს რაღაც უჩვეულოდ მოწყენილი ხარ. მე გაწყენინე რამე?
-არა, საყვარელო, შენ რა უნდა მაწყენინო.
-აბა რა მოხდა.
სამზარეულოდან, მისაღებში გავედი, დივანზე ჩამოვჯექი, ვერ გადამეწყვიტა მეთქვა თუ არ მეთქვა. ცოტაც და ვიტირებდი. დადა, წინ ჩამომიჯდა, ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და მთხოვა თვალებში შემეხედა.
-თათუ, რა გატირებს? -სახე ერთიანად გაუფითრდა.
-ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის, ყველაფერი მესმის, მაგრამ ფეხმძიმედ ვარ, დადა. -მეგონა ნათქვამს გული ამოვაყოლე, ხმამაღალი ტირილი ამივარდა.
-ამის გამო ტირი? არ გრცხვენია?
-მრცხვენია დადა, მიუხვედრელი გოგოსავით გამომდის, მეგონა თავს ვიცავდი, მაგრამ მაინც ასე გამოვიდა. ისედაც ვერაფრით გეხმარები და ახლა იდევ უფრო გაგირთულე ყველაფერი.
-რა სულელი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება. ვერაფრით დახმარება ჰქვია შენს გვერდით დგომას? ვერ ხვდები როგორი ენთუზიაზმით ვაკეთებ ყველაფერს, შენ ჩემი ძალა ხარ. ცხოვრების ძალა, ახლა კი ორნი მეყოლებით. უფრო მეტს მოვიდნდომებ, კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებ და ყველაფერი გამოვა. უფლის საჩუქარი შესაფერისად უნდა მივიღოთ და არა ცრემლებით. ამაზე როგორ ინერვიულე, ჩემო პატარა.- დადამ ცრემლიანი თვალები დამიკოცნა, მერე კი პატარა ბავშვივით ხელში აყვანილი ჩამაწვინა ჩვენს საწოლში. მთელი ღამე, მუცლიდან ხელი არ მოუშორებია. წარმოუდგენლად ამაყი ვიყავი მისით. არაფერი ეშლებოდა, ასეთ დროსაც კი, როდესაც მომავალი ბუნდოვნადაც კი არ ჩანდა.
დღეები დღეებს მისდევდა, დადა სულ ჩემზე ნერვიულობდა, სულ იმაზე წუხდა უნივერსიტეტში მარტო რომ მიწევდა სიარული და სახლის საქმეებიც უამრავი იყო. გამუდმებით მეკითხებოდა რამე ხომ არ მინდოდა და მაქსიმალურად ცდილობდა გავენებივრებინე. ჩემებმაც გაიგეს ჩემი ფეხმძიმობის ამბავი. პირველად ანა მოვიდა, ნანასთან და კიდევ ორ მეგობარ გოგოსთან ერთად. მას გულწრფელად უხაროდა ჩემი ამბავი, თავი უკვე დეიდა ეგონა. მისი და დადას ურთიერთობაც ნელ-ნელა თბებოდა, რამდენჯერმე ერთადაც კი გავისეირნეთ. ჩემი ყოფილი „დაქალები“ კი არ მეგონა ასე თუ გამაღიზიანებდნენ. მივხვდი როგორ რადიკალურად ამომბრუნებოდა მსოფლმხედველობა, თითქმის აღარც კი მესმოდა მათი. დადას და პატარას ჯამრთელობის გარდა, ყველაფერი მეასეხარისხოვანი იყო. არც ჩემი შეკერილი სამოსი მიქმნიდა პრობლემას და არც ავტობუსით სიარული. მათი თავხედობა კი მოთმინებას მიკარგავდა. ჯერ ყავაზე გამომიცხადეს, ხაზგასმით, რომ ლატეს გარდა ვერაფერს მიირთმევდნენ, მერე თავხედურად დაიარეს ოთახები. ანა, გაწითლებული იჯდა, მივხვდი ძალიან ნანობდა მათ აქ მოყვანას. ნანუკა კი ვერ ისვენებდა. ახლა უკვე იმით დაინტერესდა ბავშვის გაზრდას აქ ვაპირებდით, თუ დაგეგმილი გვქონდა სადმე გადასვლა. ავუხსენი რომ არსად გადასვლას ვაპირებდით და მთავარი ოთახების რაოდენობა კი არა, სიყვარული იყო ბავშვის გასაზრდელად. შენი საქმის შენი იციო მიპასუხა და აღარაფერი უკითხავს. ერთი სული მქონდა წასულიყვნენ, არ მინდოდა დადას ოდნავ მაინც გული ტკენოდა მათ საქციელზე, ან ეფიქრა რომ მე მწყდებოდა გული რამეზე.
გაცილებისას, ანა ბოდიშს მიხდიდა რომ ყველაფერი ასე გამოვიდა და ნერვები მომიშალეს, გოგოები კი უკვე კიბეებზე ჩადიოდნენ დადას რომ შეხვდნენ. მეგონა მოვკვდებოდი, იმდენად გარკვევით თქვა ნანუკამ „ჰოლივუდის ვარსკვლავს კი ჰგავს, მაგრამ თათას ძალიან მალე მობეზრდება, ნახავთ კიდევ დიდ ხანს ვერ გაძლებს ნაქირავებ ჯურღმულში-ო“. დადას სახე არც კი შეცვლია, ანას კი თვალები აუცრემლიანდა. მთხოვა მეპატიებინა, დადა გადაკოცნა და წავიდა.
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ? ძალიან დაიღალე?
-მეც კარგად ვარ, არ დავღლილ ვარ, საყვარელო. -მითხრა და როგოც ყოველი სახლში დაბრუნებისას, ახლაც ძალიან თბილად მაკოცა.
მისი სიძლიერე გულს მიჩუყებდა. ხომ ვიცოდი რაც გაიგონა, როგორ განიცდიდა, ვიცოდი როგორ ადანაშაულებდა ახლა თავის თავს, ნანუკამ ამის თქმა რომ გაბედა, მაგრამ თითქოს არ გაუგონია, ერთი სიტყვა არ უთქვამს ისე დაჯდა სავახშმოდ. მე კი თვალები ცრემლით გამევსო, ვერაფრით მოვახერხე თავის შეკავება.
-თათუ, კარგი რა. ახლა შენ იმაზე ნერვიულობ, რომ გგონია მე ვნერვიულობ იმ სიტყვებზე.
-მაპატიე რა, ამის მოსმენა რომ მოგიწია, ჩემი ბრალია, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ უნდა მქონოდა.
-თათა, ეგ რა შუაშია. მე რომ შემეძლოს, ისე იცხოვრო როგორც იმსახურებ ხმას ვერ ამოიღებდნენ. მეც ხომ ვიცი ჩემს გამო რამდენი რამ გაკლია.
-დადა, იმ პერიოდში, რაც გაგიცანი ვხვდები რომ საერთოდ სხვანაირად ვაზროვნებ. მივხვდი ნელ-ნელა იმ რაღაცების დაფასებას ვიწყებ, რასაც უნდა ვაფასებდე. არ შეიძლება ადამიანს შენნაირად ვუყვარდე და მე სხვა რაღაცებზე ფიქრი შემეძლოს. ჩემთვის ყველაზე მთავარია, არასდროს გაგიცრუო იმედი და უფალმა იმის შესაძლებლობა მომცეს სულ შენს გვერდით ვიყო. მინდა შევძლო და კარგი დედა ვიყო. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. ძალიან მიყვარხარ. მეამაყები.
ზოგჯერ ადამიანები, ისეთი ბედნიერების ღირსნი ვხდებით რომ შეუძლებელია ეს როგორმე გადმოსცე. ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას, მხოლოდ ელემენტარული პირობებითა და ჩვეულებრივი, ოჯახური ყოველდღიურობით გარემოცული შეიძლება ისეთი ბედნიერი ყოფილიყო ადამიანი, როგორიც მე ვიყავი. ცხოვრებაში, ყოველთვის ყველაფერი მქონდა რაც კი მინდოდა, ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა. ძველი ცხოვრებიდან თითქმის აღარაფერი მქონდა, მაგრამ დადა და პატარა, რომელიც ნელ-ნელა უკვე მაგრძნობინებდა თავის არსებობას, ყველაფერზე მეტი იყო, ბევრად მეტი.
დედა, ანას მეშვეობით გებულობდა როგორ ვიყავი. სახლიდან წამოსვლის შემდეგ არც კი დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. წარმოუდგენლად მენატრებოდნენ, განსაკუთრებულად მამა, რომელიც ყოველთვის ყველაფერში მიბამდა მხარს. სანადიროდაც კი ვყოფილვარ მასთან ერთად. მეგონა ყველაზე უკეთ მიცნობდა, მეგონა უბრალოდ ჩემი თვალების დანახვა საკმარისი იქნებოდა მიმხვდარიყო რომ უბედნიერესი ვიყავი. მისი ფასეულობების მქონე ადამიანი, რომელიც ჩემთვის მისაბაძი იყო, ვერ ვხვდებოდი როგორ გაბრაზდა, მხოლოდ იმის გამო რომ დადას ფული არ ჰქონდა. გამუდმებით ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ვერაფრით მივედი ლოგიკურ დასკვნამდე. პირველი, ნებიერა შვილის გათხოვება, მესმის რომ რთულია, მაგრამ თითქმის ხუთი თვე საკმარისი უნდა ყოფილიყო ამასთან შესაგუებლად. დედა კი ისე იყო მამაზე დამოკიდებული, მისგან არ მწყინდა გადაწყვეტილების თანაზიარობა.
დილით, სახლს ვალაგებდი, ანამ რომ დარეკა დღეს მე და დედა შენთან მოვდივართო. ისე ავნერვიულდი თავს ვერაფერს ვაბამდი. ყველაფრის მოწესრიგება მოვასწარი. არ მინდოდა დედას ეფიქრა რომ არაფერი შემეძლო, ან რაღაც მომბეზრდა. ჩემი გამომცხვარი ვაშლის ნამცხვარიც გვქონდა, რომელიც წინა დღეს გამოვაცხვე დადასთვის. არც მე გამოვიყურებოდი ცუდად, თმა უკვე საკმაოდ მქონდა გაზრდილი, ჩემი შეკერილი, სადა კაბა მეცვა, ოდნავ მემჩნეოდა ცოტათი წამოზრდილი მუცელიც. უკვე მერამდენედ შემოვუარე ბინას, რამე ხომ არ მავიწყდება-მეთქი, აღარ მახსოვს, ზარმა რომ დარეკა.
ძლივს შევიკავე ცრემლები დედასთან ჩახუტებისას, არ მინდოდა სხვანაირად გაეგო ჩემი ტირილი. ხელი ძლივს გამიშვა, მიმუხედავად მკაცრი გამომეტყველებისა, ვერ მალავდა რომ მასაც ისევე ვენატრებოდი როგორც მე. დივანზე ვისხედით და ორივეს გვიჭირდა საუბრის დაწყება.
-თათა, ალბათ ხვდები რომ მამას გარეშე აქ არ მოვიდოდი? შენ იმდენად დაგვწყვიტე გული, ძალიან მიჭირს პატიება. ვიცი რომ ხასიათით მამაშენს გავხარ და ახლა როგორც არ უნდა გინოდეს სახლში დაბრუნება, პრინციპულად არ იტყვი ამას. მაგრამ, გთხოვ შვილო, ნუ გადააყოლებ შენს თავს, მითუმეტეს შენს შვილს ამ უაზრო სიამაყეს. გთხოვ, დაბრუნდი.
-დედა რამეზე მეტყობა რომ უბედური ვარ?
-შვილო, აქ შენ ბედნიერი ვერაფრით იქნები. შეიძლება მართლაც კარგი ბიჭია, მართლაც გიყვარდა, მაგრამ ამ რამდენიმე თვეში ეგ ეიფორია გაივლიდა. ახლა სახლში დაბრუნება ჭკუაზე მოგებას ნიშნავს და არა თავის დახრას, გთხოვ გაიგე.
-დედა, ჩემი ქმარი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე მაშინ როდესაც მისი ცოლი გავხდი. უკვე აღარ ვიცი, შენ და მამაჩემს რა გგონიათ ან სიყვარული, ანდაც ბედნიერება, მაგრამ მე მართლა მიყვარს ჩემი ქმარი და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მტკივა გული, თქვენ რომ არ გინდათ ეს გაიგოთ, მაგრამ არაუშავს.
-დავუშვათ გიყვარს, ბავშვზე ფიქრობთ? როგორი მომავალი უნდა შეუქმნათ? ან შენ ორსულობის პერიოდში, ახერხებ სწორად იკვებო, დაისვენო? ამაზე ფიქრობთ? მამაშენი მზადაა შვილის გაზრდაში დაგეხმაროს, მიუხედავად იმისა ვისი შვილია.
-დედა, დადა ხარძიანი ჩემი ქმარია, ჩემი შვილის მამა, ჩემთვის ყველაზე საყვარელი კაცია ამ დედამიწის ზურგზე. ჩემი ღირსებაა და საერთო ყველაფერია რასაც ფასეულად ვთვლი. გაიგე, რომ გინდათ თუ არა, თქვენი სიძეა. რას ნიშნავს, მზადაა ბავშვის გაზრდაში დამეხმაროს, მიუხედავად იმისა რომ დადას შვილია?! თქვენ ეს ნორმალური გგონიათ? მართლა ვერ ვხვდები რა დაგემართათ, სად გაქრნენ ჩემი საამაყო მშობლები. თუ ისევ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, გთხოვ წადი. აღარ მინდა გისმინო.
-ახალგაზრდა ხარ და არაფერი გესმის, საერთოდ არაფერი. ნახავ თუ უკვე არა, რა მალე გაგიქრებათ ეგ სიყვარული.
-დედა, გეყოფა, ხომ ხვდები რომ ანერვიულებ. ერთხელ მაინც გეცადათ გაგეცნოთ როგორი ადამიანია თათას ქმარი. ერთი შანსი მაინც მიგეცათ. -ანამ, არც კი იცოდა ისე გამახარა თავის სიტყვებით, მაგრამ დედას მზერამ მის მაგივრადაც მე შემაშინა.
-გაჩუმდი ანა, შენ მითუმეტეს არაფერი გესმის. შენი და ვერ ხვდება რომ დაიღუპება.
დედას წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, დადა რომ მოვიდა. კარის გაღებისას ვლოცულობდი, დედას ხმა არ ამოეღო.
-საყვარელო, როგორ ხართ? ხომ ყველაფერი კარგადაა? -ჩვეულებისამებრ ძალიან ნაზად მაკოცა. ჩურჩულით ვუთხარი დედაა მოსული-მეთქი.
-გამარჯობათ, ქალბატონო თამარ, როგორ ბრძანდებით?-დადამ ხელი გაუწოდა და საკმაოდ თბილად მოიკითხა დედა, ანას კი ჩაეხუტა.
ჩემი ბიჭი, მხოლოდ ამის გაფიქრება მოვასწარი, სანამ დედას უჩვეულოდ ცივ სახეს შევხედავდი. თითქოს არაფერი გაეგონა, ისე იდგა და თვალებში უყურებდა დადას. ისე გავბრაზდი, აღარც ზრდილობა მახსოვდა და აღარც დედაჩემი.
-საყვარელო, უკვე მიდიან.
-გამიხარდა რომ გნახე, ახლა კი მართლა უნდა წავიდეთ, გვაგვიანდება. -ღიმილით უთხრა ანამ.
-მართალია, უკვე მივდივართ. სურვილიც არ მაქვს აქ გაჩერების, რომ არა ჩემი ქმრის დაჟინება არც მოვიდოდი, მაგრამ რადგან აქ ვარ მინდა რაღაც გითხრა. -დედა, ძალიან ცივად ლაპარაკობდა და თან თვალს არ აშორებდა დადას.

-როგორც დედა ისე გთხოვ, ნუთუ ვერ ხვდები რომ შვილს მიღუპავ. არ ვიცი ეს მასკარადი რამდენ ხანს გაგრძელდება, რამდენ ხანს მიმტკიცებს ჩემი შვილი რომ უყვარხარ, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ის აქ დიდხანს უბრალოდ ვერ გაძლებს. სიამაყე თავის დახრის საშუალებას არ აძლევს, ვერ ხვდება რომ უკან უნდა დაბრუნდეს. თუ ოდნავ მაინც გიყვარს, ნუთუ ვერ ხვდები რომ ფეხმძიმე ქალი ასე არ უნდა ცხოვრობდეს. ბავშვს რომ გააჩენს, თუ მანამდე არა, აკადემიას სამუდამოდ გამოემშვიდობება, მომავალს უნგრევ. შენ თათაზე უფროსი ხარ და უნდა ხვდებოდე, რომ ასეთი პრობლემები სიყვარულს კლავს. თუ მართლა გიყვარს დაეხმარე სწორი არჩევანი გააკეთოს. ვერ ამჩნევ როგორ გამოიყურება, ვერ ხედავ სხვაობას იმის შემდეგ რაც აქ ცხოვრობს. ის ჯერ კიდევ ბავშვია, ვერ ხვდება, ჰგონია ურჩობით რაღაცას დაამტკიცებს, ჰგონია რომ უშენოდ ვერ იცოცხლებს. როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და ასეთ პირობებში აცხოვრებდე. -დედა გაჩუმებას არ აპირებდა. ისეთი ზიზღით ლაპარაკობდა დადაზე, ისეთი ირონიით ჩვენს სიყვარულზე, ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა.
დადა განადგურებული იდგა. ის ჩემი ნაწილი იყო, ჩემი აღმაფრთოვანებელი ნაწილი. ვგრძნობდი ისე, როგორც ის. ახლაც ვუყურებდი და ვიცოდი ამ ყველაფერს სიკვდილი ერჩივნა, დედა ყველაზე მტკივნეულ ადგილს ეხებოდა. როდემდეც არ უნდა გაეგრძელებინა დედას, ის არასდროს გასცემდა უხეშად პასუხს, არასდროს დაკარგავდა მოთმინებას. ეს სიამაყითაც მავსებდა და ტკივილითაც. ყველაზე მეტად კი ის მტკიოდა რომ დადა, თვლიდა რომ ამ ყველაფერს იმსახურებდა, იმსახურებდა გაელანძღათ იმის გამო რომ ჩემი სახლისგან განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობდი.
-დედა, არ მინდა სამუდამოდ დაგკარგო, ამიტომ გაჩუმდი. არ მინდა აქ მოხვიდე, საერთოდ აღარ მინდა გნახო თუ აზრს არ შეიცვლი. ახლა კი აქედან წადი.
-მე შენთვის უკეთესი მინდა, შვილო.
-დედა, გაიგე რომ „მე“ აღარ ვარსებობ, როდესაც ჩვენთვის გენდომება უკეთესი მაშინ გვესტუმრე.
ანამ მაშინვე წაიყვანა დედაც, არც დავმშვიდობებივარ და არც გამიცილებია.
-იქნებ მართლა ასე სჯობს, თათა? -მეგონა დადას სიტყვები მომესმა.
-რა დადა?
-იქნებ სჯობს შენს ცხოვრებას დაუბრუნდე და დამივიწყო. დედაშენი მართალია. მართალია და ამის გამო სიკვდილი მინდა. ცხოვრებაში არც ერთი პრობლემისგან გაქცევა არ მიცდია, ამას სილაჩრედ ვთლიდი. არც ახლა მინდა რაიმეს გავექცე, მაგრამ არც ის შემიძლია ვიღაცას მოწყალება ვთხოვო. არ მინდა ჩემს სიამაყეს მსხვერპლად შეგწირო. თუ შენ წასვლას გადაწყვეთ, გეფიცები გავიგებ. ვიცი რომ არ გიმსახურებ, ვიცი რომ ვერ გიფრთხილდები. მაპატიე, გთხოვ რომ მიუხედავად მცდელობისა უძლური ვარ. არ შემიძლია გითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება, არ შემიძლია ყველაფერი კი არა, ის მაინც მოგცე რაც საჭიროა.
-დადა, ახლა ამაზე როგორ მელაპარაკები. როგორ შეგიძლია ეს მითხრა. მეგონა ყველაფერს ვაკეთებდი რომ შენთვის მეჩვენებინა თუ როგორ მიყვარხარ. მინდოდა შენთვის ყველაზე ძლიერი ცოლი ვყოფილიყავი. ვიცი რომ კარგად არც საჭმლის კეთება გამომდის, არც რეცხავა და ალბათ არც სახლის დალაგება, მაგრამ გეფიცები მთელი გულით ვცდილობ. მთელი გულით ვცდილობ დაგანახო რამდენად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. ჩემებს როგორ დავაჯერო, როდესაც შენ თვითონ არ გჯერა ჩემი.
-თათა, ამას ნუ ამბობ.
-რას ნუ ვამბობ?! არ შეიძლება გეიმედებოდე და იმას მეუბნებოდე, რაც მითხარი. ყველაფერთან ერთად ყველაზე მეტად შენი სიმშვიდე და საკუთარი თავის რწმენის გამო შემიყვარდი. შენ კი არა, მე განადგურებ. ძალიან მწყინს, ძალიან მწყინს რომ ეჭვი გეპარება ჩემში. დედაჩემივით გჯერა რომ ერთ დღეს გეტყვი რომ აღარ მიყვარხარ.
-თათა.
-ნუ მაწყვეტინებ. აღარასდროს გაიმეორო რომ დედაჩემის სიტყვებს იმსახურებ. აღარასდროს შეიტანო ეჭვი ჩემს სიყვარულში. იცოდე რომ ჩემი ნებით არასდროს წავალ შენგან. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ვიგრძნობ რომ აღარ გიყვარვარ, ან ჩვენი ერთად ყოფნის გამო შენ, ან ჩვენი შვილი საფრთხეში იქნებით. რა გავაკეთო რომ დამიჯერო?
-გემუდარები ნუ ტირი, ხომ იცი რომ მჯერა შენი.
-დადა, არაფრისაც არ გჯერა. ვგრძნობ რომ სულ გეშინია, სულ გგონია რომ სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში არ დაგხვდები. ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა რომ, ეს რომ მოხდეს შენ იფიქრებ რომ ნორმალურია, იფიქრებ რომ იმსახურებდი ასე მოქცევას. დღეს მინდა რომ დივანზე დაიძინო.
-საყვარელო, გთხოვ.
-დადა, მინდა რომ იფიქრო.
დივანზე საჭირო ნივთები დავუდე და პირველად დავიძინე, ჩვენი ქორწინების შემდეგ მის უკოცნელად. არ მინდოდა ტირილის ხმა გაეგონა, თავს ვერაფრით ვიკავებდი. მილიონჯერ ვიფიქრე, ახლა ავდგები და მეც მასთან ერთად დივანზე დავიძინებ-მეთქი, მაგრამ ვხვდებოდი რომ მართლა სჯობდა ეფიქრა.
მთელი ღამე არ მძინებია. დილით ჩამეძინა და გაღვიძებულს ის უკვე წასული დამხვდა. ძალიან გავბრაზდი ჩემს თავზე, არ მინდოდა სამსახურშიც ენერვიულა. სამზარეულოში გავედი ყავისთვის, იქ კი ერთი ცალი გვირილა და პატარა ბარათი დამხვდა, გამზადებულ საუზმესთან ერთად. კინაღამ მოვკვდი.
-შენ იცი რომ მიყვარხარ, მინდა ისიც იცოდე რომ საკუთარ თავზე მეტად გენდობი. განდობ სიცოცხლეს, ღირსებას, საერთოდ ყველაფერს რაც ფასეულია ჩემთვის.. უბრალოდ მე მართლა მთის კაცი ვარ, როგორც მეხუმრები ხოლმე, ნამდვილი სვანი და თუ გინდა სულელი ბიჭიც, რომელმაც დღემდე ვერ გაიაზრა ბედნიერება, რომელიც შენ და ახლა უკვე ჩვენი შვილიც ხართ. მიყვარხარ. გთხოვ მაპატიე.
გული მტკიოდა, ის იდეალური იყო, თავისი სიამაყით, თავისი მძიმე ხასიათითაც კი. ის მართლაც ჩემი მთის კაცი იყო, მაგრამ ყველაზე თბილი, ნაზი, ერთგული მთის კაცი, რომელსაც ყველაზე დიდი გული ჰქონდა.
მთელი დღე პატარა ბავშვივით მოუსვენრად ვიყავი. ყველაფერი მოვაწესრიგე, მილიონჯერ გავსინჯე ჩემს მიერ გაკეთებული კერძი, რამე რომ არ დამკლებოდა. დადას საყვარელი ბრინჯის ტორტიც გავაკეთე ხილით და უკვე წუთებს ვითვლიდი მის მოსვლამდე. კარები გავაღე თუ არა, მაშინვე ჩავეხუტე, თან ისე რომ ფეხის გადმოდგმის საშუალებაც არ მივეცი. ჭამას არ ვაცდიდი, პატარა ბავშვივით ვეტიტინებოდი, ვეკითხებოდი რა მოხდა სამსახურში. აღარ მინდოდა წინა საღამოს გახსენება, რაც ვუთხარი ალბათ უნდა მეთქვა, მაგრამ ვიცოდი მას როგორ ეტკინა ჩემი სიტყვები.
ნელ-ნელა უფრო შესამჩნევი ხდებოდა ჩემი ფეხმძიმობა. სახლიდან აკადემიის გარდა, მხოლოდ სასეირნოდ ჩავდიოდი, ზოგჯერ ანასთან ან თამუნასთან, უმეტესად კი დადასთან ერთად. პროდუქტები სულ მას მოჰქონდა, მე მხოლოდ ნაჭრებს ვყიდულობდი, ისიც საკმაოდ იშვიათად. დედა კიდევ ორჯერ იყო მოსული, ორჯერვე იგივე წინადადებით. მამა მაისის ბოლოს ელჩად დანიშნეს ბრიტანეთში და მას შემდეგ ორივე იქ გადავიდა საცხოვრებლად. ანა ხშირად გვსტუმრობდა, გვთხოვდა სტუმრად მაინც მივსულიყავით მასთან, მაგრამ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ. ვიცოდი დადას როგორ არ უნდოდა და თითქოს მეც გამიქრა სურვილი. მალე სასწავლო წელიც დასრულდა. დადა მიუხედავად ჩემი თხოვნისა დამატებით სამუშაოს ეძებდა, ერთ დღეს შედარებით გვიან დაბრუნდა სამსახურიდან და სანამ ივახშმებდა, მთხოვა გველაპარაკა. ამ დროს უკვე ფეხმძიმობის მეშვიდე თვეში ვიყავი.
-თათა, დღეიდან ზოგჯერ გვიან დავბრუნდები, ზოგჯერ კი ღამის თევა მომიწევს.
-დადა..
-მომისმინე, გთხოვ.
-ვიცი რასაც მეტყვი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
-რა უნდა აკეთო? შენ ჯერ ისედაც დატვირთული ხარ, ასე ვერ გაძლებ..
-თათა, ჩემს სამსახურში ვიმუშავებ, დაცვაშიც. დიდი ხელფასი არაა, ვერც სრულ განაკვეთით ვახერხებ მუშაობას, მაგრამ სანამ უკეთეს რამეს ვიშოვი ესეც დაგვეხმარება.
-მე კიდევ უნდა ვიჯდე სახლში და ხელს არ ვანძრევდე. მრცხვენია შენი, ჩემს გამო თავს რას უშვები. საერთოდ ვერ მოახერხებ დასვენებას, აღარც ხატვისთვის გეცლება, ეს ხომ საშინელებაა. შენ ასე ვერ იცხოვრებ.
-არ მინდა შენ ინერვიულო, ეს ჩემი ვალია, რომელიც როგორც კაცმა, ქმარმა, მამამ უნდა მოვიხადო. არაფერია ამაში განსაკუთრებული, ან საგმირო. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, ხატვისთვის აუცილებლად მოვიცლი. ახლა შენ და ჩვენი შვილი ხართ მთავარი. ელემენტარულითაც ვერ უზრუნველგყოფთ, რამდენიხანია არსად ყოფილხარ, არაფერი გიყიდია ახალი, არასდროს არაფერი გითხოვია, იმიტომ რომ გული არ მატკინო. მაგრამ მე ხომ ვიცი რამდენი რამ გჭირდება. ნუ ტირი. გემუდარები, ჩვენ შვილზე იფიქრე, მე ვერასდროს გავაკეთებ იმდენს, რამდენიც შენ გააკეთე ჩვენი ერთად ყოფნისთვის.
ლაპარაკი არ შემეძლო, ან რა მეთქვა, როდესაც მეც ვხედავდი, ბავშვს უბრალოდ ვერ გავზრდიდით ამ შემოსავლით. არც სამშობიარო თანხა გვქონდა მოგროვილი. არ მინდოდა მელაპარაკა ის, რაც მანაც კარგად იცოდა. შევწინააღმდეგებოდი იმას, რასაც ქვეცნობიერად მეც ვეთანხმებოდი, გამოუვალი მდგომარეობის გამო. უბრალოდ მაგრად ჩავეხუტე და ტირილი ვერაფრით შევწყვიტე.
იმ დღის შემდეგ ჩემთვის ჯოჯოხეთი დაიწყო. ვცდილობდი, ბავშვზე მეფიქრა, ჩვენს სიყვარულზე, მაგრამ როდესაც მის დაღლილ სახეს, გამოუძინებელ თვალებს ვხედავდი, არაფერი მახსოვდა. ის კი მაინც ღიმილს არ იშორებდა სახიდან. მაინც იცლიდა, ყოველთვის განსაკუთრებულად თბილი და რომანტიული ყოფილიყო. თითქმის ყოველთვის მოჰქონდა ჩემთვის გვირილები. მისი აზრით ის ყველაზე უბრალო, მაგრამ ყველაზე სუფთა იყო. წითელ ვარდს არც კი ხატავდა, არასდროს. ის თითქოს ყველასი იყო, გვირილა კი მარტო ჩვენი. მეც სულ ზე და მარიამი მახსენდებოდა, ზეს მარიამი-გვირილა.. თავისებური, მაგრამ ყველაზე ნამდვილი სიყვარულით. ვცდილობდი გამეძლო. მაგრამ ჩემი უმოქმედობა მკლავდა, არც თამუნას საკერავ მანქანაზე შეკერილი სამოსი იყო ისეთი, შემოსავლის წყაროდ რომ მექცია. მხოლოდ მისი დახმარებით ჩემს მიერ დახატულ სამოსს, რელობად ვერ ვაქცევდი. სხვა კი არაფერი შემეძლო. ამიტომ ვცდილობდი,სახლში მაინც მქონოდა იდეალური სისუფთავე, ყოველთვის მზა კერძი და დადას არ ეგრძნო, რომ ძალიან მიჭირდა. ყველაზე რთული ის ღამეები იყო, რომელსაც მორიგეობაში ატარებდა, დილით სამსახურშივე იცვლიდა სამოსს და თავის საქმეს აგრძელებდა. ის ღამეები, ჩემთვის კოშმარულ სიზმარზე უარესი იყო, თითქოს თითოეული საათი, რომელიც მეძინა, დადასთვის ღალატი იყო. რამდენჯერ მიფიქრია, იქნებ არ უნდა წავსულიყავი სვანეთში, ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციე-მეთქი, მაგრამ მე ხომ მიყვარდა. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ერთმანეთის გარეშე უარესი გველოდა, მაშინ არ გადადგმული ნაბიჯით კი შეიძლება სამუდამოდ დამეკარგა. ვერც მის საქციელში, გამოხედვაში, ალერსში ვგრძნობდი, რომ თავისი მდგომარეობა ჯოჯოხეთად მიაჩნდა. მის ადგილზე ალბათ მეც ბედნიერი ვიქნებოდი, ის ყველაფერს აკეთებდა საყვარელი ადამიანებისთვის, თმობდა ცხოვრების მიზანს, საუკეთესო წლებს, ის ღამეებიც ხომ მისთვის უფრო რთული ასატანი იყო. სულ შიშით მტოვებდა, ღამე რამე არ დაგჭირდეს, ან არ შეგეშინდესო. მე კი არასდროს მითქვამს, რომ ბავშვობიდან ყველაზე მეტად ღამე სიმარტოვის მეშინოდა.

მალე ჩვენი პატარაც დაიბადა, ვაჩე ხარძიანი. მამა და დედა ამ პერიოდში საქართველოში იყვნენ, როგორც ანამ მითხრა, ჩემს გამო, მაგრამ მათ არაფერი უთქვამთ. დადას ბავშვისთვის ჭიპლარი გადააჭრევინეს. მის თვალებში იმდენი ემოცია იყო, ბრწყინავდა. მეგონა ბავშვს ხელს ვერ მოკიდებდა, მან კი მაშინვე აიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მტკიოდა და ცოტა ხნის წინ არ მეგონა თუ გადავრჩებოდი, მათი დანახვისას ფრენაც კი შესაძლებლად მიმაჩნდა. გული ვერ იტევდა იმას, რასაც განვიცდიდი. მალე ჩემებმაც მნახეს, მამამ პირველად მას შემდეგ. როგორც კი დავინახე, მივხვდი როგორ მაკლდა, მივხდი როგორ მენატრებოდა და მიყვარდა. ცდილობდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა რომ გახარებული იყო. ჩამეხუტა და მივხვდი, მასაც ვაკლდი, მასაც ვენატრებოდი, მაგრამ ისიც ამაყი იყო, დადსავით ამაყი.. ალბათ არასდროს დაუთმობდნენ ერთმანეთს. პირველად მთხოვეს მათთან დადასთან ერთად გადავსულიყავი, მიუხედავად ყველაფრისა მივიღებთო. ამ ორის სიტყვის გაგონებამ, დაფიქრების გარეშე მათქმევინა უარი. არც ანას ხვვეწნამ გაჭრა, რამდენიმე დღეში ისინი ისევ ბრიტანეთში დაბრუნდნენ. ვაჩე კი სახლში უკვე გაშინაურებული იყო. დადა თითქმის მხოლოდ მძინარეს ხედავდა. ბავშვს ჩემი რძე არ ყოფნიდა, არც ამაში გამიმართლა, ამითაც კი ვერ დავეხმარე ჩემს ქმარს. ამიტომ დამატებით საჭმლის ყიდვა გვჭირდებოდა. ბავშვს იმაზე მეტი რამ უნდოდა ვიდრე წარმოდგენა შეგვეძლო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შვილს სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით გავზრდიდი, მაგრამ ახლა ნინოს და თამუნას პატარების ტანსაცმელი უზომოდ მახარებდა. დადას სიკვდილი ერჩივნა ამას, თვალებში არ მიყურებდა, თითქოს მისი ბრალი იყო რამე. ანას არ ვაძლევდი უფლებას რამე ეყიდა, მისი საჩუქარი მხოლოდ ორჯერ მივიღეთ. ანას ჩუმად მოცემული ფულიც კი არასდროს ამიღია, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად გვჭირდებოდა, ვფიქრობდი თუნდაც დადას ვერასდროს გაეგო, ეს მისი ღალატი იყო. ბავშვის გამო, ხშირად ვალის აღებაც გვიწევდა მისი მეგობრებისგან. დადას თითქმის ვერ ვხედავდი, ზოგჯერ უბრალო მუშადაც მუშაობდა, რომ ვალი არ დაეგვიანებინა. საშინლად დაიკლო წონაში. არაფერს ხატავდა. ფეხმძიმობის პერიოდში, მხოლოდ ჩემი ცხრა პორტრეტი დახატა. ყოველ თვე მხატავდა და მერე ცვლილებებზე ვმსჯელობდით. ჩვენი, მისი მშობლების ნაქონი ბეჭდების კი ბანკში გვქონდა, რადგან პატარა ხშირად ავადმყოფობდა. ვხვდებოდი ვეღარ ვუძლებდი. დადას საშინელი მდგომარეობა, განუსაზღვრელი შრომა, რომელიც მაინც ვერ იღებდა სასურველ შედეგს, ვაჩეს ავადმყოფობა, რომელსაც სათანადოდ ვერ ვხედავდით, ბრძოლის უნარს მართმევდა. ვერაფერს ვხედავდი მომავალში, აუცილებელი იყო რამე შეცვლილიყო. დადა ასე უბრალოდ ვერ გაძლებდა, ერთმანეთსაც კი ვერ ვნახულობდით. კვირაში მხოლოდ რამდენიმე ღამე იყო სახლში, ერთმანეთს არ ვყოფნიდით. ერთ დღესაც ვაჩეს ისევ მაღალი სიცხე ჰქონდა. ყველაფერი გადავწყვიტე. დადა უკვე უნდა მოსულიყო, როდესაც ანას ვთხოვე ჩემი და ვაჩეს წასაყვანად მოსულიყო, რადგან ვიცოდი დადა არავის და არაფრის გულისთვის წამოვიდოდა იქ. დადა მალე მოვიდა და ვთხოვე გველაპარაკა.
-დადა, ბავშვს ისევ მაღალი სიცხე აქვს.
-არ ინერვიულო, გთხოვ. ლევანს ისევ გამოვართმევ ფულს და წავიყვანოთ ექიმთან.
-ლევანს ვეღარაფერს გამოვართმევთ, უკვე სირცხვილია, გთხოვ ანას ვთხოვ.
-არა, ხომ იცი რომ არა. მაშინ ხელფასს ვთხოვ ისევ წინასწარ.
-დადა, უკვე აიღე ნაწილი წინასწარ, იქით თვეში რა უნდა ვქნათ. ამიტომ წასვლა გადავწყვიტე, ბავშვს მკურნალობა სჭირდება, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს. არც მე მინდა ჩემებისგან დახმარების მიღება, მაგრამ ჩვენი შვილი ცუდადაა. მე ერთხელ გითხარი, რომ შენგან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავიდოდი, თუ აღარ გეყვარებოდი, ან ჩემი აქ ყოფნით შენ შეგიქმნიდი საფრთხეს. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მალე ვეღარ გაუძლებ. შენ არაადამიანურად შრომობ. აღარ შემიძლია ამის ყურება. მე უნდა წავიდე.
-გთხოვ, ეს არ გააკეთო, ფულს ვიშოვი. არ ვიცი, კიდევ ვიმუშავებ.
-ვიცი, შეიძლება ეს არასდროს მაპატიო, მაგრამ ჩვენი შვილიც და შენც უნდა გადარჩეთ. ახლა ჩემი ჯერია ვიბრძოლო.
-აქედან წასვლას ბრძოლას ეძახი? შენ ხომ ნებდები. შენების ყველა სიტყვას ამართლებ, ცოტა გვიან მაგრამ მაინც ბრუნდები.
-არავის და არც შენ არ მოგცემ უფლებას ჩემს სიყვარულში ეჭვი შეიტანო. მე ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის რომ გვერდით დაგიდგე, ყველაფერს რომ ოდესმე მაპატიო. ასე ვერცერთი გადავრჩებით.
-მე თქვენგან შორს მოვკვდები.
-დადა, მე გადავწყვიტე. ბავშვს სასწრაფოდ უნდა მივხედოთ. მე კი უნდა დავფიქრდე რისი გაკეთება შემიძლია.
-თათა, ბოლოჯერ გთხოვ ეს არ გააკეთო.
-შენც იცი, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. სულ გახსოვდეს რომ მიყვარხარ. ვიცი გაგიჭირდება, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად მაპატიებ, ყველაფერს გავაკეთებ ეს რომ დავიმსახურო.
-თათა..
ამ დროს კარზე დააკაკუნეს.
-ანა მოვიდა.
-შენ უკვე დარეკილი გქონდა? ანუ არ გაინტერესებდა რას გეტყოდი, თათა ეს როგორ გააკეთე?
-ძალიან მიყვარხარ, გემუდარები თავს გაუფრთხილდი, იცოდე მე შენით ვცოცხლობ და უბრალოდ არ შემიძლია გიყურო ასეთს, გადაღლილს, ემოციებისგან დაცლილს, შემოქმედებითად მკვდარს.. არ შემიძლია გიყურო, როგორ განადგურებ, ჩემი ახლოს ყოფნითა და იმით, რომ არაფერი შემიძლია.
ის ჩემგან ზურგით იდგა, ხელში ჩვენი შვილი ეჭირა.
-მა, არაფრის შეგეშინდეს. ჩვენ ძალიან მალე ისევ ერთად ვიქნებით. მამაშენი ახლა მაინც გააკეთებს საერთოდ ყველაფერს, თუნდაც სიცოცხლის, ან თქვენგან შორს ყოფნის ფასად.
ძლივს მომაწოდა ბავშვი, ხმა აღარ გაუცია, ერთი სიტყვაც და მივხვდი, რომ იტირებდა.

ვაჩე მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანეთ. იქ ორი დღით მოგვიწია დარჩენა, გვითხრეს რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრებოდა, ამოვისუნთქე. მაშინვე დადას დავურეკე, რომელმაც უკვე რამდენჯერმე დარეკა ბავშვის მდგომარეობის გასაგებად. მადლობა უფალსო, მხოლოდ ეს მითხრა და მალევე გამითიშა. მე კი ისევ ტირილი დავიწყე, რომ წარმოვიდგინე რა დღეში იყო. მას ხომ ეგონა, რომ დავნებდი, ვუღალატე და ყველაზე მძიმე დროს მივატოვე. ანა გვერდიდან არ მშორდებოდა. ის და ჩვენი სახლის დამხმარე, ნუნუ დეიდა, ბავშვს ხელს არ უშვებდნენ. რადგან ვიცოდი ვაჩე საიმედო ხელში იყო, შემეძლო ჩემი გეგმების განხორციელებას შევდგომოდი. პირველად ისევ თმა შევიჭერი. საღამოსთვის კი თამუნა დავპატიჟე ჩემთან. მანამდე უამრავი საქმე უნდა მომესწრო.
დადა და მე, ყოველთვის ვოცნებობდით, საკუთარ საგამოფენო დარბაზზე, რომელიც ასევე, სამხატვრო კუთხის, ატელიეს და კაფის სინთეზი იქნებოდა. ამაზე ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით, დეტალებზეც კი. მაგრამ ოცნება, ოცნებად რჩებოდა. ახლა კი გადავწყვიტე ამ უტოპიისთვის მებრძოლა. ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთ-ერთი ბანკის ფილიალს ხელმძღვანელობდა. მეც პირველივე დღეს ედის შევუთანხმდი შეხვედრაზე, მინდოდა გამეგო, მქონდა თუ არა შანსი კრედიტი მიმეღო. ედის თავიდან ძალიან გაუკვირდა, რატომ ვიღებდი კრედიტს, როდესაც შემეძლო ეს თანხა მამასთვის უპრობლემოდ მეთხოვა. მე მოკლედ მოვუყევი, ყველაფერი, რაც მან არ იცოდა. მთხოვა ბიზნეს გეგმა შემედგინდა და ჩემი იდეა უფრო ნათლად ჩამომეყალიბებინა. საღამოს თამუნაც გვესტუმრა, გაოცებული იყო იმით რასაც ხედავდა, ვერაფრით აეხსნა, რატომ ვცხოვრობდი აქამდე მის მეზობლად.. ან ახლაც, რატომ შევხვდი ავტობუსების გაჩერებასთან და რატომ მოვედით ამ სასახლესთან, როგორც თვითონ უწოდებდა, ავტობუსით. ავუხსენი, მაგრამ მაინც არ უნდოდა გაგება. ჩემთვის კი რთული არაფერი იყო, მიუხედავად სახლში დაბრუნებისა არ ვაპირებდი ყველაფრით მესარგებლა, მანქანას ალბათ არასდროს ვახლებდი ხელს, სანამ საკუთარი ფულით არ ვიყიდდი, ან დადა არ მაჩუქებდა. ავტობუსით მგზავრობა, თავიდან გამიჭირდა, მაგრამ არასდროს გამომითქვამს პრეტენზია, ვერ ვხვდებოდი ამ სისულელის გამო რატომ უნდა მეტკინა დადასთვის გული. ახლა კი ეს პრობლემა ნამდვილად აღარ იყო. მე ისევ ჩვენი სახლიდან წამოღებული, უმეტესად ჩემი შეკერილი სამოსი მეცვა და ვერც ამაში ვხედავდი პრობლემას, ჩემი ტანსაცმლის ოთახი მთლიანად გამოვაცარიელე და საერთოდ ყველაფერი გავაჩუქე. ბევრი რამ თამუნასაც მოეწონა და სიხარულით აიღო. დადას და ვაჩეს გარდა საერთოდ არაფერი მჭირდებოდა. ვგრძნობდი დიდხანს ვერ გავძლებდით უერთმანეთოდ და დროის დაკარგვას ნამდვილად არ ვაპირებდი. თამუნას დაპატიჟების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც დადას ამბების გაგება იყო, ვთხოვე ყველაფრისთვის ყურადღება მიექცია.
-დადა, როგორც ჩემმა ქმარმა თქვა საზღვარგარეთ წასვლას აპირებს. გუშინ გვიან თქვენთან იყო გასული და რომ გამოვიდა მითხრა, თან დამაბარა იქნებ გადაფიქრებინოსო.-მითხრა თამუნამ.

ახლა კიდევ უფრო უნდა მეჩქარა და როგორმე წასვლის საშუალება არ უნდა მიმეცა მისთვის, უბრალოდ მოვკვდებოდი. მეორე დღესვე დავურეკე და ვკითხე როგორ იყო, ის ისეთი ცივად მელაპარაკებოდა, გულს მიკლავდა. ისე მინდოდა მეკითხა, მოეწონა, თუ არა ჩემი ჩუმად შეკერილი პიჯაკი, რომელიც წამოსვლამდე ჩუმად დავუკიდე კარადაში, ჰქონდა თუ არა საჭმელი, ან ხომ არ უჭირდა თავის მოვლა, მაგრამ ვხვდებოდი უფლება არ მქონდა.. ჩემი ბიზნეს გეგმა უკვე მზად იყო, იდეამაც მოწონება დაიმსახურა. ჩათვალეს რომ სიახლე იყო ქალაქისთვის და აუცილებლად ბევრისთვის სასურველი ადგილი გახდებოდა. მათ დადას ნახატიც ვაჩვენე და ჩემს მიერ შეკერილი სამოსიც, რომელთაც უმთავრესი როლი უნდა ეთამაშათ. გეგმაში ყველაფერი დაწვრილებით იყო გაწერილი. ედი ძალიან დამეხმარა. საბოლოო პასუხი ერთ კვირაში მეცოდინებოდა, დადებითი პასუხის შემთხვევაში,მხოლოდ ფართი იქნებოდა მოსაძებნი. თამუნასგან ახალი ვერაფერი გავიგე, ვერც დადას მეგობრებმა მითხრეს რამე. ვაჩე მხოლოდ ორჯერ ნახა, ისიც მთხოვა ანას მიეყვანა მისთვის ბავშვი. ყოველ საღამოს ჩვენს ბინასთან ველოდი, კუთხეს ამოფარებული, რომ სახლში მისული მენახა. უფალს ვთხოვდი, პასუხამდე, ვერად წასვლა მოესწრო.
ლოდინმა ჩემი ნერვები, მოთმინების უნარი, სიმშვიდე, თუკი დარჩენილი მქონდა, ბოლომდე შეიწირა. ზოგჯერ მეგონა გავგიჟდებოდი, მისი მონატრებისგან ისტერიკა მემართებოდა. ანას უკვე აშინებდა ჩემი გაუთავებელი ტირილი, ცოცხალ მკვდარს დაემგვანეო მეუბნებოდა. იმისი გაფიქრებაც კი, რომ შესაძლოა ჩვენი იდეა არ დაეფინანსებინათ, რომ ის შეიძლება საზღვარგარეთ წასულიყო, ისეთ შიშს მგვრიდა, რომელიც არ მეგონა თუ არსებობდა. სიცივეს, სიცარიელეს ვგრძნობდი. პასუხამდე სამი დღეღა რჩებოდა, ედი მამშვიდებდა აუცილებლად დადებითი პასუხი იქნებაო, ამ დღეს კი დადა სახლში არ მივიდა. მაშინვე თამუნას დავურეკე, არაფერი იცოდა. დადას ტელეფონი კი გამორთული იყო. ის წავიდა. არ მახსოვს სახლში როგორ მივედი.
-თათა, რა მოხდა, დადა ხომ კარგადაა? -ყვიროდა ანა, ჩემი დანახვისას.
-წავიდა, ანა ის წავიდა, დაუმშვიდობებლად, ერთი სიტყვაც კი არ მითხრა ისე წავიდა. დაერეკა მაინც, ხომ იცის რომ მოვკვდები, როგორ შეძლო ამის გაკეთება, ნუთუ არ ვუყვარვარ. ხომ მეუბნებოდა ვერ გავძლებო, ახლა კი ღმერთმა იცის რამდენი ხნით წავიდა.
-თათა, ტირილს მორჩი და სისულელეს ნუ ამბობ. რომ უყვარხართ, მაგიტომ წავიდა, ალბათ ფიქრობს იქ მაინც მოახერხებს იმდენი გამომიმუშავოს, რომ გეყოთ.
-პასუხს, როგორც კი გავიგებ, მაშინვე წავალ, აუცილებლად ვიპოვი.
-სად უნდა წახვიდე, იქნებ ასე სჯობს?
-ანა, არ ვიცი სად, მაგრამ აუცილებლად ჩავაკითხავ და იქამდე არ მოვისვენებ სანამ არ მაპატიებს, ან არ მეტყვის რომ აღარ ვუყვარვარ.
ბავშვი იმ ღამეს ჩემთან დავიწვინე, მთელი ღამე მას ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ უნდა მებრძოლა, ის არ იმსახურებდა უმამოდ გაზრდილიყო. ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარებოდა. მეორე დღეს კურიერმა დადას წერილი მომიტანა. ხელის მოწერისას უკვე კონვერტს ვხსნიდი.
თათა, მიყვარხარ.
თქვენს უნახავად აქ წამოსვლა, ჩემთვის ყველაზე დიდი უბედურებაა, მაგრამ ვიფიქრე რომ მენახეთ, რამეს მიხვდებოდი და ასე ვამჯობინე. გთხოვ, თავს გაუფრთხილდი და ვაჩეს მიხედე. არ მინდა ჩემზე ინერვიულო, ან იმაზე შენზე ნაწყენი ვარ თუ არა. შენ ის გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა, რაც მე ვერ შევძელი. ყველაზე უსუსური კაცი აღმოვჩნდი, შენ და ვაჩესაც კი ვერ გაგიფრთხილდით. ვერ შევძელი დამემსახურებინეთ. სიამაყეს და ღირსებას ვუფრთხილდებოდი და ვერ მივხვდი რომ უთქვენოდ არაფერი მაქვს. ვერ მივხვდი რომ შენ ხარ ჩემი ძლიერების განმსაზღვრელი. შენ კი არა მე დავნებდი, ვერ მოვახერხე პრობლემებისაგან დამეცავი. ახლა შენი შეკერილი პიჯაკი მაცვია, ვაჩეს პატარა წინდებით ჯიბეში. იცოდე რომ გულშიც, გონებაშიც, სულშიც თქვენ ხართ. ან შევძლებ ყველაფერი გაგიკეთოთ, ან არ დავბრუნდები. არ მინდა იტირო ამის გამო. იცოდე რომ შენი სიყვარული მაძლებინებს, რომელსაც ასევე არ ვიმსახურებ. არ ვიცი როდის გნახავთ, მაგრამ თუ ბევრი წელი გავიდა, ვაჩეს არ უთხრა ლაჩარი მამა გყავდაო. ჩვენი საიდუმლო იყოს. ისეთი აღუწერე ჩემი თავი, როგორიც შენ გიყვარვარ.
მიყვარხარ. არ ვიცი როგორ გითხრა ჩემი იმედი გქონდეს-მეთქი, ან რა პირით შეგპირდე გვერდში დგომას, როდესაც ეს ვერადროს შევძელი. უბრალოდ გჯეროდეს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ახლა მაინც.
გთხოვ, ყოველთვის როდესაც ვაჩეს აკოცებ, ჩემს მაგივრადაც აკოცე ხოლმე. მიყვარხართ.
ვერაფერს ვფიქრობდი, მხოლოდ ტკივილს, სიამაყეს, უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდი. მთელი დღეს ვაჩესთან ერთად გავატარე, ის ვერაფერს ხვდებოდა, მე კი მაინც ვუყვებოდი დადაზე. საერთოდ ყველაფერს. საღამოს ლევანის ცოლმა დამირეკა, აღმოჩნდა, რომ ლევანი და დადა ერთად წასულიყვნენ მოსკოვში. დარეკეს, უკვე სამსახური ვიშოვეთ და მინდოდა მეთქვაო, მითხრა მაიამ. არც კი იცოდა როგორ გამახარა, ეს ნიშნავდა, რომ ძალიან ადვილად გავიგებდი მათ მისამართა. ახლა მხოლოდ ბანკის თანხმობა მჭირდებოდა. აუცილებლად წავიდოდი მოსკოვში.
ედიმ დაპირებულ დროს დარეკა და პირველის სიტყვა გილოცავო ეს მითხრა, გამარჯობის მაგივრად. ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, ორ დღეში ფული უკვე ანგარიშზე იჯდა. ედისთვის არ ვიცოდი მადლობა როგორ მეთქვა. ფართი ლესელიძეზე უკვე შერჩეული მქონდა, მასთან დაკავშირებული საკითხებიც მოვაგვარე და ანასთან მოსკოვის ბილეთით ხელში დავბრუნდი. მან როგორც ვაჩეს, ასევე ამ ბილეთების ფულიც თვითონ გადაიხადა. მე ყველაფერს ვითვლიდი და ვიცოდი, რომ ოდესმე, სულ რომ თავი მოეკლა მაინც დავუბრუნებდით. მაიამ მხოლოდ მათი სამუშაო ადგილის მისამართი იცოდა, რადგან ლევანი და დადა, მისი ბიძის სახლის მშენებლობაზე მუშაობდნენ. დადა ხატვის მაგივრად, ვიღაცის სახლს აშენებდა, ეს ხომ იმაზე უარესი სამსახური იყო, ვიდრე აქ ჰქონდა. ძლივს დავუტოვე ანას ვაჩე, არ ვიცოდი რამდენხანს მომიწევდა მოსკოვში დარჩენა და ბავშვს ვერაფრით წავიყვანდი. თვითმფრინავში ასვლამდე აზრადაც არ მომსვლია რა უნდა მექნა თუ უარს მეტყოდა წამოსვლაზე.
მოსკოვში ისეთ დროს ჩავფრინდით, რომ დადა ჯერ ისევ მშენებლობაზე უნდა ყოფილიყო, ტაქსის მძღოლს მაშინვე იქ ვთხოვე წავეყვანე. პირველი ლევანი დავინახე, მერე კი დადაც. უკვე ახლოს ვიყავი, როდესაც დამინახა.
-თათა..
-უნდა გელაპარაკო. გთხოვ, მხოლოდ ათი წუთი.
-ახლავე.-ლევანი გაოცებული გვიყურებდა, დადას თხოვნაც არ დააცადა ისე ანიშნა რომ პრობლემა არ იქნებოდა.
-დადა, შეგიძლია მაპატიო?
-წერილში უკვე გითხარი რომ შენ სწორად მოიქეცი, მაგრამ აქ რა გინდა?
დადას პატარა ფურცელი მივაწოდე, სადაც ვაჩეს მკურნალობის თანხა და ჩემი ბილეთების ფულიც კი დაანგარიშებული იყო.
-ეს რა არის?
-ვალი, რომლის დაბრუნებასაც ანა ითხოვს.
-რა?
-ჩვენი შვილის მკურნალობის და ჩემი აქ ჩამოსვლის ხარჯები მან დაფარა, შენ ჩემი ქმარი ხარ და მის გასტუმრებაში უნდა დამეხმარო.
-აუცილებლად გადავუხდი, მაგრამ ჯერ არც ხელფასი ამიღია და არც ამდენია ერთი თვის ხელფასი.
-შენ უკეთესი სამსახური გაქვს თბილისში, თან ანაც უფრო მშვიდად იქნება, თუ ეცოდინება, რომ საზღვარგარეთ არ ხარ გაქცეული.-ვხვდებოდი, დადას მოთმინება ეწურებოდა.
მაშინ დეტალურად მოვუყევი, ბანკის მიერ ჩვენი იდეის დაფინანსების შესახებ. ის პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. ახლა უკვე ჩემი მოთმინება იწურებოდა. ჯერ ისეც ძლივს ვიკავებდი თავს, არ ჩავხუტებოდი. ისე მენატრებოდა მისი კოცნა, მისი სუნი, მისი სითბო.
-თათა, არ ვიცი.. რომ არ გაამართლოს, შენ ისევ შენს სახლში უნდა წახვიდე? ისევ თავიდან უნდა გამოვიაროთ ყველაფერი? აქ კი სამსახური მაინც მაქვს, შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე მქონდა.
-დადა, შენ ვერ გამიგე, მინდა ჩვენი საქმე, რომელზეც ორივე ვოცნებობდით ის დავიწყოთ ერთად. ერთად ცხოვრება მე სვანეთში შემოგთავაზე, მეორედ არ ვაპირებ. მინდა ეს შენ გააკეთო, როდესაც მზად იქნები, რა თქმა უნდა თუ გენდომება. მაგრამ ჩვენი ახალი თანაცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს, შენ შენი თავის უნდა გჯეროდეს. უნდა დაიჯერო რომ უფრო დიდ ბედნიერებას იმსახურებ, იმ ცხოვრებაში შენ ხატვისთვის უნდა გეცალოს, ბავშვს გაღვიძებულს ხედავდე და სულ ერთად ვიყოთ, სხვა შემთხვევაში მე არ დაგთანხმდები.
არ ვიცოდი რას ვლაპარაკობდი, ან დადა რას მეტყოდა. როგორმე მისთვის სულიერი სიმშვიდის პოვნის საშუალება უნდა მიმეცა, საკუთარი თავის რწმენის შეგრძნება, ძლიერების. შეგრძნება რომ ყველაფერი შეეძლო, მინდოდა მიმხვდარიყო, რომ მის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, რომ არც ვაჩესთვის იქნებოდა მის მიერ გამოგზავნილი ყოველთვიური სარჩო, სრულფასოვანი მამობა. მინდოდა თავისთვის იმის კეთების უფლება მიეცა, რაც სიამოვნებდა და ყველაზე კარგად გამოდიოდა.
დადა ისევ დუმდა..
-დადა, გთხოვ დამთანხმდი, ჩემს გამო თუ არა, ვაჩეს გამო. თუნდაც ვერასდროს შევძლოთ ერთ ოჯახად ცხოვრება, მინდა ზოგჯერ მაინც გხედავდე, უბრალოდ ვიცოდე რომ კარგად ხარ. არ მინდა ჩვენი შვილი შენგან შორს გაიზარდოს.

-თათა, დღეს საღამოს ნახატს ნახავ.
-არ მჯერა, რომ მორჩი.
-კი, საყვარელო, როგორც იქნა.
-მანახე გთხოვ.
-უკვე თითქმის ერთი წელია ელოდები, გთხოვ რამდენიმე საათიც.-ისეთი სახით მითხრა, ვიცოდი არაფერი გამომივიდოდა. მეც მხოლოდ მის ალერსს დავჯერდი. საღამომდე ამასაც ვიმყოფინებდი, არადა საშინლად მაინტერესებდა ეს იდუმალებით მოცული ნახატი, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცოდი და უკვე ერთი წელია ხატავდა დადა.
ჩვენ უკვე მეორე კვირაა სვანეთში ვართ. საზაფხულო არდადეგები გვაქვს. აქ დადა ყველაზე ნაყოფიერად მუშაობს ხოლმე და ჩვენც შეძლებისდაგვარად ხშირად ამოვდივართ. მოსკოვში ჩემი ჩასვლიდან 5 წელი გავიდა. მაშინ მე და დადა ერთად დავბრუნდით თბილისში. თავიდან რთული პერიოდი გვქონდა, რადგან გადავწყვიტეთ ერთად მდგომარეობის გამოსწორებამდე არ გვეცხოვრა. ეს საშინელება იყო, ვმუშაობდით მთელი დღეები ერთად და ერთმანეთს არც კი ვეხებოდით, თვალებშიც კი იშვიათად ვუყურებდით. არ გვინოდოდა უფრო აუტანელი გაგვეხადა ეს სიტუაცია. მაშინ ამითაც კმაყოფილი ვიყავი, ის ახლოს იყო, ვხედავდი როგორ ცდილობდა ყველაფერი გამოგვსლოდა, საკუთარი ხელებით გავაკეთეთ საერთოდ ყველაფერი. მთელი თვე მოვუნდით ნაქირავები დარბაზის, ჩვენი ოცნების ადგილად ქცევას. უფლის წყალობით ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩნდებოდა ახალ-ახალი იდეები. მალე ეს ადგილი მართლაც ბევრისთვის საყვარელ ადგილად იქცა. თავდაპირველად დადას ნამუშევრები და ჩემი შეკერილი სამოსი იყო გამოფენილი. ერთ კედელი მთლიანად ჩემი ფეხმძიმობის დროს, დახატულ ცხრა პორტრეტს დაუთმო, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. ეს თან მაბედნიერებდა და თან უხერხულობას მიქმნიდა. მე და დადა გამზადებულ ტკბილეულს სხვადასხვაგვარად ვაფორმებდით. თეფშის ნაწილი ყოველთვის შოკოლადით იყო მოხატული, ეს თითქოს ჩვენს საფირმო ნიშნად იქცა. ამას დადა ყოველთვის თავისი ხელით აკეთებდა, სანამ შეუძლებელი არ გახდა რაოდენობის გამო. აქ შეგეძლოთ გენახათ მასტერ კლასები დამწყები მხატვრებისთვის, მოგესმინათ საინტერესო ლექციები, ორიგინალური ფორმით. დასწრებოდით პოეზიის საღამოებსაც კი. შეგეძლოთ, ჩვენთან კაფეში წყნარად მჯდარიყავით ნამცხვრით და ყავის, ანდაც თუნდაც ჩაის ფინჯანთან ერთად და დადასთვის თქვენი პორტრეტის დახატვა გეთხოვათ. ეს ჩვენი კაფის, საგამოფენო დარბაზის, არც კი ვიცი რა დავარქვა მას, პირველი ეტაპი იყო. მეორე სართული მთლიანად ჩემს განკარგულებაში იყო, პატარა მყუდრო ატელიე, რომელსაც უფლის წყალობით კლიენტები არ აკლდა. ნელ-ნელა ვხვდებოდით რომ ჩვენი ოცნება აუცილებლად იქცეოდა რელობად. დადას სახეს სიმშვიდე უბრუნდებოდა, ერთ საღამოს პატარა კოლოფით ხელში მოვიდა. შიგ დედამისის ნაქონი ბეჭედი იდო.
-თათა, ბანკიდან გამოვიტანე, მინდა ისევ შენ ატარო.
-მაგრამ, მე ხომ..
-შენ ჩემი ცოლი ხარ, გთხოვ დაბრუნდი. მეტი აღარ შემიძლია, აღარ შემიძლია ასე ახლოს და ასე შორს მყავდე. მენატრები. შენს თვალებში ჩახედვაც კი უსაზღვრო ტკივილს მაყენებს, ვიცი შენც ასე ხარ. ვიცი, რომ მიუხედავად ჩემი ბევრი შეცდომისა მაინც გიყვარვარ. შენი წყალობით, იმიტომ რომ ჩემი გჯეროდა, ახლა შემიძლია გვერდით მყავდეთ და არ ვიფიქრო, რა გვეშველება ხვალ. იმიტომ რომ შენ იმედი დამიბრუნე. გთხოვ მომეცი საშუალება ჩემს გვერდით მყავდეთ.
-ერთი პირობით.
-რა პირობით?
-აუტანელია იმ ქალების ყურება, რომლებიც ხატვის დროს დაუფარავად გეპრაჭებიან.
-მე ოდესმე შემამჩნიე რომელიმეს მიმართ ინტერესი? მე ხომ არ მომიცია საბაბი იეჭვიანო?-თქვა და გაეცინა.
-არა, მაგრამ, მე მაინც არ მინდა. შენ შეიძლება საკუთარი თავის რწმენაც დაიბრუნო, იმედიც, სიმშვიდეც, მაგრამ მე ვგრძნობ რომ ამ ყველაფერს ვკარგავ.
-ვერ წარმოიდგენ რა სასიამოვნოა, გიყურო როგორ ეჭვიანობ შენზე ყურებამდე შეყვარებულ ქმარზე.-უკვე ხმამაღლა იცინოდა.
-დადა, შენ არ გესმის..
-თათა, ამ სისულელის გამო ტირი. ნუ გამაგიჟებ. აღარასოდეს აკადრო ეს შენს თავს, არც კი დაუშვა, რომ შემიძლია ვინმე სხვას ვუყურო და რამეს განვიცდიდე. არც კი გაიფიქრო ეს. დღეიდან საერთოდ არ დავხატავ ქალის პორტრეტს. არც ერთს, შენსასაც კი. მანამ სანამ არ დავინახავ, რომ ოდნავადაც კი არ ეჭვიანობ, არც კი ფიქრობ იმაზე რომ მე ღალატი შემიძლია. გთხოვ დღევანდელ დღეს ნუ გავაფუჭებთ. თანახმა ხარ ისევ ერთად ვიცხოვროთ?
-არ მინდა ჩემს გამო ქალიც პორტრეტების ხატვაზე უარი თქვა.
-თანახმა ხარ?
-რა თქმა უნდა თანახმა ვარ, დადა.
ანას დავურეკე და ვუთხარი ეს ერთი ღამე ვაჩე ჩემს გარეშე დაეძინებინა. ჩვენ ისევ ჩვენს ნაქირავებ ბინაში ვიყავით. იქ ყველაფერი ისევ ისე იყო. ისევ ჩვენი ადგილნახევრიანი საწოლით. ის ღამე ალბათ არასოდეს დამავიწყდება. ისე ვიყავი აფორიაქებული, როგორც მაშინ სვანეთში.
ამ დრიდან ყველაფერი კიდევ უფრო წარმატებით მიდიოდა. სამოსი, რომელსაც დადას ნახატების პრინტი ამშევენებდა ბევრი თბილისელი ქალბატონისთვის ოცნების საგნად იქცა. ყველაფერი მართლაც ულამაზესი იყო. დადა მიკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლო. მისი ნახატები, უკვე საკმაოდ ძვირად ფასობდა. ჩემს მიერ შეკერილი სამოსი კი სხვადასხვა მოდის კვირეულებზე ხვდებოდა. ანას ვალიც მალევე გავისტუმრეთ. კრედიტსაც თანდათანობით ვფარავდით. ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ერთი სული მქონდა მამას და დედას ჩვენი სამყარო ენახათ. როგორ მინდოდა მამას ჩემით ეამაყა. ისინი კი ისევ ბრიტანეთში რჩებოდნენ.
ერთ დღეს დადა სახლში ძალიან შეწუხებული დაბრუნდა და მითხრა რომ მეორე დღეს ლონდონში მივფრინავდით. (ჩვენ ისევ ჩვენს ბინაში ვცხოვრობდით, გადავწყვიტეთ სანამ ჩვენი საკუთარი ბინა არ აშენდებოდა აქ დავრჩენილიყავით.) არაფერი ამიხსნა, უბრალოდ მითხრა რომ ჩემებს ჩვენი ნახვა სურდათ, ანაც მოდიოდა. მისი შეწუხებული სახე მოსალოდნელ შეხვედრას დავაბრალე, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი როგორ დათანხმდა დადა მათ სანახავად ჩასვლას. მითხრა აღარ მინდა გიყურო და ვგრძნობდე, რომ მათ გარეშე სრულყოფილად ბედნიერი არ ხარო. გული ცუდს მიგრძნობდა. მაგრამ არა იმას რაც იქ დამხვდა. მამა იმის ნახევარიც კი არ იყო, როგორიც მახსოვდა. მივხვდი, ანას რატომ ეუბნებოდა ლონდონში ჩასვლაზე უარს, იმ მიზეზით რომ თავად ჩამოვიდოდნენ მალე, მაგრამ ეს არადა არ ხდებოდა. დედა განადგურებული იყო. ანას ვერაფრით ვამშვიდებდი, მე კი მამას მივშტერებოდი და ვერ ვბედავდი მივახლოვებოდი. მამას იმის ძალაც არ ჰქონდა საწოლიდან წამომდგარიყო, რომ ჩავხეუტე ხელებიც კი ძლივს შემომხვია. ყველას თხოვა, მხოლოდ ჩემთან და დადასთან დაეტოვებინათ.
-მა, ყველაფერი ვიცი. ვიცი და ვამაყობ იმით რაც შეძელი. ორივემ უნდა შეძლოთ და მაპატიოთ. ამის გარეშე მშვიდად ვერ წავალ.
-მამა, გთხოვ. გეხვეწები ამას ნუ ამბობ..
-თათა, მე რომ არც ვთქვა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. მინდა ყველაფერი გითხრათ. შენი გაპარვის ამბავი თავიდან რომ გავიგე, პირველი დღის ემოციები რელური იყო. ვერ გაგიგე, ვერ გაპატიე რომ მომატყუე, დამიმალე და ჩემს გარეშე გადადგი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. არც შენზე მიფიქრია, რომ ჩემი შვილი უანგაროდ შეგიყვარდა.-უთხრა დადას.(მამა საოცრად ნელა ლაპარაკობდა, ამის ზალაც კი არ ჰქონდა, მე კი ცრემლები მახრჩობდა.) მერე კი ჩემი ავადმყოფობის ამბავი გავიგე. დედაშენსაც კი არაფერი ვუთხარი, თქვენგან შორს ყოფნასაც ამიტომ დავთანხმდი. ყველაფერი ვიცი თქვენზე, თქვენი ბინის ფოტოებიც კი მინახავს, მეუბნებოდნენ, როგორ რეცხავდი სარეცხს, როგორ აკეთებდი საჭმელს, როგორ მგზავრობდი ავტობუსით, როგორ იკერავდი სამოსს, როგორ ათენებდა შენი ქმარი ღამეებს, მაგრამ თქვენ მაინც გიყვარდათ ერთმანეთი. არ ვიცი, როგორ ვთქვა მაგრამ, შენ ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც მინდა იყო. ბედნიერი ვიყავი, რომ ვხედავდი როგორ არ ნებდებოდით, მივხვდი ყველაზე ღირსეული შვილი მყავს, რომელიც არაფერს შეეპუა და თავისი ბედნიერებისთვის იბრძოლა. თათა შენ ჩემნაირი ხარ, ჩემზე უკეთესიც კი, რადგან ბევრად უფრო კეთილი ხარ. ვერც ვაჩეს გაჩენისას გითხარი რამე, მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ საიმედო ხელში გტოვებდი. შენ ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე ხარ. იცი მგონია რომ წავალ და შენით ისევ ვიცოცხლებ, მა. ვიცი არაფერი შეგეშლება. ერთმანეთს რომ დაშორდით კინაღამ მოვკვდი, მაგრამ მაშინაც კი სწორად მოიქეცი, არც მაშინ გამიცრუე იმედი. მეგონა სიამაყე, რომელიც ჩემგან უხვად გერგო, არ მოგცემდა მასთან ისევ შენი ინიციატივით მისვლის საშუალებას. მაგრამ შენ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე მე, ან შენ გგონია. ის ხომ შეუძლებელი იყო, რაც შენ გააკეთე. ანა რომ მიყვებოდა სიამაყით არ ვიცოდი რა მექნა. თქვენ ყველაფერი შეძელით, ყველას დახმარების გარეშე. დადას, როგორც კი დავურეკე და ჩემი მდგომარეობა ავუხსენი, დამთანხმდა აქამდე ჩამოეყვანე. ვიცოდი მარტო ვერ გამოგიშვებდა და ვერც ჩემი უკანასკნელად ნახვის საშუალებას წაგართმევდა. მას თავის სიამაყეზე მეტადაც კი უყვარხარ. თათა, შენი ქმარი ის ბიჭია, რომელიც არასოდეს მყოლია, მაგრამ სულ ვოცნებობდი მყოლოდა. შენ ესეც კი შეძელი , იპოვე და არაფრით დათმე. მე ყველაზე ამაყი მამა ვარ და სიმამრიც, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს. დადა იცოდე შენ გაბარებ, ჩემს სამივე ქალბატონს. მეტს არც არაფერს გეტყვი, რადგან ვიცი რომ ყველაფერს გააკეთებ მათთვის. ნუ ტირით, გთხოვ. მე იმდენჯერ გატკინეთ გული არაფერს ვიმსახურებ.
-მამა ნუ ამბობ ამას, აქამდე რატომ არ გვითხარი რომ ავად იყავი, ჩემზე და ანაზე რატომ არ იფიქრე?
-თქვენზე ვფიქრობდი, შვილო. არც ისე სახარბიელოა, საუკეთესო დროსი მომაკვდავი მამის სასთუმალთან გატარება. შენ შენი ქმარი და შვილი გყავს უკვე. ანა კი ზედმეტად სუსტია ამისთვის.
მამა ერთ კვირაში გარდაიცვალა. გვერდიდან არ მოვშორებივარ. გამოსავალი აღარ არსებობდა და ვერაფრით დავეხმარეთ. არ ვიცი რა როგორ იქნებოდა უკეთესად, ან რას შევცვლიდი დროის დაბრუნება რომ შემეძლოს. ყველაზე მეტად მამას ავადმყოფობის პერიოდში მისგან შორს ყოფნას ვნანობ, მაგრამ ალბათ მაინც ვერაფერს შევცვლიდი. მამა საქართველოში დავკრძალეთ. დადამ საერთოდ ყველაფერი მოაგვარა, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ ყველაფერს მისი ან ვაჩეს გარეშე. ვიცი რომ მამას ყველაფერი აპატია. მამამ კი ის ანდერძში, როგორც მისი მესამე შვილი, ზუსტად ისე მოიხსენია. ამ დროისთვის უკვე შეგვეძლო ჩვენი ოჯახისთვის საკუთარი შემოსავლით, ზედმეტად კარგადაც კი უზრუნველყოფა. დედამ და ანამ მაინც უარი თქვეს, ქონების მთლიანად მიღებაზე. ამიტომ ბაბუის დანატოვარი ვაჩეს გადაეცა. დედა და ანა ჩვენს სახლში ცხოვრობდნენ, ვაჩე ხშირად რჩებოდა მათთან და ჩვენც ვსტუმრობდით.
დადა მამას ბიზნესს დღემდე აქცევს ყურადღებას, რომელიც ნამდვილად არ ითხოვს დიდ ძალისხმევას. ჩვენს საგამოფენო დარბაზს კი რამდენიმე ფილიალი შეემატა. საერთო მხოლოდ კონცეფცია და სახელია. იქ ჩვენი მეგობრები მუშაობენ, ჩვენ კი შეძლებისდაგვარად ხშირად მივდივართ მათთან. დადას პერსონალურ გამოფენებს ძალიან დიდი წარმატება აქვს ყოველთვის, ჩემი ტანსაცმლის ხაზიც სტაბილურად ვითარდება. ანა ორი წლის წინ გათხოვდა და ახლა იტალიაში ცხოვრობს. დედას მარტო ცხოვრება არ შეეძლო და ამიტომ, ჩვენ ანას გათხოვების შემდეგ მასთან გადავედით. დადას თავიდან არ უნდოდა, მაგრამ ვერც დედაჩემი გაიმეტა მარტოობისთვის, რომელიც არაფრის გულისთვის დატოვებდა ჩვენს სახლს. ის სულ ცდილობს დადას ანახოს როგორ უყვარს, ვერაფრით იჯერებს, რომ ყველაფერი აპატია.
სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, ჩვენი ტკივილი კი მამაა. რომელიც უზომოდ გვაკლია ყველას. ვერც დადამ და ვერც ვაჩემ მოასწრეს მისი გაცნობა, მისი მოსახელე პატარა იოანე კი, მას ნანახიც არ ეყოლება, რადგან ის ჯერ არც კი დაბადებულა. პატარა სამ თვეში უნდა გაჩნდეს.
*********
-დადა, უკვე საღამოა, გთხოვ, ხომ იცი არ შეიძლება ჩემი ნერვიულობა.
-საყვარელო, შენ ამის გამო ნერვიულობ?
-კი და გაგებუტები.
-მაშინ ახლავე.
-დადა ეს ხომ მე ვარ, ეს ხომ ჩემი პორტრეტია. შენ რომ..
-არ შემეძლო არ დამეხატე. თან ვხედავ, რომ აღარ ეჭვიანობ.
-ეს წესი სულ გაუქმდა?
-მათქმევინე აღარ-მეთქი და ისევ დაიწყე? ეს წესი არ გაუქმდა, ყველა ქალს ისევ ეხება, მაგრამ შენ არა. რადგან შენ ჩემი ცოლი ხარ, რადგან მიყვარხარ და რადგან მინდა სულ გხატავდე. მიყვარხარ. მოგწონს?
-როგორ ვთქვა ჩემს პორტრეტზე რომ ლამაზია, მაგრამ მართლა ძალიან მომწონს. საოცრად გყავარ დახატული. ამდენ ხანს არასდროს გიხატია, მხოლოდ ერთი ნამუშევარი.
-მინდოდა ყველაზე ახლოს ყოფილიყო შენთან, ყველა უკვე შექმნილ ნამუშევარზე უკეთესი ყოფილიყო და ვფიქრობ გამომივიდა. იცი რა ჰქვია?! აღფრთოვანებას ჰოო.
-ეს რას ნიშნავს?
-ჩემს მდგომარეობას, იმას რასაც ვგრძნობ, მას შემდეგ რაც გაგიცანი. არც ვიცი როგორ აგიხსნა. პირველივე დანახვისას აღვფრთოვანდი შენით. ბევრი წინააღმდეგობის შემდეგ კი ჩემს თავს მივეცი უფლება ამ აღფრთოვნებას დავყოლოდი, თითქოს დავთანხმდი მას.. დღესაც კი, რამდენიმე წლის შემდეგ, აქ, სადაც ყველაფერი დაიწყო, ვდგავარ, გიყურებ და ისევ აღფროვანებული ვარ. სულ მაოცებ, ახლაც ჩვენს მეორე შვილს მუცლით ატარებ და ვერც კი წარმოიდგენ როგორ გგრძნობ. ისევ აღმაფრთოვანებ და ესაა ერთადერთი რამ, რასაც თანახმა ვარ უბრძოლველად დავნებდე. მიყვარხარ. მეყვარები სულ, სიცოცხლის ბოლომდე და იმისი იქითაც. ჩვენ ხომ ერთად ბევრი შეუძლებელი შევძელით, რადგან გვიყვარდა. მადლობა იმისთვის, რომ დღეს დადა ხარძიანი ვარ. ყველაზე ოპტიმისტი, ყველაზე რომანტიკოსი და ყველაზე ბედნიერი კაცი მსოფლიოში. იმ აღფრთოვანებას ჰოო, რომელიც ჩემს ჰაერად აქციე.
-დადა, მიყვარხარ.

tumblr_mftf7pvxK31s1wg5wo1_500_large

Posted in Uncategorized | Leave a comment

მე დრო არ მჭირდება.! [ნაწილი პირველი];

ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ საკუთარი, ფასდაკარგული ოცნებებია. ემოციას რომ ვერ გრძნობ, ფრიგიდულად ეხები ახდენილ, ოდესღაც ოცნებებს და არაფერს გრძნობ.. საერთოდ არაფერს..

მხოლოდ ის უნდოდა მთელი გულით ეტირა, არ ეფიქრა იმაზე ვინ დაინახავდა და ვინ არა. დისერტაციის დაცვაზეც კი არ უნერვიულია, ეს რამდენიმე წელი ისე შეეფარა სწავლას, რომ ყველაზე რთული რაღაცებიც მარტივად ეჩვენებოდა, რადგან ისინი ტკივილის გაძლებაში ეხმარებოდნენ. ტკივილის, რომელიც არაფერს ჰგავდა, თავისი სიძლიერითა და ყოვლისმომცველობით. სადღაც ღრმად, ტვინის რომელიღაც ხვეულმა იცოდა, რომ ამერიკაში მიღებული ხარისხი, მთელ მის მომავალ ცხოვრებას უზრუნველყოფდა. მაგრამ ამ დროს ესეც არაფერს ნიშნავდა.

თემო უკვე მეორე კვირაა ელოდებოდა, როდის აარჩევდა დოქტორანტურის დამთავრების აღსანიშნავად საჩუქარს.

-საქართველოში წასვლა მინდა. – გამარჯობის მაგივრად უთხრა მშობლებს და დიპლომი გაუწოდა.

-თათო, მა, შენ Baker & McKenzie-ში მუშაობ. ეს ყველაზე სულელური გადაწყვეტილება იქნება, რისი მიღებაც შეგიძლია. – აღშფოთდა თემო, მაგრამ შეეცადა როგორმე მშვიდად გადაერწმუნებინა შვილი. ნინა, როგორც ყოველთვის ახლაც ჩუმად იყო, მხოლოდ ცრემლებს აევსო საოცრად ნათელი თვალები.

-მამა, ყველაფერზე ვიფიქრე, ჯერ დროებით ჩავალ, შევეცდები სამსახურის საქმე მოვაგვარო, თუ ყველაფერი ისე გამოვა, როგორც მინდა, მხოლოდ მაშინ გადავალ იქ მუდმივად.

-მერე ჩვენ, მა?

-მამა თქვენც შეგიძლიათ წამოხვიდეთ, ჩვენს არ გვაქვს იმის აუცილებლობა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, შენ შეგიძლია იგივე საქართველოდანაც, ან აქ წელიწადში რამდენჯერმე ჩამოსვლით მოახერხო.

-აქ უკვე ყველაფერი აწყობილია, იქ..

-ჩემს ცხოვრებას უნდა მივხედო, უკვე თითქმის 27-ის ვარ. თქვენ შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

-ეს რას ნიშნავს?

-არაფერს იმაზე მეტს, რაც გითხარით. არ მინდა იმ რაღაცებზე ლაპარაკი, რაც თქვენც და მეც კარგად გვახსოვს.

-თათა, მართლა ძალიან დიდ სისულელეს აკეთებ, შვილო. ცხოვრებას დაინგრევ. აქ იმაზე მეტად გულნატკენი დაბრუნდები, ვიდრე ახლა ხარ.

მწარედ გაეღიმა.. ხო, ალბათ ამ სიტყვებით აღწერენ ხოლმე, იმ ემოციას, რომელიც იმ წამს თათას სახეზე გამოესახა..

მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა ბარგის შესაგროვებლად და ბილეთის საყიდლად. სამსახურის საკითხი რამდენიმე დღით ადრე, უკვე მოეგვარებინა. მერე ორიოდე ყველაზე ახლობელ მეგობარს შეხვდა, რომელსაც ნიუ-იორკში ტოვებდა და მიხვდა, რომ სანამ საქართველოში არ დაბრუნდებოდა, ვერაფრით დააღწევდა იმ აფორიაქებას თავს, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივ  მოვლენად ქცეოდა.

****

ძალიან ცხელოდა, რაღაცნაირი დღე იყო. ერთი სული, რომ გაქვს მალე გავიდეს, აი, ისეთი.. უნებურად აღიზიანებდა დედამისის სიჩუმე,  უხმოდ ჩაიხუტა გულში, ისევ ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როგორც ყოველთვის ახლაც აღარაფერი უთქვამს. მამამისის გამეორებულმა „აქ იმაზე მეტად გულნატკენი დაბრუნდები, ვიდრე ახლა ხარ“, თითქოს გააძლიერა, თითქოს საბოლოოდ მოუსპო დანებების უფლება..

გული დაწყდა, სახლის დატოვების ვერაფერი რომ ვერ იგრძნო, მიუხედავად აქ გატარებული 5 წლისა, ვერაფრით ქცეულიყო მის ადგილად, შინაურულ გარემოდ.. რომ არა მისი მშობლები, რომლებსაც იქ ტოვებდა, ალბათ სხვა ვერაფერი აიძულებდა ამ სახლში ოდესმე კიდევ შემოედგა ფეხი.. უნდოდა დაეჯერებინა, რომ ისინიც მალე დატოვებდნენ აქაურობას, მაგრამ იცოდა, მამამისი ყველანაირად რომ შეეცდებოდა თავისი მოლოდინი  გამართლებულიყო და არა თათასი..

***

თითქმის ორმა ათეულმა საათმაც კი, რომელიც გზაში გაატარა, ვერაფრით მოამზადა საქართველოსთან, ზოგადად იმ ყველაფერთან შესახვედრად, რაც ხუთი წლის წინ იქ დატოვა, თუ დაატოვებინეს. აეროპორტში მხოლოდ ანო და დათა დახვდნენ, ძალიან უნდოდა ჯერ გონზე მოსულიყო და მერე ენახა მეგობრები. არ უნდოდა ანოსთვის ეწყენინებინა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა მარტო დარჩენილიყო თავის სახლში.

***

ამ ხუთი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორჯერ იყო საქართველოში, ორჯერვე ორ-ორი კვირით და ამ სახლში არც ერთი ღამე არ გაუთევია.. ყველაფერი დალაგებული დახვდა, ოჯახი, რომელიც მათ სახლს უვლიდა, ამდენი წლის შემდეგაც პირნათლად ასრულებდა საკუთარ მოვალეობას. ძლივს იპოვა ბარგში, საყვარელი ყავა, სწრაფად გაიკეთა და ზუსტად იმ ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, რომლიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა ჯაფარიძეების სრულიად ჩაბნელებული სახლი.

***

-თა, როგორ ხარ? ძალიან ვნერვიულობთ მე და დათა, მარტო რომ ხარ ამხელა სახლში. მიდი გამოგივლით და წამოდი რა ჩვენთან, ჯერ არც მივსულვართ სახლში. – თათას ძალიან უყვარდა ანოს გულწრფელი ფორიაქი, რომელიც ყოველთვის ემჩნეოდა ხმაზე.

-არა, მართლა არა ანო, ვიქნები დღეს აქ, სახლის დაცვაც აქაა. თქვენ სად ხართ?

-Union-ში და.. ის აქ არის. – პაუზის შემდეგ ჩაილაპარაკა ანომ. Union-ი ჩვეულებრივი, თბილისური, სნობური ბარი იყო.. კონკრეტული წრით, რომელიც უკვე წლებია მოუბეზრებლად დადიოდა იქ.. თბილისში, ჩუმად თუ ხმამაღლა, ყველა იქ მოხვედრაზე ოცნებობდა. იქ მოხვედრა კი, არც ისე ადვილი იყო.. შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელიც, თუ იმ რამდენიმე თბილისური ოჯახის შვილი ან შვილობილი არ იყავი, რომელთათვისაც ყველა კარი ღია იყო..

-ესე იგი თბილისშია?

-კი, მთელი თომასთან ერთად ზის, მთელი საღამოა რაღაცაზე ლაპარაკობენ და არავის იკარებენ.

-გთხოვ არავისთან წამოგცდეს აქ რომ ვარ.          ხომ იცი, მანდ ვინმემ რომ გაიგოს მთელ თბილისს ეცოდინება.

-კარგი, თა, მაგრამ მიდი რა გამოგივლით და წამოდი ჩვენთან, ცოტა ხნით მაინც არ იფიქრებ ამ ყველაფერზე.

-არა ანო, დღეს არა. კარგად გაერთეთ.

-ძალიან გვიყვარხარ.

-მეც ანო, ძალიან.

***

ბარიდან გვიან გამოვიდა.. ზაფხულისთვის უჩვეულო სიგრილე იყო თბილისში.. ახლა ყველაფერი ერჩია, დედამისის ან თავისი ლაწირაკი რძლის უაზრო კითხვებს. „შეიძლება რომელიმეს ეღვიძოს“, როგორც კი ეს გაიფიქრა, მაშინვე მოაბრუნა მანქანა და გადაწყვიტა იმ ღამით ძველ სახლში დარჩენილიყო.

სძულდა?!.. არ სძულდა ეს სახლი, არც მეზობლად მდგომი სახლი სძულდა, უბრალოდ აღარ უყვარდა..

შუქი არ აუნთია, ისე ავიდა საძინებლამდე, ძალიან უნდოდა იქამდე ჩასძინებოდა, სანამ ფიქრებს აჰყვებოდა.. მაგრამ ზუსტად ერთ საათში ფეხშიშველი იდგა აივანზე.. უხეშად ისრესდა ლოყას, რომელის ტკივილიც საშინლად აღიზიანებდა. უკვე უჩვეულოდ ციოდა თბილისური ზაფხულისთვის.. „ალბათ ამ იდიოტური ამინდის ბრალია“ – გაიფიქრა ცოტნემ. ამდენი წლის შემდეგაც კი სიცივეში ყოველთვის გულისგამაწვრილებლად ტკიოდა ლოყა. ვერ იტანდა ეს ტკივილი არც ისეთი ძლიერი რომ არ იყო, ყურადღების ღირსად რომ ჩაეთვალა და არც ისეთი სუსტი, საერთოდ რომ გადაევიწყებინა. „ამის დედას შ…..“ გამოსცრა კბილებში და შემდეგი ნაფაზი დაარტყა..  ვერ გაიაზრა რა დროს გაიხედა იქეთ, ან როდის შენიშნა მის ფანჯარაში შუქი.. მაინცდამაინც მის ფანჯარაში..

Tsu

Posted in მაროამი | 2 Comments

ნუ დაიჯერებენ! [სრულად];

„მელიქიშვილი ის ქუჩაა, სტუდენტობისას და მერეც განსაკუთრებულად თბილ მოგონებებთან რომ ასოცირდება. ყოველთვის, მითუმეტეს კი მაშინ, როდესაც მონატრებული მაქვს მისი მდუმარე, მაგრამ ერთგული მეგობრობა განსაკუთრებით ღიმილიანია ხოლმე ჩვენი შეხვედრა.. მელიქიშვილზე ვამბობ.. მელიქიშვილის ქუჩაზე.. აი აქ კიდევ იმაზე დავფიქრდი, რატომ უნდა ერთვოდეს მეგობრობას განსაზღვრებად ერთგული?!.. ნუთუ არ იგულისხმება?!.. როგორც არის..“ – მარიამმა იგრძნო, როგორ აიბურდა თავის ფიქრებში და ახლაც განსაკუთრებულად ღიმილიანი გადავიდა მანქანიდან, ზუსტად ფილარმონიასთან.. ნერვები იმანაც კი არ მოუშალა, რომ აქ სულ პარკინგის პრობლემაა… ეს ხომ მისი თბილისია, მისი მელიქიშვილი, რომლისთვისაც უამრავჯერ უტკენია დამძიმებული ნაბიჯებით, მას კი არასოდეს უსაყვედურია.. ოდნავ დაძაბული სახით გადაჭრა ქუჩა, მერე სწრაფად შემობრუნდა, ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის აკეთებდა უნივერსიტეტისკენ მიმავალი. თვალები გაუბრწყინდა ლურჯი მონასტრის გუმბათის დანახვისას, პირჯვარი გადაიწერა და ის იყო გზა უნდა გაეგრძელებინა, ვიღაცას მთელი ძალით რომ დაეჯახა.
-წინ გაიხედეთ! – თითქმის იღრიალა უცნობმა, თვალები ნერვიულად გადაატრიალა, უხეშად დაწვდა მარიამის ძირს დავარდნილ საფულეს და ხელებში მიაჩეჩა.
მოულოდნელობისაგან ენა გადაყლაპვოდა. გასალანძღად სიტყვაც კი ვერ იპოვა, უკვე მტევნები ტკიოდა ისე მაგრად მოემუჭა. მხოლოდ მაშინ დახედა სისხლისაგან დათხვრილ საფულეს, უცნობი სწრაფად მიმავალი მანქანით მის თვალს რომ მიეფარა.
ეს რაღა ჯანდაბაა?! – ამრეზით შეათვალიერა საყვარელი საფულე და მაშინვე გულმოდგინედ დაუწყო წმენდა.
****************
ზუსტად ექვსი წლის წინ.. – მარიამი, გამეტებით იხუტებდა ძველ საფულეს, ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა მძინარე ნიკოლას. ზარის ხმაზე შიშისაგან შეკრთა, რამდენიმე წამში გაახსენდა მშობლები ავსტრიაში რომ იყვნენ და საფულიანად გაბედულად წავიდა კარისკენ..
-ნინია, გამიხარდა რომ მოხვედი.
-მეგონა ეგ საფულე აღარ გქონდა. – აკოცა თუ არა, მაშინვე შენიშნა საფულე.
-ლიამ ვერ იპოვა, ეგონა თვითონ გადავაგდე. ეს მისი ნაჩუქარი ერთადერთი ნივთია რაც დამრჩა, ეს და ჩვენი ქორწინების ბეჭედი.
-მარიამ გამაგიჟებ, რა გატირებს, ან ამ საფულეს როგორ ეფერები. როგორ შეგიძლია გიყვარდეს, გიყვარდეს ყველაფრის შემდეგ, თან ასე. ძალიან სწორად მოიქცა ლია დეიდა, ეს საფულეც არ უნდა დაგემალა მისთვის, ან საქორწინო ბეჭედს რატომ ინახავ?!
-ნიკოლაც არ უნდა გამეჩინა ხომ, როგორც ლიას და ზვიადს უნდოდათ?!
-ეგ არ მითქვამს, ხომ იცი როგორ მიყვარხართ.
-უკვე მივეჩვიე, რომ ამ თემაზე არავისთან უნდა ვილაპარაკო. ყავას ხომ დალევ?
-კი, მაგრამ არ მინდა რომ ნაწყენი იყო ჩემზე.
-არ ვარ. ნიკოლას დავხედავ და ორ წუთში მოვალ.
მარიამი, მართლა მიჩვეული იყო არავისთან ელაპარაკა კახაზე, მესამე წელია საკუთარ თავსაც კი ვერ უბედავდა ქმარზე გაბედულად ფიქრს. მისთვისაც გაუგებარი იყო რატომ უყვარდა, ან რატომ სჯეროდა, მაგრამ მაინც ეამაყებოდა მათი საერთო შვილი. მაინც უყვარდა, უყვარდა იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ როდესაც ერთად იყვნენ და სულ არ ფიქრობდა ცხოვრებისთვის სხვა აზრი მიეცა.. სათუთად ჩადო საფულე ყუთში, ნიკოლას მშვიდად ეძინა, ფრთხილად აკოცა და ნინიასთან, სამზარეულოში დაბრუნდა.
-გარეთ როგორ ცივა, დღეს ვერ ვისეირნეთ მე და ნიკოლამ. – ცადა მარტივად დაეწყო ლაპარაკი, ბავშვობის მეგობართან.
-მართლა ძალიან ცივა, ალბათ მალე მოთოვს.
-თოვლისთვის გაფრინდნენ ჩემები ავსტრიაში, მესამე წელია თაფლობის თვე აქვთ.
-კარგია რომ შერიგდნენ.
-კი, მე თითქოს ცოტა თავი დამანებეს.
-მათ კარგი უნდათ შენთვის.
-ნინია, გთხოვ.
-თომა მოდის ხოლმე? – სასწრაფოდ შეცვალა ნინიამ თემა.
-კი, ხშირად, სანიმუშო ნათლიაა. დღეს იუბილარია, ხომ გახსოვს, მაგრამ გუშინ ლონდონში წავიდა.
-კი, დილითვე მივწერე. იმას ნახულობს?
-კახა არც მას ეკონტაქტება, ყველა შეხვედრაზე უარს ამბობს. – საშინლად უყვარდა მისი სახელი და ყველაზე მეტად წყინდა მისი მეგობრები, ოჯახის წევრები არასდროს რომ არ იხსენიებდნენ სახელით.
-ახალი არაფერი იცი?
-მხოლოდ ის რომ რამდენიმე ოპერაცია სამოქალაქო საავადმყოფოშიც გააკეთებინეს, რადგან სხვა ქირურგი არ ჰყავდათ, ვინც მსგავს ოპერაციას გააკეთებდა საქართველოში.
-კარგი რა, რაღაც არ მჯერა?
-რა არ გჯერა?
-ის რომ მისნაირი სხვა ქირურგი არ გვყავს. საერთოდ როგორ უშვებენ პაციენტებთან, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ზის.
-ალბათ არ გვყავს, თორემ პატიმარს არ მიცემდნენ ოპერაციის გაკეთების უფლებას, თან ციხის გარეთ.
-შენ საიდან გაიგე?
-მისმა ადვოკატმა მითხრა, მერე თომამაც.
-ასეთი გახარებული მარტო ნიკოლაზე ლაპარაკობ ხოლმე, შენ ყოველთვის გამორჩეულად რომანტიკოსი იყავი, მაგრამ ეს აღარ მესმის… ასე მგონია, რომ დიდი ხნის წინ აპატიე ყველაფერი.
-ყავა გაიფილტრა. რძე გინდა? – ზურგით მდგარმა, ძლივს შეიკავა თავი ხმამაღლა რომ არ ეტირა.
-კი, მინდა. – ნინიამაც შეგნებულად დაანება თავი იმ კითხვას, რომელზე პასუხი ისედაც იცოდა.
**************
ისევ ისე ძალიან ციოდა, როგორც მაშინ, ექვსი წლის წინ.. ისევ ძლივს გააჩერა მანქანა ფილარმონიასთან, ისევ ღიმილიანმა გადაიწერა პირჯვარი ლურჯი მონასტრის გუმბათის დანახვისას.. ახლა უკვე ნიკოლაც ჰყავდა და მელიქიშვილზე ყოფნისას ემოციები იმიტომ კი აღარ გუდავდა, მეორე კორპუსისკენ მიმავალ თავის თავს რომ ახსენებდა, არამედ იმიტომ რომ კახას უკავშირდებოდა.. მასთან პირველ შეხვედრის. სიმძიმე, ყოველდღიურობად ექცა, ყოველთვის უჭირდა სუნთქვა მასზე ფიქრისას. მონატრება არ აძლევდა საშუალებას სიმშვიდე ცოტა ხნით მაინც ეპოვა. ნიკოლა ცნობისმოყვარედ ათვალიერებდა შენობებს, ფართოდ გახელილი თვალებით, ძლივს რომ უჩანდა საგულდაგულოდ ჩაფუთნულს.
-დე, ეს მამას საავადმყოფოა. – პატარას ხელით ანიშნა მათ წინ მდგარ შენობაზე, ცრემლებმა ცხვირი აუწვა…

მელიქიშვილის შემდეგ თომას დაბადების დღეზე შეხვდნენ, იმავე საღამოს. მარიამი დაღლილი იყო ლაპარაკისაგან, მეგობრების დიდი ნაწილი ორი წელია ნანახი არ ჰყავდა და გერმენიიდან ახალდაბრუნებულს უნდოდა ყველას მოსიყვარულება მოესწრო. უცნობი მელიქიშვილიდან ძლივს გადაავიწყდა, არადა მთელი დღე აკვიატებული ჰყავდა, ვერაფრით ივიწყებდა მის განრისხებულ სახეს, რომელიც მხოლოდ მასთან დაჯახები დამსახურება არ უნდა ყოფილიყო.

დაბადების დღეზე თითქმის სულ ახლობლები იყვნენ, აი ისეთი ახლობლები ორ ჭიქამდეც ძალიან რომ უყვართ ერთმანეთი. იყო შეჯიბრი სადღეგრძელოებსა და ლექსებში, უკვე თერთმეტი ხდებოდა, შუქჩამქვრალ ოთახში უზარმაზარი ტორტი რომ შემოიტანეს. მარიამი მთელი ხმით მღეროდა Happy Birthday-ს, მეგობრები არაფრით აცდიდნენ იუბილარს სანთლების ჩაქრობას. ყველას ყურებამდე გაღიმებული სახე ჰქონდა, ტაშისაგან ხელები ტკიოდათ. მარიამს, მაშინვე გაუქრა ღიმილი, როგორც კი ოთახში დაგვიანებული სტუმარი შემოაცილეს. უცნობს შედარებით დაწყნარებული, მაგრამ ღიმილის მიუხედავად, მაინც ძალიან დაძაბული და რაღაცნაირად მძიმე სახე ჰქონდა. მეგობრულად გადაეხვია თომას, მკაცრი სახით მიესალმა სტუმრებს და თავისუფალ ადგილზე ჩამოჯდა. მარიამზე, რამდენიმე წამით მეტ ხანს შეაჩერა მზერა, განსაკუთრებული რეაქციის გარეშე.
-გაიცანით, ჩემი უფროსი და მეგობარი, კახა შარაშიძე. – კახამ თბილად გაუღიმა თომას და თამადას დაგვიანებულისთვის განკუთვნილი განსხვავებული გამოართვა.
-ამ ბიჭზე მთელი თბილისი ლაპარაკობს. – გადაულაპარაკა ნინიამ ჩუმად.
-რატომ?
-ერთი შეხედვით პერსპექტიული სასიძოა და იმიტომ, მაგრამ ამბობენ რომ საშინელი ხასიათი აქვს, უჩხუბრად არსაიდან მიდის, თანამშრომლებს ეშინიათ მისი, მარტო თომას მოსწონს მგონი. არადა ძალიან სიმპათიურია, მაგრამ სახეზეც ეტყობა რომ უხასიათო და მძიმეა.
-გთხოვ, გაჩუმდი ახლოს ზის, არ გაიგოს მასზე რომ ვლაპარაკობთ.
-დაგენიძლავები სტუმრების უმრავლესობა მასზე ჩურჩულებს, მიჩვეული იქნება. – გაიცინა ნინიამ და თვალი ჩაუკრა.
მარიამმა, ჩუმად გააპარა კახასკენ თვალი, შიშით რომ არ შეემჩნია მაშინვე თომაზე გადაიტანა მზერა. ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად გაგრძელდა, მალე შეეგუენ ახალ სტუმარს, რომელიც ხმას არ იღებდა და არც სვამდა. უკვე ღამის პირველი საათი იყო. ლია გაუჩერებლად რეკავდა, მარიამს ძალიან წყინდა დედამისის უკვე ყვირილში გადასული, მალე დაბრუნდი. გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი და ის იყო თავის ადგილს უნდა დაბრუნებოდა, ოთახში საშინელი ყვირილი რომ ატყდა. მაგიდის მომსახურე პერსონალი და თომას კურსელები გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს. თომა საშინლად იყო გაბრაზებული, მაგრამ ვერაფრით აწყნარებდა მოჩხუბრებს.
-მარიამ, გთხოვ კახა წაიყვანე აქედან, აქ რომ შემოვიდეს ყველაფერი გართულდება, უთხარი რომ მანქანით არ ხარ და დედაშენი ცუდადაა, გთხოვ სწრაფად. – თომა სიბრაზისაგან ვერ სუნთქავდა.
-მაგრამ, თომა.
-მარიამ, ის ჩემი მეგობარია, ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან გთხოვ.
კახა, ეზოში ტელეფონზე ლაპარაკობდა, ვერ შენიშნა, რომ ვიღაც მიუახლოვდა. შემობრუნებულმა, მარიამის დანახვაზე მაშინვე გათიშა ტელეფონი და ცნობისმოყვარე სახით დააცქერდა გაყინულს. უსიტყვოდ, მიმიკით ჰკითხა რა უნდოდა და წარბები შეჭმუხნა.
-მე, მე მანქანა არ მყავს, დედაჩემი ცუდადაა და შეგიძლიათ, რომ წამიყვანოთ?! ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ დავინახე რომ არ სვამდით, სხვა ყველა ნასვამია, ქალაქისგან შორს ვართ და ვერც ტაქსს დაველოდები.
სწრაფად გამოაღო იქვე მდგარი მანქანის კარი, დაბრძანდითო უთხრა და თვითონაც საჭეს მიუჯდა. მთელი გზა ისე გაიარეს, მხოლოდ მისამართი ჰკითხა.
-დილით ხელი გავიჭერი და ამიტომ დავსვარე თქვენი საფულე. კარგია მისამართი რომ გავიგე, ხვალვე გამოგიგზავნით ახალს. – უთხრა, სანამ მანქანიდან გადავიდოდა.
-არ არის საჭირო. დიდი მადლობა.
-სხვაც ხომ არაფერი გჭირდებათ? – ძალდატანებით ჰკითხა კახამ.
-არა, დიდი მადლობა.

კახამ ოდნავ დაუქნია თავი და მაშინვე მოატრიალა მანქანა. ქალები მისთვის მხოლოდ ერთი რაღაცისთვის არსებობდნენ და ერთი ღამით. არანაირი თბილი ურთიერთობები, ვალდებულებები, პრეტენზიები… ძალიან ლამაზია, მხოლოდ სასხვათაშორისოდ აღნიშნა საკუთარ თავთან და ღამის თევასთან შეგუება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათ წელზე მეტი იყო საავადმყოფოს არ მოშორებოდა, მაინც ვერაფრით ეგუებოდა ღამის თევას, არადა სახლში ყოფნაც არ უყვარდა. ჭკუიდან გადაჰყავდა დამაყრუებელ სიჩუმეს. უცნაური იყო, ვერაფრით იტანდა მარტოობას და თან ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მარტო ყოფილიყო. სახლი, რაღაც განსაკუთრებული ადგილი იყო მისთვის. ცხოვრობდა მისი მდგომარეობისთვის ძალიან შეუფერებელ, ერთოთახიან ბინაში, რომელიც მინიმალისტურ სტილში იყო გადაწყვეტილი. ყველაფერი აუცილებელი, გემოვნებიანი, სადა და არაფერი ზედმეტი. ფართის და ზოგადად ჩვევის გამოც, იქ არასდროს არავინ მიჰყავდა, მიდიოდა რომ ეფიქრა და დაეძინა. უახლოესი საძმაკაცო, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანს ითვლიდა, მხოლოდ დაჩაზე, სადაც სივრცეც ჰყოფნიდათ და არც იმაზე ნერვიულობდა, ვინმეს გოგო ან მისთვის უცხო ადამიანი არ მიეყვანა. ადვილად შეამჩნევდით, რომ საშინელი იდეალისტი იყო.. ვერასდროს ვერაფერს პატიობდა.
ყველა მღვიძარი პაციენტი მოინახულა, შემოვლისას რამდენჯერმე გაახსენდა მარიამი, მაგრამ რადგან თავის თავს კარგად იცნობდა, დარწმუნებული იყო მალე გაუვლიდა. საშინლად უჭირდა სიახლეებთან შეგუება და მაქსიმალურად ერიდებოდა ახალ ურთიერთობებს.

*****
-დედა, მოვედი. – ხმამაღლა იყვირა, როგორც კი სახლში შევიდა და თავისი ოთახისაკენ დაიძრა.
-როგორი დრო გაატარეთ, დე? მომიყევი, ცოტა ხანს დაჯექი.
-გაბრაზებული ვარ მილიონჯერ რომ დამირეკე, ხვალ ვილაპარაკოთ.
-დედა ვარ და ვნერვიულობ.
-მე უკვე ზრდასრული შვილი და ძალიან მეშლება ნერვები. ღამე მშვიდობისა.
-დილითვე ვილაპარაკებთ, მაშო ამაზე.
-როგორც გინდა.
ოთახში შესულმა მაშინვე თომას დაურეკა.
-თომა, როგორ ხართ, რა ხდება?
-ახლა უკვე სიმშვიდეა. კახამ დამირეკა ვეღარ ამოვბრუნდებიო, ძმა ხარ რა, ხვალ აგიხსნი რატომაც გთხოვე მისი წაყვანა, ახლა ნერვები არ მაქვს. ბოდიში ასეთ უხერხულ მდგომარეობაში რომ ჩაგაგდე, მაგრამ სხვას ვერ ვთხოვდი, ხომ იცი.
-ვიცი, მაგრამ ხვალ მართლა ამიხსნი იცოდე მანქანის წამოსაყვანად რომ ამოვალ.
-კარგი. ძალიან დიდი მადლობა.
-მადლობებს რომ არ ვართ, წესით უნდა გახსოვდეს.
-მახსოვს, ტკბილი ძილი, პრინცესა.
-შენც, ტარტაროზო. – ღიმილისაგან სახეგანათებულს მთელი ბავშვობა გაახსენდა.
-ხომ იცი, რომ საკუთარი დასავით მიყვარხარ და ზოგჯერ თუ არ ვჩანვარ, მაინც შენს გვერდით რომ ვარ. სულ მენატრები.
-ვიცი, შენ ის უფროსი ძმა ხარ, რომელიც არ მყავდა, სულ მეიმედები.
-მიყვარხარ.
-მეც, თომა.

***
-თომა, ხელები რას გიგავს?
-გუშინ მეც ხომ ნასვამი ვიყავი, ვეღარ მოვთოკე თავი.
-ასეთი რა მოხდა?
-ოფიციანტისთვის რაღაც უთქვამს ცუდად ნიკას და მაგითი დაიწყო ყველაფერი.
-ბოლოს ხომ მოგვარდა?
-კი, მოგვარდა.
-გოგოები გაგიჟებულები მირეკავდნენ გუშინ, ნინია ხომ იცი, თავი ფილმის გმირი ეგონა. ჯერ იმაზე გაგიჟდა მარტო რომ წავედი, მერე შენს უფროსზე სულ გადაირია.
-კახა ცოტა სხვანაირი ტიპია, გუშინ ნიკას მოკლავდა, რომ გაეგო გოგოს შეურაცხყოფა მიაყენა. ვერ ზომავს და სულ ვცდილობთ ასეთ სიტუაციებს მოვარიდოთ.
-გიჟია?
-არა, გიჟი არაა. ემოციური და ძალიან ფეთქებადია, რაღაცები უბრალოდ არ ესმის. შემო რა სახლში ამ ყინვაში რომ მალაპარაკებ.
-არა, მანქანისთვის ამოვედი, მეჩქარება.
-შენ დიდი ხანია რაც იცნობ?
-ორი წელია, უნივერსიტეტიდან წამიყვანა თავის საავადმყოფოში და მაგრად მეხმარება. რაღაც თუ ვიცი, დიდწილად მისი დამსახურებაა.
-კარგია, მაგრამ მის გვერდით ალბათ სულ დაძაბული უნდა იყო.
-არც მთლად ეგრეა საქმე.
-კარგი წავედი აბა მე, ლია გაგიჟდება მალე რომ არ ჩავიდე.
ის იყო მანქანა გააღო, ეზოში კახა შემოვიდა, თან თეთრი ხალათით. სწრაფად დაუკავშირა თომას და მარიამის გაფითრებული სახეები, მეგობრის ნატკენი ხელები და მარიამის მიერ იმ წამს გაღებული მანქანის კარი.
-შენ ხომ მანქანა არ გყავდა? – უბოდიშოდ გადავიდა შენობითზე, საშინლად გაბრაზებული ხან თომას უყურებდა, ხან მარიამს.
-მე… მე. – ვერაფრით მოაბა თავი რაიმეს თქმას, თავი დახარა და მიხვდა, რომ საშინლად იყო გაწითლებული.
-მე ვთხოვე მოეტყუებინე.
-გუშინ რამე მოხდა?
-პატარა ჩხუბი იყო და ვიფიქრე…
-ყელშია უკვე თქვენი უაზრო ზრუნვა, ერთ დღეს მართლა ფეხებზე დავიკიდებ, რომ ახლობლები ხართ და მერე არ ვიცი რა მოგივათ. მე გიჟი არ ვარ.
-კარგი რა, ხომ იცი, რომ..
-ქურთუკი დამრჩა გუშინ, საბუთები დევს ჯიბეში და სასწრაფოდ მჭირდება, ჩამომიტანე. – თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა, მაგრამ ცდილობდა, როგორმე მდგომარეობიდან არ გამოსულიყო. თომა მაშინვე სახლში შევიდა, მარიამი გაქვავებული იდგა მანქანასთან.
-ტყუილი ადამიანს ამცირებს, ამის შემდეგ მაინც იცოდე. – მარიამი ახლაც ვერ მიხვდა რა ეთქვა, არც კი შეუხედავს. კახამ თითქმის გამოგლიჯა ხელიდან ქურთუკი მისკენ მომავალ თომას და მაშინვე ეზოდან გავიდა.
-თომა, მეც წავედი. – აღარ დალოდებია მის პასუხს ისე ჩაჯდა მანქანაში. თავი საშინლად დამნაშავეც ეგონა და შეურაცხყოფილიც, მისი ბოლო სიტყვების გამო. კახას საქციელი თან აბრაზებდა, თან განსაკუთრებულ ინტერესს უჩენდა მისი პიროვნების მიმართ. ბავშვობიდან, სულ უხასიათო და მძიმე ადამიანებთან მოსწონდა ურთიერთობა. ფიქრობდა, რომ ისინი საყვარელ ხალხთან სულ სხვანაირები, განსაკუთრებულად ერთგულები და თბილები იყვნენ.

********
რამდენიმე წელია იმ ორი წლის მოგონებებით ცხოვრობდა, როდესაც ერთად იყვნენ. ახსოვდა ყველა შეხვედრა, მისი გამომეტყველება, სუნთქვის სიხშირეც კი, რომელიც ბევრს ეუბნებოდა საყვარელ ადამიანზე.. ახსოვდა ძალიან მძიმე დღეებიც და ისეთი წუთებიც, მთელ სიცოცხლედ რომ უღირს ადამიანს. ზუსტად იცოდა, რომ ამ მოგონებებმა და ნიკოლამ მისცეს გადარჩენის საშუალება. ახლა მშობლების შორს ყოფნა, დათოვლილი თბილისი, მძინარე პატარა უფლისწული და თბილი ბუხარი ყველაზე შესაფერისი გარემო იყო ეფიქრა წარსულზე.
ფეხაკრეფით მივიდა შვილის ოთახამდე, სითბოში ლოყები სასაცილოდ ასწითლებოდა პატარას, ტუჩები გაებუშტა… ვერ მოეთმინა, რომ არ ეკოცნა, ნიკოლა შეიშმუშნა, მაგრამ არ გაეღვიძა. ისევ ჩუმად გამოიპარა ოთახიდან, ყავის ფინჯანი აიღო და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. ის კი კათედრასთან იდგა, საოცრად სიმპათიური. „-თეთრი პერანგი ეცვა, იდაყვებამდე აიკეცა, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა.. ჯინსი და კედები.. ის კედები, მე რომ ძალიან მომწონდა მერე“… მარიამი, ცრემლიანი თვალებით უღიმოდა თბილისისთვის პირველ ფიფქებს, ფილაქანთან შეხება, რომ აქრობდათ.. კახა კი, ისევ კათედრასთან იდგა მის მოგონებებში. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო ლექციას უკითხავდა „სამედიცინო ექსპერიმენტები და ადამიანის უფლებები“…

*********
რამდენიმე დღე იყო გასული თომას დაბადების დღიდან. ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა, ხშირად ახსენდებოდა კახა, ინტერესი და ბრაზი ერთიანად იბყრობდა, მასზე სიტყვაც კი აღარ გაეგო.
იმ დილას უნივერსიტეტიდან მოშორებით დატოვა მანქანა, ისე მოუნდა თოვლში გასეირნება. მალე დოქტორანტურის პირველ სემესტრს ამთავრებდა და უამრავი საქმე ჰქონდა. ჩვეულებისამებრ, თვალი შეავლო მეორე კორპუსის ფოიეში მდგარ სიახლეების დაფას და ზედაპირულად გადაიკითხა იმ საღამოს დაანონსებული საჯარო ლექციის პლაკატი. ლექციას წაიკითხავს, ახალგაზრდა ქირურგი, კახაბერ შარაშიძე. გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა, ვერ მიხვდა რამ ააფორიაქა, სასწრაფოდ მოშორდა დაფას. მთელი დღე უთავბოლოდ აკეთებდა საქმეს და ეს ძალიან უშლიდა ნერვებს, უკვე საღამო იყო და დაგეგმილი საქმის ნახევარი არ გაეკეთებინა, თომამ რომ დაურეკა.
-მაშო, როგორ ხარ?
-ტარტაროზო, მაშოს რომ მეძახიან ხომ იცი, არ მომწონს.
-მაშო, ვიცი, როგორ არ ვიცი, მაშო. მაშო, სად ხარ?
-რა გჭირს?
-უბრალოდ შენი მეგობარი ძალიან კარგ ხასიათზეა.
-ელენე ხომ?!
-დიახ, მაშო.
-თომა, ბედნიერს მოგკლავ იცოდე, ხუთი წუთიც არ მინდა შენს სამსახურამდე, თსუ-ში ვარ.
-ერთ დღეს მართლა გამოიარე, არ გაინტერესებ თეთრ ხალათში?
-კი, მაინტერესებ. – ისეთი ხმით უთხრა, ზუსტად იცოდა კახას გამო არასდროს მივიდოდა იქ.
-ხოდა მოდი. დღეს ელენეს გაგაცნობთ ყველას, აზრზე ხარ?
-აზრზე ვარ.
-მოკლედ, ნახევარ საათში მეც მანდ ვიქნები, კახა რაღაც საჯარო ლექციას კითხულობს, დამელოდე და ერთად წავიდეთ რესტორანში. – ერთ წელზე მეტი იყო, თომას ელენე მოსწონდა, ყველასთვის იდუმალებით მოცული გოგონა. თომა თავს იგიჟებდა, თქვენ ჭკუიდან გადაიყვანთ და ჯერ არ გაგაცნობთო. იმ საღამოს კი ყველა მეგობარი დაპატიჟა რესტორანში, რჩეულის გასაცნობად.
-თომა, მეზარება, გავალ რა სახლში.
-კარგი რა, მარტო ნუ დამაჯენ ორსაათიან ლექციაზე. მაშო, მაშო, მაშო, მაშო.
-ტვინი საერთოდ არ გემატება?
-არა. დამელოდე რა და starbucks-ს მოგიტან, ზუსტად ისეთს შენ რომ გიყვარს.
-დღეს, ორი ჭიქა მივირთვი უკვე.
-და მესამეზე როდის აქედან ამბობ უარს? რატომ მახვეწნინებ, თან საინტერესო ლექცია იქნება ძალიან.
-კარგი ხო, გელოდები. – გულის სიღრმეში ძალიან აინტერესებდა კახას ლექცია, უნდოდა ენახა, მაგრამ თან არც უნდოდა შეხვედროდა. „-უკან დავჯდები და უბრალოდ მოვუსმენ.“-ახლადგაჩენილი აზრი ჭკვიანურად ეჩვენა.
-ძმა ხარ. ნახევარ საათში მანდ ვარ.

**********
-დაიწყო ლექცია, სად ხარ? – სასაცილოდ ეჩურჩულებოდა თომა.
-მოვალ ორ წუთში. – სპეციალურად შევიდა დაგვიანებული, კახას პირისპირ ნახვას რომ მორიდებოდა. ფიზიკის დიდი აუდიტორიაში თითქმის სულ სავსე იყო, კახას არ შეუხედავს დაგვიანებით შესულისთვის, იმდენად ჩართული იყო პროცესში.
-მარიამ, მარიამ, ადგილი შეგინახე. – ჩუმად დაუძახა თომამ და თავის გვერდით, პირველივე რიგში თავისუფალ ადგილზე ანიშნა. მიხვდა რომ ვერაფერს იზამდა, მორჩილად მიუჯდა მეგობარს გვერდით და გაყინული ხელები თბილს starbucks-ს შემოხვია. კახამ ზუსტად ისე შეხედა, როგორც მაშინ, დაბადების დღეზე, სხვებზე რამდენიმე წამით მეტ ხანს შეაჩერა მზერა მასზე, ყველანაირი ზედმეტი მიმიკის გარეშე. მარიამმა მაშინვე საშინლად ინანა ახლა სახლში რომ არ იყო.
-ძალიან საინტერესო ლექციაა, მოგეწონება.
-ამდენ ხალხს არ ველოდი.
-უკვე მესამე ლექციაა და სულ ამდენი ხალხია, თან თითქმის სულ გოგოები. -სიცილით გადაუჩურჩულა თომამ.
-ეგ რა შუაშია?
-რა შუაში უნდა იყოს?! უნდა ნახო რა თვალებით უყურებენ მის მარჯვენა ხელს ბეჭედი ხომ არ უკეთია. – თომა უკვე იგუდებოდა ჩუმად სიცილისაგან.
-რეებს იგონებ?
-ნახავ, შეამჩნევ შენც.
ორ საათში იმდენჯერ გაიგონა „ვაიმე, რა საყვარელია… რა სიმპათიურია. როგორი გემოვნებიანია. რა ხმა აქვს, გააფრენ… და ა.შ.“ იძულებული იყო თომას დათანხმებოდა. უნდა ეღიარებინა ისიც, რომ ლექცია მართლაც საინტერესო იყო, დასაფასებელი იყო მისი განათლება და გადმოცემის უნარიც და ისიც, უბრალო ინტერესითაც კი არც ერთი გოგოსთვის რომ არ შეუხედავს.

*********************
-გამარჯობა. – წმინდა ვალდებულების მოხდას ჰგავდა მისი მისალმება ლექციის დამთავრების შემდეგ, ცივი, უემოციო გამომეტყველებით.
-გამარჯობა. საფულისთვის დიდი მადლობა, იმ დღეს ვერ მოვახერხე, რომ მეთქვა. საჭირო არ იყო. – ზუსტად იდენტური სახით უპასუხა მარიამმა.
-იმ დღის მერე მეც ვთვლი რომ საჭირო არ იყო.
-შემიძლია დღესვე დაგიბრუნო, პრობლემა არ არის. – მის უტაქტობას, ცივ სახეს ორი წამიც არ სჭირდებოდა მდგომარეობიდან გამოეყვანა. უკვე მესამედ.
-არაფერში მჭირდება, დაიტოვე.
-რატომ? შეგიძლია ვინმე ქალს აჩუქო. – ვერც მიხვდა რა თქვა.
-ქალებს, რომელიც მომწონს, საფულეებს არ ვჩუქნი. – მარიამს უნდოდა ახლა ისეთი ძლიერი ყოფილიყო, მისი ძალიან მაგრად ცემის თავი რომ ჰქონოდა. ერთი წამით ისიც კი იფიქრა სახეში გაერტყა მისთვის, მაგრამ უნივერსიტეტმა და სტუდენტებმა დააბრკოლეს. ხმა არ ამოუღია, გაბრაზებისაგან თვალები აემღვრა, კახას კი ზუსტად ისეთივე სახე ჰქონდა, ურეაქციო.
-თომა, აქედან პირდაპირ მივდივართ? – მიუბრუნდა თომას, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა და მათი საუბარი არ გაუგონია.
-კი, გავიდეთ უკვე, ელენეს გავუვლი და წავიდეთ.
-მე საავადმყოფოში შევირბენ და მოვალ მალე.
-ესეც ჩვენთან ერთად მოდის? – როგორც კი კახა აუდიტორიიდან გავიდა, მაშინვე ჰკითხა თომას.
-კი, მინდა ელენე მანაც გაიცნოს, რა იყო?
-არაფერი, მეც ავირბენ რა სახლში, გამოვიცვლი.
-დაგაგვიანდება? წამო რა, ასეც ლამაზი ხარ.
-სწრაფად მოვალ. – თვალი ჩაუკრა მეგობარს და სირბილით გავიდა მეორე კორპუსიდან.

*********
გიჟივით შევარდა სახლში, მთელი კარადა გადმოყარა. ძალიან უნდოდა ისეთი ლამაზი ყოფილიყო, კახას, რომ გაკვირვებოდა. თითქოს უნდოდა სამაგიერო გადაეხადა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ მასთან ყველა შეხვედრისას უსახურ, დამცირებულ არსებად გრძნობდა თავს. მილიონჯერ აიღო წითელი, ულამაზესი კაბა, ვერაფრით გადაეწყვიტა ღირდა თუ არა მისი ჩაცმა. „-რაც არის არის, ხომ შეიძლება ერთხელ მეც მომინდეს ყურადღების ცენტრში ყოფნა?!“ საკუთარ თავთან თავისმართლებასავით გამოუვიდა…

*******
ლიას თითქმის ნახევარსაათიანი ქებისა და გადატვირთული ქუჩების გამო, თითქმის ერთი საათი დააგვიანა. თითქმის ყველა ღიმილიანი შეხვდა, უამრავი კომპლიმენტიც მიიღო, კახა კი ისევ ისეთი სახით იჯდა. მართლა გამორჩეულად ლამაზი იყო, ძალიან უხდებოდა წითელი გრძელი კაბაც და უბრალოდ შუაზე გაყოფილი უკან აწეული თმაც. სხვა მაგიდებიდანაც კი შენიშნა მისკენ მობრუნებული რამდენიმე სახე… როგორც ყოველთვის, ეს ახლაც აკომპლექსებდა, მაგრამ ძალიან უნდოდა კახასთვის დაემტკიცებინა, რომ სულაც არ იყო უსახური. სუფრაზე უამრავ თემას განიხილავდნენ, მარიამს საკუთარი თავის უკვირდა იმდენად აქტიურობდა.
კახა მთელი ძალით ცდილობდა ყურადღება არ მიექცია მისთვის, ძლივს იკავებდა თავს, მთელი საღამო მხოლოდ მისთვის რომ არ ეყურებინა. ის იყო ძალიან განათლებული, ლაღი, მშვიდი… კახას კინაღამ გაეცინა მის წრფელ სადღეგრძელოებზე, ვაჯკაცურ შემართებასა და პატრიოტიზმზე.. წვრილი, გრძელი თითებით, ბავშვივით რომ ჩაებღუჯა აღელვებულს წითელი ღვინით სავსე ბოკალი.
ხასიათი თანდათან უფუჭდებოდა, რაც უფრო მეტ კაცს ამჩნევდა ყურადღებით რომ აკვირდებოდნენ მარიამს. ეგონა, გული გაუჩერდებოდა ვიღაცამ მთელი მოწიწებით, რომ თხოვა მასთან ეცეკვა.
-არ ვცეკვავ. -ზრდილობიანად უთხრა მარიამმა და გაწითლებული საკუთარ თეფშს ჩააცქერდა.
თომას ელენეს გარდა არავინ ახსოვდა… მარიამი მხიარულად ეტიკტიკებოდა ბავშვობის მეგობრებს. კახა დიდი ხნის წასული იქნებოდა, მაგრამ საშინლად არ უნდოდა მარიამის იქ დატოვება.
რაც უფრო მეტს სვამდნენ გარშემო, საცეკვაოდ გამოყოფილს ადგილას, უფრო და უფრო რთულდებოდა თავისუფალი ადგილის პოვნა. ახლაც, რომელიღაც წყვილის ტანგოს გაიხილავდნენ სუფრაზე. თომა მარიამს აძალებდა ეცეკვა, იცოდა, რომ ძალიან უყვარდა და საოცრადაც გამოსდიოდა.
-გთხოვ რა, ტანგო იცეკვე ჩემი ხათრით.
-არა, არ მინდა გთხოვ, თან დიდი ხანია არ მიცეკვია.
-მარიამ, გთხოვ.
-თომა, ტანგო ადვილი არ არის, ყველას არ გამოდის, თავი დაანებე. – ნიშნისმოგებით დასძინა კახამ და ირონიულად გადახედა მარიამს.
ბრაზისაგან ხმას ვერ იღებდა, წარბებშეჭმუხნულმა ახედა კახას, ეგონა ჩანგალი, რომელიც ხელში ეჭირა შემოატყდებოდა.
-ყველას მართლა არ გამოსდის. -ძლივს ამოილუღლუღა მარიამმა.
-ვიცეკვოთ? – გამომწვევად, თვალებით გაუღიმა კახამ.
-ვიცეკვოთ. – „უნდა დავუმტკიცო, რომ ძალიან კარგად ვცეკვავ, უნდა დავუმტკიცო.“ – გაბრაზებული ბავშვივით იმეორებდა გულში, კახას საქციელით გაღიზიანებული.

**********
კახას საოცრად თბილი ხელი ჰქონდა, თბილი და ძლიერი, მარიამს პირიქით. კახამ ვერც კი შენიშნა, როგორ შემოაჭდო ხელი მის გაყინულ მტევანს, რომ გაეთბო… ცეკვავდნენ, შესაშურად ჰარმონიულად და პროფესიონალურად. ჟინით, რომელიც გასაოცარ მომხიბვლელობას სძენდა ყველაფერს. იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, კახა გრძნობდა რომ ცოტაც და ვეღარ გააკონტროლებდა თავს. მისი სუსტ მხრებს, წვრილ წელს, თვალებს, რომელიც ვერაფრით პოულობდა ადგილს ჭკუიდან გადაჰყავდა. მარიამს ეგონა, რომ გული ამოუვარდებოდა, ბოლოს უკვე იმდენად მიუახლოვდნენ ერთმანეთს, კახამ კინაღამ ყელზე აკოცა, დაბნეულმა მთლი ძალით დაადგა ფეხი.
სტუმრების უმრავლესობა, აღფრთოვანებული უკრავდათ ტაშს. კახა კი ყველაზე ცუდად იყო იმ წამს, იცოდა ყველაფერი შეიცვლებოდა, ყველაფერი მის ცხოვრებაში და ეს მასაც და მარიამსაც ძალიან გაუჭირდებოდათ, რომელიც უკვე ძლივს იდგა ფეხზე.
-გეტყობოდა, რომ დიდხანს არ გიცეკვია. – უთხრა ჩვეული სიმკაცრით, ამრეზით დაიხედა ფეხზე, რომელზეც მარიამმა დააბიჯა და თავისი ადგილი დაიკავა.
-ორი წუთით გავალ. – ძალდატანებით გაუღიმა მეგობრებს მარიამმა და მაშინვე გავიდა
დარბაზიდან, არ უნდოდა აცრემლებული თვალები შეეტყოთ.

**********
კახას აქამდე არ გახსენებია კაცი გვერდითა მაგიდიდან, რომელსაც ზრდილობიანად უთხრა მარიამმა არ ვცეკვავო. ახლა კი, როდესაც შენიშნა, როგორ დატოვა მანაც დარბაზი მარიამის ფეხდაფეხ, იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი.

მაშინვე ადგა და დერეფანში გავიდა. გრძნობდა, როგორ კარგავდა აზროვნების უნარს. ამის შემდეგ მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ ეხვეწებოდა მარიამი დამშვიდებულიყო და კაცისთვის, რომელიც თითქმის ვეღარ სუნთქავდა ხელი გაეშვა. კახას საოცრად გაუკვირდა, მისი სიტყვების გარჩევა რომ შეძლო, ასეთ მდგომარეობაში არასდროს არავისი ესმოდა. ახლა კი აღიქვამდა მარიამის ლაპარაკსაც და მის ცრემლიან თვალებსაც.
-გემუდარები კახა, გაუშვი. – ძლივს ითქვამდა სულს.
-რამე დაგიშავა, მარიამ, რამე დაგიშავა? -ძარღვებდაბერილი ღრიალებდა.
-შენ მაშინვე მოხვედი, გთხოვ, ამად არ ღირს.
კაცმა, ნელ-ნელა იგრძნო შვება, იგრძნო, როგორ დაუბრუნდა სუნთქვის უნარი.
-ძმაო, მაპატიე, მაპატიე, შემეშალა.- ძლივს ხრიალებდა უცნობი.
-გაეთრიე და არსად შემხვდე. – ბოლომდე შეუშვა მის ყელს ხელები კახამ და მაშინვე მარიამს მიუბრუნდა, რომელიც ცრემლიანი თვალებით შეშინებული უყურებდა.
-მარიამ, მართალი უნდა მითხრა, რამე დაგიშავა? – შეძლებისდაგვარად თბილი ხმით ჰკითხა.
-მაშინვე მოხვედი, უბრალოდ ძალიან შემეშინდა.
-ხელი ხომ არ გტკივა?
-არა.
მარიამი, ვერ იჯერებდა, რომ ის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მდგომარეობიდან გამოიყვანა, ახლა ასეთი იყო მასთან. კახას კი ვერაფრით ეპატიებინა საკუთარი თავისთვის ასეთი წინდაუხედაობა, მისი ბრალი იყო დარბაზიდან მარიამის გასვლაც და საერთოდ ის ცეკვაც.
-გარეთ გავიდეთ, ცოტა დამშვიდდი და ისე დავბრუნდეთ სუფრასთან.
კახას ხმა აღარ ამოუღია. რესტორნის ეზოში ძალიან ციოდა. ფრთხილად მოახურა მხრებზე თავისი პიჯაკი და უბრალოდ გვერდით დაუდგა. არც ძალიან ახლოს და არც ძალიან შორს.
-დიდი მადლობა. – დაბნეულად უთხრა მარიამმა და თავი დახარა.
რამდენიმე წუთი იდგნენ ასე. კახას ახლა უფრო ეშინოდა იმ ყველაფრის რასაც განიცდიდა. იცოდა, რომ ამ დღის შემდეგ, უბრალოდ ვერ შეძლებდა არ ცოდნოდა სად იყო, არ დაეცვა ყველასა და ყველაფრისგან. ნელ-ნელა მარიამს სახე დაუმშვიდდა, გულის სიღრმეში კი ძალიან ნერვიულობდა. იმდენი რამ გაეგონა, კახას ფეთქებად ხასიათზე, ეშინოდა ამ შემთხვევას გაგრძელება არ მოჰყოლოდა, ვერაფრით აპატიებდა თავს.
-შევიდეთ? -წყნარად ჰკითხა კახამ.
-შენ ხომ აღარ ნახავ მას? – ძლივს გაბედა ეკითხა.
-მე..
-ძალიან გთხოვ, დამპირდი რომ არ ნახავ. გთხოვ.
-არ ვნახავ. – დიდი ძალისხმევის შემდეგ, ძლივს ამოთქვა.
-დიდი მადლობა. – გაუბედავად მიაწოდა პიჯაკი და რესტორანში შევიდა. ყველაფერი საოცრად არეული იყო, ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და დაეძინა. საბედნიეროდ მეგობრები ისე მხიარულობდნენ, არავის გასჩენია რაიმე ეჭვი. ხმამაღალ მუსიკასაც შეთქმულივით დაეფარა მომხდარი. კახა დაძაბული ათვალიერებდა მაგიდებს, მაგრამ ის ტიპი აღარ შეუმჩნევია. ისიც საოცრად იყო დაღლილი, ფიზიკურად ღამის თევისა და ლექციის გამო და შინაგანად, ყველაფერი იმის გამო რაც მასში ახლა ხდებოდა და აშინებდა. მარიამი ცოტა ხანს ჩამოჯდა, გოგოებიდან არავის უნდოდა ჯერ სახლში წასვლა, თომას დაემშვიდობა და რესტორანი დატოვა.

იმ ღამეს, კახაც მალევე დაბრუნდა სახლში…
ზედმეტად სენტიმენტალური იყო… ზედმეტად უიმედოც. მხოლოდ მაშინ იყო იმედიანად პაციენტს როდესაც ეხებოდა საქმე, სხვას ყველასა და ყველაფერს მძიმედ უყურებდა.. არც კი აპირებდა ოდესმე ბედნიერი ყოფილიყო.. „აპირებდა“… იმდენად პრაგმატული იყო მისი ცხოვრება, ბედნიერებისთვის ამ სიტყვის მისადაგებაც კი არ ეხამუშებოდა..
ბედის არ სჯეროდა, არც იღბლის, უბრალოდ სჯეროდა, რომ კარგსაც და ცუდსაც გარშემო, იმსახურებდა.. კარგს იმაზე ნაკლებს ვიდრე იღებდა.. ცუდს… ცუდს პირიქით…
ყოველთვის ყველაზე მთავარი ის იყო რას განიცდიდა.. სულში ქაოსს უსამართლობა და ტყუილი იწვევდა.. ზოგს ხელშესახები რაღაცები სძაგს და უყვარს.. კახა სხვანაირი იყო…
ბავშვობიდან იცოდა, რომ საყვარელ ადამიანებს სიხარულთან ერთად ტკივილიც მოაქვთ. ტკივილის არ ეშინოდა, არც გასაჭირის, მაგრამ მხოლოდ ისეთის, მხოლოდ მას რომ სჭირდა, ჭაბუასი არ იყოს.
ისევ ოფლში იწურებოდა იმ ღამეს… ბავშვობაში დიდივით გააზრებული დანაკარგი. დედა და საკუთარი უსუსურობა.
„-რომ ვერ მიმესწრო, რა შეიძლება მომხდარიყო, რომ ვერ მიმესწრო?!“ ძილბურანიდან ვერ გამორკვეულიყო, ისე უსვამდა საკუთარ თავს ერთიდაიგივე კითხვას დაჟინებით. უკვე შეჩვეულ კოშმარს, მარიამის ცრემლიანი, შიშჩამდგარი თვალები უარესად საზარელს ხდიდა.

*******
-დე.. – სასაცილოდ ისრესდა თვალებს, საწოლიდან თავისით გადმოსული ნიკოლა. მარიამს ვერც კი გაეაზრებინა, რამდენი დრო გავიდა. ნიკოლას ხმაზე იგრძნო ბეჭების ტკივილი, ფეხების დაბუჟება… ცრემლეშეშრობილი ლოყები ისე გაუხეშებოდა, პატარასთვის გაღიმებაც კი გაუჭირდა.
-მოდი დე. – სევდაჩამდგარი თვალები შეანათა შვილს და კალთაში ჩაისვა. ცოტა ხანს ასე ისხდნენ, მარიამი ვერაფრით ეთხოვებოდა მოგონებებს, რომელსაც შვილის მამისეული ნაკვთები გასაოცარი ძალისხმევით უცოცხლებდნენ. -შენი ჭამის დროა, დე. – სათითაოდ დაუკოცნა ბუთქუნად ხელისგულები, ყელშიგაჩხერილმა ბურთმა კინაღამ დაახრჩო. ისევ ისე გააჟრჟოლა, როგორც მაშინ, გაუაზრებლად გაწვდილ ხელისგულზე კახამ პირველად რომ აკოცა.. ძლივს შეიკავა ცრემლები, შვილს სასაცილოდ ჩამოყრილი კულულები აუჩეჩა და თეძოზე შემოჯენილი სამზარეულოში გაიყვანა.
ფაფით გავსებული კოვზი, ხან ბაბუას მანქანა იყო, ხანაც მარიამის, ბებიის, თომა ნათლიას, ან სულაც მამამისის. ნიკოლა ვერც კი ხვდებოდა, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა დედამისს, უბრალოდ რომ ეთქვა „მამაშენი“.. „მამაშენის მანქანა“… მას კი ყველაზე მეტად მამამისის ხსენება უხაროდა, გაუაზრებლად, ბავშვური გულუბრყვილობითა და რაღაც უნახავის, გაურკვევლის თავისებური ხიბლითა და ინტერესით. დაძინებამდე ყველა სათამაშოს გადმოყრა და დედამისის საოცრად დაღლა მოახერხა პატარამ, თვითონაც ისე დაღლილიყო, ზღაპრის მეოთხედის ჩამთავრებაც ვერ მოასწრო მარიამმა. ნაზად დაუკოცნა ლოყები და თავის უზარმაზარ საწოლში ჩაიკარგა.
მოგონებები ისე ეძვირფასებოდა, საშინლად დაღლილს ძილისთვისაც კი ენანებოდა დროის დათმობა..
ზუსტად ახსოვდა, უკვე უამრავჯერ გახსენებული მაშინდელი განცდები. ქეიფის მერე ერთი კვირა გასულიყო, ყოველ წამს ელოდებოდა კახასგან თუნდაც უბრალო მოკითხვას, რაიმეს.. სულ პატარა ყურადღბას, რითაც თავს თითქოს დამშვიდებულად მისცემდა მასზე ფიქრის უფლებას.. კვირის ბოლოს გადაწყვიტა, რომ აკვიატება მლევე გაუვლიდა, გადაწყვეტილად იცოდა ისიც, რომ კახასთვის არაფერს ნიშნავდა.

მას ხომ არ შეემჩნია, კახა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა გვერდიდან არ მოშორებოდა, ყველგან ყოფილიყო, სადაც ის და ამავდროულად ყველასა და განსაკუთრებულად მარიამისაგან შეუმჩნევლად. თავიდან თითქოს გაუაზრებლად აკეთებდა ამ ყველაფერს, არ ფიქრობდა, უბრალოდ გრძნობდა, რომ სხვანაირად არ შეეძლო. დაფიქრება მდგომარეობას უმძიმებდა, გულის ცემას უჩქარებდა და რაღაც უცნობთან გამეტებით ხელნაკრავივით, დაუნდობლად აჯახებდა..

*********
ახალი წლის მოახლოება, ჩვეულებრივზე ბევრად განათებული ქუჩები, ქალაქს იმ ქალს ამსგავსებდა ზედმეტი მაკიაჟით ნაკლი რომ ვერ დაეფარა.. სკოლაში დადიოდა, პირველად ამაზე რომ დაფიქრდა..
ის კი არ იფიქროთ, რომ ქალაქი არ მოსწონდა, ან არ უყვარდა, უბრალოდ ზედმეტ გულმოდგინებასაც ვერ დაეფარა ყინვისაგან თვალებაცრემლებული ხელგამოწვდილი მოხუცი, თავისი სინაცრისფრით თითქმის რომ შეზრდოდა მელიქიშვილზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის კედელს. ვერც მეორე ბებო, დაღამებულზე შალშემოხვეული, რომ იხვეწებოდა ათი თეთრის მზესუმზირა იყიდეთო.
“-ალბათ იმდენიც ვერ იშოვა პური იყიდოს, თორემ ასე გვიანობამდე ამ სიცივეში რა გააჩერებდა?!” – სული ატკივდა, ჯერ ისედაც თავგზააბნეულს. ნაჩქარევად იყიდა, რაც კი ჩათვალა, რომ ბებიამისს გაუხარდებოდა. საფულიდან აღელვებულმა ამოაძვრინა რამდენიმე კუპიურა და მოხუცებს გაუბედავად მიუახლოვდა.
არ თვლიდა, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა, მაგრამ ცდილობდა რაღაც მაინც გაეკეთებინა. მოწყალებისმთხოვნელი მოხუცებიდან თითქმის ყველა იცნობდა მელიქიშვილზე, ყველას თავისებური ისტორია ჰქონდა, თავისებურად მძიმე. კახა უფასოდ მკურნალობას და ხშირად ღამის გასათევსაც კი თავაზობდა. შეეძლო, თავისი დაბურულფანჯრებიანი ჯიპიდან ბევრივით ჩვეულებრივ ყოველდღიურობად აღექვა თითოეული მათგანი. თუნდაც იმ საღამოს პირველად ნანახი ორი ბებო, მათი ოჯახის ამბები, საჭიროებები… მაგრამ სხვებივით… ბევრივით…
ქალაქი კი მაინც იმ კახაზე ლაპარაკობდა, თავისი მძიმე ხასიათით, ფეთქებადობით, გაუწონასწორებლობით „პრობლემებს“ რომ უქმნიდა გარშემომყოფებს.. ტყუილი იქნება, რომ გითხრათ აწუხებდა, ან აწუხებს-მეთქი… ბოლომდე გაიცნობთ და მიხვდებით, რომ მას, მის სიკეთეზე ალაპარაკებული ქალაქი შეაწუხებდა, შეაწუხებდა ისე, რომ ადგილსაც ვეღარ იპოვიდა ვეღარსად..

უკვე 30 დეკემბერი იყო. ახალ წლის შეხვედრას თომასთან აპირებდა, წყნეთში. მიზეზი თომას დაჟინება იყო, უფრო კი მარიამის მათთან ყოფნის შანსი.

***********
პირველი იანვარი უკვე დამდგარიყო, ის კი არ ჩანდა. არც ის უნდოდა უხასიათობა, ან ზედმეტი ინტერესი შეემჩნიათ. ორი იყო დაწყებული, თომამ საზეიმოდ რომ შემოაცილა მარიამი.
-ძლივს გამოუშვეს, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს დედამისმა ამოიყვანა და მხოლოდ ორი საათით დაგვიტოვა. – შამპანურისა და სიცილისაგან სახეაწითლებული თომა სულს ძლივს ითქვამდა. სუფრაზე ყველას გაეცინა, კახა თავის დაკვრით მიესალმა. შეზარხოშებულებს, მარიამის პატარა ბავშვივით კონტროლზე სიცილი არ ბეზრდებოდათ. მარიამს კი კახას სიახლოვე არც სიცილის საშუალებას აძლევდა და არც თავისუფლად სუნთქვის. მისთვის თვალისშევლებაც კი საკმარისი იყო მიმხვდარიყო საკუთარი გადაწყვეტილების აფსურდულობას, ყოველშემთხვევაში ამ აკვაიტებას განელებისა არაფერი ეტყობოდა… ის იყო აივანზე გასასვლელი კარის სახელური ჩამოწია, ოთახში წითელი ვარდების თაიგული რომ შემოიტანეს.
მეგობრებს ახალი სალაპარაკო გაუჩნდათ, ზოგი მონდომებას უქებდა გამომგზავნს, ზოგს მარიამის შურდა, თეთრი შურით მათი სიტყვებით რომ ვთქვათ. მხოლოდ მარიამი შეხვდა ნიკას მორიგ გამოხტომას ურეაქციოდ, ჩვეულებრივ მოვლენადაც ვერ აღიქვამდა ამ ყველაფერს, კახას სიახლოვის გამო, მაგრამ არც გაღიზიანება უნდოდა შემჩნეოდა.
თაიგული და ბარათი იქვე მდგარ პატარა მაგიდაზე დადო და ისევ აივნისაკენ გაბრუნდა. საშინლად ციოდა, მაგრამ მაინც ესიამოვნა, წუთებს ითვლიდა ლიას მოსვლამდე, ვერ უძლებდა მის ურეაქციო სახეს, იმასაც კი ფიქრობდა, ალბათ მაშინ შეშინებულს მომეჩვენა ჩვეულებრივი ადამიანი რომააო.
-ასეთს რას აშავებ საკუთარი მშობლებიც რომ არ გენდობიან? – აგდებულად იკითხა კახამ და მისგან ზურგშექცევით, ორივე მტევნით მოაჯირს დაეყრდნო.

რამდენიმე წუთში აუტანელი გახდა მარიამის ჩუმად ყოფნა, მძიმედ შემოტრიალდა, მიუხედავად იმისა რომ აივანი განათებული არ იყო, მაინც ამჩნევდა მის ფართოდ გახელილ თვალებს, ცრემლებით რომ გავსებოდა.
-ლია დეიდა მოვიდა.- მხიარულად გამოსძახა თომამ.
ასე არასდროს გახარებია ლიას მოსვლა, ნინიას თხოვა ქურთუკი გამოეწოდებინა, ოთახში არც კი შესულა, გარედან დაემშვიდობა მეგობრებს და კიბეებს ჩაუყვა.
კახას ეგონა აივნის გაყინულ მოაჯირს დაღუნავდა. საშინლად იყო გაბრაზებული საკუთარ თავზე, თომას მადლობა გადაუხადა და მანქანაში ჩაჯდა.

-გიგიშა, სად ხართ? – მიუსალმებლად შეაგება ძმაკაცს.
-ტიპს ჩემი სახელი ახსოვს.
-ახლა არ დაიწყო რა, სად ხართ?
-შე ჩემა, სამოცდაათჯერ გითხარი, გუდაურში ვართ დემესთანთქო. დემემ და ერეკლემ რამდენჯერ დაგირეკეს პროსტა აზრზე არ ვარ და რას ნიშნავს სად ვართ?
-მარტო ხართ?
-მარტო რა პონტში უნდა ვიყოთ?! ახალი წელია, მაგარი ქერა ქალები გვყავს, შენ იყავი ისე, რომ არ ამოდიოდი მეოთხე არ დაგვითრევია..
-გააქრეთ რა ეგენი სანამ ამოვალ, წყნეთში ვარ და მაგრად დავლიოთ.
-გაგეკაიფე შე ჩემა, მარტო ვართ, დემემ გაიგიჟა თავი არავინ გვინდა ჩვენ ოთხმა მაგრად დავლიოთ, რამდენი ხანია წესიერად არ გვინახავს ერთმანეთიო.
-შენ რომ ფხიზელი ჩანხარ?
-ჯერ ორი ჭიქა დავლიეთ, ვსრიალებდით აქამდე.
-მაგრად მინდა მეც.
-შენ გამოტოვებულ ზარებს და ბოლო სამი კვირაა ძმაკაცებს ვეღარ ამჩნევ და იყავი ეგრე.
-აღარ დალიოთ მეტი, მოვალ მალე. რამე გინდათ აქედან?
-არაფერი, მალე ქენი.
როგორც კი გუდაურში ავიდა, თავი ბევრად მსუბუქად იგრძნო. გარემო, რომელიც არ გძაბავს, ადამიამენი, რომლებთანაც ზურგით დგომის არ გეშინია და ზუსტად იცი, რომ არასოდეს შეგეშინდება. ზამთრის გაუსაძლის სიცივესთან, გაბედულად შერკინებული მოგიზგიზე ბუხარი, საფერავი.. მოკლედ ყველაფერი ისე იყო, არ შეიძლებოდა თავი მაგრად არ გეგრძნო. ორი დღე, ერთმანეთთან ხუმრობის, სრიალისა და სმის გარდა არაფერი გაუკეთებიათ. საავადმყოფო საიმედო ხელში ეგულებოდა და თავს უფლება მისცა ორი დღე ისე გაეტარებინა, როგორც უნდოდა. ნერვებს, მხოლოდ ბიჭების ჩიჩინი უშლიდა, დაჟინებით რომ უმეორებდნენ, შენთან რაღაც ხდება, სხვანაირი ხარო. მარიამზე ფიქრისას, საკუთარ თავზე ისე ბრაზდებოდა, ბიჭებთან ჯერ საერთოდ არ უნდოდა ლაპარაკი.
სამში, დილითვე დაბრუნდა თბილისში, მეორე დღეს მნიშვნელოვანი ოპერაცია ჰქონდა და კარგად უნდა გამოეძინა, თან როგორმე რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მისულიყო. სააბაზანოდან გამოსულმა, საგულდაგულოდ ჩააბნელა საძინებელი და დასაძინებლად დაწვა. ძალიან ენატრებოდა, ბოლო დღეები უკვე შეჩვეოდა ამ განცდას, მაგრამ გააზრება, რთულ მდგომარეობაში აყენებდა. იცოდა, რომ ყველაფერს პირიქით აკეთებდა, არადა სუნთქვა უჭირდა ისე უნდოდა ენახა.

*****************
უკვე ძველი ახალი წელი დგებოდა, მარიამი კი აღარსად გამოჩენილიყო. თომასთანაც კი არ მიდიოდა კახას, რომ არ შეხვედროდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა, ვერაფრით შეგუებოდა მის სიცივესა და ყოველთვის, თითქმის შეურაცხმყოფელ კომენტარებს. კახა გიჟს ჰგავდა, როდესაც მიხვდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაშინვე სხვანაირად დაიწყო ფიქრი. უკვე თითქმის ორი კვირა იყო არ ენახა, ამ პერიოდში კი ნიკა ორჯერ იყო მათთან სტუმრად. იცოდა, რომ მარიამის მშობლების მეგობრის შვილი იყო, რომელიც მარიამის დედას სასიძოდ მოსწონდა. იცოდა ისიც, რომ ბიჭი და მისი ოჯახი განსაკუთრებულად აქტიურობდა და ისიც, რომ მარიამი არათუ პასუხობდა, ოდნავადაც არ მოსწონდა ის. ცნობების შემგროვებლებს ენდობოდა, მაგრამ იცოდა, რომ დასაკარგი დრო მაინც არ ჰქონდა.

*******************
-გამარჯობა, მარიამ, როგორ ხარ?
-კარგად, ბატონო ირაკლი. დიდი მადლობა, თქვენ როგორ ხართ? – თან ძალიან გაეხარდა და თან ძალიან ეუცნაურა დეკანის მოულოდნელი ზარი.
-მეც კარგად, დიდი მადლობა. მარიამ, უნივერსიტეტი რაღაც პროექტს აკეთებს სადაზღვევო კომპანიებთან და საავადმყოფოებთან თანამშრომლობით, ქალბატონი დიანა საზღვარგარეთაა და ვიფიქრეთ, რომ შენ შეგიძლია იყო ჩვენი წარმომადგენელი ამ პროექტში.
-ბატონო ირაკლი, მეშინია ზედმეტი პასუხისმგებლობა არ ავიღო ჩემს თავზე.
-მარიამ, შენი იმედი რომ არ მქონოდა, არც დაგირეკავდი. შენი სადოქტორო თემა, ძალიან ახლოსაა პროექტის ფარგლებში განსახილველ საკითხებთან.
-არ ვიცი ბატონო ირაკლი.
-ხვალ თორმეტ საათზე გელოდები, მარიამ, დეტალები განვიხილოთ.
-კარგით, ბატონო ირაკლი.
-გელოდები ხვალ.
მარიამი ისე იყო აფორიაქებული ოთახში ადგილს ვერ პოულობდა. ბავშვობიდან იცოდა, რომ იურისტი უნდა ყოფილიყო. არც უნივერსიტეტის არჩევაზე უფიქრია დიდხანს და ერთი წამითაც არ უნანია. თსუ ისე უყვარდა, რომ არც კი უნდოდა წარმოედგინა, როდესმე მასთან რომ არ იქნებოდა დაკავშირებული. ამიტომ გაძლო ორი წელი თავისიანებისაგან შორს, ამიტომ ათენებდა ბიბლიოთეკაში, ოდესმე, როგორც ლექტორი ისე რომ დაბრუნებოდა თავის უნივერსიტეტს. გრძნობდა, რომ ბატონი ირაკლის ნდობა ცოტას არ ნიშნავდა. ბედნიერებისაგან ის ცუდი განწყობაც კი გადაავიწყდა კახას, რომ დაესაჩუქრებინა ბოლო ორი კვირა. ლიას თითქმის ყვირილით გააგებინა ეს ყველაფერი, მერე მამამისს ელაპარაკა მთელი საათი, ძილითაც კი მოუსვენრად ეძინა იმ ღამეს, მაგრამ კახას წყალობით ბოლო პერიოდში ეს არც ისე იშვიათად ხდებოდა.
მეორე დღეს ყველაფერი მარტივად შეათანხმა დეკანთან. პროექტი ორ კვირაზე იყო გაწერილი, სახლში დაბრუნებულს არ იცოდა სიხარული როგორ გამოეხატა. ორ დღეში პირველი შეხვედრა შედგებოდა. თემა მართლაც პრობლემური იყო, რადგან სახელმწიფო დაზღვევის ერთიანად შემოღებამ, როგორც საავადმყოფოები, ასევე თავად სადაზღვეოებიც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააყენა. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იყო საზოგადოება, რომლის უკმაყოფილებაც ერთნაირად ურთულებდა საქმეს როგორც სადაზღვეოებს, ასევე საავადმყოფოების ადმინისტრაციასა და ექიმებს. პრობლემა იყო დაზღვევის ინსტიტუტის, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩამოყალიბებული სისტემაც და ზოგადად, ქვეყნისთვის დაზღვევასთან, როგორც ახალ ინსტიტუტთან შეგუება. დარჩენილი ორი დღე წიგნებს არ მოშორებია, ეშინოდა უნივერსიტეტისთვის და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის არ
გაეცრუებინა იმედი.

****************
პირველი შეხვედრისას თავი დაბნეულ ბავშვად წარმოედგინა, ერთი სული, რომ აქვს უცხო სტუმრებით სავსე ოთახს გაეცალოს და თავისთვის ითამაშოს. პროექტის გახსნას უნივერსიტეტის ბევრი პროფესორი ესწრებოდა, შემდეგ კი მარტო დარჩენილი უფრო შეიბყრო შიშმა. ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ საკითხი იმაზე მწვავე იყო, ქეისები კი იმაზე რეალური, ვიდრე წარმოედგინა. შეხვედრას ხუთი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები, თბილისის საავადმყოფოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და რამდენიმე წამყვანი ექიმი ესწრებოდა. უკვე შესვენება იყო გასული, აუდიტორიის კარი კახამ რომ შემოაღო. რამდენიმე წამი ეგონა, რომ გონებას დაკარგავდა, აქამდე არც კი დაუშვია, რომ მასთანაც მოუწევდა მუშაობა. აღმოჩნდა, რომ ის იყო ის ნაქები ექიმი, შესაშური მმართველობითი სისტემისა შექმნასაც რომ მიაწერდნენ, საოცარ პროფესიონალიზმთან ერთად. მასზე ასაკით უფროსმა ექიმებმა ისეთი მოწიწებით მოიკითხეს, მარიამმა წარბები უნებურად აზიდა. „-ესღა აკლდა ამის თავდაჯერებულობას.“- ჩაიბურტყუნა თავისთვის და მიხვდა, რომ ორი საათის განმავლობაში ძლივს შეგროვებულმა სიმშვიდემა და გაბედულობამ უკანმოუხედავად მიატოვეს.
მარიამს, ზოგადი წარმოდგენა უკვე ჰქონდა მის განათლებასა და შესაძლებლობებზე, ლექციისა, თუ ზოგადად მასზე მოლაპარაკე ადამიანებისაგან, მაგრამ რასაც შეხვედრის პროცესში ხედავადა უფრო და უფრო აოცებდა. ეტყობოდა ძალიან კარგად ერკვეოდა საკუთარი საავადმყოფოს მენეჯმენტშიც და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო სამართლებრივ საკითხებშიც. ნერვებს უშლიდა იმდენ და ისეთ კითხვას უსვამდა, მხოლოდ ის ამჩნევდა მის ეშმაკურ გამოხედვას და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ კახას ერთი სული ჰქონდა რომელიმე კითხვით გამოეჭირა. არადა ყველაფერი პირიქით იყო. კახა დიდი ძალისხმევის ფასად ახერხებდა, მისდამი აღფრთოვანება დაემალა, თან მოსწონდა თავისი აქტიურობით რომ აბრაზებდა. უხაროდა ისიც, რომ ირაკლის ერთი წამითაც არ უფიქრია პროექტს რომ გაეცნო და მის მოთხოვნასაც, მარიამი აუცილებლად ყოფილიყო პროექტში.
„-ძალიან ჭკვიანი გოგოა, ყოველთვის პოულობს პრობლემის გადაჭრის გზებს და საოცარი ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ახერხებს ორივე მხარე კმაყოფილი იყოს. ძალიან სამართლიანია. რომც არ გეთხოვა, დიანა აქ არ არის, ამ მიმართულებით სხვა არც არავინ გვყავს მასზე შესაფერისი.“ -უთხრა ღიმილით ირაკლიმ, ისე რომ ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს.
ცხარე კამათი, უკვე გვიანი იყო, რომ დასრულდა. კახა არც კი დამშვიდობებია პერსონალურად, ზედმეტი იყო ლაპარაკი ბოდიშის მოხდაზე, მათი ბოლო შეხვედრის გამო.
მარიამს მთელი დღის განმავლობაში თემებზე მუშაობა უწევდა, საღამოს კი გვიანობამდე შეხვედრებზე ჯდომა. კახა ყოველთვის ოპერაციიდან მიდიოდა დაგვიანებული, ან იქიდან მირბოდა ოპერაციაზე. მარიამი როგორი სუბიექტურიც არ უნდა ყოფილიყო, მისი მოსაზრებები სრულიად მისაღები იყო მისთვის, ზოგჯერ გულწრფელად უკვირდა ისეთი ჭკვიანური მიგნებები ჰქონდა. პროექტის მიმდინარეობისას ერთი ისეთი ოპერაციაც გააკეთა, საქართველოში რომ პირველად ჩატარდა. მას რა თქმა უნდა არაფერი უთქვამს, მაგრამ იმ დღის შეხვედრაზე განსახილველი თემა მხოლოდ ეს ოპერაცია იყო. კახას სახეზე ეტყობოდა როგორ ეუხერხულებოდა ქების მოსმენა, განსაკუთრებით, როდესაც მის ნიჭსა და ქველმოქმედებას ეხებოდნენ. მარიამს კი უკვირდა, ძალიან უკვირდა მისთვის ნაცნობ ამპარტავან არსებას, რა საერთო ჰქონდა მის პირისპირ, მაგიდის ბოლოს მჯდომ შესანიშნავ ექიმთან. რამდენჯერაც საკუთარ თავს მასზე მოფიქრალს გამოიჭერდა, დობივით უნდოდა გამეტებით დაესაჯა თავი. მერე კი იმაზე ეცინებოდა ჯერ კიდევ რომ ვერ გამოსულიყო ჰარი პოტერის ასაკიდან.

**************
კახას ძილისთვისაც კი აღარ ჰქონდა დრო, მაგრამ ბედნიერი იყო, მარიამსაც პროექტის გარდა არაფრისთვის რომ არ უტოვებდა დროს. მიუხედავად იმისა, რომ ის ყველანაირად ცდილობდა არსად შეხვედროდა, ორი კვირა ერთი მაგიდის გარშემო უწევდათ სხდომა, ზოგჯერ 6-7 საათიც კი. გრძნობდა იმასაც, რომ გაბრაზება ნელ-ნელა ქრებოდა და რაღაცნაირად ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ვეღარც ნიკა და მონდომებული მშობლები ახერხებდნენ მათთვის მოულოდნელი შეხვედრების მოწყობას, მოკლედ კახა კმაყოფილი იყო პირველი ნაბიჯით.
უკვე მეცხრე შეხვედრა დამთავრებულიყო, გარეთ გამოსულებს ნიკა რომ დახვდათ კიბეებთან.
-ლია დეიდამ მითხრა, რომ მანქანა გაგიფუჭდა და მეც რა თქმა უნდა მოვედი. – უთხრა ყურებამდე გაღიმებულმა, როგორც კი გადაკოცნა. კახამ ძლივს დაარწმუნა თავი, რომ ახლა მისი ცემა, ან საერთოდ ჩარევა არ იყო ნორმალური და რეალურად არც ჩასარევი ხდებოდა რამე, მაგრამ იმაზე ფიქრიც, რომ რამდენიმე წუთი ერთად უნდა მსხდარიყვნენ მანქანაში აგიჟებდა. მძიმე ნაბიჯებით წავიდა მანქანისკენ, მხოლოდ ის შენიშნა როგორ გამოხედა მარიამმა, რაღაცნაირად მოწყენილი თვალებით და მისი მორიდებით ნათქვამი „საჭირო არ იყო“.
მთელი ღამე, ორივე ერთმანეთზე ფიქრობდნენ…
დარჩენილმა შეხვედრებმა ისე ჩაიარა, ნიკა აღარ გამოჩენილა. მარიამმა პირადად იზრუნა მანქანა სასწრაფოდ შეეკეთებინათ, საშინლად არ სიამოვნებდა მისი ზედმეტად ჩარევა თავის ცხოვრებაში. არც ის ესიამოვნა, კახა განსაკუთრებულად გაღიზიანებული რომ ეჩვენა მეორე დღეს. ალბათ პარადოქსი იყო, მაგრამ მისი განწყობაც და მისი შეხედულებებიც მასზე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მარიამისთვის. უჭირდა გამომტყდარიყო, მაგრამ ასე იყო.

*************
პროექტის დასრულების შემდეგ, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა დამსახურებული დასვენება მიიღო და მაშინვე გუდაურში ავიდა, გიჟდებოდა სრიალზე. ზოგჯერ გოგოები და თომა და ელენეც ადიოდნენ.
საღამოობით, შებინდებამდე, სანამ განათებულ ტრასაზე სრიალს გადაწყვეტდა ყოველ დღე სეირნობდა. კახამ იცოდა მისი ეს ჩვევაც და დროც, როდესაც სახლიდან გამოდიოდა. იმ დღეს მარტო იყო, ნინია ახალი წასული იყო თბილისში.
როგორც კი ეზოდან გამოვიდა, მაშინვე დაინახა. გული კინაღამ ამოუვარდა. კახას ძალიან უყვარდა თოვლში ცხენით სეირნობა, ახლაც აუჩქარებლად, ცხენით მიუახლოვდა მარიამს, რომელიც უნებურად გაუნძრევლად დამდგარიყო მის მოლოდინში. როგორც კი მიუახლოვდა, ჩამოქვეითდა. რამდენიმე წამი უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს, მისი სახე არაფერს ამბობდა განსაკუთრებულს, იდგა და ურეაქციოდ დაჰყურებდა მასზე საკმაოდ დაბალ, სასაცილოდ ჩაფუთნულ მარიამს.
-დაჯექი. – ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა, არადა უნდოდა ჩვეულებივად გამოსვლოდა. მაგრამ აზრდაც არ მოსვლია, სურვილისთვის უფრო რბილი, ან თუნდაც შეთავაზების ფორმულირება მიეცა.
მარიამი დაბნეული უყურებდა, ხმა ვერ ამოეღო.
-დაჯექი, არ გინდა?
-მეშინია. – მართლაც ეშინოდა, მაგრამ არა ცხენის,არამედ ვითარების, რომელიც გაურკვეველი იყო მისთვის. სითბოსი, რომელსაც მოშორებით მდგარი მამაკაცისგან შესამჩნევად გრძნობდა, საკუთარი გულისცემის, რომელიც აყრუებდა.
-საშიში არ არის, ლაგამი მე მეჭირება.
-არ მინდა. – შეშინებულმა ახედა და ცადა რამდენიმე ნაბიჯით მოშორებოდა.
-მე მინდა, ისეთი მაგარია მოგეწონება. – გამომწვევად შეხედა კახამ და მოულოდნელად, თითქმის ძალით შესვა ცხენზე. ცხენმა ისე სწრაფად დაიწყო სვლა, გადმოსვლა ვერ მოასწრო და იძულებული იყო თავდაც გარჯილიყო კომფორტულად დასაჯდომად.
რამდენიმე წუთში უკვე სჯეროდა, რომ კახას მისი ხმა არ ესმოდა, იმდენად ურეაქციოდ ხვდებოდა მის ყველა სიტყვას, გაბრაზებასა თუ მუქარას.
კახას მხოლოდ სიცილის სურვილი ჰქონდა, იმდენად საყვარელი იყო მარიამი, რომელსაც მთელი ძალით ჩაებღუჯა უნაგირი და მისი გაუგონრობით დაღლილს, გაბუტული ბავშვის სახე მიეღო. ცხენი ნელ-ნელა უჩქარებდა სვლას, მარიამს სიამაყე არ აძლევდა უფლებას შიში გამოეხატა, კახას კი უფრო და უფრო იბყრობდა სიცილის სურვილი. ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ მარიამს სერიოზულად ეშინოდა, სწრაფად ამხედრდა თვითონაც და ვითომ აუცილებლობის გამო, მთელი ძალიათ ჩაიხუტა მისი აკანკალებული, სუსტი სხეული.

პირველად..

პირველად რაღაც განსაკუთრებულმა შეიბყრო, წინააღმდეგობის კი არა აზროვნების უნარსაც რომ გართმევს.. მერე მისი სუნამოს სასიამოვნო სურნელთან ერთად, ყავისა და დარიჩინის სუნი იგრძნო. საიდანღაც ყრუდ ესმოდა, რომ ახლა უნდა ეყვირა, უნდა მოეთხოვა ცხენიდან ჩამოესვა, გაეპროტესტებინა, თითქმის ჩახუტებული რომ იყო მასზე.. მაგრამ ძალიან შორიდან.
რაც გუდაურში იყო, ყოველ დილას და შუა დღეს სახლში, კურიერს ყავა მოჰქონდა, Starbucks- ის, დარიჩინით. ზუსტად ისეთი, როგორიც უყვარდა. თავიდან, გაოცებამ რომ გადაუარა, ეს ყველაფერი ნიკას მიაწერა. მის საქციელს არ ჰგავდა, ასეთი ნაფიქრი სურპრიზები, თან არც ანონიმურობისთვის გაირჯებოდა ასე, მაგრამ მარიამმა იფიქრა, ალბათ დედაჩემმა დაარიგაო. ამის გააზრებაზე წარბები გაღიზიანებულმა აზიდა. ახლა კი ყველაფერი ნათელი იყო. კახას ზუსტად იმ ყავის სურნელი ჰქონდა, რომელსაც დღეში ორჯერ იღებდა გუდაურში საჩუქრად. “ რა თქმა უნდა, ყოველ დღე მხედავდა ამ ყავით ხელში უნივერსიტეტში“ – გულში ჩაილაპარაკა მარიამმა. ეს ფაქტი ბევრ რამეს ურევდა უარესად. გული საგულედან კინაღამ ამოვარდნოდა, ბეჭები, რომლითაც კახას მკერდს ეხებოდა უხურდა. ვერ იჯერებდა, მის აჩქარებულ გულისცემას რომ გრძნობდა, „ნუთუ ისიც ღელავს?!“ გაოცებული ეკითხებოდა თავის თავს. ეიფორიამ რამდენიმე წუთს გასტანა, ძლივს მოახერხა ხმის ამოღება.
-ეს ნორმალური არ არის, არ მინდა შენთან ერთად ცხენით სეირნობა. – კახას არც ახლა ჰქონია რეაქცია, არც მერე თხოვნის რამდენჯერმე გამეორებისას, არც ყვირილისას. მარიამის სიახლოვისაგან, მასაც ამოვარდნას ჰქონდა გული, თვითონაც ხვდებოდა, ეს რომ ნორმალური არ იყო, მაგრამ ეგონა, რომ მასთან მოშორება სიცივისგან მოკლავდა. კიდევ დაახლოებით თხუთმეტი წუთი იარეს ცხენით, ბედს შეგუებული მარიამი დაძაბული, გაბუტული იჯდა, სახლს რომ მიუახლოვდნენ კახა სწრაფად ჩამოქვეითდა და შემდეგ მას მიეხმარა ჩამოსვლაში. მარიამმა რამდენიმე წამით გაბრაზებულმა უყურა, შემდეგ კი სიტყვის უთქმელად გაბრუნდა სახლისკენ.
„აღარასოდეს ვნახავ, აღარასოდეს.“- გულში იმუქრებოდა მარიამი, არადა მისგან გამოყოლილი სითბო მოსვენებას არ აძლევდა. სწრაფად გამოიცვალა და მაშინვე დასაძინებლად დაწვა. კახას საქციელში ვერც ლოგიკურობას ხედავდა, ვერც მიზანს და საერთოდ ვერც რაიმე აზრს. საშინლად აბრაზებდა იმაზე ფიქრი, რომ მისი უაზრო საქციელის გამო ბოლო რამდენიმე კვირა, ვეღარაფერზე ახერხებდა კონცენტრაციას. მაგრამ, გაბრაზების მიუხედავად, თითქმის რეალურად გრძნობდა მის სუნამოში არეულ დარიჩინის სურნელს და სადღაც, ძალიან ღრმად გულში, ეღიმებოდა…

*************
მოგონებები ისეთი რეალური იყო, თვალდახუჭულ მარიამს ახლაც გუდაურში ეგონა თავი, მიუხედავად იმისა რომ, ხუთ წელზე მეტი გასულიყო, ახლაც რეალურად გრძნობდა დარიჩინიანი ყავის სუნს.. მის სუნსაც, დედამიწაზე ყველაზე მეტად რომ უყვარდა. სიამაყე, ხშირად არ აძლევდა მასზე ფიქრის უფლებას, ცხოვრებაში ყველაზე მეტად სათუოდ გამხდარი ურთიერთობების ეშინოდა. მაგრამ მაინც… რომ წარმოიდგენდა მას, ყველაზე საყვარელ ადამიანს ციხეში, მის კახას, ცრემლები ახრჩობდა. მონატრებისაგან დაუძლეველ სიცივეს გრძნობდა, სხეული ეკრუნჩხებოდა. ენატრებოდა და არც კი იცოდა, ჰქონდა თუ არა ამის უფლება.. ვერც კი ვარაუდობდა რას განიცდიდა ახლა მისი ქმარი. ცრემლებისაგან ძლივს სუნთქავდა, დარიჩინის სურნელი კი ჯიუტად არ ტოვებდა. მძიმედ ასწია გაყინული სხეული და შვილის ოთახში გავიდა.
ნიკოლაზე ლაპარაკი კი არა ფიქრიც უჭირდა, ვერაფრით აღწერდა რას ნიშნავდა მისთვის ეს პატარა არსება, უზრუნველად რომ ეძინა ტუჩებგაბუშტულს. ძალიან შეეცოდა, მაგრამ მაინც ამოიყვანა ფრთხილად მისი პატარა საწოლიდან, ნიკოლამ ოდნავ წამოიკრუსუნა, მაგრამ მალევე უშფოთველად განაგრძო ძილი დედამისის გვერდით. მთელი ღამე, მის სრიალა, პატარა კულულებს ეფერებოდა მარიამი და უსაზღვრო ბედნიერებას განიცდიდა, რომელიც მისი ცხოვრების უბედურებების ფონზეც კი არასოდეს დარჩენია შეუმჩნეველი.
დილით, თავი ძალიან ტკიოდა, მაგრამ ნიკოლა ისეთი მონდომებით დარბოდა სახლში, ყველაფერს დაგავიწყებდათ მისი დევა.
-დე, უნდა ვჭამოთ, მოდი აქ. – დაუძახა მარიამმა და ღიმილიანმა გაშალა ხელები დაჩოქილმა მასთან შესახვედრად, ნიკოლა სასაცილოდ მოათრევდა საყვარელ დათუნიას და თან შეძლებისდაგვარად სწრაფად მორბოდა დედამისისკენ, მთელი ძალით შემოხვია თავისუფალი ხელი ყელზე და ლოყაზე აკოცა. მარიამი სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, იმდენ ხანს ეფერა, დაღლილს გაახსენდა უკვე თითქმის გაციებული საჭმელი.
ნიკოლა თან მაიმუნობდა, თან გემრიელად მიირთმევდა, მარიამს სიცლისაგან აღარ შეეძლო, ისეთ სახეებს იღებდა, ტელეფონის ზარმა გააწყვეტინათ მხიარული საუზმე.
-გიგიშა, როგორ ხარ? – თბილად გააგონა მარიამმა, კახას ძმაკაცებიდან გიგიშა ყველაზე მხიარული იყო, მხიარული და საოცრად კეთილი.
-კარგად მარიამ, დიდი მადლობა, თქვენ როგორ ხართ? ჩემი ნათლული როგორაა?
-კარგად ვართ, დიდი მადლობა. როგორც ჩანს ჩამოხვედი.
-კი, გუშინ საღამოს ჩამოვფრინდი. შენთან ძალიან ვარ შერცხვენილი, ვერ ვახერხებ ნორმალურად დაგიდგე გვერდში.
-იმედი მაქვს გრცხვენია ამას რომ ამბობ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ყოველთვის შესაძლებელზე მეტს აკეთებ ჩვენთვის.
-ძალიან მინდა გნახოთ, როდესაც გეცლებათ?
-მე და ნიკოლას სულ გვცალია, უკვე დასვენების დღეები მაქვს, ჩემებიც სახლში არ არიან და როდესაც გინდა მოდი, მეც ძალიან მინდა შენი ნახვა.
-კარგი, ორ საათში გამოგივლით.
-გელოდებით.
კახას თითოეულ მეგობართან შეხვედრა, წარსულში დაბრუნებას ნიშნავდა. მიუხედავად ტკივილისა, საოცრად სიამოვნებდა მათი ნახვა, რადგან წლებს ისინი მის მეგობრებადაც ექცია.
როგორც კი საუზმეს მორჩნენ, ნიკოლას თბილად ჩააცვა და სეირნობით გაუყვნენ ქუჩას გიგიშას საყვარელი ტკბილეულის საყიდლად. ორი საათიც სწრაფად გავიდა, ყოველთვის მოწესრიგებულს, არც ახლა დაუგვიანია. ჩვეულებისამებრ, საჩუქრებით დატვირთული, თვითონ აღარც კი ჩანდა. რამდენიმე წუთში ნიკოლა ახალი ნივთების ათვისებით იყო დაკავებული, გიგიშა კი ცდილობდა მარიამის სახეზე მისი მდგომარეობა ამოეკითხა.
-მარიამ, მართლა როგორ ხარ?
-მართლა კარგად ვარ გიგი, ისე როგორც ვიყავი სანამ გაფრინდებოდი.
-შენები როგორ არიან? ისევ გაბრაზებულები?
-მათ მგონი ეს გაბრაზება, თუ ზიზღი არასდროს გაუვლით. ყველაზე ძალიან იმის მეშინია, ნიკოლასაც არ გაუჩნდეს მათნაირი დამოკიდებულება მამამისისადმი.
-ერთად ხომ არ ცხოვრობთ?
-არა, მაგრამ ხშირად არიან ერთად, საკუთარ შვილიშვილთან ურთიერთობა როგორ ავუკრძალო? თან სულ მგონია, რომ როგორმე შეეგუებიან ამ ყველაფერს, მაგრამ ჯერ ისევ ძველებურადაა ყველაფერი.
-მე ხომ არ შემიძლია რაიმეს გაკეთება, იცოდე არ მოგერიდოს თუ რამე გჭირდებათ, ხომ იცი დასავით ხარ ჩემთვის.
-ვიცი, გიგიშა, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ არაფერი გვჭირდება.
-შენ ხომ მუშაობ?
-კი, ასოცირებული პროფესორი გავხდი და სამ უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს.
-ძალიან მაგარი გოგო ხარ.
-ამ წლებში ნიკოლამ, თქვენ და წიგნებმა გადამარჩინეთ.
-ხვალ უნდა ვნახო.. – შედარებით ჩუმად ჩაილაპარაკა გიგიშამ. შეამჩნია წამიერად როგორ აუწყლიანდა მარიამს თვალები. რამდენიმე წუთი ხმა აღარ ამოუღიათ.
-იცი, ბევრი ვიფიქრე, როგორიც არ უნდა იყოს რეალობა, კახა ნიკოლას მამაა. ყველაფერი რომ დავიჯერო, ვერ დავიჯერებ, რომ მისთვის ძვირფასი არაა. თუ ენდომება, მე თანახმა ვარ მასთან ციხეში წაიყვანო, თან ჩემები აქ არ არიან.
-მისი თხოვნით, მინდოდა ნიკოლასთვის ახალი სურათების გადაღება მეთხოვა, მეც არ ვიცი რა ხდება, ან რა მოხდა მაშინ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენ და მისთვის ჯერ კიდევ უცნობი შვილი ხართ მისი ცხოვრების აზრი. ვიცი, რომ გტკივა, ვიცი რომ წარმოუდგენლად რთულია ის მდგომარეობა რომელშიც შენ ხარ, მაგრამ კახა არ არის ისეთი, როგორიც მისივე სურვილით იყო პროცესზე.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-ხვალ ვეტყვი რაც მითხარი და თუ თანახმა იქნება, იქნებ ხვალვე მივუყვანო.
-მალე ოთხი წლის გახდება, მინდა, რომ იცნობდეს. რომ დაიბადა მაშინ არ შემეძლო, არ მინდოდა კახაზე ფიქრი. მაგრამ დედობა ისეთი საოცარია, მივხვდი, რომ რაც არ უნდა შეშლოდა, არაფერი გამამართლებს შვილთან ურთიერთობა ავუკრძალო, პირველ რიგში ნიკოლასთან ვერაფრით ვიმართლებ თავს.
-გეფიცები, მართლა მეამაყება შენი მეგობარი რომ ვარ, მაგარი ჯიგარი ხარ. – გიგიშამ ხომ ყველაფერი იცოდა რისი გადატანაც მოუწია. იცოდა მათი შეყვარებულობის პერიოდიდან, მისი მეგობრებისა თუ ოჯახის წინააღმდეგობაზე. მათი ქორწინებისა და უფრო დიდი წინააღმდეგობის პერიოდი. იცოდა, რა ფასად დაუჯდა ნიკოლას გაჩენა, ან თუნდაც როგორი მძიმე იყო ფეხმძიმობის პერიოდი. იცოდა ამ დღემდე ყველა ის უბედურება, ჯერ-ჯერობით დაუსრულებელ ჯაჭვს რომ ჰქმნიდა. და რაც მთავარია იცოდა ისიც, როგორ უყვარდათ ერთმანეთი, რას ნიშნავდა ახლა მისთვის ოთხწლიანი უნახავობა. პროცესის შემდეგ ერთხელაც კი აღარ შეევლო თვალი. ამ ყველაფრის გააზრება, ძმაკაცის ჯერ კიდევ ამოუხსნელი საქციელი, მარიამის სიტყვებთან ვერაფრით მოჰყავდა შესაბამისობაში, ის უბრალოდ, მართლა საოცარი ადამიანი იყო. საოცარი და ჯერ კიდევ შეყვარებული, მიუხედავად ყველაფრისა. გიგიშას, რაც არ უნდა სულელად მოჩვენებოდათ, მაინც სჯეროდა, რომ რაღაც მიზეზი არსებობდა, რაც აუცილებლად გაამართლებდა მის ძმაკაცს, რომ მალე ისევ ერთად იქნებოდნენ, ახლა უკვე სამნი. ზუსტად ამ განცდით ჩაიხუტა მარიამი, რომელიც მართლა წლებს იმ დად ექცია მისთვის, რომელიც არ ჰყავდა.
მარიამმა ძლივს შეიკავა ცრემლები.. საღამომდე უამრავ რამეზე ილაპარაკეს, ბევრი იცინეს ნიკოლას „გიგიშაზე“, მთელი მონდომებით, მაინც ძალიან სასაცილოდ რომ გამოსდიოდა. წასვლამდე უამრავი ფოტო გადაუღო ნათლულს და იმ იმედით დაემშვიდობა, რომ მეორე დღეს აუცილებლად წაიყვანდა ნიკოლას მამასთან.
აფორიაქებული ელოდა ამ დღეს, წარმოიდგენდა ქმრის სახეს შვილის დანახვაზე, წამიერად განუზომელ ბედნიერებას გრძნობდა და თან ძალიან ბრაზდებოდა საკუთარ თავზე. გიგიშამ შუა დღისას დაურეკა.
-გისმენ, გიგი.
-მარიამ, ნიკოლას ნახვა ძალიან უნდა, ძალიან მადლიერია შენი, მაგრამ არ უნდა მისი შვილი ციხეში მიიყვანონ მის სანახავად, კიდევ რამდენიმე წელიც რომ მოუწიოს ჯდომა.
-გასაგებია. – რამდენიმე წამი ფიქრობდა, ცდილობდა მოეთმინა, მაგრამ მაინც ჰკითხა, როგორ იყო კახა. გიგიშაც თითქოს ამ კითხვას ელოდებოდა დუმილით.
-კარგად არის მარიამ, ნორმალურად გამოიყურება. უხარია ოპერაციების გაკეთების უფლებას სამოქალაქო საავადმყოფოებშიც რომ აძლევენ, მაგრამ ისევ არაფერს ამბობს იმ დღეზე. ნიკოლას სურათები რომ ნახა, კინაღამ იტირა. ხომ წარმოგიდგენია, კახა და ტირილი. – გიგიშას წინადადება დამთავრებულიც კი არ ჰქონდა, რომ მიხვდა მარიამი ტიროდა.
-დიდი მადლობა. გამოგვიარე რა ისევ ამ დღეებში. – ძლივს გადააბა ერთმანეთს სიტყვები და როგორც კი გიგიშას პასუხი გაიგონა, მაშინვე დაუმშვიდობებლად გაუთიშა ტელეფონი. ნიკოლას მოშორებით, თავის ოთახში ეძინა, მარიამს კი აღარ შეეძლო, გრძნობდა ვეღარ იტევდა. შიშით, შვილი არ გაეღვიძებინა, შემზარავად, მოგუდულად ისმოდა მისი ტირილის ხმა.
გაღვიძებულ შვილს, მაინც ღიმილიანი დახვდა. ყველა საჭირო ნივთი უკვე გამზადებული ჰქონდა, ნაჩქარევად აჭამა პატარას და მანქანაში, მისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩასვა.

გუდაური, დეკემბრის შესაბამისად სითეთრეში გახვეულიყო. აქ კიდევ უფრო მეტი მოგონება სახლობდა. იცოდა თავს იწვალებდა, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა წარსული. თუნდაც ის დღე ცხენით სეირნობის გამო მასზე საშინლად გაბრაზებული, გუდაურის ერთ-ერთ რესტორანში, რომ შეხვდა.

უკვე საღამო იყო, ორი დღე გასულიყო კახას ბოლო გამოხტომიდან, მარიამი ჯერ ისევ საშინლად იყო მასზე გაბრაზებული, ისე რომ მის გამოგზავნილ, ყველაზე საყვარელ ყავასაც განრისხებული ღვრიდა ნიჟარაში. იცოდა ის ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ თავს იმხნევებდა, პრინციპის ამბავიაო. იმ დღეს თომასთან და ელენესთან ერთად იმდენი ისრიალა, დაღლილობისა და შიმშილისაგან კვდებოდა. რესტორანში შესულმა, როგორც კი კახას მოჰკრა თვალი მადა მართლა გაუქრა, ყველაზე ნაკლებად ახლა მისი ნერვები ჰქონდა, თომას გული გაუწუხა ცალკე დავჯდეთო, მისასალმებლადაც კი უბრალოდ ცივად დაუკრა თავი. თომას გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, კახასთან მყოფ, გოგოებისთვის ჯერ კიდევ უცნობ, დემეტრეს დააბრალა მარიამის სურვილი და მაშინვე იქვე მდგარ ცარიელ მაგიდასთან დაიკავა ადგილი, მალე ნინია და მისი შეყვარებულიც შეუერთდნენ. მარიამი მაქსიმალურდ ცდილობდა დაევიწყებინა მისი სიხალოვე, მაგრამ არაფრით გამოდიოდა, თავის მოჩვენებაც კი არ შეეძლო, რომ კარგ ხასიათზე იყო. კახაზე გაბრაზებას, ბოლო რამდენიმე წუთი, ვიღაც იდიოტის ღრიალიც ემატებოდა, რომელიც ყვირილით ითხოვდა Hennessy-ს. მშვიდად აუხსნეს, რომ აღნიშნული კონიაკი არ ჰქონდათ და სხვა ვარიანტები შეთავაზეს. ის კი, დაჟინებით ითხოვდა მაინცდამაინც Hennnessy-ს და თან თავმომწონედ უსვამდა ხაზს, რომ გუბერნატოის მოადგილე იყო.
მარიამმა ავტომატურად გახედა კახას, რომელსაც მოშორებით მდგომი მაგიდიდანაც კი ამჩნევდა დაბერილ ძარღვებს, როგორც ჩანდა, მის სუფრასთან მჯდომი ბიჭი ცდილობდა მის დამშვიდებას. რამდენიმე წუთი „გუბერნატორის მოადგილეც“ დაწყნარდა. მაგრამ სიბილით გულამოვარდნილი, ხელცარიელი ბიჭის დანახვაზე, რომელსაც ახლომდებარე რესტორნები შემოევლო კონიაკის საშოვნელად, ხელახლა აფეთქდა. გინებასთან ერთად, ისევ ისმოდა მუქარა და თავმომწონე „მე გუბერნატორის მოადგილე ვარ“.
-გარეთ გამოდი. – შემზარავი ხმით დაიღრიალა კახამ და ხელით კარისკენ ანიშნა. უცნობმა, თითქოს არ შეიმჩნია. მეტის მოთმენა არ შეეძლო. რამდენიმე წუთში ვეღარ გაარჩევდით ვინ ვის ურტყამდა. თომა და კახასთან მჯდომი დემეტრე, უცნობის მეგობრებს ეჩხუბებოდნენ. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერავინ შეამჩნია რესტორანში შემოსული პატრული, რომელმაც ძლივს გამოგლიჯა ხელიდან დასისხლიანებული „გუბერნატორის მოადგილე“ კახას.
მარიამს ახლა ყველაზე მეტად ნინიას კომენტარები უშლიდა ნერვებს, „ხომ ვამბობდი, ხომ ვამბობდი გიჟია-მეთქი. ახლა თომაც გარია შარში.“ გულს ურევდა მისი შეყვარებულის წარბშეუხრელობა, რომელიც გაუნძრევლად იჯდა მაგიდასთან და არც კი მოფიქრებია, თომას დახმარებოდა. გაფითრებულმა მოკიდა შეშინებულ ელენეს ხელი და სწრაფად გაყვნენ პატრულის მანქანას, რომლითაც ბიჭები მიჰყავდათ.

ელენე მაშინვე სირბილით გაიქცა თომასკენ, როგორც კი მანქანიდან გადმოსული დაინახა. მარიამი ცდილობდა დარწმუნებულიყო, რომ სერიოზული არაფერი სჭირდათ. სწრაფად გადაეხვია, თომას და ბიჭები შენობაში შეიყვანეს.
უკვე მთელი საათი გასულიყო და ჯერ ვერაფერი გაერკვიათ. პოლიციის განყოფილებასთან კი ნელ-ნელა უამრავი ხალხი გროვდებოდა. სწრაფად მოვიდა კახას ადვოკატიც და გუბერნატორიც. მარიამი და ელენე სიცივისაგან გალურჯებულიყვნენ, მაგრამ ისე ეშინოდათ არაფერი გამორჩენოდათ, თბილ მანქანაში არ სხდებოდნენ.
ინციდენტიდან დაახლოებით სამი საათი იყო გასული, სამივე რომ გაათავისუფლეს. მარიამს ეგონა ბედნიერებისაგან დაფრინავდა, კახა და თომა რომ დაინახა. განყოფილებასთან მოგროვილი ხალხი, ოვაციებით შეხვდა, მათ გათავისუფლებას, უამრავი ადამიანი უხდიდათ მადლობას, გუბერნატორის მოადგილისათვის ჭკუის სწავლებისთვის. როგორც აღმოჩდა, ასეთი რამ პირველად არ მომხდარა, მთავრობის შიშით კი ჯერ არავის ამოეღო ხმა. ფაქტს უცნობის გუბერნატორობის მოადგილეობა და მისი რამდენიმე ათასი ლარი შეეწირა ზარალის ანაზღაურებისა და დაკისრებული სანქციების სახით. კახა თავის ადვოკატს დაემშვიდობა და მერე შეუერთდა გახარებულ ელენესა და მარიამს, ამოსუნთქვის საშუალებას რომ არ აძლევდნენ თომას. ელენემ გადაკოცნა და მიულოცა, იგივე გააკეთა მარიამმაც… ავტომატურად. „სულ, რომ არაფერი ამად მაინც ღირდა“- გაიფიქრა კახამ და ოდნავ გაეღიმა. დემეტრეს ხელი ჩამოართვეს და მანქანისაკენ წავიდნენ.

-მარიამ, უნდა წაგვიყვანო, ჩვენი მანქანა რესტორანთან დარჩა. – ჩვეული ხმით უთხრა კახამ.
-რა თქმა უნდა, დასხედით. – თბილად უთხრა მარიამმა და მანქანა გააღო. ელენეს და თომას არც კი უფიქრიათ ერთმანეთს მოშორებოდნენ, ამიტომ ორივენი უკან მოკალათდნენ, მათვე მიუჯდათ დემეტრე, რაც ლოგიკური იყო. წინა ადგილი კი კახას დარჩა. მთელი გზა უხერხულად უყურებდნენ ერთმანეთს, ეგონათ ვერავინ ამჩნევდათ. მარიამს ანრისხებდა, ასე უცებ რომ გადაავიწყდა გაბრაზება, მაგრამ ვერაფრით ელეოდა მის მკაცრ ნაკვთებს, გახეთქილს წარბსა და სისხლიან ტუჩზე ღელვას. რამდენიმე წუთში უკვე რესტორანთან იყვნენ, კახამ და დემეტრემ მადლობა გადაუხადეს და თავიანთი მანქანებისაკენ წავიდნენ.

-კახაბერ, რა ხდება? – სასაცილოდ იკითხა დემეტრემ.
-რაზე მეკითხები?
-აი, იმ ულამაზეს გოგოზე, მთელი დღეა თვალს რომ ვერ აშორებ.
-ნუ ბოდავ, შე ჩემა.
-დაე იყოს ეგრე. იცოდე სამივე რომ დაგადგებით ამ დღეებში, ყველაფერს მოყვები. – სასაცილოდ დაემუქრა ძმაკაცს.
-ახლა იმათთანაც არ დაიწყო ბოდვა, სამივეს რა გაგიძლებთ.
-აუ, ძმაო ქორწილი გვინდა, რომ დაბერდი ხომ ატყობ? იქნებ გამოგათრიოს იმ შენი საოპერაციოდან და თაგვის სოროსხელა ბინიდან.
-შემეშვი, თორემ აქ დაგტოვებ. – კახა მანქანაში ჩაჯდა და დაძრა.
-მაგრად შემაშინე, შენთვის იქნება უარესი, თუ გამაბრაზებ, თორემ მე რა… დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი ლუდის სმას.
-არა, რას ამბობთ, ჩაბრძანდით ბატონო, დემეტრე. – სასაცილოდ დაუკრა თავი ძმაკაცს. – მაგრამ შემთხვევით, გიგიშამ და ერეკლემ, მარიამი რომ მიხსენონ, თავს მოგაჭრი. – სიცილით დაუმატა კახამ.
-სკალპელით? – გადაბჟირდა დემეტრე.
-ორ საათში ოპერაცია მაქვს და მომასვენე რა, არ გეძინება?
-შენ ისე ნელა ატარებ მანქანას, როგორ არ მეძინება. – დემეტრე მაგნიტოფონს გადასწვდა და სასაცილოდ აჰყვა მუსიკას, რამდენიმე წუთში კახაც აიყოლია და თბილისამდე ისე ჩამოვიდნენ არც კი გაუგიათ.

***********
ოპერაცია ხანგრძლივი იყო და ძალიან დამღლელი, მაგრამ არაფერი შეედრებოდა იმ ბედნიერებას, როდესაც შედეგი მაქსიმალური იყო, როდესაც ხედავდა პაციენტის ბედნიერებას და გრძნობდა სიმშვიდეს, სიმშვიდეს, რომ მან ეს გააკეთა, გააკეთა ყველაფერი და ხშირად უფრო მეტიც ვიდრე შეეძლო.
ახლაც საშინლად დაღლილი გადაწოლილიყო სავარძელში და თვალებდახუჭული ფიქრობდა მარიამზე. გრძნობდა, რომ მხოლოდ მას არ სჭირდა რაღაც განსაკუთრებული, რომ მარიამიც არეულიყო და ვერ გარკვეულიყო რას გრძნობდა მის მიმართ. უკვე ღამის ხუთი საათი იყო, სახლში წასვლას აზრი არ ჰქონდა, კაბინეტში მდგარ დივანზევე წამოწვა და ფიქრი გააგრძელა. ხვდებოდა, რომ დრო იყო საყვარელი ადამიანისთვის უფრო ნათლად ეგრძნობინებინა მისი განსაკუთრებულობა. მაგრამ როგორ, ჯერ არ იცოდა.
მეორე დილით, თვალები ძლივს გაახილა მაღვიძარას ხმაზე, სულ არ ეგუდაურებოდა, მაგრამ მარიამი ძალიან ენატრებოდა. მის გამო, ღიმილით შევიდა საბაზანოში, შემდეგ ახალნაოპერაციევს შეუარა და გუდაურში ასასვლელად გაემზადა.
თომა და მარიამი ახალი დამდგრები იყვნენ თხილამურზე, კახა რომ ავიდა. მთელი დილა ერთად სრიალებდნენ, კახას და მარიამს მისალმების გარდა ერთი სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. უკვე შუა დღე იყო მოშიებულები რესტორანში რომ შევიდნენ. თომას მალევე მოუწია მათი დატოვება, ელენეს გამო. ათი წუთი ისევ უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ ჩვულებრივად ესადილათ.
ტელეფონის ხმის გაგონებაზე მარიამს გულზე მოეშვა, ეგონა ცოტა ხნით მაინც დააღწევდა თავს უხერხულ მდგომარეობას. მაგრამ ნიკას წერილის დანახვისას, რომელიც „სიხარულო-თი“ იწყებოდა, უნებურად შეეცვალა სახე და შეემჩნა როგორ გაბრაზდა.
-ერთი წუთით გავალ, უნდა დავრეკო. – მშვიდად უთხრა კახას და მაგიდას ცოტათი მოშორდა. კახას ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა, როგორ ეჩხუბებოდა მარიამი დედამისს, როგორ თხოვდა ვიღაცისთვის ეთქვა რომ არ ამოსულიყო. მაგიდასთან დაბრუნებულს ხელიდან უბოდიშოდ წაართვა ტელეფონი. მარიამს რამდენიმე წამში შერცხვა, ყველას დასანახად პატარა ბავშვებივით ტელეფონზე ჩხუბი, მიხვდა ვერაფერს გააწყობდა, კახას კი ეჭვიც არ ეპარებოდა რომ ნიკას წერილს ნახავდა.
„სიხარულო, ერთ საათში ამოვალ და ერთად ვისრიალოთ. ხვალ ჩვენი მშობლები მეგობრებთან ერთად რესტორანში მიდიან და აუცილებლად აქ უნდა იყო. გირეკავდი და ალბათ არ გესმოდა. გკოცნი.“ – კახამ საშინლად გაბრაზებულმა ახედა მარიამს, ვერც კი მიხვდა, როგორ გატეხა ტელეფონი.
-მივდივართ. – ჩახლეჩილი ხმით უთხრა მარიამს, რომელიც შეშინებული თვალებით უყურებდა ხან კახას, ხან გატეხილ ტელეფონს. ხვდებოდა, რომ ახლა ასეთი გაბრაზებულისთის, არც საყვედურის თქმა ღირდა და არც არაფრის საერთოდ, არადა გაბრაზება ახრჩობდა.
-ჩაჯექი. -ისევ ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
-არ მინდა.
-ჩაჯექი. – ყვირილით უთხრა კახამ, თითქმის ძალით ჩასვა მანქანაში და კარი ისეთი ძალით მიუხურა, მარიამმა ვეღარაფრით შეიკავა ცრემლები.
-აღარ მინდა, რომ გნახო, აღარ მინდა შენთან ურთიერთობა მქონდეს. -ძლივს ამოთქვა მარიამმა. კახა კი ცდილობდა, როგორმე გაეძლო მის სახლამდე, როგორმე მიეყვანა, ისე რომ მის ცრემლებს, გაბრაზებას ჭკუიდან არ გადაეყვანა. რამდენიმე წუთში მარიამის სახლთან იყვნენ, ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან, უკან არც კი მოუხედავს ისე შეირბინა ეზოსი. კახამ იცოდა, რომ უნდა დამშვიდებულიყო, იცოდა, რომ ჯერ კიდევ არაფრის უფლება ჰქონდა, რომ ურთიერთობები დიდად არ ეხერხებოდა და რომ მეტისმეტი მოუვიდა.
მარიამი თან ტიროდა, თან ნივთებს ალაგებდა, ათ წუთში ყველაფერი მზად ჰქონდა. ნიკას გუდაურში ასვლას ნამდვილად ვერ გაუძლებდა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. გამოსულს, კახას მანქანა ისეთივე მდგომარეობაში დახვდა, როგორშიც დატოვა, ამან კიდევ უფრო გააბრაზა, როგორც ყოველთვის ახლაც ვერ აეხსნა რას ნიშნავდა მისი საქციელი. სწრაფად ჩადო ჩანთა მანქანაში და საჭეს მიუჯდა. ვერაფრით იკავებდა თავს, გრძნობდა როგორ უყვარდა. მაგრამ არ იცოდა რა უყვარდა კახაში, ან როდის, რის გამო შეუყვარდა. არც ის იცოდა, რა შეიძლება მომხდარიყო მომავალში. მისი მშობლები, როგორც ყოველთვის ახლაც ცალკე პრობლემა იყო. პრობლემა იყო ნიკა, რომელისთვისაც ვერაფრით გაეგებინა, რომ არაფერი გამოუვიდოდათ. მთელი სხეული ტკიოდა გაურკვევლობისგან, გრძნობისგან, რომელსაც ვეღარ იტევდა და ვერც გამოეხატა. სიბრაზისგან, კახას გამოხტომებისგან, ნებით თუ უნებლიედ ყოველთვის ტკივილს და შურაცხყოფას რომ აყენებდა.

***********
კახამ გუდაურიდანვე დარეკა საავადმყოფოში და გააფრთხილა რომ დილამდე არ იქნებოდა. სახლში მისული მაშინვე დასაძინებლად დაწვა, როგორმე თავი უნდა დაეღწია მდგომარეობისაგან, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა.
ჯერ მაღვიძარასაც არ დაერეკა, ტელეფონის ხმამ რომ გააღვიძა.
თითქოს შეჩვეული იყო, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ნახვას, მაგრამ ნანახმა შეძრა. ავარიის შედეგად სამი ბიჭი იყო მკვდარი, მეოთხეს კი მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი სისხლდენა და თავის ქალის მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, თითქმის უიმედო, სასწრაფო ოპერაცია შეიძლება ყოფილიყო ერთადერთი გამოსავალი. კახა თითქმის ოთხი საათი აკეთებდა ოპერაციას, პაციენტი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
საავადმყოფო დამაყრუებელ კივილს, ტირილს შეეძრა.
არის რაღაცები, რასაც ვერ ეჩვევი. როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ნეიროქირურგს, ყოველთვის, ყველაზე მძიმე ოპერაციების კეთება უწევდა, სამწუხაროდ ეს შემთხვევა არ იყო პირველი, როდესაც მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, პაციენტი მაინც გარდაცვლილიყო… ამ დროს განცდილ სიმძიმეს ვერაფერს ადარებდა, ყოველთვის ასე იყო, ყოველი შემთხვევისას.. მამამისისგან ზუსტად იცოდა, რას მოუტანდა ექიმობა, იცოდა როგორი მძიმე იყო, მაგრამ არასდროს უფიქრია სხვა პროფესიაზე. როგორც ამ სიმძიმეს, ვერც იმ ბედნიერებას ადარებდა რაიმეს, მისი წყალობით ცოცხალ, ჯანმრთელ ადამიანებს რომ ხედავდა.
თითქმის ორი საათი იჯდა სავარძელში. გეგონებოდათ თვალებს არც ახამხამებსო, მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა. ფიქრობდა დედამისზე, რომელიც ხუთ წლის ასაკში დაეკარგა. მამამისზე, რომელიც უკვე ათი წელი იყო ისრაელში ცხოვრობდა, რომელიც მისი მომავლის განმსაზღვრელი იყო ბავშვობაში და დღესაც. შინაგანი სიმძიმე ახრჩობდა.
დაღლილმა დახედა საათს. უკვე დრო იყო…

**********
ფეშენებელური რესტორნები და დაყენებული სახეები საშინლად აღიზიანებდა. მუსიკას კი ასეთი საშინელი დღის შემდეგ ჭკუიდან გადაჰყავდა, მაგრამ იძულებული იყო მოეთმინა. სწრაფად დაიკავა ადგილი წინასწარ დაჯავშნულ მაგიდასთან და მარიამს დაუწყო ძებნა. მალევე იპოვა. დაღლილს ჰგავდა, ძალიან დაღლილს. იშვიათად იღებდა ხმას, თითქოს ცდილობდა ყველასგან შეუმჩნეველი ყოფილიყო, მაგრამ ნიკა, რომელიც ზუსტად მის წინ იჯდა არაფრით აძლევდა მოსვენებას.
უკვე მეორე საათი იყო, ფორთოხლის წვენს სვამდა, ჯერ ისეც უჭირდა საკუთარი თავის კონტროლი, ალკოჰოლური სასმელი კი ამას შუძლებელს გახდიდა. ბეჭები საშინლად სტკიოდა, ძლივს ძლებდა მარიამისთვის ხელი რომ არ მოეკიდა და აქედან შორს არ წაეყვანა. მოუსვენრად ირწეოდა სკამზე, რომელიც მათი მაგიდისგან საკმაოდ მოშორებულად, მყუდრო კუთხეში მდგომ მაგიდასთან იდგა.
უკვე გვიანი იყო, კახა ოცნებობდა, მალე მოეფიქრებინათ დაშლა, როდესაც საცეკვაოდ გამოყოფილ ადგილას მარიამი და ნიკა შენიშნა, თითქოს უფრო გვიან მისწვდა მის სმენას ტანგოს ნოტები, როგორც კი მათი პირველივე მოძრაობა დაინახა, მაშინვე გამოვიდა რესტორნიდან. მანქანას, რომელიც ძალიან უყვარდა, გამეტებით ურტყა წიხლები, გაშმაგებულ ნადირს ჰგავდა, არც კი უფიქრიათ მიკარებოდნენ. არ უნდოდა გაეხსენებინა, მარიამის შეწუხებული სახე, არც ის ცეკვამდე, თითქმის ათი წუთი რომ ელაპარაკებოდა დედამისი გაცხარებული, არაფრის გახსენება უნდოდა.. მხოლოდ მათი შეხება ახსოვდა, მხოლოდ ის, რომ ისინი ერთმანეთს ეხებოდნენ…
ერთი საათი მოუწია მარიამის სახლთან ცდა, დამშვიდების მაგივრად უფრო და უფრო აგიჟებდა მათ ცეკვაზე ფიქრი. იცოდა, რომ სჯობდა სახლში წასულიყო, მაგრამ მხოლოდ იცოდა.. კიდევ ნახევარი საათი გაძლო, შემდეგ კი მარიამის ნომერი აკრიფა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოერთმია თომასთვის, მოგონილი მიზეზით, რომელიც აღარც კი ახსოვდა.

-კახა ვარ, შენს სახლთან ვდგავარ, გამოდი. – მძიმედ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ისმოდა მისი ხმა.
-აქ მოსვლას როგორ ბედავ? შენი ნახვა არ მინდა.- მარიამს შიშისაგან აკანკალებდა, არასდროს გაეგონა მისი ასეთი საშინელი ხმა.
-მხოლოდ ხუთი წუთი დაგელოდები, თუ არ გამოხვალ მე შემოვალ.
-გამოსვლას არ ვაპირებ და არც სახლში ვარ მარტო შენი რომ შემეშინდეს.
-საერთოდ არ მაინტერესებს, მარტო ხარ თუ არა. არ გირჩევ გამაბრაზო, უნდა გელაპარაკო და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის რისი გაკეთება მომიწევს.
-გთხოვ, წადი. არ მინდა შენი ნახვა. – გრძნობდა, რომ არ ხუმრობდა და შეეცადა თხოვნით მაინც გადაეფიქრებინებინა.
-ხუთ წუთს გაძლევ. – მშვიდად უთხრა კახამ და ტელეფონი გათიშა.
მარიამი ვერაფრით ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, ან რა აჯობებდა. ზუსტად იცოდა, რომ არ ხუმრობდა და რომ მართლა შევიდოდა, რადგან თქვა. დედამისი არც კი გახსნებია, აფორიაქებული დაჰყურებდა საათის ციფერბლატს.
კახას მართლა არ აინტერესებდა გამოვიდოდა თუ არა, მაინც ეტყოდა რისი თქმაც უნდოდა, მაინც ნახავდა. ხუთი წუთი უკვე გადიოდა, მანქანას მოშორდა და სახლისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, კარიდან გამომავალი მარიამი რომ შენიშნა, რომელიც ცდილობდა შიში დაეფარა, მაგრამ არაფრით გამოდიოდა.
-გიყვარს? – აგდებით იკითხა კახამ, როგორც ჩვეოდა. კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, მარიამს ხმა ვერ ამოეღო.
-გიყვარს? – დაიღრიალა კახამ, ორივე ხელის მტევნით მიეყრდნო ქვის მაღალ ღობეს, ისე რომ მარიამის სუსტი სხეული მასა და კედელს შორის მოექცა.
-გამიშვი. – სასოწარკვეთილმა ამოიხრიალა.
-გიყვარს? – უფრო და უფრო ხმამაღლა ყვიროდა კახა.
-ყველა ამბობდა შენზე რომ საშიში ხარ, რომ ვერ აკონტროლებ საკუთარ მოქმედებებს, რომ ხალხს იმდენად ეშინია შენი, ვერ გიტანენ. მართლა ვფიქრობდი, რომ ცდებოდნენ, მიუხედავად ყველაფრისა. ვფიქრობდი, რომ რეალურად ასეთი არ იყავი და უბრალოდ გარემოებები გაიძულებდნენ… რომ შენი არ ესმოდათ. მაგრამ შენ იმაზე უარესი ხარ ვიდრე ამბობენ. რომ გხედავ სიცივე და შიში მიბყრობს. – მარიამი ძლივს ლაპარაკობდა, ცრემლები ახრჩობდა.
-სახლში შედი. – ისევ უემოციოდ, უგრძნობად უბრძანა და კედელს მოშორდა. სხეული ეწვოდა, ისე უნდოდა ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ მის ტანგოს ივიწყებდა და ვერც იმას, რომ ჯერ დრო არ იყო. პასუხი კი მისთვის საინტერესო კითხვაზე იმაზე ნათელი და სასურველი იყო ვიდრე იფიქრებდა.

-თომა სად ხარ?
-სახლში ვარ, კახა. რამე ხდება საავადმყოფოში? – აფორიაქებულმა იკითხა, თომამ, რომელიც მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ ზარს თუ ელოდა შუა ღამისას.
-არა, საავადმყოფოში არაფერი, მინდა გნახო. შეგიძლია?
-გამოვიდე, თუ ამოხვალ?
-მოვალ, თუ პრობლემა არ არის.
-გელოდები. ხომ ყველაფერი კარგადაა? – იკითხა კახას ხმით დაეჭვებულმა.
-კი, მალე ვიქნები.
თომა მაინც აფორიაქებული დახვდა, ადგილს ვერ პოულობდა.
-რა ხდება, კახა? – ჰკითხა როგორც კი მანქანიდან გადმოსული დაინახა.
-დალაპარაკება მინდა თომა, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა.
-შემო ბუხართან, გათბი და ვილაპარაკოთ.
-თომა, მარიამი მიყვარს. მინდოდა ჩემგან გაგეგო, ვფიქრობ ასე უფრო სწორია.
-რა?
-მარიამი მიყვარს, შენი მეგობარი მარიამი მიყვარს.
-აქამდე რატომ არაფერი მითხარი? როგორ დამიმალეთ? – თომას სახე შეცვლოდა.
-დასამალი არაფერი ყოფილა, მარიამი ალბათ ხვდება, მაგრამ მისთვის ჯერ არაფერი მითქვამს. არც შენთან ამოვსულვარ ნებართვის სათხოვნელად, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, როგორც ძმაკაცს, როგორც მარიამის საუკეთესო მეგობარს.
-ვერ გეტყვი, რომ გამიხარდა რასაც მეუბნები. მარიამის სხვანაირია, ზედმეტად გულუბრყვილო და კეთილი. მაგრად მიყვარხარ, მაგრამ მის გვერდით სხვანაირი ადამიანი წარმომიდგენია, ის ვერ შეძლებს გაუძლოს მუდმივ დაძაბულობას, შენს სიმკაცრეს..
-თომა, მე გითხარი რომ აქ ნებართვის სათხოვნელად არ ამოვსულვარ.
-მესმის, რომ ეს მარტო თქვენ გეხებათ, მაგრამ გეუბნები რასაც ვფიქრობ, ამასაც მარიამსაც ვეტყვი.
-რა თქმა უნდა, როგორც საჭიროდ ჩათვლი. ახლა უკვე ყველაფერი იცი. – კახა ადგა და წასასვლელად გაემზადა.
-არ მინდა გეწყინოს, უბრალოდ ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი და დაფიქრდი.
-არ მწყინს, მე უკვე ყველაფერზე ვიფიქრე. – მხარზე დაარტყა მსუბუქად ხელი და ოთახიდან გავიდა. უნდოდა დაესვენა და ეფიქრა, მაგრამ სახლში მისულს არაფრით დაეძინა. მთელი ღამე მარიამზე ფიქრობდა, ფიქრობდა ტანგოზე და ყოველ ჯერზე გრძნობდა როგორ გუდავდა რაღაც.
**************
მეორე საღამოს ნახა ნიკა, ყველაფრისთვის მზად იყო, მაგრამ არ აპირებდა ცივილური მოქმედებების ფარგლებს გაცდენოდა. ნანახმა კი უბრალოდ გააოცა, ნიკა მშვიდი სახით უსმენდა, როგორ უხსნიდა კახა არ მიკარებოდა მარიამს. მშვიდადვე შეხვდა მის საშინლად გაბრაზებულ ხმას, დამზაფვრელ ტონს, იმასაც კი, რომ მარიამი უყვარდა. უმნიშვნელო უკმაყოფილებაც კი არ გამოსახვია სახეზე, გასაგებიაო უთხრა ბოლოს და მანქანაში ჩაჯდა.
კახა რამდენიმე წუტი ადგილიდან ვერ იძვროდა, ვერც კი მიხვდა რა მოხდა. ძალიან არ მოსწონდა მისი მლიქვნელური სახე და სიმშვიდე, რომელმაც საშინლად ააფორიაქა. გრძნობდა, რომ ეს არ იყო მათი ბოლო შეხვედრა და რომ ყველაფერი ასე მშვიდად არ დამთავრდებოდა, მაგრამ რადგან ახლა არანაირი საბაბი არ ჰქონდა მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოში დაბრუ
ნდა. მთელი ღამე მორიგეობდა, გამთენიისას განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი მიიყვანეს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია თავის ტვინზე.
დილის ათი საათი იყო, მარიამი საავადმყოფოში რომ მივიდა. სურვილი ახრჩობდა ეთქვა ყველაფერი, ეყვირა.. გაელანძღა.. ეგრძნობინებინა მისთვის, რომ ამ ყველაფერს არ მოითმენდა, რომ არ ეშინოდა მისი. როგორც ყოველთვის ახლაც ეტირებოდა, მაგრამ ცდილობდა თავი შეეკავებინა.
-კახა შარაშიძის ნახვა მინდა. – გაბრაზებულმა, სწრაფად უთხრა მიმღებში მჯდომ მომღიმარ ქალს.
-ახლა ვერ ნახავთ.
-რატომ?
-ბატონ კახას, ოპერაცია აქვს.
-როდის მორჩება?
-უკვე ოთხი საათია საოპერაციოშია, ზუსტად ვერ გეტყვით. – ოთხი საათის გაგონებაზე მარიამს სახე შეეცვალა.
-კაბინეტში დაველოდები.
-კაბინეტში ვერ შეგიშვებთ.
-რა? – მარიამი ცდილობდა, გაბრაზებულს ამ ქალისთვის არ მიემართა უხეშად.
-ბატონი კახას კაბინეტში შესვლა ყველას გვეკრძალება, მისი ნებართვის გარეშე.
-აქ რომ დაველოდო იქ მაინც ხომ შეიძლება?
-შეთანხმებული ხართ შეხვედრაზე? ისე, ვერ შეხვდებით.
მარიამი, მოთმინებას კარგავდა. მთელი ღამე ერთი სული ჰქონდა ენახა, ახლა კი არც კი იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა ლოდინი. ქალისთვის ბოლო კითხვაზე პასუხი აღარ გაუცია, მოსაცდელში თავისუფალი სკამი მოძებნა და ჩამოჯდა. ზუსტად ორი საათი მოუწია ცდა, დერეფანში მომავალი კახა, რომ დაინახა, მხოლოდ ხალხის გამო შეიკავა თავი მაშინვე რომ არ ეთქვა ყველაფერი.
კახამაც მაშინვე შენიშნა, მაგრამ ჯერ მშვიდად მივიდა პაციენტის ახლობლებთან, რამდენიმე მილოცვა მიიღო წარმატებული ოპერაციისთვის და შემდეგ შესაშური სიმშვიდით მიუახლოვდა იმ ქალს, მარიამი რომ ელაპარაკებოდა, ისე რომ მისკენ აღარც კი გამოუხედავს. ქალმა მზერით ანიშნა მისკენ და რაღაც უთხრა.
-წამომყევი? – ჩვეული ტონით მიმართა მარიამს და არც კი დალოდებია მის ადგომას, ისე წავიდა კაბინეტისკენ. მარიამი გრძნობდა, რომ თვითონ ვეღარ გააკონტროლებდა თავს, მდგომარეობიდან გამოჰყავდა მის ტონს, სიმშიდეს. კახას ცოტა ხანს დგომა მოუწია კართან, მარიამი კაბინეტში შეატარა და კარი მჭიდროდ მიხურა. მართლა ვერ ხვდებოდა რატომ იყო მარიამი ასეთი გაბრაზებული, ან საერთოდ რატომ მიაკითხა საავადმყოფოში. მართალია გარეგნულად არ ეტყობოდა, მაგრამ ღელვისგან ექვს საათიანი ოპერაციისგან გამოწვეული დაღლილობაც დავიწყებოდა და ისიც, რომ ჯერ კიდევ საოპერაციოს ქუდი ეხურა თავზე.
-დაჯექი. – ხელით მიუთითა სავარძელზე და თვითონაც თავისი სავარძლისკენ დაიძრა.
-დაჯდომა არ მინდა. – მარიამის საშინლად შეცვლილმა ხმამ და კატეგორიულობამ მასაც გადააფიქრებინა დაჯდომა, მშვიდად მოტრიალდა და წინ დაუდგა,
-გულწრფელად მაინტერესებს რა გინდა? ან თავი ვინ გგონია, როგორ ბედავ? – მარიამი არც კი ცდილობდა ხმადაბლა ელაპარაკა, კახას აღიზიანებდა მისი ყვირილი, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა დაეცადა, სანამ გაიგებდა რა ხდებოდა.
-რა როგორ გავბედე? – ისევ გამაღიზიანებელი სიმშვიდიტ იკითხა კახამ.
-ასეთი ცინიკოსი როგორ ხარ. როგორ გაბედე ნიკას დამუქრებოდი, ვინ მოგცა უფლება ასე ერეოდე ჩემს ცხოვრებაში. ვინ გეკითხება ვის ვეცეკვები და ვის დაველაპარაკები, შენს გამო დედაჩემმა მამაჩემთან გამიშვა საცხოვრებლად და ფიქრიც კი არ მინდა რამდენი რამის დათმობა მომიწევს, შენი ავადმყოფური ხასიათისა და გამოხტომების გამო. აღარ გაბედო, აღარ გაბედო ჩემს ცხოვრებაში ჩარევა. – სილის გასარტყმელად აღმართული ხელი, მარტივად დაიჭირა კახამ.
-ვერ მოგცემ იმის გაკეთების საშუალებას, რასაც ვერ გაპატიებ. – მის ხმის გაგონებაზე შიშისაგან გააკანკალა მარიამს.
-ჩემგან რა გინდა? ხელი გამისვი. – რაც უფრო ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, უარესად ტკიოდა ხელი, უარესად ეშინოდა მისი სიახლოვის, მაგრამ მაინც არ ჩუმდებოდა.
-გეყოფა. – დაიღრიალა კახამ, მაგრამ მარიამი მაინც ყვიროდა, მაინც ლანძღავდა. -გეყოფა ყვირილი. – უფრო ხმამაღლა დაიღრიალა კახამ და ძლიერად შეანჯღრია. მარიამი უკვე ტიროდა, კახას კი უარესად უშლიდა მისი ცრემლები ნერვებს.
-მართლა ვერ ვხვდები რა გინდა, ან მე რატომ უნდა ვითმინო შენი ასეთი საქციელი.. კახა რა გინდა? – ამოიხრიალა სასოწარკვეთილმა.
კახამ ძალით გააშლევინა შეკრული მუშტი და მოულოდნელად აკოცა ხელისგულზე. მთელი შეგრძნებით გრძნობდა მის ცხელ ტუჩებს, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდიდა ყველაფერს, ისევ ცდილობდა მისგან ხელის გათავისუფლებას, მაგრამ ისევ უარეს ტკივილს გრძნობდა.
-რა მინდა შენგან? მინდა იცოდე როგორ მიყვარხარ. მინდა ნანობდე ორი გუშინწინდელ ტანგოს, მთელი გულით. ვერ ავიტან ვინმე რომ შეგეხოს,გესმის?! არ შემიძლია, ვითმენდე ვიღაცა როგორ გწერს წერილებს. იმასაც კი ვერ ვიტან ღიმილიანი სახით მზერას რომ გაყოლებენ.
-წასვლა მინდა, ხელი გამიშვი.
-ნუთუ მაინცდამაინც ისაა აუცილებელი პირდაღებულმა გდიო კუდში ყვავილებითა და სხვიის ლექსებით. ნუთუ ვერ ხვდები, რომ მიყვარხარ და საერთოდ არ ვაპირებ ჩემს გარეშე ცხოვრების უფლება მოგცე. არ ვაპირებ აგიხსნა რას ნიშნავს ნიკას საქციელი, არც იმას რა ვუთხარი. არ მომწონს მისი საქციელი და მინდოდა ცოდნოდა, მინდა შენც იცოდე. არავის მივცემ უფლებას გაწუხებდეს, ერთი წამითაც კი არ ვაპირებ ვინმესთან გაგიყო.
-შენ არ გაქვს უფლება. – ბოლო გაბრძოლებასავით გაისმა მარიამის ხმა, კახას გაეღიმა.
-ის რასაც შენს თვალებში ვხედავ, ამაზე მეტის უფლებასაც მაძლევს, ეს შენც იცი. – რამდენიმე წამი თვალისმოუშორებლად უყურებდა მის ცრემლიან თვალებს, შემდეგ კი ჩვეული სიმშვიდით მიუახლოვდა, მისი ორივე ხელი ცალი ხელით ეკავა მისივე აკანკალებული ბეჭების უკან. გამაღიზიანებელი აუჩქარებლობით შეეხო მის ტუჩებს, თითქმის შეუმჩნევლად, მისთვის არასახასიათო სინაზით. მერე ისევ თვალებში უყურა რამდენიმე წუთი, რომლებიც უხმოდ რომ ყვიროდნენ, რომ გაებუტნენ, რომ გაუბრაზდნენ, რომ უკეთესი ეგონათ. მარიამს საშინელი სიბრაზის გამო ვერ შეემჩნია ვერც კახას განსაკუთრებულად თბილი გამოხედვა, ვერც მისი აჩქარებული გულისცემა და ვერც მისი გულწრფელობა, ის მხოლოდ ტიროდა და უკვე აღარც ცდილობდა ხელები გაეთავისუფლებინა.
-ცოტათი დამშვიდდი?-თბილად ჰკითხა კახამ და თავისუფალი ხელით შეეცადა მისთვის ცრემლები შეემშრალებინა.
-წასვლა მინდა. – ჩუმად თქვა მარიამმა, ისე რომ მისთვის არ შეუხედავს. კახამ ვიღცასთან დარეკა, მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი, როდესაც შეატყობინეს, რომ მძღოლი უკვე ლოდებოდა.
-გასაღები მომეცი?
-რაც გააკეთე არ გეყო?
-ასე საჭესთან არ დაგსვამ, გასაღებს თუ არ მომცემ ცემი კაბინეტიდან ვერ გახვალ, საშინლად მეძინება და მოგიწევს მიყურო. გასაღები მომეცი. – მარიამი ვერ იჯერებდა ეს ყველაფერი, რომ მის თავს ხდებოდა, იცოდა მართლა ასე იზამდა, ამიტომ მალევე მისცა გასაღები.
-მიყვარხარ. მიყვარხარ და თუ ეს ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია შენთვის, დარწმუნებული ვარ იცი, როგორ უნდა მოიქცე. – მკაცრი, მაგრამ მშვიდი ხმით უთხრა კახამ, შემდეგ კი კართან მდგომ მძღოლს მიაწოდა გასაღები.
******************
მარიამი არასდროს ყოფილა ასე ცუდად, არასდროს უგრძვნია ასეთი უსუსურობა და გაურკვევლობა. აღარ აინტერესებდა არც ის, რომ მამამისის სახლში მოუწია იძულებით გადასვლა, არც ის, რომ მისი ყოველი ნაბიჯი აინტერესებდათ. ჭკუიდან გადაჰყავდა „კეთილისმსურველებს“ ახალ-ახალი ამბებით, რომ მოდიოდნენ და მიდოდნენ. ყველა დამაჯერებელი ტონითა და საკუთარ თავში ზომაზე მეტად დარწმუნებული ადამიანის გამოეტყველებით უყვებოდნენ მის მსობლებს ათას სისაძაგლეს კახაზე. განსაკუთრებულად ნიკას მშობლები აქტიურობდნენ, შვილის გამო, რომელიც მთელი კვირა გარეთ არ გამოსულიყო კახასგან მიღებული ტრავმებისა, თუ შიშის გამო.
მარიამთან შეხვედრის საღამოსვე ნახა კახამ მეორედ ნიკა, ვერ იჯერებდა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყავი კაცი და ტყუილით, სხვაზე ხელების შეწმენდის ფასად გაკეთებული საქმე გდომოდა. დიდხანს ფიქრობდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ თუ ახლა ამას შეარჩენდა, მერე უარესს გააკეთებდა მისი უმოქმედობით გათამამებული. მხოლოდ მარიამმა და მეორე დილით დაგეგმილმა ოპერაციამ იხსნა ნიკა, კახას ახსოვდა, როგორ ჭირდებოდა თავისუფლება მარიამთან რომ ყოფილიყო და ისიც, რომ მისი ხელების დაზიანებას შეიძლებოდა ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.
ამის შესახებ მარიამმა, რომ გაიგო, გულის სიღრმეში გაეხარდა ნიკას ვიღაცამ ჭკუა რომ ასწავლა, მაგრამ კახას მიერ საქმის მოგვარების მიღებული მეთოდები აშფოთებდა. მთელი კვირა არ გასულა სახლიდან, ფიქრისთვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რადგან ნინია, გუდაურის შემდეგ ნაკლებად ეკონტაქტებოდა, ვერ ეპატიებინა რესტორანში რომ დატოვა, სხვების ნახვა კი არც თვითონ უნდოდა, ისინი ან დუმდნენ, ან ჩურჩულით ახალგაგებულ ჭორებს უყვებოდნენ კახაზე.
მიუხედავად ამდენი ფიქრისა, მაინც ვერაფერი გადაეწყვიტა. ვერაფრით იშორებდა გონებიდან თომას სიტყვებს, რომელიც აფრთხილებდა, რომ კახასთან ადვილი ცხოვრება არ ელოდა, რომ არც არჩევანს მოუწონებდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ კახას უყვარდა. „მას ნამდვილად უყვარხარ“. გონებას ურევდა თომას სიტყვები.
განსაკუთრებულად კი მაშინ უჩქარდებოდა გული, ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი ჩუმად რომ აკვირდებოდა თითქმის ყოველ ღამით მის სახლთან მდგომ კახას. კახა ხშირად გადმოდიოდა მანქანიდან, მიუხედავად სიცივისა, მიუხედავად მინიმალური შანსისა მარიამს შუა ღამისას შეემჩნია, ის მაინც გაუნძრევლად იდგა ხოლმე მანქანაზე მიყრდნობილი და მის სახლს უყურებდა.

მარიამი, ნელ-ნელა ხვდებოდა, რამდენად არაადეკვატური იყო მისი რეაქციები, გამუდმებით სახლში ყოფნა და მისი ცხოვრებით დაინტერესებული ხალის სმენას ჭკუიდან გადაჰყავდა.
მზიანმა დილამ, თითქოს ძალა გაუჩინა, სახლიდან გასულიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა.. სწრაფად ჩაიცვა და თავის საყვარელ კაფეში წავიდა, ძალიან უყვარდა სიმშვიდეში, მყუდრო კუთხეში ჯდომა და ყავის სმა.. დარიჩინიანი ყავის სუნმა, კახა გაახსენა, წინა ღამით სიცივეში მის სახლთან რომ იდგა.. ძალიან უნდოდა, უნდოდა არა, ალბათ უფრო ჭირდებოდა მშვიდად, სხვა ადამიანების გარეშე, მასთან ლაპარაკი და ყველაფრის გარკვევა. ეგონა სხვების გარეშე ბევრად ადვილი იქნებოდა, თითქოს გულწრფელ საუბარს შეეძლო მისთვის მისეული სიმშვიდის დაბრუნება და გაურკვევლობის ბურუსის გაფანტვა. ორი საათი იჯდა კაფეში და უნებურად სულ მასზე ფიქრობდა. “მინდა, რომ ნანობდე გუშინწინდელ ტანგოს, მთელი გულით.”- გაუცნობიერებლად უტრიალებდა მისის სიტყვები გონებაში და ნანობდა, ნანობდა კახას სიტყვებისაგან დამოუკიდებლად… ნანობდა მაშინაც დედამისის დაჟინებით საცეკვაოდ რომ ადგა. ნანობდა და საშინლად ბრაზობდა საკუთარ თავზე. ბრაზობდა, რომ ენატრებოდა, რომ უყვარდა, რომ ჯეროდა მისი და თან ხვდებოდა, რამდენად რთული იქნებოდა, თუ მის გვერდით ყოფნას გადაწყვეტდა.
იმ საღამოს ნინიასთან იყვნენ გოგოები, მარიამი იმ პირობით მივიდა, რომ კახას და ნიკას არ ახსენებდნენ. გოგოებს ძალიან უჭირდათ, მაგრამ მისი სახის დანახვისას გრძნობდნენ, რამდენად ცუდად იყო მათი დაქალი.
სახლში მისულს ეგონა რაღაც განსაკუთრებული შეძლო, რაღაც ბარიერი გადალახა. იმ ღამით კახა აღარ მისულა, გულდამშვიდებული იმით, რომ ის კარგად იყო ბიჭებთან წყნეთში ავიდა.
ყველა იმაზე თანხმდებოდა, რომ მარიამს სადმე მშვიდად უნდა დალაპარაკებოდა.
-აი, ჩვენ ვიცით ძმაო, რომ ვეჩნად სპრავედლივი ხარ. მაგრამ ეს ქალებისთვის მაგარი რთული გასაგებია, არაკაცებისთვის კი ვაბშე გაუგებარი. წარმომიდგენია რეებს ელაპარაკებიან შენზე, ასი წელი არავისთვის არაფერი აგვიხსნია, მაგრამ ახლა ამ გოგოს სადმე წყნარად უნდა დაელაპარაკო. ფეხებზე გვეკიდა რას ფიქრობდნენ ჩვენზე და შენც გირჩევნია შენს ჩხუბზე ილაპარაკონ, ვიდრე იმ ოპერაციებზე ერთ თეთრს რომ არ იღებ. ამიტომ ხარ დედამიწაზე ყველაზე ჯიგარი, მაგრამ ახლა სხვა პონტია. უნდა დაჯდეთ სადმე და ყველაფერი აუხსნა. – გიგიშა ასეთი სერიოზული არ ენახათ.
-ყველაზე მართალს ბაზრობს და ეგ ვიღაც ნიკა მაგარი ა, დაიკიდე რა. რაც მთავარია მარიამისთვი ვაბშე არაფერია და მართლა დაიკიდე. ამოიღებს კიდევ ხმას და ოთხივემ მივხედოთ. ძალიან მეცოდება, მთელი კვირა ალბათ შეჭამეს და შენ კიდევ რა უქენი. თვითონ იძახი, ემჩნეოდა ცეკვას რომ აძალებდნენო და ასე რამ გალაპარაკა, შე ჩემა?!- ოგორც ყოველთვის, ნერვიულობისას ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ერეკლე.
-ბიჭებს არ უნახავთ და მე ხომ ვნახე, როგორ უყურებდით ერთმანეთს. მაგარი საყვარელი გოგოა და ძალით ნუ შეაზიზღებ შენს თავს. მე ვაბშე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა მოუყვე.
-რა ყველაფერი, დემე, ხომ არ გააფრინე?
-ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ვთვლი, რომ უნდა იცოდეს, მერე სხვანაირად შეხედავს შენს სიმკაცრესაც და ეჭვიანობასაც.
-ჩვენც ასე ვფიქრობთ. -ერთხმად დაეთანხმნენ ერეკლე და გიგიშა დემეს.
-რა პონტია, თავი შევაცოდო?! ამხელა კაცი ვარ და რასაც ვაკეთებ ყველაფერი გააზრებული მაქვს.
-თუ შენთვის ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც ამბობ, უნდა იცოდეს. მასთან ყველაფერზე უნდა შეგეძლოს ლაპარაკი.
-კაი, მოვრჩეთ რა ამ ღამით დავლიოთ, ხვალ ოპერაცია არ მაქვს და მინდა თქვენთან ერთად დავისვენო.
-ეგ ჩვენც გვინდა, მაგრამ ამ კვირაში თუ არ დაელაპარაკები იცოდე ჩვენ გაგიჩითავთ სადმე ორივეს ეგეთ პონტს, ძალით გალაპარაკებთ. – თვალი ჩაუკრა დემემ და სასმელის გამოსატანად გავიდა.
ბავშვობიდან, საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა მათთან, ტყუპებივით გაზარდეს. კახას არასდროს უგრძვნია, რომ ნამდვილი დედმამიშვილები არ ჰყავდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ თვითონ ერთი შვილი არ ეყოლებოდა. შვილებზე ალაპარაკებულმა, თვალებგაბრწყინებულმა ძმაკაცებმა ისევ მარიამს დაუბრუნეს, მარიამს მომავალში, მისი შვილებით გარშემორტმულსა და ერთად ყოფნით საოცრად ბედნიერს.
გაღვიძებულს არც ნაბახუსევი გახსენებია და არც ნახევრად გათენებული ღამე, შესაშურ ენერგიას გრძნობდა და სიხარულს, მარიამის წყალობით შეჩვეული დარიჩინიანი ყავა, რომ უასმაგებდა. მხიარულად ისაუზმეს და სამსახურებში წავიდნენ.
კაცმა, რომელიც მისი დავალებით მარიამს ყველგან დაჰყვებოდა, საღამოს უთხრა, რომ თბილისის ერთ-ერთ ბარში იყვნენ მარიამი და მისი დაქალები. მსგავს ბარებს კახა ჭკუიდან გადაჰყავდა ზედმეტად გადაპრანჭული ხალხითა, თუ მათი გამაღიზიანებელი აქცენტით, მაგრამ იმ საღამოს მაინც იქ იყო. მარიამმა შეამჩნია, მაგრამ თითქოს არც ერთს შეუნიშნავს ერთმანეთი. კახა არც ცდილობდა ადჟინებული, ყურადღებიანი მზერა დაეფარა, მარიამი იშვიათად, მორიდებულად აპარებდა მისკენ თვალს, დისკომფორტს უქმნიდა ლიკას არჩეული ბარის სიტუაციაც და კახას იქ ყოფნაც. ძალიან არ უნდოდა გოგოებს შეემჩნიათ მისი იქ ყოფნა, ბარიდან გამოსულმა მშვიდად ამოისუნთქა, არავის სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი კახაზე.
პირველ დღეს შემთხვევითობა ეგონა, მერე კი კახას, რომელიმე კუთხეში ჯდომა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. კვირის ბოლოს უკვე თვალებით ეძებდა მის მაგიდას ბარში შესული. კახასავით მასაც აღიზიანებდა მსგავსი ადგილები, არც სასმელი უყვარდა არც ბარში ცეკვა, მაგრამ თითქოს გოგოებთან ერთად სიარულით კახას უმტკიცებდა, რომ ის ჩვეულებრივად ცხოვრობდა, რომ მიუხედავად მისი საქციელისა, ძალიან კარგად გრძნობდა თავს. იმ საღამოსაც მალევე დაინახა ბარში შემოსული კახა, გოგოებმაც დაინახეს და უბრალოდ აღნიშნეს, მაგრამ რადგან მარიამს შეატყეს არ სიამოვნებდა, ხმა აღარ ამოუღიათ. მიმტანის ხელში ჰენესის დანახვაზე, უნებურად გახედა კახას.
-გუბერნატორის მოადგილის მერე სულ მინდა და დღეს დავლიოთ რა. – თვალი ჩაუკრა ნინიამ და ღიმილიანმა გამოართვა ბოთლი მიმტანს.
-მე არ მინდა, მამაჩემის თავი არ მაქვს. – მაშინვე იუარა მარიამმა, საშინლად გააღიზიანა ნინიას საქციელმა.
-შენ ხომ ვერ გაგზარდეთ რა, დალიე.
-არა, მართლა არ მინდა.
მაგიდასთან, ნინიას გარდა ლიკა, ნატა და ანუკა ისხდნენ, ოთხივემ შემართებით დაიწყო სმა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ უკვე საკმაოდ ნასვამები იყვნენ, მარიამი ვერაფრით ითანხმებდა წასვლაზე. ხშირად იხედებოდა კახასკენ, რომელიც მარტო იჯდა კუთხეში და მისთვის ჩვეული, უემოციო სახით უყურებდა. ითმენდა, როდის მობეზრდებოდათ მის დაქალებს, არ უნდოდა ასეთი ნასვამები მარტო დაეტოვა. ნინია საშინლად უშლიდა ნერვებს, უკვე მეორედ ეცეკვებოდა ვიღაც უცნობს და თან მეხუთედ დაელია გაგის სადღეგრძელო. ზომაზე მეტად ნასვამი, ვერ ხვდებოდა, რომ მეტისმეტად მიხუტებოდა სრულიად უცხო ბიჭს, ვერც იმას ამჩნევდა როგორ ეფერებოდა უცნობი მის ბეჭებს, მის ყელს. მარიამი, მაშინვე მივიდა, როგორც კი შეამჩნია და თხოვა დამჯდარყო, ნინიამ სიცილი ატეხა, უცნობმა კიუხეშად მიუთითა თავის ადგილზე დაბრუნებულიყო. მარიამი არც დაჯდომას აპირებდა და ვერც ხვდებოდა, რა გაეკეთებინა, სიბრაზისაგან სისხლი თვალებში აწვებოდა.
-დაჯექი შენ და მე მივხედავ. – მოულოდნელად გაუთბა ზურგი, იგრძნო, რომ მის უკან იდგა, მკაცრი ხმით, რომელიც არ გაპატიებდა ეჭვი შეგეტანა მასში. შეშინებულმა ამოხედა. – დაჯექი შენს ადგილას. – მკაცრად გაუმეორა და დაელოდა, სანამ ჩამოჯდებოდა სკამზე. მერე ნინიას მოკიდა მკლავში ხელი და მარტივად გამოაცალა უცნობს ხელებიდან.
-ვინ ჩემი ფეხები ხარ? – დაუბღვირა უცნობმა.
-ბარიდან გადი. – მშიდად უთხრა კახამ და დაბნეულ ნინიას ანიშნა, თავის მაგიდასთან მისულიყო.
-ბიჭო, შენ ვინ გეკითხება? – ირონიული ტონით ამოთქვა უცნობმა და მუშტი მოუქნია. მარიამს სუნთქვა შეეკრა, დაინახა, რომ ხელი არ მოხვედრია. ვეღარ არჩევდა რა ხდებოდა, განწირული უყვიროდა კახას, უცნობის ხლში დანახული გატეხილი ბოთლის დანახვისას. რამდენიმე წუთის შემდეგ გააშველეს.
მისი გამომეტყველება, თითქოს ღრიალებდა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რომ სხვანაირად უბრალოდ ვერ მოიქცეოდა და ყველაზე კარგად ესმოდა მარიამს ახლა ეს. უყვარდა ასეთი, არ აინეტერესებდა, რგორს ხედავდნენ სხვები, მისთვის ის ყველაზე სამართლიანი იყო. არ იყო მისთვის მისაღები ჩხუბით გარჩეული საქმეები, მაგრამ ვერც იმას ხვდებოდა, მოეწონებოდა კი, კახა, რომელიც სხვანაირად მოიქცეოდა.
აცრემლიანებული უყურებდა კახას მარჯვენა, დასისხლიანებულ ხელს
-მათეს დავურეკე, გარეთ გველოდება, წამოხვალ შენც?!
-არა, თქვენ წადით. – არც კი შებრუნებულა მისკენ, ისე, გაუაზრებლად უთხრა ლიკას უარი. ვერ ხვხდებოდა რას განიცდიდა, მის წინ იდგა უხმოდ და აკანკალებული დაჰყურებდა ხელზე. ცოტა ხანში მოაფიქრდა, ნაჭრის სუფთა ხელსახოცი მიეწოდებინა.
-ნუ გეშინია. – აქეთ გაამხნევა კახამ და ხელსახოცი ჭრილობაზე შემოიხვია. – წავიდეთ. – უთხრა დაძაბულმა და წინ გაატარა.
-მე წაგიყვან. – გაუბედავად უთხრა მარიამმა, არ იცოდა სწორად იქცეოდა, თუ არა, მაგრამ გრძნობდა, რომ მარტო არ უნდა მიეტოვებინა.
-არ მტკივა, მაგრამ შენ ჩემს მანქანაში ჩაჯექი.
-გაჭრილი ხელით როგორ ატარებ, თუ ჩემს მანქანაში ჩაჯდომა არ გინდა, გასაღები მომეცი, ან ტაქსი გავაჩეროთ და იმით წადი.
კახამ, გასაღები გაუწოდა. მის გვერდით ყოფნა და ნატკენი ხელი, იმდენად აშფოთებდა, არ ქონდა წინააღმდეგობის გაწევის თავი. ჭრილობა სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ, რამდენიმე დღე ალბათ ვერ მოახერხებდა ასაოპერაციოში შესვლას, ეს კი აგიჟებდა.
მარიამს ხმა არ ამოუღია ისე მიიყვანა საავადმყოფომდე, უხმოდ უყურებდა როგორ გაუსუფთავეს ჭრილობა და დაადეს ნაკერები.
-სავარაუდოდ სამი-ოთხი დღე მაინც ვერ მოახერხბს ხელი სრულად ფუნქციის აღდგენას, ბატონო კახა. – რიდით უთხრა ახალგაზრდა ექიმმა და მისი კაბინეტიდან გავიდა.
-ძალიან დიდი ბოდიში. – ჩუმად ჩაიბუტბუტა მარიამმა და ძლივს შეხედა.
-რა გაქვს საბოდიშო?!
-ჩემი ბრალია. – მიუხედავად მცდელობისა ცრემლები ჩამოუგორდა ლოყებზე. კახა, მშვიდი ნაბიჯით მიუახლოვდა, ფრთხილად მოხვია ორივე ხელი და გულზე მიიკრა. აბედნიერებდა, მარიამი პროტესტს რომ არ გამოთქვამდა, თითქოს მისი გვერდით ყოფნით გათამამებულს გადაეწყვიტა, ბოლომდე დაცლილიყო ემოციებისაგან. ტირლილით გული ამოვარდნას ჰქონდა, სასაცილოდ ჩაბღაუჭებოდა მის პიჯაკს სუსტი ხელებით.
-მე წავალ. – დარცხვენილი მოშორდა და კარისკენ შებუნდა.
-შენს მანქანამდე მიგიყვან.
-ტაქსით გავალ.
-ვერ ვიტან, რომ მაიძულებ რაღაცები ძალით გაგაკეთებინო. ხომ იცი, რომ ახლა ტაქსით არ გაგიშვებ. – დიდხანს ვერ შეელია თავის კატეგორიულობას კახა.
რამდენიმე წუთში ბართან იყვნენ.
-მე უბრალოდ ასეთი ვარ, შენი ბრალი არაფერი იყო.
-მადლობ, ნინია რომ დაიცავი. ძალიან ვწუხვარ შენი ხელის გამო, უზომოდ მრცხვენია, ღმერთს მადლობა, რომ სერიოზულად არ დაგიზიანდა. – ისევ ცრემლები წამოუვიდა მარიამს. კახას არ უნდოდა მანქანიდან გადასვლის უფლება მიეცა, საერთოდ არ უნდოდა ოდესმე მოშორებოდა.
-არ მომწონს ასეთ ადგილებში რომ დადიხარ, თან მარტო. ამ კვირამდე არსად მინახიხართ, მითუმეტეს თომას გარეშე და ამას თუ ჩემს გამო აკეთებ, არ ღირს.
-შენს გამო, რატომ? – დამნაშავესავით ჩაილაპარაკა მარიამმა.
-ვფიქრობ გინდა დამიმტკიცო, რომ ძალიან კარგად ხარ, რომ ერთობი და მე არ ვარსებობ. მაგრამ ოდნავ მხიარულიც კი არ მინახიხარ ამ დღეებში.
-შენ არაფერ შუაში ხარ.
-მე არ მინდა კიდევ გნახო ბარში მსგავს სიტუაციაში, შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი.
მარიამი უხმოდ გადაჯდა თავის მანქანაში. კახამ სახლამდე მიაცილა, მხოლოდ მაშინ დაძრა მანქანა სახლში შესული რომ დაინახა.
************************
ნატკენმა ხელმა ხასიათი უარესად დაუმძიმა და უამრავი თავისუფალი დრო გაუჩინა. მარიამი საღამოობით აღარსად გადიოდა, ამით შინაგან კმაყოფილებასაც გრძნობდა და დისქკომფორტსაც, მისი უნახაობით.
***********************
გამოსავალი ისევ უნივერსიტეტი იყო. კახამ, დაზიანებულ ხელსა და მოცლილობას გადააბრალა ინიციატივა. აქამდე ვერასდროს მოეხერხებინა საჯარო ლექციების ერთ კვირიანი ციკლის წაკითხვა, ახლა კი თვითონვე მივიდა დეკანთან წინადადებით. რა ტქმა უნდა აუცილებელი პირობა, მარიამის პროექტში ჩართვა იყო. მხოლოდ ერთი სამუსაო დღე დაჭირდა ლექციათა განრიგის განსაზღვრას, თემატიკაზე ჩამოყალიბებასა და პირველი საჯარო ლექციის დაანონსებას. უნივერსიტეტის მხრიდან, პროექტის კურატორად მარიამი დაინიშნა.
ამ შემთხვევაში ეჭვიც არ შეპარვია კახას გამო რომ ხდებოდა ყველაფერი მაგრამ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. ფაკულტეტის დეკანს გაგონებაც კი არ უნდოდა რაიმე მიზეზის, ღიმილიანმა გადასცა განრიგი და წარმატებები უსურვა.
*************************
მთელი ღამე არ ეძინა, ძალიან აინტერესებდა როგორ ჰქონდა ჭრილობა, უხაროდა, რომ ნახავდა, მაგრამ მასთან შეხვედრა საშინლად აფორიაქებდა.
ნერვიულად აწესრიგებდა აუდიტორიას და მის მოსვლას ელოდა.
-ყავა მოგიტანე. -თბილად უთხრა კახამ და ჭიქა გაუწოდა. ლოყებშეფაკლულმა გადაუხადა მადლობა და მზერა მაშინვე მისი ხელისაკენ გაექცა.
-ხელი როგორ გაქვს? – ისევ დამნაშავესავით იკითხა მაიამმა.
-კარგად, მადლობ.
-ოპერაციის გაკეთება უკვე შეგიძლია? – ცნობიმოყვარეობამა და ნერვიულობამ სძლია.
-ჯერ არა, იქითა კვირიდან.
-ძალიან ვწუხვარ.
-ვიცი, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ ლექციებისთვის გამომიჩნდა თავისუფალი დრო.
-ძალიან უხერხულია, შენი წყალობით რომ ჩამრთეს ამ პროექტში.
-რაასდროს ჩაგაგდებ უხერხულ სიტუაციაში.
-მაგრამ..
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არ გავაკეთებ ისეთ რაღაცას შენ რომ უხერხულად იგრძნო თავი. მგონი დროა, სტუდენტები შემოვუშვათ. – კახამ თავისი ადგილი დაიკავა და აუდიტორიის შევსებას დაელოდა.
სტუდნტები ინტერესით უსმენდნენ ლექციას ევთანაზიის შესახებ, მარიამს არ უნდოდა ეღიარებინა, მაგრამ ახლა, ფიზიკის აუდიტორიის ერთ-ერთ იარუსზე მჯდომი, საოცრად ბედნიერი იყო..
შემდეგი ლექციები ეხებოდა, ორგანოთა გადანერგვასა მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებს, პლასტიკურ ქირურგიას, პირევლად დახმარებას და ა.შ…
ბოლო ლექციაზე საოცრად კმაყოფილმა დეკანმა, კიდევ ერთხელ წარუდგინა აუდიტორიას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნეიროქირურგი და მასთან მომავალში თნამშრომლობის იმედიც გამოთქვა. კახას ხელზე სახვევი აღარ ედო, მთელი საღამო ღიმილიანი შეჰყურებდა მის ხელს, ჩვეულებრივად რომ ამოძრავებდა.
-უნდა ვილაპარაკოთ, ჩემს მანქანაში ჩაჯექი. – უთხრა გარეთ გამოსულს.
-ჩემებმა იციან ამ დროს რომ უნდა მივიდე, ვერ წამოვალ.
-ვერ ხვდები, რომ უკვე დიდიხანია სალაპარაკო გვაქვს?! – ხმა გაუმკაცრდა კახას.
-ვერ დავაგვიანებ. – წყნარად თქვა მარიამმა და მეორე კორპუსის კიბეებს ჩაუყვა.
-არც შენ და არც მე არ ვართ იმ ასაკში, ვინმეს ანგარიში ვაბაროთ და მითუმეტეს ვუთანხმოთ როდის ვილაპარაკებთ, თუნდაც შენს მშობლებს.
-არ შეგიძლია გაიგო, რომ არ მინდა პრობლემები მქონდეს?
-შენთვის პრობლემა არ არის ჩვენი გაურკვეველი ურთერთობა? პრობლემა არ არის, იდიოტებივით რომ ვუყურებთ ერთმანეთს? პრობლემა არ არის, ვიღაცების ჭორებით, რომ გიწევს მიცნობდე? გამაგებინე ეს პრობლემა არ არის? – კახა უკვე ყვიროდა, არ ახსოვდა არც ჭავჭავაძის ხალხმრავლობა და არც ის, იქვე მდგარი სტუდენტებისთვის რამდენიმე წუთის წინ ლექტორი რომ იყო.

მჭიდროდ შემოაჭდო ხელი მკლავზე და მანქანისკენ წაიყვანა, მარიამს ვერ გაებედა მასავით ხმამაღალი ლაპარაკი, აღიზიანებდა სტუდენტების გაფაციცებული მზერა, კახას მისი არც ერთი სიტყვა ესმოდა. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, მხოლოდ კარის გაღებისას უბრძანა გადმოსულიყო. მარიამის შეშინებული, დაბნეული მზერით ათვალიერებდა იქაურობას, მხოლოდ კორპუსებს ხედავდა, ახლოს არაფერი ჩანდა კაფის, ან რესტორნის მაგვარი, სადაც ლაპარაკს შეძლებდნენ, ამიტომ ვერაფრით გაებედა გადმოსვლა.
-გადმოდი. – დაძაბულმა გაიმეორა კახამ.
-სად ვართ? სად უნდა ვილაპარაკოთ?
-ჩემს სახლში.
-რომელიმე კაფეში გველაპარაკა.
-მე აქ მინდა, გადმოდი. – მარიამი შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქეთ, გული ამოვარდნას ჰქონოდა. – მარიამ, რისი გეშინია, ნუთუ ჩემზე იმასაც ამბობენ, რომ მოძალადე ვარ?! – სიმწრით ჩაიცინა და სევდიანი, გაბრაზებული მზერა მიაბყრო.
-არა, უბრალოდ.. – მარიამმა, გაუბედავად გადმოვიდა მანქანიდან და სადარბაზოში შევიდნენ. კახას ეღიმებოდა მის შეშინებულ მზერაზე და თან ძალიან ტკიოდა ასე რომ არ ენდობოდა, როგორც კი შევიდნენ კახამ პალტო გამოართვა და მისაღებში შეუძღვა.
სახლის სითბომ, იმიტირებულმა ბუხარმა და სიმყუდროვემ, თითქოს ცოტათი დაამშვიდა.
-დაჯექი. ყავას ხომ დალევ?
-არაფერი არ მინდა, ვიდგები.
-დაჯექი, ყავა რამდენიმე წუთში იქნება. – ვითომ არ გაუგონია უარი.
რამდენიმე წუთში ბუხართან მდგარ მაგიდაზე, ორი ბოკალი, წითელი ღვინო და ყავის ფინჯნები დააწყო კახამ. დარიჩინის სუნმა თიტქმის გადაავიწყა ნერვიულობა, უჩვეულო იყო, კახას ასეთ ფორმაში ნახვა. კაცის, რომელიც ყელაზე და ყველაფერზე მეტად ეძვირფასებოდა. მარაიმი ისევ ფეხზე იდგა.
-დაჯექი, ასე დაიღლები. – ღიმილით უთხრა კახამ და მზერა არ მოუშორებია სანამ დივანზე არ ჩამოჯდა, თვითონ ხალიჩაზე დაჯდა, ზუსტად მის პირდაპირ ფეხმორთხმით.
-გთხოვ, ასე ნუ ნერვიულობ, უნდა ხვდებოდე, რომ არასდროს არაფერს დაგიშავებ. – ფრთხილად მოიქცია მისი გაყინული სუსტი ხელები ხელებში და ფერება დაუწყო. მარიამი გაწითლდა, კახას კი ეღიმებოდა მის ბავშვურობაზე, გულუბრყვილობაზე. -რას ფიქრობ ჩვენზე?
-მე არფერს. – ჩუმად ჩაიბუტბუტა მარიამმა და მაშინვე წამოდგა, მისგან ზურგით ფანჯარასთან დადგა და თითქოს ინტერესით, ქუჩას დაუწყო ყურება. კახა რამდენიმე წამი არ განძრეულა, მანამ, სანამ მიხვდებოდა რომ ტიროდა. მაშინვე წამოდგა, მთელი ტანით აეკრო მის ბეჭებს და ხელები მოხვია. მარიამი ტირილისაგან სუნთქვა უჭირდა. დაეღალა გაურკვევლობას, ვეღარ იტევდა იმ ყველაფერს რასაც გრძნობდა, უნდოდა ეთქვა რომ უყვარდა, უნდოდა ყველა ეჭვი გამქრალიყო, ყველაფერი ცუდი…
კახამ ფრთხილად შემოაბრუნა თავისკენ და დივანზე დასვა, თვითონ ჩაცუცქული უყურებდა თვალებში. მარიამს თვალები დაეხუჭა და ვერაფრით გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა რისი თქმაც უნდოდა. მერე შეშინებუმა, აკანკალებული ხელები შეახო მის სახეს, ეგონა სირცხვილისაგან მოკვდებოდა.
-მიყვარხარ. ვიცი, რომ ოდნავადაც არ ვარ იდეალური, ალბათ არც სასურველ მეორე ნახევარს ვგავარ რაიმეთი, მაგრამ მიყვარხარ. მიყვარხარ ასეთს, ზედმეტად ემოციურს, საშინლად მკაცრს, ავადმყოფურად ეჭვიანსა და მესაკუთრეს. მაგრამ მიყვარხარ, მიყვარხარ მთელი ცნობიერითა და ქვეცნობიერით. არ შემიძლია გითმენდე შორს მყოფს, უჩემოს.. არ შემიძლია.. – ძარღვებდაბერილი, აწყლიანებულ, ჩასისხლიანებულ თვალებს არ აშორებდა მარიამს.
-მიყვარხარ ასეთი, როგორიც ხარ. – ჩუმად უთხრა მარიამმა, ვერც ერთს დაეჯერებინა, რომ მარიამმა ეს თქვა.
-ხომ ხვდები, რომ ძალიან რთული იქნება? შენებს ძალიან არ მოვწონვარ, არც შენი მეგობრები მოგიწონებენ არჩევანს. გესმის, რომ გაგიჭირდება, მე მხოლოდ იმის დაპირება შემიძლია, რომ ყოველთვის ყველა შესაძლებელზე მეტად მეყვარები, რომ ყოველთვის ვიქნები შენი საიმედო საყრდენი და უფლის წყალობით, უსამართლოდ არავის მოვექცევი, მეტი არაფრის… ვერ დაგპირდები, რომ შევიცვლები, რომ სხვანაირი გავხდები, უკვე ოცდათორმეტის ვარ და ყველა ჩემი ნაბიჯი გააზრებული მაქვს.
-სხვა არაფერის დაპირება მჭირდება.
-მარიამ, ერთმანეთი ისე უნდა გვიყვარდეს, რომ არ ვფიქრობდეთ ჩვენს გარშემო რას ფიქრობენ ამაზე, ჯერათ თუ არა..
-ვიცი.
კახა მაშინვე წამოიმართა, მსუბუქად აიყვანა ხელში და დიდხანს უყურა მის ბედნერების ცრემლებით გაბრწყინებულ თვალებს. მარიამი გაუბედავად ეფერებოდა მის სახის მკაცრ ნაკვთებს და ვერ გაეაზრებინა, რომ ამის უფლება ჰქონდა, რომ არ უნდა ყოფილიყო სირცხვილისა და უხერხულობისაგან გაწითლებული. კახას თვალების დახამხამებაც კი არ უნდოდა, ასეთი აფორიაქებული და ასეთი მშვიდი ერთდროულად არასდროს ყოფილა.
-უნდა წავიდე, ძალიან დამაგვიანდება.
-კარგი. – ძლივს დაეთანხმა კახა და პალტოს ჩაცმაში დაეხმარა.
კახა ცალი ხელით მართავდა მანქანას, მეორე ხელში კი მარიამის ხელი მოექცია, ვერ იაზრებდა ბედნიერებას. უნივერსიტეტთან მისულს, არ ეთმობოდა, ნელა გააღო მარიამის მანქანის კარი და ფრთხილად შეეხო მის ტუჩებს. მარიამი ისევ გაწითლდა, კახას კი ისევ გაეღიმა.
სახლამდე მიჰყვა, ამ შემთხვევაშიც არ დაუძრია მანქანა, სანამ სახლში შესული არ დაინახა, მაგრამ იმ დღეს პირველად მობრუნდა მარიამი, გაუღიმა და ხელი დაუქნია.
-დღეს ყველაზე ბედნიერი დაბადების დღე მქონდა! – წერდა კახა რამდენიმე წუთის შემდეგ.
-რატომ არ მითხარი?
-ახლა ხომ გითხარი. მიყვარხარ.
-მიყვარხარ. – ყურებამდე გაღიმებული დაჰყურებდა მობილურს და არ ჯეროდა, არ ჯეროდა არაფერი რაც იმ საღამოს მოხდა.

**********************

რელობაში კი დეკემრის სუსხი იდგა, გუდაურისეული.. სიწმინდემდე თეთრი..
მარიამი თავს იწამებდა წარსულის მოგონებებით, უკვირდა კიდეც ყველაფერი ისე დეტალურად ახსოვდა, მაგრამ ვერაფრით ელეოდა. არ უნდოდა გაეაზრებინა, რომ ახლაც, რაც გუდაურში იყო სულ კახას საყვარელი სუნამო ესხა.. აქ ვერავინ გაიგებდა ამას, ვერავინ იფიქრებდა, რომ გაგიჟდა..
დაეჯერებინა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, სიკვდილს ჰგავდა სიცოცხლეში.. წლები იყო ვერდაჯერებაზე ჩაბღაუჭებული ითმენდა ცხოვრებას.
აოცებდა ნიკოლას მამამისთან მსგავსება, აოცებდა და ათბობდა.
მშობლების ავსტრიაში ყოფნამ საშუალება მისცა ცოტა ხნით მაინც ეცხოვრა მშვიდად. ახლაც ღიმილიანი დაჰყურებდა თავის პატარას, სასაცილოდ რომ აკვირდებოდა თოვლისაგან გაკეთებულ, სტაფილოსცხვირიან თოვლის ბაბუას.
-დე, ბაბუ რეკავს. – თბილათ უთხრა ნიკოლას და ბატონ დავითს მიესალმა.
-როგორ ხართ, შვილო? – როგორც ყოველთვის, ახლაც საოცრად სევდიანი, მაგრამ თბილი ხმა ჰქონდა კახას მამას.
-კარგად, ბატონო დავით, თქვენ როგორ ხართ?
-მე კარგად ვარ, შვილო, რა მიჭირს. თქვენზე ვნერვიულობ.
-მართლა კარგად ვართ, ბატონო დავით.
-შვილო, მე ხვალ მოვფრინავ და ძალიან მინდა გნახოთ, შეძლებ?
-რა თქმა უნდა, ჩვენ გუდაურში ვართ, ხვალ დილითვე დავბრუნდები თბილისში და მე და ნიკოლა აეროპორტშიც დაგხვდებით.- მარიამის მშობლებს ისევე არ უყვარდათ დავითი, როგორც კახა. ყოველთვის განსაკუთრებული პრობლემა იყო, მისი და ნიკოლას შეხვედრა. მარიამი გამუდმებით ცდილობდა, სულ არ გაეგებინა მატთვის, მაგრამ უმეტესად ყველაფერი არც ისე კარგად გამოდიოდა. საშინლად რცხვენოდა, კაცის, რომელსაც არც მანამდე ჰქონდა ადვილი ცხოვრება და არც ახლა, შვილის ციხეში ყოფნით საბოლოოდ თმაგაჭაღარავებულსა და სიცოცხლის სანთელ ჩამქრალს, ნიკოლა რომ მოვლენოდა გადამრჩენად.
-არა, შვილო, ასე არ შეწუხდეთ.
-რა შეწუხებაა, რომელ საათზე იქნებით აქ.
-საღამოს ექვს საათზე, მაგრამ მართლა არ არის მარიამ საჭირო.
-დაგხვდებით, ნიკოლას ძალიან მოენატრეთ, ტელეფონს მივცემ.
ნიკოლამ სასაცილოდ ჩაბღუჯა მისთვის ძალიან დიდი ტელეფონი.
-ბაბუა დე, დაუძახე.
-ბაბუ, ბაბუუუ. – საყვარლად იმეორებდა ნიკოლა და სერიოზული სახით უსმენდა ბაბუამისს. ძლივს შეელია ნიკოლა ტელეფონს.
-მშვიდობიანი მგზავრობა, ბატონო დავიტ, ჩვენ დაგხვდებიტ ხვალ.
-დიდი მადლობა, შვილო, დიდი მადლობა. ნამდვილი ანგელოზი ხარ. – მარიამმა იცოდა, ეს წლები რამდენი რამის გადატანა მოუწია მასავიტ კახას მამასაც, ხვდებოდა, რა რთული იყო მის ასაკში უცოლოდ, შვილის გარეშე მარტო ცხოვრება, შვილის, რომელშიც ყველა მის ახდენილ ოცნებას მოეყარა თავი.
-ხვალამდე. – აცრემლებული დაემსვიდობა და თვლში მოთამაშე ნიკოლას დაუბრუნდა.

**********************

მთელი კვირა ბატონ დავითთან ერთად გაატარეს, ვერ ელეოდა შვილიშვილს. მხოლოდ მასა და შვილთან პაემნებს უთმობდა საქართველოში ყოფნის დროს. დავითი თითქმის არასდროს ახსენებდა მარიამთან კახას, შეთანხმებულებივით უფრთხილდებოდნენ ერთმანეთს.
ყოველთვის მაშინ ელაპარაკებოდა ხოლმე ნიკოლას კახაზე, მასზე, მატ სიყვარულზე, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ მარიამს არ ესმოდა.

***********************

-მარიამ, შვილო, ვერაფრით გადავწყვიტე მეთქვა თუ არა, მაგრამ დამალვას რა აზრი აქვს. იცი, რომ თავიდან არც შეწყალების, არც ადვოკატის და არაფრის გაგაონება უნდოდა კახას, მაგრამ რაც ნიკოლას არსებობის შესახებ გაიგო, მას შემდეგ აღარ უთქვამს უარი ბრძოლაზე. შეიძლება ბიჭებმა გითხრეს, უკვე არაერთი ოპერაცია გაააკეთა სამოქალაქო საავადმყოფოში, ყველაფერი ისეა, რომ სავარაუდოდ ძალიან მალე გაათავისუფლებენ, მაქსიმუმ ერთი თვეში.
მარიამს სახე გაუფითრდა, ბედნიერება და შიში ერთმანეთში აერია.
-ჩამოჯექი, შვილო. – შეშინებულმა მიიყვანა სკამამდე.
-ჩემს ოთახში გავალ რა, დიდი ბოდიში. – არ უნდოდა, მისი თანდასწრებით ეტირა, სირბილით შევარდა თავის ოთახში, ყველაფერი ტკიოდა, შინაგან ქაოსს, გაურკვევლობას და შიშს გრძნობდა, შიშს მასთან შეხვედრის, შიშს სიმართლის.
ისევ მოგონებებს შეეფარა, სადაც ეჭვის გარეშე შეეძლო დაყრდნობოდა, სადაც მისიანი იყო, სულით-ხორცამდე, ახლა კი ყველაზე მეტად ის აშინებდა, ამდენი წლის შემდეგ არ გაუცხოვებოდა, რომ დაენახა და შეცივნოდა.

**************************

ისევ მაშინ.. მათი დროის პირველ დღეებში…

***

როგორც ელოდნენ მარიამის მშობლები უზომო აგრესიითა და პროტესტით შეხვდნენ, ქალიშვილის გადაწყვეტილებას. მოჩვენებითმა სიმშვიდემ მხოლოდ მარიამის გადაწყვეტილების შემდეგ დაისადგურა. შიშით, მართლა ცალკე არ გადასულიყო საცხოვრებლად, აიძულათ მისი თანდასწრებით მაინც მოეჩვენებინათ, რომ შეეგუებოდნენ.
არც მისი დაქალები შეხვედრიან განსაკუთრებული სიხარულით, ნინია ბარის ინციდენტსაც კი მის მოუთმენლობასა და სიხისტეს აბრალებდა. სხვები კი არც დადებით და არც უარყოფით ემოციებს გამოხატავდნენ. მხოლოდ თომა ედგათ გვერდში, რომელსაც თავისი სათქმელი ეთქვა და მიუხედავად იმისა, რომ ახლაც თვლიდა მარიამისათვის ცოტა რთული იქნებოდა, მაინც მთელი გულით ცდილობდა ხიდად ქცეულიყო კახასა და მარიამის მეგობრებს შორის. ენახვებინა მათთვის, რომ მიუხედავად მისი სიმკაცრისა, კარგი ადამიანი იყო.
კახა მარიამის გამო, ოდნავადაც არ იმჩნევდა მისი დაქალების გვერდით გაჩენილ დისკომფორტს, არც მათ კომენტარებს. მარიამი კი პირიქით, საოცრად გრძნობდა კახას ბავშვობის მეგობრებთან თავს. სიამოვნებდა მათ ბავშვობაზე, კახას საყვარელს ადამიანებზე, საგნებზე, მოგონებებზე საუბარი. ცდილობდა მის გარეშე განცდილი სიხარულიცა და ტკივილიც გაეზიარებინა. ზაფრავდა, კახას სახე, ყოველთვის, როდესაც უნებლიეთ დედამისს ახსენებდნენ.
-ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა, არ გიყვები იმიტომ კიარა, რომ არ გენდობი. უბრალოდ არ შემიძლია. იციან მათ, ვინც უბრალოდ იციან მისი გარდაცვალების ამბავი. მე არასდროს არავისთვის მომიყოლია. – უთხრა ერთხელ სახეგანაცრისფრებულმა, ძარღვებდაბერილმა.. ხმით, რომელიც ყველა გოდებაზე მძიმედ ისმოდა.
მარიამი, უფრო და უფრო ბედნიერი იყო მასთა.. მის სიკეთეს, სამართლიანობას, მის სამყაროს სხვა განზომილებაში გადაჰყავდა, მხოლოდ მისეულში.. ვერ იჯერებდა მის სინაზეს, იმას, რომ ასეტ მკაცრსა და ხისტს შეეძლო ასე გაფრთხილებოდა, ასე ეზრუნა.. ეფიქრა, ეფიქრა ყველაფერზე.. ნელ-ნელა აღარაფრად იქცა მშობლების წინააღმდეგობა, მეგობრების ეჭვნარევი გამოხედვაც.. არაფრად…
15 მარტი იყო.. 25-ის ხდებოდა..
გოგოების დაჟინებული თხოვნით ერთ-ერთ მყუდრო ბარში გადაწყვიტა აღენიშნა. ერჩივნა, სადმე კახასთან ერთად ევახშმა, მაგრამ არ უნდოდა ამით განაწყენებულ დაქალებს, ისევ კახაზე ელაპარაკათ.
ორი საათის მისულები იყვნენ ბარში, კახა კი ისევ ოპერაციაზე იყო.
-ასეთი რა საქმე აქვს, შენს დაბადების დღეზე რომ ვერ მოვიდა? – სათითაოს ეკითხებოდნენ დაქალები, ის კი ღიმილიანი სახით უპასუხოდ ტოვებდა ყველას. მშვიდად იჯდა სუფრასთან, თომასთან და კახას ძმაკაცებთან ერთად და მუსიკას უსმენდა. უკვირდა, მათ გარდა არავინ, რომ არ იყო ბარში, რადგან თვითონ არც კი მოფიქრებია დაეხურა. უკვირდა, მაგრამ არაფერს ხვდებოდა, სანამ ბარის სცენაზე რამდენიმე მოცეკვავეს არ მოჰკრა თვალი.
ემოციებისაგან, ეგონა მთელი დედამიწა არ ეყოფოდა. ახლა უკვე ხვდებოდა რატომ არავინ იყო მათ გარდა ბარში.
კახას არ დავიწყებოდა, მისი და სადაზღვევო სააგენტოების პროექტზე მუშაობისას, მარიამი როგორ განიცდიდა მასზე გაბრაზებული სუხიშვილების ახალ პროექტზე დასწრებას, რომ ვერ ახერხებდა. არ დავიწყებოდა და გადაწყვიტა, რომ მისი თხოვნით, მარიამისთვის დაბადების დღეზე შეესრულებინათ რამდენიმე ცეკვა, რომლეთა შესრულების შემდეგ, სოლისტმა ბარათი და საჩუქარი გადასცა.
საჩუქარი კახას დაწერილი ღვთისმშობლის ხატი იყო, ბარათზე კი მხოლოდ ოთხი სიტყვა ეწერა “მიყვარხარ. სხვები, ნუ დაიჯერებენ.”
მარიამს ახლა მართლა აღარ ჰყოფნიდა დედამიწა, ერთი სული ჰქონდა ენახა და აღარ მოშორებოდა, აღარ მოშორებოდა არასდროს.

ოპერაცია შუა ღამისას დამთავრდა, მარიამი არც კი დაწოლილა, რომ არ დაძინებოდა. ხელს არ უშვებდა ტელეფონს, რომ როგორმე მისი ზარი არ გამოჰპარვოდა.
-მაპატიე. – კახას ხმა შეგძრავდათ ისეთი იყო. ის ყოველთვის ცოტას ლაპარაკობდა, ცოტას, მაგრამ ყველაფრისმთქმელი იყო მისი გამომეტყველება, განსაკუთრებულად კი მისი თვალები, უნახავადაც გადამდები მისი ემოცია. ახლაც, მარიამმა ზუსტად იცოდა როგორი სახე ჰქონდა, რას განიციდა.
-ძალიან დიდი მადლობა, მიყვარხარ. არ ვიცი მეტი რა გითხრა, არ ვიცი, როგორ გაგიზიარო ბედნიერება, სიხარულს ვერ ვიტევ, შენით გამოწვეულს სიხარულს.
-მადლობას არ უნდა მიხდიდე. მიყვარხარ.
-ოპერაციამ როგორ ჩაიარა?
-კარგად, საყვარელო, ვერ ვიტან იმ დღეებს რომ ვერ გნახულობ, თან შენს დაბადების დღეზე საოცრად გამოვიდა. -ვამაყობ შენით. ძალიან მენატრები.
-ფანჯარასთან მოხვალ? ორ წუთში ვიქნები. ზუსტად ორ წუთში, სახლის წინ იდგა. თავისი ცისფერი ფორმითა და თეთრი ხალათით. ოდნავ განათებული ქუჩიდანაც კი სჩანდა მისი ღიმილი.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ, ისევ საავადმყოფოში უნდა დაბრუნდე?
-კი, ორი წუთით გამოვედი. შენც დაიძინე, ცოდო ხარ ამდენ ხანს ჩემს გამო რომ გღვიძავს?
-შენ ვერ ხვდები, რამხელა ბედნიერებაა გელოდებოდე შენ.
-ასე ნუ მელაპარაკები, თორემ ვეღარ ვხვდები, რატომ უნდა გეთანხმებოდე ქორწინების რამდენიმე თვით გადადებაზე.
-კარგი. – სიცილით უთრა მარიამმა.
-ეს საკითხი მაინც გადასახედი გავქვს, დილით უნივერსიტეტში მოგაკითხავ.
-ერთი სული მაქვს, როდის გნახავ.
-მშვიდი ძილი. მიყვარხარ.
-მიყვარხარ. თავს გაუფრთხილდი რა.
*****************

რთული გასააზრებელი იყო შორს ყოფნის საჭიროება, შორს ყოფნის, რომელსაც ზოგჯერ ვალდებულებები, უფრო ხშირად კი მშობლების შემორიგების იმედი იწვევდა.
სახლში არასდროს ახსენებდბნენ კახას, ლია და ნოდარი იმედოვნებდნენ, რომ მალე ეს პრობლემა თავისთავად მოგვარდებოდა, რომ არასდროს მოუწევდათ მასთან, როგორც ოჯახის წევრთან შეგუება.
მარიამი, ცდილობდა არასდროს დაეგვიანებინა, არასდროს მიეცა მათთვის საბაბი კახაზე რაიმე ცუდი ეფიქრათ, ან ახალი მიზეზი მიეცა მათთვის კიდევ უფრო დიდი წინააღმდეგობის გასაჩენად. არ უნდოდა, ზედმეტად დაძაბულ ურთიერთობებს არჩევანის აუცილებლობამდე მიეყვანა, რაც თავისთავად გამორიცხავს სრულყოფილ ბედნიერებას.
ამიტომ უამრავი რაიმეს დათმობა უწევდა კახას, ეგუებოდა თინეიჯერივით გამოზომილი დროით პაემნებს, იმასაც ყოველთვის რომ ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს, როდესაც უნდოდათ.. იმასაც, ჯერ რომ ვერ ქორწინდებოდნენ.
*********************
ლიკას დაბადების დღეს ერთ-ერთ მყუდრო რესტორანში აღნიშნავდნენ.
-მარიამ, კახაც დაპატიჟებულია, თუ გვიკადრებს გაგვიხარდება. – ასე დაპატიჟა ლიკამ, მარიამი და კახა.
-რას ნიშნავს თუ გიკადრებთ, კახა ყოველთვის მოდის, როდესაც დრო აქვს.
-საქმეც ისაა, რომ დრო ჩვენთვის თითქმის არასდროს აქვს. – მარიამმა, იცოდა ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ვერ ხვდებოდა ასაკობრივი სხვაობა, თუ რა გამხდარიყო ასეთი გადაულახავი ბარიერი მის მეგობრებსა და კახას შორის. მიუხედავად იმისა, რომ კახა მაქსიმალურად ცდილობდა ყველასთვის ესიამოვნებინა, მაინც ვერაფრით მოიგო მათი გული. სიტყვაძუნწობას, მძიმე ხასიათს ამპარტავნობად ართმევდნენ, მიუხედავად მისი მოქმედებებისა. ვერ ახერხებდა ყველა შეხვედრისას მათთან ყოფნას, მარიამს ესმოდა, მაგრამ ვერაფრით გაეგებინებინა მათთვის.
კახას მართლა არ აინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა, ვინ დაიჯერებდა მის გულწრფელობას, ან მათ სიყვარულს, საერთოდ არ აპირებდა ვინმესთვის რაიმე ემტკიცებინა. მთავარი მარიამის ბედნიერება იყო და ამიტომ ცდილობდა, როგორმე მისი მეგობრებისთვის ეჩვენებინა, რომ სულაც არ იყო საშიში და ამპარტავანი. უამრავჯერ მჯდარა რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ მათთან ერთად რომელიმე ბარში, ხუმრობის კი არა, გაცინების თავიც, რომ არ ჰქონდა. ამას კი მარიამის და თომას გარდა, მაინც არავინ ამჩნევდა. ვერაფრით მიმხვდარიყვნენ რამდენად რთული და საპასუხისმგებლოა იყო ექიმი, მითუმეტეს ქირურგი და თან პრეტენზია გქონდეს პროფესიონალიზმზე. მარიამი სულ მასზე ნერვიულობდა, ნორმალურად დასვენებას რომ ვერ ახერხებდა.
ლიკას დაბადების დღეზე ნახევარი საათი მაინც დაიგვიანეს, საავადმოყოფოდან პირდაპირ მივიდნენ.
-არ მჯერა, რომ მოიცალე. – სიცილით უთხრა ლიკამ და საჩუქარი გამოართვა. სუფრასთან ათი-თორმეტი ადამიანი იჯდა. იქ პირველად გაიცნეს ანუკას შეყვარებული. ირაკლი ისე სწრაფად გაუშინაურდათ, კახა და თომა გაოცებულები უყურებდნენ ერთმანეთს, უსიამოვნო იყო მისი ფამილიარობა და უაზრო ხუმრობები.
-მაგარია, საავადმყოფოში რომ მუშაობ. – სახეგაბრწყინებულმა უთხრა, თომას, როგორც კი ამის შესახებ გაიგო.
-კი, ძალიან საინტერესოა.
-საინტერესო არ ვიცი, მაგრამ მაგარი კია. ისე ამბობენ, რომ სულაა მორფის პონტი. განსაკუთრებულად კი ქირურგები, თურმე ყველანი იჩხირავენ. – სიცილით დაამატა ირაკლიმ.
მარიამს სახეზე ფერები გადაუვიდა. კახამ თვალებით ანიშნა, რომ არაუშავდა.
-შენ სად მუშაობ? – თომაა შეეცადა, როგორმე სხვა რამეზე გადაეტანა ლაპარაკი.
-მე ჯერ არსად, ახალგაზრდა ვარ და რა პონტია ყოველ დღე სამსახურში სიარული. ხან სად მინდა ყოფნა ხან სად და შაბათ-კვირას ხომ ვერ დაველოდები. – ლოგიკა რკინის იყო, თომა ყურებს არ უჯერებდა, კახა კი საერთოდ ცდილობდა, როგორმე არ გაეგონა მისი ლაპარაკი. – თქვენთანაც ყველა ქირურგი კაიფობს ხომ? – აგრძელებდა ირაკლი.
-ქირურგებზე ძალიან მარტივი და ცუდი წარმოდგენა გაქვს. ეგ საქმე არც ადვილია და მითუმეტეს კაიფში მყოფი ოპერაციას ვერ გააკეთებ.
-კარგი რა, უცხო ხომ არ ვარ. ნაღდი მითხარი.
-ირაკლი, ზედმეტი მოგდის. მოდი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. – შეძლებისდაგვარად მშვიდად უთხრა თომამ.
-ოჰ, როგორ იცით ხოლმე თავის დაფასება მომუშავე ხალხმა. ისე მელაპარაკები, თითქოს ჩვენი ქირურგები უსაქმურობისა და კაიფის გარდა რამეს აკეთებდნენ. შენც ხომ მომავალი ქირურგი ხარ? – დამცინავად ახედა ირაკლიმ.
თომა სანამ წამოდგებოდა, კახას უკვე ცალი ხელით ეჭირა, ირაკლის მაგიდაზე მიკრული თავი. გოგოები კიოდნენ, მთელი რესტორანი მათ უყურებდათ, თომა კი ცდილობდა კახა დაემშვიდებინა, რომელიც განძრევის საშუალებას არ აძლევდა ირაკლის.
ღმერთმა იცოდა, როგორ ცდილობდა მოეთმინა, როგორ უნდოდა ირაკლი გაჩუმებულიყო და მეტი არაფერი ეთქვა. მაგრამ ისევ ვერ მოახერხა, ისევ ვერ მიხვდა სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყო. გრძნობდა როგორ გაურთულდებოდა მარიამის დაქალებთან ჯერ ისედაც ვერ დალაგებული ურთიერთობა, მაგრამ მაინც ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა სხვანაირად.
რამდენიმე წამი ვერაფერს გრძნობდა, არც ირაკლის გაფაციცებული ბოდიში ესმოდა, არც თომას მუდარა ხელი გაეშვა… მხოლოდ მარიამს ხედავდა, მის შეშინებულ თვალებს.. ერთადერთი სურვილი ჰქონდა, ოღონდ მარიამს გაეგო, ოღონდ მარიამს არ წყენოდა. მალევე შეუშვა ხელი ირაკლი და დაძაბულმა გახედა მარიამს, გრძნობდა, რომ ვერ გაუძლებდა ახლა მარიამი რომ არ გაჰყოლოდა. მან კი სწრაფად მოიქცია მისი თითები თავის სუსტ ხელში. ახლა ყველაზე თბილი იყო მისი გამოხედვა, თანაგრძნობას კი არა, უსაზღვრო სიყვარულს გამოხატავდა, თანაზიარობას ჭირში და ლხინში, უღალატობას.. კახა, გრძნობდა რას ნიშნავდა არ იყო მარტო. მამამისის, ძმაკაცების წყალობით უფლის წყალობით არასოდეს უგრძვნია მარტოობა.. მაგრამ ახლა სხვანაირ სისავსეს გრძნობდა, სულ სხვანაირ ბედნიერებას. რესტორანი თომასა და ელენესთან ერთად დატოვეს. კახამ ახლა უკვე ზუსტად იცოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა თავისი პრობლემების მოსაგვარებლად, ყველაფერს მარიამისთვის მასთან ცხოვრება, რომ გაეადვილებინა.
-მარიამ, ცოტა ხნით გცალია?
-კი კახა, მამაჩემი დაბადების დღის გამო ადრე არ მელოდება.
-მაშინ, ცოტა ხნით ვილაპარაკოთ.
კახას პატარა ბინა ყოველთვის სიმშვიდესთან ასოცირდებოდა. რამდენიმე წუთი ხმა არც ერთს ამოუღია. კახა ნერვიულად დადიოდა ოთახში, მარიამი აფორიაქებული ადევნებდა თვალს.
-დღეიდან კიდევ უფრო რთული იქნება შენს მეგობრებთან ურთიერთობა. -თქვა მძიმედ.
-მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის.
-არ ვიცი რას ვაკეთებ არასწორად და ალბათ ამაშიც არის პრობლემა.
-კახა შენი ბრალი არ არის.
-სანერვიულოს არ გილევ. ადრე ეს არ მაწუხებდა, მთავარია უსამართლობის განცდა არ მქონოდა და იმის იქით არაფერი მაინტერესებდა. მამაჩემის გარდა არავისზე ვიყავი პასუხისმგებელი, მან კი ყველაზე უკეთ იცის რომ ასეთი ვარ, დეტალებზე ნერვიულობა კი შორს ცხოვრების გამო არ უწვეს. ახლა კი შენ ნერვიულობ, ნერვიულობ და თან არასდროს მეუბნები საყვედურს. ჩემს ბავშვობაში არის რაღაც, რამაც ბევრი რამ განაპირობა. დედაჩემის გარდაცვალებაზე არ გელაპარაკები იმიტომ კი არა, რომ არ გენდობი. უბრალოდ არ შემიძლია. იციან მათ, ვინც უბრალოდ იციან მისი გარდაცვალების ამბავი, მე არასდროს არავისთვის მომიყოლია.
-მე მინდა რომ კარგად იყო, მე მოგისმენ მაშინ, როდესაც შენ გენდომება ამ ყველაფრის თქმა, ჩემზე არ ინერვიულო. მე მხოლოდ ის მანერვიულებს, რომ ნორმალურად არ ისვენებ, ადამიანების კი ვერ ხედავენ იმ სიკეთეს რასაც აკეთებ. მეც ვერ ვახერხებ ისე დაგიდგე გვერდით, როგორც საჭიროა.
-აბა ახლა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. – კახა დივანზე ჩამოჯდა და მკერდზე მიიხუტა მარიამი. გული ძალიან სწრაფად უცემდა. – ძალიან მინდა ბედნიერი იყო, ძალიან მინდა ყველაფრის გაკეთება შევძლო ამისთვის. აუცილებლად გავივლი ფსიქოლოგთან საჭირო კურსს, როგორც კი მოვიცლი. ამით ცოტათი უფრო ადვილი გახდება ჩემი ატანა.
-რა სასაცილო ხარ, შენ ასატანი არაფერი გჭირს.
-სულ არაფერი. – სიცილით გაიმეორა კახამ და ნაზად აკოცა.
მარიამს არც კი უნდოდა ანუკას და მის შეყვარებულზე, ან სხვა დაქალებზე ფიქრი, თუ ისევ კახას გაამტყუნებდნენ. როგორც ჩანდა, მისი და დაქალების მოსაწონი მეორე ნახევრები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა, რომ გერმანიაში დამოუკიდებლად ცხოვრებამ იმდენად გაზარდა, რომ მათთან ბევრი საერთო დაკარგა. ეს ძალიან ტკენდა გულს და არასდროს მიჰყვებოდა ამ ფიქრებს შორს.
***************************
ანუკა, ძალიან დიდ ხანს აღარ დალაპარაკებია ნორმალურად. მანამდე ირაკლისაც დაშორდა, მაგრამ მისთვის მთავარი დამნაშავე მაინც კახა იყო. მარიამი უკვე შეჩვეოდა ყურადღება არ მიექცია მათთვის. მარიამს უხაროდა, ნინიას და ლიკას თომასა და კახას მხარე რომ დაეჭირათ, მაგრამ კახა მაინც პრობლემატურად და საურთიერთოდ არც ისე სასურველ პიროვნებად რჩებოდა მათთვის.
კიდევ უფრო დაულაგებელი იყო ურთიერთობა მშობლებთან. ლიას და ნოდარს ნელ-ნელა იმედი ეწურებოდათ, რომ მათი შვილის კახასთან ურთიერთობა მოკლევადიანი და არასერიოზული იყო. ვიღაც არასდროს იზარებდა მათთვის მარიამისა და კახას ყველა შეხვედრის შესახებ მოეყოლა. ხანგრძლივი განხილვა მოჰყვა ანუკას დაბადების დღის ინციდენტსაც. ამ ამბებს ისე დაეახლოვებინა მისი დაშორებული მშობლები, რომ თითქმის ერთმანეთისთვის ყველაფერი ეპატიებინათ. ერთხმაში აფრთხილებდნენ შვილს, ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში გარდაუვალი დაღუპვის თაობაზე. პატარაობიდან მათ შერიგებაზე ოცნებობდა, ახლა კი, როდესაც ყველაზე ახლოს იყო ოცნების ახდენასთან სიხარულს საერთოდ ვერ გრძნობდა. არც კი ჰქონდა მასზე დაფიქრების თავი და სურვილი.
მარიამიც გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა არჩევანის გაკეთების აუცილებლობას.. გრძნობდა იმასაც, რომ მისგან ასე შორს მყოფი დიდხანს ვერ გაძლებდა და რომც გაეძლოთ, არაფერი სჩანდა ისეთი რაც კახასა მის მშობლებს შორის ურთიერთობას დაათბობდა.
****************************
ადამიანებს გაუზიარებელი ტკივილი განსაკუთრებულად აშორებს…
შეიძლება აიტანო სიხარულის დროს სიშორე, მაგრამ აუტანელია იტანდე სიშორეს, როდესაც იცი, როგორ მწუხარებაშია შენი საყვარელი ადამიანი.
მშობლების სახეზე დანახული თითქმის ვერდამალული სიხარული, შიშით ავსებდა, შიშით არ შეზიზღებოდა… სამუდამოდ არ დაეკარგად მათი პატივისცემა.. ის საავადმყოფოში იწვა.. ყოველ დღე, უწევდა ლიასა და ნოდარის დაუსრულებელი მონოლოგების მოთმენა. საყვედურები სახლში დაგვიანებისთვის. საავადმყოფოში მოწყობილი სკანდალის მოთმენაც კი მოუწია, იქ გათენებული პირველი ღამისთვის. მერე ყურადღება აღარ მიუქცევია, გრძნობდა რამდენად აფსურდული იყო გაფრთხილებოდა მათ, ვისაც მისი ბედნიერება კი არა, საკუთარი პრინციპულობა აღელვებდათ.
კახასა და გიგიშას ავარიამ უამრავ რამეზე დააფიქრა, განსაკუთრებულად კი დროზე, დღეებზე, რომელსაც ერთმანეთისაგან შორს ყოფნის თმენაში ატარებდნენ. გამოწერამდე გვერდიდან არ მოშორებია. კახა ძალიან იყო განერვიულებული, ნერვიულობდა გიგიშაზე, რომელიც თავს იმდენად ადანაშაულებდა, რომ არავის ელაპარაკებოდა. ანერვიულებდა ისიც, დიდი ხნის განმავლობაში კოჭლობა რომ მოუწევდა… ანერვიულებდა მარიამის გაფითრებული სახეც… საავადმყოფოში, უამრავი რამ იყო გასაკეთებელი. ტკივილს ჭკუიდან გადაჰყავდა, მაგრამ ვერაფრით ამბობდა უარს ოპერაციებზე. იცოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი დახმარება ადამიანებისათვის, რომლებისთვისაც დროისა თუ ფინანსური პრობლემების გამო, მისი უარი გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ფეხზე დგომა სიკვდილის მსგავსივე განაჩენი იყო მისი ფეხისთვის, მაგრამ როგორც კი ფეხზე დადგომა შეძლო, არც ერთ ოპერაციაზე უთქვამს უარი. მარიამს ფიზიკურ ტკივილს აყენებდა მისი მდგომარეობა. უნივერსიტეტის გარდა დროის უმეტეს ნაწილს სულ საავადმყოფოში ატარებდა, ცდილობდა გიგიშას დალაპარაკებოდა და თან კახას კვებისა და დასვენებისთვის ცოტათი მაინც ედევნებინა თვალყური.
*************************
საოპერაციოდან ახალი გამოსული იყო. ფეხის გაუყუჩებელი ტკივილი აზროვნების უნარს ართმევდა. მისი პარტნიორი კი მოუსვენრად, განრისხებული თელავდა კაბინეტს. როგორც ყოველთვის, ახლაც უკმაყოფილო იყო, საავადმყოფოს მიერ, თითქმის სრულიად უფასოდ გაკეთებული ოპერაციების გამო. ლადო, ოცპროცენტიანი წილის მესაკუთრე პარტნიორი იყო, სავადმყოფო მისთვის მომგებიანი ბიზნესი გახლდათ. ბავშვობიდან სულ ის ესმოდა მშობლებისაგან, როგორ ადარებდნენ მის მიღწევებს კახასას. ბოღმავდა ოცის ოთხმოცთან თანაფარდობაც და ისიც, კახა ასეთი წარმატებული ქირურგი რომ იყო.
კახა ურეაქციოდ უსმენდა. ახლა გიგიშასა და მარიამის გარდა ვერაფერზე ფიქრობდა.
-საერთოდ მისმენ, სად დაფრინავ? – ღრინავდა ლადო. კახა ისევ დუმდა. -შენ გგონია ეს გოგო დიდხანს აიტანს შენს უხასიათობასა და ეჭვიანობას, გგონია დიდხანს მოეწონება შენი ბრძანებების შესრულება სად წავიდეს და სად არა?! მალე მოვა გონს და მაშინვე იპოვის ვინმეს ვინც შენზე უკეთესი იქნება. ნუ გგონია, რომ შენ საუკეთესო ხარ. ნუ გგონია.. – უკვე დასისხლიანებულიც კი არ ჩუმდებოდა. თითქოს გადაეწყვიტა მთელი ცხოვრების ნაგროვები ბოღმა ერთიანად მოეშორებინა. ძლივს გააშველეს. კახა კი ისევ შორს იყო. ცდილობდა გონებამდე არ მიეშვა მისი სიტყვები, არადა იცოდა, როგორი საშინელება იყო ეჭვიანობა… იცოდა როგორი მძიმე ხასიათი ჰქონდა.. ისიც იცოდა რომ საუკეთესო არ იყო.
-მარიამი არასოდეს გააკეთებს ამას, არასოდეს. მე კი გამოვსწორდები, შევძლებ უკეთესი ვიყო, მარიამისთვის შევძლებ. – ჩუმად უმეორებდა თავს, მაგრამ მაინც ვერაფრით გაჩერებულიყო კაბინეტში. უნდა ენახა, აუცილებლად უნდა ენახა. მხოლოდ ამის გააზრებას ახერხებდა, ფეხი კი ისევ აუტანლად ტკიოდა.
რამდენიმე წუთში უკვე უნივერსიტეტში იყო. გრძნობდა, რომ მრისხანებაზე მხოლოდ მისი დანახვისას გაიმარჯვებდა. აჩქარებით, შეშლილი სახით მიუყვებოდა დერეფანს მარიამის ოთახისაკენ. მარიამი მისგან ზურგით იდგა ოთახის წინ და ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა. ბიჭის ღიმილიანმა სახემ მაშინვე ლადო გაახსენა, მისი სიტყვები გონებას უარესად ურევდა. რამდენიმე წამში ისიც კი ვეღარ აღიქვა, უცნობის მიერ მარიამის წელზე ოდნავი შეხება, მინიშნება რომ იყო კარში პირველი ის შესულიყო და არა წელზე ხელის მოხვევა. მარიამმა ვერც კი გაიაზრა ასე უცებ საიდან გაჩნდა კახა. ვერც მისი შეშლილი სახისთვის, შუშის თვალებისთვის მოეძებნა ახსნა. ახლა მისი ყვირილი უფრო ტკენდა, ვიდრე მკლავზე მარწუხივით შემოკრული ხელი. ყველა მათკენ იხედებოდა, არც ეს აინტერესებდა მარიამს. მორჩილად მიჰყვებოდა კახას, იცოდა რომ მხოლოდ სიმშვიდეში, ყველასგან შორს მოახერხბდა მხოლოდ მასთან დალაპარაკებას. ერთხელაც კი არ უთხოვია ხელი გაეშვა.
კახა კი ნელ-ნელა ალაგებდა მოვლენებს თავის თავში. უკვე იცოდა, რომ ის ბიჭი მარიამის ერთ-ერთი სტუდენტი იქნებოდა, რადგან მაქსიმუმ 18-19 წლის იყო, იცოდა ისიც, რომ თავაზიანი ჟესტი თითქმის ღალატად შეურაცხა მარიამს. უფრო და უფრო მსუბუქად უჭერდა ხელს. დერეფნის ბოლოს უკვე მისი ცრემლებიც შეამჩნია და ისიც თავადაც, რომ აუბრჭყვიალდა თვალები.

არასდროდ ჰქონია ასეთი შგრძნება.. საშინელებაა, როდესაც ზუსტად იცი, რომ არაკაცი ხარ.. ზუსტად, სისხლით-ხორცამდე რომ გრძნობ რამდენად უსამართლოდ მოიქეცი..
ყველაფერი ღირებული, თითქოს თავისივე ნებით შებილწა. მთელი ცხოვრება, სხვის მაგივრადაც კი ებრძოდა უსამართლობას, ახლა კი ყველაზე ძვირფას ადამიანს მოექცა ყველაზე უსამართლოდ. სიყვარული და შინაგანი ტკივილი გუდავდა. უუფლებობა ეთქვა, რომ უყვარდა… უუფლებობა შეხებოდა.. უუფლებობა, პატიება ეთხოვა.. უყვარდა მთელი ცნობიერითა და ქვეცნობიერით.. უყვარდა და ცხოვრებაში პირველად ნანაობდა საქციელს მთელი შეგრძნებით…
მარიამი კი მის თვალებს ეძებდა… მის თვალებს, შიშში, გაუბედავობასა და უსიტყვობაში დაკარგულ, საყვარელი კაცის თვალებს.. მართლა ვერ გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს, ისიც კი გულს ტკენდა წყენის გამო ხმას, რომ ვერ ცემდა.. არადა ერთი სული ჰქონდა, როგორმე მის თვალებს შეხვედროდა, თვალებით ეგრძნობინებინა, რომ მიუხედავად ყველაფრისა უყვარდა, რომ მის გვერდით იყო.. რომ ესმოდა… პარადოქსი იყო, მაგრამ ესმოდა..
მისთვის სიყვარული არ იყო მხოლოდ ბედნიერი ურთიერთობა, პრობლემების გარეშე ან სერიოზულ პრობლემებამდე.. გრძნობდა, რომ ახლა უნდა ყოფილიყო ყველაზე ძლიერი… რომ ყვირილით და გაბუტვით კი არ უნდა დამეძიმებინა საყვარელი ადამიანის მდგომარეობა, პირიქით… ახლა უნდა ყოფილიყო მის გვერდით, ახლა უნდა დახმარებოდა გადაელახა მდგომარეობა, რომელიც კახას თავისივე შეხედულებებისაგან აშორებდა.
საავადმყოფომდე ხმა არ ამოუღიათ. ვერც მარიამმა იპოვა მისი თვალები, მხოლოდ დაბერილ ძარღვებს ამჩნევდა ყელზე, დაძაბულ ხელებს, ტკივილით შეშლილ სახეს..
კახას კი მხოლოდ მისი გულისცემა ესმოდა.. და გრძნობდა, კი არ ხედავდა, გრძნობდა, რომ მარიამი ტიროდა..
თვითონ დაადო გიბსი ხელზე.. რედგენის სურათზე გაბზარული ხელის ძვალის დანახვამ, უარესად გააგიჟა.. ვერაფრით მოეფიქრებინა, რა შეიძლება ეთქვა.. როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფრისთვის გაეძლოთ, მოეხადა ბოდიში და ურთიერთობა გაეგრძელბინათ.. უტოპია იყო.. უტოპია… რომლის წარმოდგენა, გაუბედავი ოცნებაც კი საკუთარ თავზე აბრაზებდა თავხედობისთვის.
როგორც კი ხელის შეხვევას მორჩა, კარისკენ წავიდა…
-კახა.. – გაუბედავად დაუძახა მარიამმა, მას არ მოუხედავს,არც ხმა გაუცია..
-თომა, მარიამს მიხედე.. – ჩახლეჩილი ხმით უთხრა, თომას, რომელიც დაბნეული სახიტა და აჩქარებული ნაბიჯით მოდიოდა დერეფანში.
კახას არ გაუგონია მისი პასუხი, არც მისი კითხვები.. არც არავინ შეუმჩნევია გარშემო, აჩქარებული ნაბიჯით მიუახლოვდა მანქანას და მაშინვე საშინელი სისწრაფით მოსწყდა ადგილს…
-მამა ლუკა, წამიყვანეთ. – მხოლოდ ეს სამი სიტყვა უთხრა მამაოს და ის, რომ ხუთ წუთში სახლში იქნებოდა..
დაუდევრად ჩაყარა ზურგჩანთაში რამდენიმე ხელი სამოსი, ოდნავადაც არ უფრთხილდებოდა ნატკენ ფეხს.. რამდენიმე წუთი საშინლად გაიწელა, ეგონა ჭკუიდან გადავიდოდა..
ზღყრბლზე მამა ლუკას დანახვამ სიმშვიდე და უფრო დიდი სინანული მოუტანა.. მის გვერდით გრძნობდა საკუთარ არარაობას, ცოდვების სიმძიმეს სრული სისავსით..
მამაომ ყველაფერი უთქმელად გაიგო.. იმედიანი თვალებით გაუღიმა და მხარზე მსუბუქად დაადო ხელი..
********
შიო მღვიმის გზა…
ეს ყოველთვის მეტი იყო, ვიდრე მანძილი დანიშნულების ადგილამდე.. რაღაც რაც აღაფრთოვანებდა და თან სიმძიმეს მატებდა, საკუთარი შეცდომების გამო… რაღაც რაც ერთიანად ავსებდა სინანულითა და იმედით.
ახლა ყველაზე მძიმე იყოო. საკუთარი არარაობა ასეთი სიმზაფრით არასდროს შეეგრძნო.. მამა ლუკა ისევ დუმდა.. აცდიდა გარემოთი ტკბობას, რომელსაც თვითონ მამაო გამშვენიერებულ უბრალოებას ეძახდა ყოველთვის…
**********
არც მარიამი პასუხობდა თომას კითხებს… თომასგან კი მხოლოდ ის გაიგო, რომ კახამ ლადოსთან იჩხუბა დილით.. გაურკვევლობაში ჩაფლულს, ერთი სული ჰქონდა კახა ენახა.. ვერაფრით მიხვდა ასე უცებ საიდან გაჩდნენ მისი მშობლები ან მისი მეგობრები..
აუტანელი იყო მათი “ხომ გეუბნებოდი”.. აღშფოთება, საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად უფრო, ვიდრე გულისტკივილის გამოსახატად.. საყვარელი ადამიანის ლანძღვა და მტკიცებითი საუბარი იმაზე, რაზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ.. გარშემომყოფებს ჭკუიდან გადაჰყავდათ.. ისევ თომამ უშველა, რომელიც, როგორც ექიმი, მისთვის სიმშვიდეს აუცილებლად მიიჩნევდა.. ვერც გზაში გაძლეს მისმა მშობლებმა კახას გაულანძღავად.. ორივენი გულმხურვალედ იმედოვნებდნენ, რომ მათი ქალიშვილი ახლა მაინც მოეგებოდა გონს.. ახლა მაინც დაინახავდა როგორი არაკაცი აერჩია.. მამამისი სრული სიწრფელით ემუქრებოდა სიკვდილით და გამალებით საუბრობდა ტელეფონზე, კახას მოსაძებნად მითითებების გასაცემად.
**********
საკუთარ ოთახში მარტოდ დარჩენილმა უკეთესად გაიაზარ მომხდარი.. გაუბედავად აიღო ტელეფონი, არ აინტერესებდა, მისი მშობლების მიერ მკაფიოდ ხაზგასმული ღირსება, რომელსაც მათი აზრით კახასთან ურთიერთობით ფეხქვეშ თელავდა.. სასიცოხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნდა კახასთვის ენახებინა, რომ არ აპირებდა მის მიტოვებას, ასეთ რთულ დროს. ნომერი გამორთული იყო.. ტანსაცმლიანად მიწვა საწოლზე და მისი სურათებისა და ძველი წერილების თვალიერება დაიწყო.. ყველაფერი ატანად ტკივილზე ბევრად უფრო მტკივნეული იყო.. მისი არ ყოფნით, მისი ცუდად ყოფნით გამოწვეული სიცარიელე გუდავდა.
**********
შიო მღვიმეში სიმშვიდე იყო, სიმშვიდე, რომელიც დაფიქრებას გაიძულებს.
მამა ლუკა არასოდეს უყურებდა რაიმეს ერთი მხრიდან, კახას ძალიან ეხმარეობოდა მასტან ყოველდღიური ურთიერთობა. ეხმარებოდა ისიც, რომ მამაო ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან ადამიანთა, შორის, რომლებიც რეალურად იცნობდნენ მას.
მამა ლუკამ იცოდა, რომ აკრძალვებით ვერასდროს ვიღებთ ნამდვილ შედეგს, მითუმეტეს კახასნაირ ადამიანთან..
არ უკრძალავდა მშენებლობაზე მუშაობას, უბრალოდ თხოვდა ეფიქრა მომავალზე.. ზიანი, რომლის მოტანაც მისი ფეხისთვის მშენებლობაზე ამდენ მუშაობას შეეძლო, მამაოზე კარგად იცოდა.. მაგრამ იმ დროს საერთოდ არ აინტერესებდა შედეგები.. ფიქრობდა, რომ თუ მარიამის ცხოვრებიდან სამუდამოდ წავიდოდა, აითი ცხოვრებას გაუადვილებდა.. გაუადვილებდა ურთიერთობას მშეობლებთან, მეგობრებთან, რაც მისი აზრით თავისთავად ნიშნავდა სიმშვიდეს, რაც შეიძლება თავისებურ ბედნიერებადაც მოიაზროს ადამიანმა.. იმის გათვალისწინებით, რომ კახა ნამდვილად არ მიიჩნევდა თავს ღვთის საჩუქრად, მართლა ფიქრობდა, რომ მარიამი მის გარეშე ბევრად უკეტესად იქნებოდა..
აუტანელი იყო მისგან შორს ყოფნა, მაგრამ ფიქრი მისთვის უკეთესზე, აიძულებდა გაეძლო.. აუტანელი იყო, ისიც, რომ საკუთარი არარაობის გამო ძალიან ბევრ ადამიანს ვერ ეხმარებოდა, ვერ ასრულებდა მოვალეობას, რომელიც წლების წინ გააზრებულად აიღო.. ამას კი გამართლებას ვერ უძებნიდა… ვერ პოულობდა მეორე მხარეს, რომელსაც ოდნავ მაინც შეეძლო შეემსუბუქებინა განცდების სიმძიმე..
დღეები მიჰყვებოდნენ დღეებს.. კახა ისევ ისე იყო, ისევ არ იცოდა უმოქმედობისა და შორს ყოფნის გარდა, რა შეიძლება გაეკეთებინა საყვარელი ადამიანის უკეთ ყოფნისთვის…
*************
მარიამისთვის შვება ბიჭებისგან გაგებული სიახლეები იყო. ჯერ ვერაფრით გაებედა მონასტერში მისვლა, ნაწყენი ალბათ ისევ იყო.. ვერაფრით გაეგო რას გრძნობდა.. ხელს უშლიდა მშობლების გაფაციცებული მეთვალყურეობაც და მოლოდინიც, კახასგან გადადგმული პირველი ნაბიჯის.. არც ის იცოდა, მონასტერში საერთოდ რომ არ უვლიდა დაზიანებულ ფეხს. ფიქრობდა, რომ პირიქით, ფიზიკურადაც და სულიერადაც გაძლიერებაში დაეხმარებოდა მონასტერში ყოფნა.
უკვე მეორე კვირა მთავრდებოდა, სიშორე კი უფრო და უფრო აუტანელი იყო, ორივესთვის.. კახას აღარ შველოდა კეთილ მიზნებზე ფიქრი.. მონატრებას გაგიჟებამდე მიჰყავდა..
***********
იმ დღეს პირველად ნახა კახას მამა.
ბატონი დავითი, მაღალი, სრულიად ჭაღარა კაცი იყო, წყლიანი, თბილი ცისფერი თვალებით, რომელსაც ასაკსაც შეამჩნევდით და გამოვლილ ტანჯვასაც.
სიტყვებს, შორის გაკეთებულ პაუზებზე ეტყობოდა, როგორ უმძიმდა შვილზე ლაპარაკი. აცრემლებული თხოვდა მისი შვილისთვის ეშველა.
-შვილო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აქვს ფეხი.. თავისი მამაოსიც კი არ ჯერა, არც მე მისმენს, ბიჭების სანახავად აღარც კი გამოდის, რომ იცის რა უნდა უთხრან. ვიცი, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ხარ. ჩემს შვილს არ ვამართლებ, ძალადობა და ეჭვიანობა გაუმართლებელია, მაგრამ გთხოვ გაუგე. ახლა გვერდით თუ არ დაუდგები დაიღუპება. მან არ იცის რა გითხრას, გთხოვ, გემუდარები შვილო, ნახე. თხოვე იმკურნალოს. რაც იქაა ფიზიკურად მუშაობს, თან ძალიან მძიმე სამუშაოზე. ჰგონია, რაც უფრო დიდხანს არ გნახავს, შენ უფრო გაგიადვილებს ცხოვრებას.
-არ ვიცოდი, თუ არ მკურნალობდა. – ტირილამდე მისულმა ძლივს ამოილუღლუღა. -ვიცი, რომ ეს სპეციალურად არ გაუკეთებია. მაგრამ მეგონა მონასტრიდან დამშვიდებული ჩამოვიდოდა და მერე დავილაპარაკებდით.
-მართლა არ ვამართლებ, შვილო, მაგრამ კახამ იმდენი გადაიტანა, არ მინდა კიდევ დაიტანჯოს. თან სიყვარული ასე მარტივად, ერთმანეთის უნახავობით არ ქრება. მას ბავშვობის მერე არ ულაპარაკია ისეთი აღტაცებით, როგორც შენზე ლაპარაკისას. შენ დაგიჯერებს, აუცილებლად დაგიჯერებს. – მარიამს, სულის შეძვრამდე ეცოდებოდა მამა, რომელსაც თავისი ერთადერთი შვილის უბედურება ტანჯავდა. კაცი, რომელიც ბევრად უფრო ასაკიანი ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო, დაღლილი, სევდიანი, მაგრამ მაინც მოციმციმე თვალებით. ფიქრი, კახას მძიმე მდგომარეობაზე სიცოცხლის ძალას ართმევდა. ყველაფერი უმნიშვნელო გახდა, ყველაც…
-ახლავე წავალ, ბატონო დავით. – უთხრა ტირილისაგან ხმაშეცვლილმა და დაიმედებულ მამას დაემშვიდობა.
************
არაფერი შეუმჩნევია გზაში.. არც ის, როგორ უშლიდა მარცხენა, ჯერ ისევ გიბსიანი ხელი ხელს მანქანის ტარებაში.. არც ულამაზესი ხედები.. სუნთქვაც, ბუნების სრულყოფილებამ კი არა კახას სიახლოვემ შეუკრა.
სამ საათზე მეტ ხანს იყო ტაძარში.. კახა მაინც არ გამოდიოდა, მარიამს არც კი დაუშვია, რომ მის უნახავად წავიდოდა. ისე უნდოდა ეტირა, ვეღარ ითმენდა. აღარ შეეძლო მისგან შორს ყოფნა, თან მასინ, როდესაც ის ასე იტანჯებოდა.
-უკვე თითქმის ოთხი საათია აქ ხარ, თან არ ჯდები. – კახას საოცარი აღელვება ეტყობოდა ხმაში, მაგრამ ცდილობა მშვიდად ყოფილიყო. მარიამმა ძლივს იპოვა ძალა მისკენ მობრუნებულიყო. მას ისევ დაეხარა თვალები, კიდევ გადადგა ერთი ნაბიჯი და აცრემლებული თვალებით თვითონ იპოვა მისი მზერა. მისი სიახლობით შეშინებულმა კახამ უკან დაიხია.
-მარიამ, გტხოვ. მძიმედ ამოთქვა კახამ და მზერა ისევ გადამალა.
-თუ არ დამელაპარაკები არ წავალ.
-გთხოვ.
-კახა, არ წავალ. – უკვე ხმამაღლა ტიროდა. კახას გუდავდა მისი ყურება, ხელი მოხვია და ეზოში გაიყვანა. -მარიამ გთხო, გთხოვ. – ჩუმად იმეორებდა და ცდილობდა დაემშვიდებინა. უფრო შესამჩნევი გამხდარიყო მისი კოჭლობა, როგორც არ უნდა ეცადა, ვერაფრით ახერხებდა ტკივილის დაფარვას. ვერც სიმკიცის ნიღაბს დაეფარა დაღლილი მზერა. მარიამი კანკალმა აიტანა, მისი მდგომარეობის გააზრების, მისი სიახლოვის, ნანახი უიმედობისა და ტკივილის გამო.

მორწმუნე ადამიანისთვის, ტაძარი სიმშვიდესთან ასოცირდება… სიმშვიდესთან და იმედთან..
შიო მღვიმე კი საოცრებასთან, რომელიც უფლის ნებით, ადამიანისა და ბუნების ხელის ნამოქმედარია… არ შეიძლება არ გაგიჩნდეს განცდა, რომ ეს სამონასტრო კომპლექსი ვერ იქნებოდა ვერსად სხვაგან. არ შეიძლება არ გაგიჩნდეს სურვილი, აკეთო უფრო მეტი საკუთარი სულიერებისა და რწმენის სიძიერისათვის..
კახა და მარიამი კი, ამჩნევდნენ მხოლოდ ერთმანეთს..
-კახა, უნდა დაბრუნდე და ფეხს მიხედო. – უთხრა, როგორც კი ტირილისაგან სული მოითქვა და ხმის ამოღება შეძლო.
-რატომ ამოხვედი?
-იმიტომ, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი აქამდე, რომ არ ამოვედი. მაპატიე, რომ მოგეცი საშუალება ასეთ მდგომარეობაში ჩაგეგდო თავი.
-მარიამ, ხელი მოგტეხე, ეჭვიანობის გამო ხელი მოგტეხე.
-მაშინაც ვერ მოვახერხე დაგხმარებოდი, ამ მდგომარეობამდე არ მისულიყავი. ვიცი რომ არ გინდოდა.
-ეს არაფერს ცვლის, მერე რა რომ არ მინდოდა, ხომ გავაკეთე.
-კახა, გემუდარები, ჩვენ შევძლებთ ამ ყველაფერს მოვერიოთ.
-ეს ყველაფერი უკვე ჩემს ხასიათში ზის, ასეთი რაღაცები არ იცვლება. ვერ ვიქნები შენს გვერდით, იმის თქმაც კი არ შემიძლია დარწმუნებით, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება. ასე ვერ ვიცხოვრებ, ვერ ავიტან გტანჯავდე. ვერც იმას ავიტან ცხოვრობდე მხოლოდ ჩემი ცხოვრებით და გეშინოდეს ჩემი არაადეკვატურობის.
-შენ ასეთი არ ხარ. – ცდილობდა ეპოვა, უმნიშვნელო ნაპერწკალი მაინც მის თვალებში, იმედის ნაპერწკალი, რომ ის ბრძოლას, გადარჩენას აპირებდა.
-მამამ და დედამ ერთმანეთი საავადმყოფოში გაიცნეს.. მამა ცნობილი ქირურგი იყო, დედა პედიატრი.. როდესაც მე გავჩნდი დედამ მუშაობას თავი დაანება.. იმ დღეს მამას ოპერაცია ჰქონდა და მთელი ღამე არ დაბრუნებულა.. მე ექვსის ვხდებოდი.. დასაძინებლად ვემზადებოდით.. – კახასსაოცრად უჭირდა ლაპარაკი, ძლივს სუნთქავდა და ხანგრძლივ პაუზებს აკეთებდა. მარიამი შეშინებული აჰყურებდა და ცდილობდა საკუტარი სუნთქვითაც კი არ შეეშალა ხელი.. ხვდებოდა როგორ უმძიმდა, ხვდებოდა ეს იყო ის, რაზეც არასდროს ლაპარაკობდა. -უკვე პიჟამებში ვიყავით, რამდენიმე ნიღბიანი, რომ შემოვიდა სახლში.. დედა მთხოვდა არ შემშინებოდა და ცდილობდა ზურგს უკან დავემალე, ვგრძნობდი როგორ კანკალებდა, როგორ ეშინოდა თვითონ, მაშინ ბევრ ვერაფერს ვხვდებოდი.. დედამ ყველაფერი ფასეული გამოუტანა რაც სახლში გვქონდა.. მათ კი არ სჯეროდათ, რომ მამაჩემისნაირ ცნობილ ქირურგს უფრო მეტი ფული არ ჰქონდა.. ჩვენ კი მართლა არაფერი გვქონდა მეტი.. მე ვერაფერი შევძელი.. დედა…- კახა გაჩუმდა.
-აღარ მომიყვე, ძალიან ცუდად ხარ. – უთხრა ატირებულმა.
-დედა გააუპატიურეს და მერე ესროლეს.. მე არაფერი გამიკეთებია, განძრევაც კი ვერ შევძელი ერთ-ერთი ნიღბიანის ხელში.. ვუყურებდი როგორ იტანჯებოდა დედაჩემი და ხმის ამოღებაც კი არ შემეძლო.. არაფრით დავხმარებივარ.. არაფრით მავიწყდება მათი წასვლის შემდეგ დედაჩემის თბილ სისხლში დასვრილი ჩემი ხელები.. წლების მერე ნელ-ნელა ვიაზრებდი რა მოხდა.. ფსიქოლოგები ჩემს ავადმყოფურ ეჭვიანობას, ხასიათის სიმძიმეს ამ ტრაგედიას აბრალებენ.. წლების განმავლობაში, მათ არ ესმოდათ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ეს ყველაფერი დაივიწყო, ან გახსოვდეს განცდების გარეშე.. ახლა ხომ გესმისს, რომ არაფერი მეშველება. ასეთი ვარ, ვერ გთხოვ ჩემს გვერდით იყო.. ამას ვერ დავუშვებ.. ყველაფერი მავიწყდება, როდესაც ვინმე გეხება, ვინმე გიღიმის, ან გიყურებს.. დიდი დრო მჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ისინი ჩვენი ახლობლები არიან, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.. ყოველთვის, როდესაც ჩემს გვერდით არ ხარ, სულ მგონია, რომ შეიძლება ვინმემ რაიმე დაგიშავოს, რაიმე ისეთი გააკეთონ რაც შენ არ გინდა ან არ მოგეწონება.. როგორც არ უნდა გიყვარდეს ადამიანი, შემაწუხებელია ჩემსავით მილიონჯერ რომ გირეკავს, რომ ამჩნევ როგორ არ მოსწონს მის გარეშე, თუნდაც საკუთარ დაქალთან რომ მიდიხარ…
მარიამმა იცოდა რამე რომ უნდა ეთქვა, უნდოდა ეგრძნობინებინა როგორ განიცდიდა, მაგრამ ვერაფრით მოეფიქრებინა რა ეთქვა. ცრემლებისთვის ვერაფერი მოეხერხებინა, გული ამოვარდნას ჰქონდა. მთელი ძელით ჩაებღუჯა კახას მაისური და გულზე მიკვროდა.
-მაპატიე, ჩემს გამო ასე რომ განიცდი.
-გემუდარები წამოდი, გევედრები. გეფიცები ყველაფერს შევძლებთ, გეფიცები ყველაფერი ისე გავაკეთებ, შენ რომ ნაკლებად ინერვიულო. გემუდარები.
-მარიამ, ასე სჯობს. აღარ ამოხვიდე აქ, არ მინდა კიდევ ინერვიულო ჩემს პრობლემებზე. – კახამ ნაზად აკოცა თავზე და შეეცადა შებრუნებულიყო.
-კახა, თუ დღეს აქედან არ წამოხვალ.. თუ არ შეეცდები იბრძოლო, უკეთესად იყო ნიკას ცოლად გავყვები. შენს თავს ვფიცავარ არ ვხუმრობ. ნუ მაიძულებ ასეთი იაფფასიანი ულტიმატუმებით გელაპარაკო, ნუ მაიძულებ ჩემი თავი მეზიზღებოდეს, რადგან მართლა გავაკეთებ ამას. შენ იცი, რომ ეს ჩემთვის ცოცხლად სიკვდილს ნიშნავს, იცი ისიც, რომ ეს საშინელი საქციელი იქნება ნიკას მიმართაც, ჩემგან. მიუხედავად ყველაფრისა ამას მაინც გავაკეთებ. შენც ზუსტად ამას აკეთებ. მონასტერში არ უნდა იყო იმიტომ, რომ სხვაგან ყოფნა არ გინდა, აქ ყოფნა მხოლოდ მაშინაა მართებული, როდესაც შინაგანად გინდა ეს. შენ კი საკუთარ თავს ინადგურებ. ამიტომ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას აქედან წამოსვლას გაძალებდე. ვიცი, რომ უფალი შემინდობს. ფეხს უნდა მიხედო, უნდა მიხედო შენს პაციენტებს შენს გარდა სხვა გამოსავალი რომ არ აქვთ, იმედით რომ გელოდებიან. შენ ვალდებული ხარ ჩემს გვერდით იყო, თუ გიყვარვარ. შენ ვალდებული ხარ, გესმის. – კახა მძიმედ შემობრუნდა, ვერაფრით გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა, გრძნობდა ამ წუთს მთელი მისი ცხოვრების შეცვლა შეეძლო. გრძნობდა, რომ არ ეხუმრებოდა. გრძნობდა, რომ ვერ უძლებდა მის სიყვარულს, მონატრებას.. რომ უნდა ებრძლოლა.. მის გამო უნდა ენახა თავისი ფსიქოლოგი, წლების წინ ჩხუბით რომ დაშორდა.. გრძნბდა, რომ არ ჰქონდა მისი მიტოვების უფლება.
-მამა ლუკას დაველაპარაკები და ზურგჩანთას ავიღებ. – მარიამმა შეამჩნია როგორ გაუკრთა თვალებში სხივი, ის უკვე მისი კახა იყო, რომელიც არც ახლა და არც შემდეგ არ აიძულებდა მისგან შორს ყოფნას.
**********
თითქმის „გადარჩენილი“ შვილის ხელახალმა „დაღუპვამ“ უარესად განარისხა მარიამის მშობლები.. არც დაქალები შეხვედრიან აღფრთოვანებით მის გადაწყვეტილებას.
„შეყვარებულობის პერიოდში ხელი მოგტეხა, მერე რას გიზამს?!“ „კაცი, რომელიც ქალს მსგავს რაიმეს უკეთებს, კაცი არაა“ „ტვინი საერთოდ არ გაქვს“ „ ასეთს რას ხედავ მასში, ყველაფერზე თვალს რომ ხუჭავ“ და ათასი მსგავსი.. მარიამი უკვე მიჩვეოდა ეცხოვრა საკუთარი ცხოვრებითა და შეხედულებებით. ძალიან სწყინდა თითოეულ მათგანთან, თუ მშობლებთან პრობლემური ურთიერთობა, მაგრამ ხვდებოდა არ იყო ვალდებული საკუთარი ცხოვრება ვინმეს გამო გაეწირა, ან ეცხოვრა ისე, როგორც სხვებს უნდოდათ, როგორც მათ მიაჩნდათ სწორად. მზად იყო ეგო პასუხი საკუთარ ნაბიჯებზე, ზუსტად იცოდა ისიც, რომ არასდროს არავის დაადანაშაულებდა, თუ მომავალში შეცდომას დაუშვებდა.
************
ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ, კახას საბედნიეროდ ოპერაცია არ დასჭირდა. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, ფეხმა თითქმის მთლიანად აღიდგინა ფუნქცია. არც ახლა უთქვამს ოპერაციებზე უარი, საკუთარი რისკის ფასად საათობით იდგა მტკივანი ფეხით საოპერაციოში. მარიამს ეამაყებოდა და უფრო და უფრო არ ესმოდა გარშემომყოფების. ლია და ნოდარი მდგომარეობიდან გამოჰყავდა, მარიამის საქციელს, რომელიც აღარ ცდილობდა მათ გამო იშიათად ენახა კახა. კულმინაცია მარიამის სახლიდან წასვლა იყო.
*************
მარტივად ალბათ არც ერთი საქმე არ კეთდება, როდესაც პასუხისმგებლობითა და გონებით უდგები… არც რომელიმე პროფესიაზე შეიძლება ხელაღებით თქვა, რომ ყველაზე რთული ან ყველაზე მარტივია. მაგრამ, არც ისაა პრობლემა ექიმის პროფესიის მნიშვნელობაზე შევთანხმდეთ და ვთქვათ, რომ არის მასში რაღაც განსაკუთრებული, მძიმე პასუხისმგებლობითა და საოცარი სირთულით. მძიმეა გარდაუვალი დანაკარგიც, ვერგადარჩენილი პაციენტების სახით.. ზუსტი ცოდნა, რომ მეტი არაფერი შეგეძლო და მაინც, სრული, შინაგანი დისჰარმონია.. აღელვება, რომელიც არ გტოვებს და ტკივილი, რომელიც სადღაც შიგნით გწვავს.. იმ წუთებში, არ გახსოვს რამდენი ადამინისთვის შეგინარჩუნებია სიცოცხლე, რამდენჯერ გიფიქრია, რომ შესძლებელზე მეტი გააკეთე.. ამ დროს სრული უსიტყვობა გაქვს, უსიტყვობა, რომელიც გგუდავს და უუნაროს გხდის.. კახასთვის იმ დღეს გარდაცვლილი ბავშვი, არ ყოფილა პირველი შემთხვევა.. ბევრისთვის უფრო მარტივია, არ ჩაებღაუჭო თითქმის შეუძლებელს, გაუსწორო თვალი რელობას და საერთოდ არ შეეხო სკალპელს… ზოგი ასე ცხოვრობს.. კახას კი არაფრით შეეძლო ეთქვა უარი ოპერაციაზე, თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობდა მისი წარმატებული დასასრულის… ამისთვის ბევრი კოლეგა გიჟადაც მიიჩნევდა, ბევრი უბრალოდ უარს ეუბნებოდა საოპერაციოში პარტნიორობაზე.. მისთის კი სულერთი იყო ყველას შეხედულება, მთავარია შინაგანად ეგრძნო, რომ კი არ შეეშინდა, კი არ არჩია არ ჩარეულიყო, იმოქმედა, ყველაფერი გააკეთა. ერთი ასეთი, წარმატებულად დამთავრებული ოპერაციაც კი საკმარისი იყო, ცხოვრების ბოლომდე ასე ეცხოვრა.. წარმატებულად დამთავრებულ ოპერაციათა რაოდენობა კი ნამდვილად არ იყო ერთი… გარდაუვალ სიკვდილს კი მართლა მოჰქონდა უსიტყვობა.. უსიტყვობა საათების, დღეების ხანგრძლივობით… უსიტყვობა, რომელიც გუდავდა…
იმ დღეს მარიამის თვალებში იპოვა შვება.. მას ყველაფერი აუხსნელად ესმოდა, თითქოს შიგნიდან ხედავდა.. არ სჭირდებოდა ფიქრი იმაზე, მის სიტყვებს როგორ ინტერპრეტაციას მისცემდა, როგორ აღიქვამდა მის გამომეტყველებას.. თანაზიარი უსიტყვობით ისხდნენ ბუხრის წინ.. მარიამი გრძნობდა მის მხარზე მიბჯენილ მხარს, მის სუნს, ერთმანეთისთვის მოტანილ სიმშვიდეს.. იჯდა გაუნძრევლად, თითქმის შეუმჩნევლად, საოცარი სინაზით ეფერებოდა მის თითებს და მთელი გულით თხოვდა უფალს, შეძლებოდა საყვარელი ადამიანისთვის სიმძიმის შემსუბუქება.
სწორედ ამ საღამოს სახლში გვიან დაბრუნებას მოჰყვა განსაკუთრებული სკანდალი და უტიფარი ვარაუდები ათას სიბინძურეზე. შესაშური მოთმინებით ახსენებდა თავს, რომ მისი მშობლები იყვნენ და ჩანთას ალაგებდა. გოგოებთან მისვლას, გუდაური არჩია…
ერთი კვირა არაფერი უთქვამს კახასთვის, არ უნდოდა ისედაც უგუნებოდ მყოფისთვის კიდევ ეს დაემატებინა. ბოლოს კი ვეღარ დამალა, როგორც ელოდა, კახა დამნაშავედ მიიჩნევდა თავს.. ყველაფერზე ისე ნერვიულობდა, მარიამმა თითქმის ინანა სახლიდან წამოსვლა. ვერც ქორწინებაზე დათანხმებოდა, ისევ ქონდა იმედი მშობლების სიტუაციასთან შერიგებისა და ნამდვილი, ბედნიერი ქორწინები, ერთგვარი ოჯახური დღესასწაული რომაა.
******************
უქმეებს ვერ იტანდა, მითუმეტეს, თუ კახას მუშაობა უწევდა.. იშვიათად ჰქონდა გოგოებთან ერთად გასვლის თავი და სურვილი, თან შეგნებულადაც ერიდებოდა ხალხმრავალ ბარებს, კლუბებსა თუ რესტორნებს, სადაც მისი გარეგნობის ახალგაზრდა გოგონები არასდროს რჩებოდნენ უყურადღებოდ.
ის შაბათ-კვირა განსაკუთრებულად საშინელი იყო. გაციებამ ყველაფრის ხალისი წაართვა, საწოლიდან წამოდგომაც კი უჭირდა. დილით ძლივს დააჯერა კახა, რომ მისი ხმა იმ წუთას გაღვიძების გამო ჰქონდა და რომ ისე კარგად იყო. არც ის უნდოდა ვინმესთვის ამოსვლა ეთხოვა, არავისთან ლაპარაკის თავი არ ჰქონდა. კახამ მეორედ მაშინვე დაურეკა, როგორც კი საოპერაციოდან გამოვიდა, უკვე გვიანი ღამე იყო.
-საყვარელო, როგორ ხარ? – ჰკითხა დაღლილი, მაგრამ ისეთი ხმით სულიანად რომ გაგათბობდა.
-კარგად, შენ? ოპერაციამ როგორ ჩაიარა? – შეეცადა ხმა რაც შეიძლება ჩვეულებრიცი ჰქონოდა, მაგრამ კახამ ძლივს გაარჩია მისი სიტყვები. ხმა თითქმის არ ჰქონდა.
-მარიამ, ხმაზე რა გჭირს? – ჰკითხა აფორიაქებულმა.
-არაფერი, რაღაც დამემართა, ხმა არ მაქვს?
-გაციებული ხარ, სიცხე გაიზომე? წამლები დალიე? დილით რატომ არ მითხარი? – კახა საოცარი სისწრაფით უსვამდა კითხვებს. რამდენიმე წუთში კი არც კი შეუმჩნევია საავადმყოფოს ცისფერი ფორმით რომ მართავდა მანქანას. მარიამს სიცილის თავიც არ ჰქონდა, მაგრამ გულიანად გაეცინა მისი ფორმის დანახვაზე. უსაყვედურა ასე სწრაფად რომ ამოვიდა და თავი საფრთხეში ჩაიგდო, მაგრამ მაინც ბედნიერებისაგან დაფრინავდა. პატარა, უსუსური ბავშვივით მიწვა დივანზე, მის ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა. იმ წამლის დალევაზეც კი არ უთქვამს უარი, აქამდე ცოცხალი თავით რომ არ სვამდა და დედამისს საშინლად აბრაზებდა. მთელი ღამე მის მდივანთან მჯდომმა გაატარა. ნაზად ეფერებოდა თმებზე და გამუდმებით მის მდგომარეობას ამოწმებდა.. მისუსტებულ მარიამს, მთელი ძალა დაეხარჯა მასთან რამდენიმე წუთიან საუბარში და მალევე ჩაეძინა..
************
დილით საავადმყოფოში გამოიძახეს, კახას ძალიან არ უნდოდა მისი მარტო დატოვება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მეათედ გაუმეორა დანიშნულება და დაეჭვებული, შეშინებული თვალებით დაემშვიდობა, იმ იმედით, რომ თომა და ელენე მალე მოახერხებდნენ ასვლას.
**************
ნახევარ საათში კი თომას და ელენეს ნაცვლად, ლია და ნოდარი დახვდნენ ზღურბლზე… პირველად გაარტყა მამამ ხელი.. მოულოდნელობის, დაუმსახურებლობის, საოცარი შეურაცხყოფის გამო შუშის თვალებით მიშტერებოდა მშობლებს…
-აქამდე როგორ დაეცი? – კიოდა ლია. – ჩვენი თუ არ გრცხვენია, შენს მოძღვარს როგორ უნდა შეხედო თვალებში. ჩვენი ოჯახი გაანადგურე. ნუთუ არ გინდა გარეთ გამოსულს ადამიანები პატივს გცემდნენ. – მარიამი გაოცებული უსმენდა და ვერ იჯერებდა დედამისის სიტყვებს. ვერ ხვდებოდა რატომ უნდა შერცხვენოდა, ან რატომ არ უნდა ეცათ პატივი.
-თან ჩვენს სახლში, როგორ გაბედე?!
-არაფერი დამიშავებია. – შეეცადა მშვიდად ეთქვა, მაგრამ გრძნობდა როგორ ეწურებოდა მოთმინება.
-უტიფრად და უღირსად გაქცია, როგორ ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილი ამას გააკეთებდა. ხომ ოცნებობდი თეთრ კაბაზე, ჯვრისწერაზე, ღირსეულ ოჯახზე. ასე რამ შეგცვალა, ასეთი რა გიქნა, რომ ვეღარ აზროვნებ..
მარიამს აღარ უგრძვნია მამამისის კიდევ ერთი შეხება. არც პროტესტი გამოუთქვამს ტელეფონის, ლეპტოპის ჩამორთმევაზე… არც ბრძანებაზე თავისი ოთახიდან არ გამოსულიყო.. შეურაცხყოფამ გაანადგურა, გაანადგურა მის ღირსებაზე მოლაპარაკე მშობლებმა..

ზოგჯერ ისეთი რთულია იფიქრო უკეთესზე…

მაგრამ მას თავისი კახა ჰყავდა..

**********************

თომა და ელენე გაკვირვებულები უსმენდნენ მარიამის მშობლების ყვირილს, ერთი სიტყვის თქმა არ დასცალდათ. ნოდარი მასაც ადანაშაულებდა შვილის დაღუპვაში, ემუქრებოდა აღარასდროს ენახა თავის სახლში. ვერ იჯერებდნენ რაც ესმოდათ, ვერაფრით გაეგოთ ამდენი ზიზღი რითი დაემსახურებინა კახას, ან ასეთი უნდობლობა მათ შვილს. თომამ ვერაფერი გააწყო, ზღურბლს იქითაც კი არ გადაუშვა ნოდარმა.
-ელენე რა ვქნათ? – ჰკითხა დაბნეულმა, როგორც კი კარი ცხვირ წინ მიუხურეს.
-კახას დავურეკოთ, წარმოიდგინე მარიამი რა ცოდოა.
-გააფრენს, ცუდი არაფერი მოხდეს.
-საყვარელო უნდა დავურეკოთ, ერთხელ და სამუდამოდ გაარკვევენ ლიასთან და ნოდართან ურთიერთობას, ნეტა დაქორწინდნენ, ძალიან ცოდოები არიან. – თომამ მაშინვე დაურეკა კახას, დაძაბული სახით ელოდებოდა მისი ხმის გაგონებას.
-კახა, გცალია?
-რა ხდება, თომა, ხომ კარგად ხართ? მარიამი ხომ კარგადაა? – კახას ეგონა მარიამის მდგომარეობა გართულდა.
-დამშვიდდი. კარგად არის, მაგრამ არ გვინახავს. ნოდარი და ლია არიან აქ, ჰგონიათ რომ საყვარლები ხართ და გუშინ ღამითაც ამიტომ დარჩი აქ. ერთი ამბავი აქვთ, ვერაფრით მოვახერხეთ სახლში შესვლა.
-რა? ეს საიდან მოიგონეს? მარიამი არც დაგინახავთ?
-არა, ტელეფონიც მათ აქვთ როგორც თქვეს. ალბათ ვიღაცამ დაგინახა დღეს დილით და ამათაც მეტი რა უნდოდათ.
-ახლავე წამოვალ, თუ შეგიძლია დამელოდე.
-ფრთხილად იარე, აქ დაგხვდები.
ღმერთმა იცის, რომ არ მინდოდა ასე მომეგვარებინა მათთან საქმე. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა კახამ და საავადმყოფოს დაცვის უფროსს დაუძახა.
-დავით, შენი ოთხი ბიჭი მჭირდება ახლავე. შენ ჩემთან ჩაჯექი და გზაში აგიხსნი რა უნდა გავაკეთოთ.
მთელი გზა უხსნიდა საქმის ვითარებას, თან ცდილობდა შეძლებისდაგვარად სწრაფად ევლო. ათასი ვარაუდი ჰქონდა, სიბრაზისაგან კინაღამ გაგიჟებულიყო, რომ წარმოიდგენდა ისედაც ცუდად მყოფი მარიამი ახლა როგორ იქნებოდა.
ნოდარი თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა კახა რომ დაინახა.
-როგორ გაბედე? – ძლივს გამოსცრა კბილებში და მაშინვე მუშტი მოუქნია. კახას ხელი არ შეუბრუნებია, თომას და ბიჭებსაც აუკრძალა ჩარეულიყვნენ. იცოდა თავისი რამდენიმე კვირის წინანდელი საქციელის გამო იმსახურებდა კარგად ცემას, მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ აიძულა ნოდარი გაჩერებულიყო.
-საკმარისია. – თქვა მკაცრად და თვალებში ჩახედა. არც კი ესმოდა ლიას გაუჩერებელი ყვირილი.
-როგორ ბედავ? – მხოლოდ ეს აღმოხდა ნოდარს, როგორც კი გააანალიზა, რომ ხელებს ვეღარ ანძრევდა.
-თქვენ, როგორ ბედავთ, ნოდარ? – ირონიულად იკითხა კახამ და ლიას გახედა, რომელიც მონდომებით ცდილობდა ქმრის გათავისუფლებას.
-გაგანადგურებ შე არაკაცო. – ხრინწიანი, დაღონებული ხმით ყვიროდა ნოდარი.
-ზევით არ ამოვიდნენ. – მშვიდად მიუბრუნდა დავითს და ლია და ნოდარი მას გადააბარა. დავითმა იცოდა, რომ რაც შეიძლება ფრთხილად უნდა მოქცეულიყვნენ, მშვიდად უზრუნველყვეს კახასთვის ხელი არ შეეშალათ.

*************

მარიამი ფანჯრიდან მანქანებს ვერ ხედავდა, ვერაფრით გაეგო ხმაური, რომელიც სახლში ისმოდა რას გამოეწვია. კახა ოპერაციაზე ეგონა და ვერც იფიქრებდა, რომ უკვე მასთან იქნებოდა. მისი ხმის გაგონებაზე ცრემლები წამოუვიდა.
-სახეზე რა გჭირს? – მოასწრო ეკითხა, სანამ კახა ჰკითხავდა, რადგან ის საგულდაგულოდ სწავლობდა მის გამომეტყველებას, ნაზად ეფერებოდა და აკვირდებოდა როგორ იყო.
-შენი მოტეხილი ხელისთვის ვიმსახურებდი. – ძლივს ამოთქვა. თვალი ვერ მოეშორებინა მისი გახეთქილი ტუჩისათვის, რამდენიმე წუთი დასჭირდა გაეხსენებინა, რომ მარიამის მამა იყო, რომ რაც არ უნდა დამსახურებული ყოფილიყო, მარიამს მაინც ეწყინებოდა მას რომ ფიზიკურად გასწორდებოდა. არადა სუნთქვა უჭირდა, ყველანაირი პატივისცემა დაკარგა, ვერც გამართლება უპოვა.. ყველა ძარღვი გარედან დამჩნეოდა, დაძაბულს მიეხუტებინა მკერდზე.
-მარიამ, მივდივართ, არაფრის გაგონება არ მინდა, ამ დღეებში ჯვარი დავიწეროთ და შენები თუ შეეგუებიან, შეეგუონ, თუ არადა მართლა არ მაინტერესებს რას იზამენ. ნუ დაიჯერებენ, ნუ დაიჯერებენ, რომ შენი ბედნიერება ჩემთვის ყველაფერია.
-უფრო გაბრაზდებიან. – უთხრა სლუკუნით.
-არაუშავს, იმასაც ვერ ვხვდები ამდენი დრო რატომ დავკარგეთ. იცი, რომ ძალიან მაღალი სიცხე გაქვს?
-არაუშავს, დავლევ შენს წამლებს.
კახამ ფრთხილად აიყვანა ხელში, თვალებში ეტყობოდა მარიამს როგორი სუსტად იყო, არც კი გაუხედვთ მათ მხარეს. მხოლოდ ათასგვარი მუქარა ესმოდათ. კახა ცდილობდა არაფერი გაეაზრებინა, როგორმე თვალი არ მოეკრა ნოდარისთვის, რომ ძლივს შენარჩუნებული ადეკვატურობა არ დაჰკარგვოდა.
რამდენიმე წუთში დაცვის ბიჭებმაც დატოვეს სახლი და ყველანი ერთად დაბრუნდნენ თბილისში. კახას ბინაში ისევ შესაშური სიმშვიდე იყო.
-საყვარელო, ახლა წამლები დალიე და გამოიძინე. – შუბლზე აკოცა კახამ და საძინებლისაკენ წაიყვანა.
-გთხოვ, დივანზე დავწვები, ბუხართან.
-როგორც გინდა. – თბილად გაუღიმა და დივანზე დაწოლაში დაეხმარა. მაშინვე გაუმზადა საჭირო წამლები და თავთით ჩამოუჯდა.
-დღეს უნდა წახვიდე? – მოწყენილმა იკითხა, უკვე თალები ეხუჭებოდა.
-არა, საყვარელო, ახლა მეც მოგიწვები, არაფერზე ინერვიულო იცოდე, ერთად დავიძინოთ. საღამოთი უკეთ იქნები.
-შენც რომ გადაგედოს?
-არ გადამედება. ფრთხილად მიუწვა მარიამს, მთელი სხეულით მიიკრა და პლედი გადაიფარა.
-ძალიან მიყვარხარ. – უთხრა და თვალები მშვიდად დახუჭა, მის ყელში თავჩარგულმა.
-ძალიან მიყვარხარ.
მთელი ღამე აღელვებული იყო, რთული იყო გასააზრებლად, ის რომ საყვარელი ქალი უკვე მისი ცოლი იყო.. დაჯერება უჭირდა და ყურებამდე იღიმებოდა. დროგამოშვებით უმოწმებდა სიცხეს და მისი სუნით გაჟღენთილი, პირველად ცდილობდა გააზრებულად ბედნიერი ყოფილიყო.. ბედნიერი სულით ხორცამდე..
დილით უკვე დაწეული ჰქონდა სიცხე.. დარიჩინის სუნმა გააღვიძა და ქმრის დაჟინებულმა, ღიმილიანმა მზერამ..
-დილა მშვიდობისა, საყვარელო. – უთხრა და ფრთხილად აკოცა. მარიამი პატარა ბავშვივით მსუბუქად წამოდგა და მთელი სხეულით მიეკრო.
-დილა მშვიდობისა. – ჩაილაპარაკა მორცხვად. კახას ეცინებოდა მის ოდნავ აწითლებულ ლოყებზე.. ყოველთვის როდესაც მის ტუჩებს ეხებოდა, როდესაც რაიმე თბილს ეუბნებოდა.. ეცინებოდა და თან უსაზღვროდ სიამოვნებდა. ის იყო სამზარეულოში გასვლა დააპირეს, კარზე გაბმული ზარი რომ გაისმა.
-მოგვაგნეს. თქვა სიცილით კახამ და მისაღებისკენ დაიძრა.
ბიჭები კარის ბოლომდე გაღებასაც არ დალოდებიან ისე შემოცვივდნენ. მათი მხიარულება მთელ სახლს გადაედო.
-პროსტა, რა ჩუმჩუმელები ხართ. მაგრამ მაგრად კი გაგვახარეთ. ასე რა, იქნებ ჩვენც გვეშველოს. – საოცრად ხმამაღლა ლაპარაკობდა დემეტრე.
კახა კინაღამ გაჭყლიტეს, მარიამს შედარებით მორიდებულად მიულოცეს.
-არ იცით ხომ ახალდაქორწინებულებს თავზე პირველივე დღეს რომ არ უნდა დაადგეთ? – ვითომ აბუზღუნდა კახა.
-არა. – გაიღიმა გიგიშამ და სასაცილოდ ჩაეშვა სავარძელში.
წინა დღის ამბების მოსმენის შემდეგ. ბიჭები ძალიან ნანობდნენ თურქეთში ყოფნას, თან ცდილობდნენ ისეთი არაფერი ეთქვათ მარიამისთვის რომ ეწყენინებინათ. საერთო ჯამში კი ძალიან მხიარულად გაატარეს მთელი დილა. კახამ შოპინგზეც კი ვერ მოიშორა ძმაკაცები.
-გთხოვთ, გთხოვთ რა. – სასაცილოდ იღრიჯებოდა ერეკლე.
ბიჭებს საოცრად სასაცილო ნივთები მოსწონდათ, მარიამს სიცილის თავიც კი აღარ ჰქონდა. თვაი პატარა ფერია ეგონა, რომელზეც ოთხი რაინდი ზრუნავდა. სასაცილო იყო მათი გადამეტებული ჯენლტმენობაც. განსაკუთრებულად კაფეში გაერთნენ, სადაც კახა და მარიამი ბიჭებს კაფეში მყოფი კლიენტებიდან მეორე ნახევრებს ურჩევდნენ. უკვე იმაზეც კი ჩხუბობდნენ პირველ ბავშვს ვინ მონათლავდა, რადგან კახა თავს იგიჟებდა ჩემს შვილს ერთზე მეტი ნათლია არ ეყოლება, სამი ხომ მითუმეტეს მეტიჩრობააო. ვერცერთი მიხვდა, ძმაკაცის ხუმრობას. საღამოს ყველანი დაღლილები იყვნენ, ბედნიერად დაღლილები.
მარიამსაც სარამოს უფრო აუწია სიცხემ და თვალებმილულულს არაფრის თავი ჰქონდა. ბიჭებს ეცინებოდათ მათ საოცრად თბილ ურთიერთობაზე, ეცინებოდათ იმაზეც ხელში აყვანილი რომ აიყვანა სახლში ცოლი. მაგრამ ერთი სული ჰქონდათ, თვითონაც მალე შეყვარებოდათ ასე.
-რა ცუდია, ცუდად, რომ ვარ. მაპატიე რა.
-რა გაპატიო, საყვარელო? ხვალ დილით უკვე ყველაფერი გაგივლის.
-ძალიან საყვარელი ძმაკაცები გყავს.
-მიხარია, რომ უგებთ ერთმანეთს. რაც უფრო ახლოს გაიცნობ ნახავ რა ჯიგრები არიან. მაგრამ ზოგჯერ დღევანდელივით აუტანლობენ. – სიცილით დაამატა კახამ.
-არა, ძალიან კარგი დღე იყო, მაგრამ ძალიან მეძინება. შენ დღეს რომ არ ყოფილხარ საავადმყოფოში, ღამით მიდიხარ? – იკითხა მოწყენილმა. კახას ახლაც გაეღიმა მის სითბოსა და ბავშვურობაზე.
-ვთხოვე არ დამირეკონ, თუ რამე სერიოზული არ იქნება, ამიტომ ჯერ არსად მივდივარ.
-ანუ დღესაც ჩემთან დაიძინებ?! – მორცხვად ახედა მარიამმა.
-ხო და ყოველთვისაც, როდესაც შენ ჩემთან ყოფნა გენდომება.
-ყველაზე უკეთესი ხარ, სულ ყველაზე. – მარიამს სასაცილოდ ეხუჭებოდა თვალები, მაგრამ შინაგან ბედნიერებას მთელი სისრულით მოეცვა.
კახამ წამლები დაალევინა და სასაცილოდ შემოუკეცა საბანი, მერე კი თვითონაც მიუწვა. მარიამი ჩაძინებამდე გრძნობდა მის შეხებას, მის ბედნიერებისაგან აჩქარებულ გულისცემას და იმ წუთებში ეგონა, რომ თავისუფლად შეეძლო ფრენა.

*************

ზოგჯერ ჩვევებს ისევ ვითავისებთ, არც კი ვიაზრებთ…
მარიამმა წლების შემდეგ გაანალიზა, რომ ზუსტად ისე უკეცავდა საბანს ნიკოლას, როგორც მას კახა. საგულდაგულოდ, საოცარი სიფრთხილითა და სითბოთი. რთულია მსგავსი რაღაცების გახსენება როდესაც მარტო ხარ. ამ დროს განსაკუთრებულ სიცივეს გრძნობ, არაბუნებრივს. გგონია, რომ თუ ის, ზუსტად ისე არ ამოგიკეცავს საბანს, ვეღარასდროს გათბები… გგონია, თუ მისი გადამდები სითბო არ გაგათბობს, თუ მის თვალებში ვერ იპოვი განუზომელ სიყვარულს, ვეღარასდროს იქნები მშვიდი და აღელვებული ერთდროულად.
მარიამიც, ყოველ ღამე ამ არაბუნებრივ სიცივეს გრძნობდა.. სიცივეს, რომელიც წლებია მარტოობას აიძულებდა.. კახასავით აგიჟებდა ვინმეს ურცხვი, ან თუნდაც მორიდებული ფლირტი.. უბრალო გაცნობის სურვილი..ან ძველ ნაცნობებში აღმოჩენილი ახალი გრძნობები.. იცოდა გააფრენდა ვინმე რომ შეხებოდა.. ერჩივნა ყოველ საღამო ყველაფერი ტკენოდა, შვილისთვის საბნის დაფარებისას, ვიდრე ვინმეს სითბო ეგრძნო.. ვიდრე ვინმეს, თუნდაც უფრო დიდი გულისყურით შემოეკეცა მისი საბანი..
ჩვევა კი ჩვევა იმიტომაა, რომ გაუაზრებლად ვაკეთებთ.. ვიაზრებთ მხოლოდ მოქმედების დასრულების შემდეგ, ზოგჯერ კი, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, შეუძლებელია მათგან თავის დაღწევა..
ახლაც, როდესაც ერთ თვეში კახას გაათავისუფლებდნენ… როდესაც თავდაპირველზე მწარედ ტკიოდა ყველაფერი… როდესაც საკუთარი გულისცემის ხმა აშინებდა.. ისევ საგულდაგულოდ, ჩვეულებისამებრ, კახასავით შემოუკეცა ნიკოლას საბანი.. ფიქრობდა ყველაფერზე და თან არაფერზე… ცრემლები ცხვირს უწვავდა, მზერას უბინდავდა.. სუნთქვაშეკრული ცდილობდა ტირილის ხმაზე თავის ანგელოზს არ გაღვიძებოდა.. ფრთხილად გამოვიდა შვილის ოთახიდან და თავის საძინებელში შევიდა..
მოგონებებში კი მათი ქორწინების დღე იდგა.. თითზე ჩამოსათვლელი, უახლოესი ადამიანებითა და შიო მღვიმის სიმშვიდით..

*

*****************

როგორც კი მარიამი გამოკეთდა სამზადისს შეუდგნენ. ორ დღეში დაიწერეს ჯვარი, შიო მღვიმის მონასტერში. არავინ ყოფილა უახლოესი მეგობრებისა კახას მამის გარდა, მარიამის მშობლებს კი არც კი მიულოციათ. იმდენად ბედნიერები იყვნენ, სხვების ფიქრები საერთოდ არ აინტერესებდათ. მარიამის მეგობრებს, მიუხედავად იმისა, რომ სიძე დიდად არ მოსწონდათ, მაინც უფრო უხაროდათ მათი ბედნიერება ვიდრე სწყინდათ. საავადმყოფოს გამო მხოლოდ ორი ღამით მოახერხეს ყაზბეგში ასვლა. მარიამს ცხოვრებაში არაფერზე უნერვიულია ასე. რესტორნის დატოვებასაც კი აჭიანურებდა. კახაზეც გადამდებად მოქმედებდა მისი აღელვება, მაგრამ მაინც ეცინებოდა მის ნერვიულობაზე.
-რატომ ნერვიულობ? – ჰკითხა მოჭუტული, სასაცილო, თბილი მზერით კახამ, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ.
-არ ვნერვიულობ.- საოცრად გაწითლდა მარიამი.
კახას ისევ ეღიმებოდა, როგორც შეეძლო მისკენ გადაიხარა და შუბლზე აკოცა, თან ისე გზისთვისაც რომ ეყურებინა. ყაზბეგამდე არც ისე დიდი დრო დასჭირდათ, მარიამი უფრო და უფრო ნერვიულობდა. კახას აღარ ეღიმებოდა, უკვე თვითონაც ძალიან ღელავდა მის გამო, მაგრამ უეცრად გენიალურმა აზრმა სახე გაუნათა. მარიამს არც კი შეუმჩნევია მისი უცნაური გამომეტყველება, გაფითრებული გადმოვიდა მანქანიდან.
პირველად ის გაუკვირდა კახამ ხელში რომ არ აიყვანა, სასაცილო იყო, მაგრამ მართლა გაუკვირდა, ეს რატომ არ გააკეთა. გულის სიღრმეში ეწყინა კიდეც. უკვირდა ისიც მისი მეუღლე ასე აუღელვებლად რომ იქცეოდა, სახე ისე დამშვიდებოდა, თითქოს ეს ღამე არაფრით განსხვავდებოდა სხვა ღამეებისგან. მარიამი უკვე ბრაზდებოდა, მაგრამ პირველი ღამე ისე ანერვიულებდა ახლა გაბრაზების თავიც არ ჰქონდა.
კახამ მშვიდად გააღო მათი ოთახი და ჩვეულებრივი ღიმილით შეატარა ცოლი.
მარიამმა არც კი იცოდა რას ელოდებოდა, მაგრამ ნამდვილად არა იმას, რაც ხდებოდა. სუნთქვა გახშირებოდა, შიშით, რომ ახლა მიუახლოვდებოდა კახა, რომ ახლა მოხდებოდა ის, რისიც ასე ეშინოდა. კახა კი ღიმილიანი სახით, მშვიდად იხსნიდა ჰალსტუხს.
-კაბის გახდაში დაგეხმარო? – კახას ხმაზე, მარიამი შეკრთა. პასუხს თავი ვერ მოაბა. – მარიამ, გამოვიცვლი და ბარში უნდა ჩავიდე, ძალიან მინდა ერთი ჭიქის დალევა და წყნარი მუსიკა, შენც გამოიცვალე და თუ გინდა ერთად ჩავიდეთ.
თვალებგაფართოებული უყურებდა ქმარს, არ ხდებოდა ყველაფერი ისე, როგორც ენახა, როგორც წაეკითხა. მისი ქმარი აღარ ჰგავდა ზღაპრულ პრინცს. ის მზად იყო ერთი ჭიქისა და მშვიდი მუსიკის გამო ოთახში მარტო დაეტოვებინა. უყურებდა და ვერაფრით მიმხვდარიყო რა ხდებოდა. „-იქნებ ჩემი ბრალია, იქნებ მე რომ ვნერვიულობდი..“ – დაძაბული ცდილობდა გარკვეულიყო სიტუაციაში. კახა კი ისევ მშვიდად იღიმოდა. მისმა შემხედვარემ უღიმღამოდ გამოიცვალა, მართალია ცოტა ხნის წინ ეშინოდა, მაგრამ შიშის მიუხედავად მთელი გულით უნდოდა ჩახუტებოდა და არსად გაეშვა, ყოფილიყვნენ უფრო ბედნიერები ვიდრე იყვნენ, უფრო ახლოს ვიდრე ახლოს.. უბრალოდ უნდოდა ნამდვილი ცოლ-ქმარი ყოფილიყვნენ.. უნდოდა მათაც ჰქონოდათ ქორწინების პირველი ღამე, ისეთი, როგორზეც ოცნებობდა..
-მოდიხარ? -ისევ მშივიდად იკითხა კახამ.
-კი, დალევა მეც მინდა. – უპასუხა ოდნავ გაღიზიანებულმა.
-არის! – ჩუმად ჩაილაპარაკა კახამ და ღიმილიანი გაჰყვა მის წინ, მოუთმენლად მიმავალ ცოლს.
ბარში ჩასვლამ უარესად გამოიყვანა მდგომარეობიდან, კახა მშვიდად ელაპარაკებოდა ათას სისულელეზე, ამინდზეც კი. გამაღიზიანებელი სიმშვიდით წრუპავდა ვისკს და თითქმის თვალებდახუჭული უსმენდა მუსიკას. უკვე ნახევარი საათი გასულიყო, მარიამს მოთმინება ეწურებოდა, ასეთს ვეღარ ითმენდა. უკვე აღარც ნერვიულობდა და აღარც არაფრის ეშინოდა, საშინლად იყო გაბრაზებული ნირვანაში მყოფ ქმარზე. ბოლოს მოუთმენლად დასწვდა ჭიქას და ერთი მოყუდებით დაცალა. კახამ ძლივს შეიკავა თავი ხმამაღლა არ გასცინებოდა. მარიამმა ძლივს ამოისუნთქა, ისეთი საყვარელი იყო, თითქმის მთელი გეგმა ჩაუშალა კახას, რომელიც ისევ აგრძელებდა ვისკის საოცარი სიმშვიდით წრუპვას.
-კიდევ ერთი ჭიქა, თუ შეიძლება.
-არ მოიტანოთ, ძალიან მეძინება, უნდა ავიდეთ. – ღიმილიანი სახით მიმართა მიმტანს და წამოდგა.
-რა? – გაუცნობიერებლად აღმოხდა მარიამს.
-ძალიან მეძინება და ოთახში ავიდეთ, საყვარელო. – ფრთხილად მოხვია მხარზე ხელი და თითქმის აიძულა ამდგარიყო. სულაც არ უნდოდა, მარიამი დამთვრალიყო და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღამე არ დამახსოვრებოდა.
-შენ არ გეძინება?
-მე? კი მეც ძალიან მეძინება. – ძლივს მოახერხა ყვირილით არ ეთქვა.
-ძალიან დამღლელი იყო ქორწილიც და მგზავრობაც, ბარი კი მომეწონა. ხვალ ღამითაც შეგვიაძლია ჩამოვიდეთ. – კახამ კი ძლივს მოახერხა სიცილის გარეშე ეთქვა ეს წინადადება, ისეთი სახე ჰქონდა მარიამს.
ხმა აღარ ამოუღია, ერთი სული ჰქონდა ოთახში შესულიყო და დაეძინა, აღარ შეეძლო ქმრის მშვიდი, კმაყოფილი სახის ყურება. ის იყო ლიფტიდან ფეხი გადადგა, რომ მოულოდნელად აღმოჩნდა ქმრის ხელებში. კახა ისეთი მონდომებით კოცნიდა საერთოდ ვერაფრის თქმა მოახერხა, გააზრებაც კი ვერ მოასწრო რა ხდებოდა. გადავიწყებული შიშიც კი არ გაახსენდა. ვერ იჯერებდა ისეთი მონდომებით ხდიდა მაისურს. მხოლოდ ის უნდოდა ამ ბედნიერებისთვის გაეძლო და არაფერი გაეფუჭებინა. მხოლოდ კახას მიყვარხარ ესმოდა, რამდენიმე წამიანი ტკივილი და ქმრის შეშინებული, ყურადღებიანი სახეც კი უსაზღვრო ბედნიერება იყო.

************

-დღეს ღამეც ჩავიდეთ ბარში? – სიცილისგან იგუდებოდა კახა. ჰკითხა, როგორც კი მარიამმა თვალები გაახილა.
-აუცილებლად.
-ნეტა გენახა, როგორი თვალებით მიყურებდი, ასეთი გაბრაზებული მაშინაც კი არ ყოფილხარ, თავიდან საშინელებებს რომ გიკეთებდი.
-ხო, ძალიან გავბრაზდი. – ისევ გაწითლდა.
-რომ მივხვდი ძალიან ნერვიულობდი, ვიფიქრე ასე სჯობდა. როდესაც ადამიანი გიყვარს, არ შეიძლება არ გინდოდეს მასთან ყოფნა, შენ კი ამაში სიმორცხვე გიშლიდა ხელს, უფრო სწორად იმედი მაქვს რომ გიშლიდა, შენ ახლაც წითელი ხარ. საყვარელო ჩემი არ უნდა გრცხვენოდეს, აი ახლაც, რომ გეტყვი, საწოლიდან ადგომას დღეს საერთოდ არ ვაპირებთ მეთქი და გაწილთლდები.. იცოდე ხვალინდელი დღის გატარებაც აქ მოგიწევს.
-არ ვწითლდები.
-უკვე ზეგინდელ დღეზე ვიწყებ ფიქრს.. – უთხრა სიცილით და თვალებმოჭუტული, სასაცილო სახით დაუწყო კოცნა.

**************

-პირველად როდის მიხვდი, რომ მიყვარდი?
-მაშინ, როდესაც ვიგრძენი რომ დარიჩინის სუნი გიდიოდა.
-დარიჩინიანი ყავა შენს გამო გავსინჯე, მანამდე რატომღაც არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება მომწონებოდა.
-შენ არ იცი, რამხელა ბედნიერება ხარ ჩემთვის.
-შენ არ იცი. შენ მართლა არ იცი, ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. რომ იცოდე შეიძლება თავში აგივარდეს.
-რა საზიზღარი ხარ.
-რას ვიზამთ? ასე გაგიმართლა. – სასაცილოდ დაიღრიჯა კახა.
თბილისამდე მხიარულად ჩამოვიდნენ, ზედმეტად სისადისტე იყო რეალობაში ასე უეცარი დაბრუნება, რეალობაში რომელიც სამსახურის და უნივერსიტეტის წყალობით, დღეში უამრავ საათს ართმევდათ. რეალობაში, სადაც მშობლები მიუხედავად ყველაფრისა საოცრად გადარდებს და უნებურად გიფუჭებს განწყობას.
-საყვარელო, საღამოს შევხვდებით. ბიჭები წყნეთში გველოდებიან, თუ ძალიან არ გეზარება, გთხოვ ავიდეთ.
-რა თქმა უნდა არ მეზარება. – ძლივს გაუშვა ქმარი, რომელთან დაშორებაც საშინლად არ უნდოდა.
საავადმყოფოში უკვე მიჩვეოდნენ მის გაბრწყინებულ თვალებს, მაგრამ ეს კიდევ რაღაც სხვა იყო. მისი განწყობა თითქმის ყველას გადადებოდა, ოპერაციამაც ძალიან წარმატებულად ჩაიარა.
-საშინლად მომენატრე, გაემზადე, მე თხუთმეტ წუთში ვიქნები. – დაურეკა საოპერაციოდან გამოსვლის თანავე.
-მეც საშინლად მომენატრე, როგორ ჩაიარა?
-კარგად, ძალიან კარგად, ღვთის წყალობით.
-ვამაყობ შენით, უცებ გავემზადები.
-მიყვარხარ.
-მიყვარხარ.
ნახევარ საათში ერეკლესთან იყვნენ. ჯერ გემრიელად ივახშმეს, მერე კი კარტის თამაშ დაიწყეს. როგორც ბავშვობაში, ახლაც წაგებულა მურავდნენ.
-დღეს შენი, როგორც ჩვენი ძმაკაცის ნათლობა შედგება. – თითქოს დაამშვიდა გამურული მარიამი, გიგიშამ, რომელიც სიცილისაგან სულს ვერ ითქვამდა.
-შეფუთული რომ არაა არ დაგვიწუნო, ნუ დაგავიწყდება, რომ ძმაკაცი ხარ. -თვალი ჩაუკრა დემემ.
-ჩემი ინიციალიც დაიტანეთ, სამაჯურზე ჩემი ინიციალიცაა.
-ხომ გითხარით, შენ უკვე ოფიციალურად ხარ ჩვენი ძმაკაცი.
-ძალიან დიდი მადლობა, არ ვიცი რა გითხრათ. ძალიან მინდა იმედები არ გაგიცრუოთ და შევძლო თქვენთვის ისეთივე მეგობარი…
-ძმაკაცი მარიამ.. – სიცილით შეუსწორა გიგიშამ.
-ხო… ძმაკაცი ვიყო, როგორიც თქვენ ხართ ერთმანეთისთვის. ძალიან დიდი მადლობა.
-ეს სამაჯურები შენმა ქმარმა გვაჩუქა, როდესაც პირველი სერიოზული ხელფასი აიღო, ოთხივეზე ერთმანეთის ინიციალები იყო დატანილი, ახლა შენიც, თუ გენდომება ატარე, სავალდებულო კი არაა. სამახსოვროდ გქონდეს. – თბილად უხსნიდა ერეკლე და თან საოცარი თვალებით დასცქეროდა თავის სამაჯურს.
-სულ ვატარებ. ძალიან დიდი მადლობა. – მარიამს, მართლა საოცრად მოსწონდა სამაჯური, რომელსაც გაცნობის დღიდან ხედავდა კახას ხელზე. ცრემლებს ვერ იკავებდა, ისე გაეხარდა.
-ცრემლებს არ ვართ. – წამოიყვირა გიგიშამ.
კახა ყველაზე ბედნიერი იყო, ყველა ერთად ჰყავდა, ყველა ვინც მისთვის საკუთარ თავზე ძვირფასი იყო, მხოლოდ მამამისი აკლდა. მთელი ძალით მოხვეოდა მარიამს, რომელიც ახლაც ბავშვური გულწრფელობით ტიროდა ბედნიერებისაგან.
-შენც გაიმურე, რომ აკოცე შენც გაიმურე, ბატონო დაუმარცხებელო. – მთელი მონდომებით დასცინოდა დემე.
გვიანობამდე იყვნენ ერეკლესთან, ბოლოს სიცილის თავიც აღარ ჰქონდათ.
-მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის, რომ აღწერა არ შემიძლია როგორი ბედნიერი ვარ. მადლობა იმისთვის, რომ მომეცი საშუალება ასე შემყვარებოდი, მომეცი საშუალება შენს გვერდით ვიყო და შენნაირი არაჩვეულებრივი ადამიანის ცოლი ვიყო. მადლობა…
-მარიამ, მორჩი.
-მინდა, რომ გითხრა.
-არ მინდა ერთმანეთს მადლობებს ვუხდიდეთ სიყვარულის გამო, ასე მე ვერასდროს მოვრჩები ჩამოთვლას, რის გამო ვარ შენი მადლიერი. ასე კი ერთი კოცნისთვისაც აღარ დაგვრჩება დრო, არაფერს ვამბობ სხვა რაღაცებზე.
-ზოგჯერ ნამდვილი მასხარა ხარ.
-ნელ-ნელა მიხვდები როგორ არ გაგიმართლა და სანამ ამას მიმხვდარხარ და გადაწყვეტილება შეგიცვლია, ერთი სული მაქვს სახლში მივიდეთ.. სადაც ჩვენი ძალიან რბილი საწოლია..
-დივანი..
-როგორც გინდა.. სადაც ჩვენი უფრო რბილი დივანია. – სასაცილოდ აგრძელებდა კახა.

*************

ყოველთვის, როდესაც ამ ყველაფერს იხსენებდა.. როდესაც იხსენებდა ერთად გატარებულ დღეებს და ვერაფერს პოულობდა, ვერაფერს, რაც მასში დააეჭვებდა, უარესად ერეოდა ყველაფერი თავში.
უარესად უყვარდა, უარესად უჭირდა და უარესად ბრაზდებოდა ყველაფრის გამო.. უბრალოდ ტკიოდა, ტკიოდა გაუყუჩებლად, უფრო და უფრო გაუსაძლისად, რაც უფრო დიდი დრო გადიოდა მარტოობაში.

როგორც ბავშვობაში, ახლაც ოთხივენი ისხდნენ დივანზე, მარიამმა ზუსტად იცოდა, რომ იცოდნენ, მაგრამ არ უნდოდა თავად დაეწყო ლაპარაკი.. ყველა ნიკოლას შესცქეროდა და მის სასაცილო ბურტყუნზე იცინოდა.
-მარიამ, რას აპირებ? – როგორც იქნა ნინიამ გაბედა.
-რას უნდა ვაპირებდე? – შეძლებისდაგავრი სიმშვიდით უპასუხა მარიამმა და ყავა აჩქარებით მოსვა.
-შენს ყოფილ ქმარზე გეკითხება. თითქოს დააზუსტა ლიკუნამ.
-კახა, მას კახა ჰქვია და ჯერ ყოფილი ქმარიც არ არის, არ განვქორწინებულვართ.
-კარგი, ხო, ნუ ბრაზდები.. გვითხარი რას აპირებ. შენ ისეთი ხარ, შეიძლება ნიკოლასთან ერთად ციხესთან დახვდე. – მოღუშული სახით ამოთქვა ანამ და თავი ტუჩებმოპრუწულმა გააქნია.
მარიამმა ღრმად ამოისუნთქა და სეეცადა, აუღელვებლად ეპასუხა, მაგრამ არც ისე სახარბიელოდ გამოუვიდა.
-მე უბრალოდ მჭირდება მითხრათ, რომ ჩემს გვერდით ხართ. ერთხელ მაინც, ამ წლების განმავლობაში, მითხრათ, რომ ჩემს ყველანაირ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერთ. ერთხელ მაინც გაიგოთ, რომ ჩემთვის მარტივი არაა, არც ვიღაცის შეყვარება და არც გადაყვარება. ერთხელ მაინც ხომ შეგიძლიათ, ნიშნისმოგებითა და ხომ გეუბნებოდით-ის ძახილით კი არა, რეალურად გამიგოთ. არ ვაპირებ ციხესთან დახვედრას, ნიკოლას ბედნიერი გავატან ბიჭებს, თუ კახა თხოვს მათ. სხვას არაფერს ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან მეშინია, არ ვიცი რა იქნება.. იმიტომ რომ დღემდე სიგიჟემდე მიყვარს.. იმიტომ რომ დღემდე მჯერა, რომ ვუყვარვარ.. იმიტომ რომ არ მჯერა იმ ყველაფრის რისაც ყველას გჯერათ. იმიტომ, რომ ოთხი წელია არ მინახავს.. – მარიამს აღარ აინტერესებდა რას იგრძნობდნე, თუ იფიქრებდნენ. ნელ-ნელა მზერა დაებინდა და ცრემლებმა ლოყები დაუსველეს.
არ გინდა, ხომ იცი როგორ გვიყვარხარ. ჩვენ კარგი გვინდა შენთვის. – წყნარად წამოიწყო ლიკუნამ.
მარიამმა, სწრაფად მოიწმინდა ცრემლები, არ უნდოდა თამაშში გართულ ნიკოლას შეემჩნია. თავს ვერ აპატიებდა მტირალი ენახა, მისი თანდასწრებით ყვირილითაც კი არასდროს ყვიროდა, როგორი ცუდადაც არ უნდა ყოფილიყო.
-ვიცი, ეს რომ არ ვიცოდე ამდენი წელი ერთად არ ვიქნებოდით. მაგრამ ეს ჩემთვის კარგი, მე და თქვენ რადიკალურად განსხვავებულად გვესმის.
-რატომ არ გინდა დაიჯერო, რომ სხვა უყვარდა. იმ ფოტოებისაც არ გჯერა, რომლებზეც სხვა ქალთან ერთადაა.
-მაგ ფოტოებზე ჩემმა ძვირფასმა მშობლებმა იზრუნეს, კახამ ისიც კი არ იცის, ჩემთვის რომ არ უღალატია.
-რა სისულელეების გჯერა?
-იმ ქალებს ველაპარაკე.
-ის ქალები კი იმის მხარეს არიან,ვინც უფრო მეტს გადაუხდის. გაფიცებ, გვითხარი რამდენი გამოგართვეს.
-არაფერი, ანა. წინასწარ გადახდილი ფულიც კი ბოლო თეთრამდე დამიბრუნეს.
-არ მჯერა. – წამოიძახა ნინიამ.
-ამიტომაც არაფერი მითქვამს თქვენთვის.
-თუნდაც ასე იყოს, როდესაც ადამიანი იმ დონემდე თვრება, რომ არაფერი ახსოვს, ალბათ არც ის ემახსოვრება როდის და რამდენჯერ გიღალატა, შენი მშობლების ზრუნვის გარეშე. – ისევ ნიშნისმოგებით გამოსცრა ლიკუნამ.
-ზოგჯერ მგონია, რომ თქვენს გარდა ვერც ვერაფერს ამჩნევთ და არც ის გესმით რას გელაპარაკებით. სამი წუთიც არ გასულა, რაც გთხოვეთ, რომ უბრალოდ გაგეგოთ ჩემთვის. როდესაც გითხარით, რომ კახა მიყვარდა, ზუსტად მაშინ გითხარით, რომ ყველა ჩემს ნაბიჯზე, თუ შეცდომაზეც მე ვაგებდი პასუხს. ერთხელაც კი არ მითხოვია თქვენთვის დახმარება, არც ერთთან არ მოვსულვარ როდესაც მიჭირდა, არც ერთი თქვენგანისთვის არ მომიხვევია თავზე ჩემი პრობლემები. და ახლაც მე უფრო განვიცდი ამას რო გეუბნებით, ვიდრე თქვენ.
-ჩვენ იმის გვეშინია რომ ისევ არ გატკინოს გული. – ჩაიბურტყუნა ანამ.
-ხო, თორემ სხვა კი არაფერი. – აჰყვა ნინია.
-ყავა გაგვიცივდა, ნამცხვარიც ძალიან გემრიელია, დღეს დილას გამოვაცხვე.
გოგოებს არ უნდოდათ ამ თემაზე ლაპარაკის დამთავრება, მაგრამ იძულებულნი გახდნენ. უკმაყოფილოდ აიღეს ნამცხვარი და ყველამ თავისთვის დაიწყო ფიქრი, რა შეიძლება მომხდარიყო ორ კვირაში..
მარიამს კი ერთი სული ჰქონდა ნიკოლასთან დარჩენილიყო, საღამოს მსობლების ჩამოსვლაც საკმარისზე მეტი იყო იმ დღისთვის.. იცოდა, აუცილებლად ეცოდინებოდათ უკვე მათაც და წარმოდგენაც არ უნდოდა, რა რთული იქნებოდა მათი გაძლება..

***********

რაც შეეხება ფოტოებს!…
დღები ნამდვილად ჰგავდა ზღაპარს.. ზღაპარს, რომელიც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებაზე, უღრუბლო ცაზე და სასწაულებზე გვიყვება.. და კიდევ სიყვარულზე… უკიდეგანოზე.. შეუძლებელზე გაიაზრო.. შეუძლებელზე ეყო.. სურვილზე, გქონდეს უფრო დიდი გული, რათა დაიტიო.. დაიტიო ის რასაც გრძნობ…
და კიდევ გათენებულ ღამეებზეც… ბედნიერება და მასზე ფიქრი რომ არ გაძინებს უიმისობაში.. ბედნიერება, რომ ის არსებობს, რომ ის ახლა მართალია შენთან არ არის, მაგრამ ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობს.. ბედნიერება მისით ამაყი რომ ხარ.
ბიჭებს სულ უკვირდათ როდის ასწრებდა მარიამი ამდენი რამის კეთებას, სულ უგემრიელესი კერძები ჰქონდა.. არ იცოდნენ, კახას ღამის მორიგეობის დროს მასაც რომ არ ეძინა.. უფრო ვერ, ვიდრე არ და სულ მაშინ ასწრებდა ყველაფერს..
კახა სულ ეხვეწებოდა დაეძინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.. ეცოდებოდა, მაგრამ თან საოცარი სითბოთი ჰქონდა გული სავსე.. საოცარ სითბოსა და სიმშვიდეს გრძნობდა.. ეს სიმშვიდე კი ყველანაირ შიშს ანადგურებდა.. აღარც ახლოვდა ბოლოს როდის გამოიჭირა მდგომარეობიდან გამოსული საკუთარი თვაი.. ფიქრი, რომ ის ინერვიულებდა, რომ ეტკინებოდა საშუალებას ართმევდა კონტროლი დაეკარგა საკუთარ ქმედებებზე..
მარიამის მშობლებს ყველაზე ნაკლებად ახარებდათ, ის, რომ პრობლემები არსად ჩანდა.. ერთხელაც არ უფიქრიათ შეგუებოდნენ, ცუდი განწყობის გარეშე დაენახათ, ისეთები, როგორებიც რეალურად იყვნენ..
*****************
არსებობს ტკივილი, რომელიც შეუძლებელი აღწერო.. ტკივილი, რომელიც შიგნითაა.. ტკივილი, რომელიც ყველაფერს გინგრევს, გლეჯს და არ გინდობს.. ერთი წამითაც რომ არ ყუჩდება ისეთი ტკივილი..
მარიამსაც ვერაფრით გაეაზრებინა რას გრძნობდა, როდესაც კურიერის მოტანილ კონვერტში ფოტო ნახა, ფოტოზე კახა იყო, ვიღაც ქალთან ერთად საწოლში. პირველი გადარჩენაზე იფიქრა, ყველაფრის გადარჩენაზე.. თავიდან არც კი დაუშვა, რომ ფოტო ახალი იყო.. თარიღიც კი არ მიიჩნია სანდოდ, მაგრამ ქმრის ყელზე თავისივე ნაჩუქარი ჯვრის დანახვამ, თითქოს ყველაფერი გააქრო გარშემო.. ჰაერიც კი.. იყო სიცივე და სიბნელე, რომელიც სინათლის მიუხედავად გზაფრავს..
არსებობს უარესი მდგომარეობაც, უფრო ბნელი.. როდესაც კი არ გიღალატეს, არამედ როდესაც შენ.. შენ ხარ მოღალატე…
რეალურად არსებობს ასეთი მდგომარეობა, გულგრილად რომ ვარგებთ ხოლმე ეპითეტს ცოცხალმკვდარი.
მოვლენებს ერთმანეთს ვერაფრით აბამდა.. თავის გამართლებას კი არ ცდილობდა, უბრალოდ არ იცოდა რა გააკეთა.. და რაც იცოდა, არაფარით ჰგავდა მის საქციელს, არც მის სურვილებს..
ყველაფერი დაწვა რაც ეცვა.. მარიამს კოცნითაც კი მორიდებით კოცნიდა.. ესეც იმიტომ, რომ რომ არ ეკოცნა, მას ძალიან ეწყინებოდა.. ყველა კოცნა კი მისი დაუმსახურებლობით, უფრო და უფრო მაძიმებდა.. კი არ ეგონა, გრძობდა, როგორ აბინძურებდა ყველაზე სუფთას..
აგროვებდა სიტყვებს, სათქმელის შეგროვებამდე კი ცდილობდა რაც შეიძლება ნაკლებად ენახა.. აკეთებდა ყველაზე მარტივ ოპერაციებსაც… არ ლაპარაკობდა არავისთან და გრძნობდა, როგორ უბრუნდებოდა ძველ მდგომარეობას..
მარიამს უკვე ეშინოდა, ეშინოდა მისი ჩაშავებული უპეების, ფერმკრთალი სახისა და ჩამქრალი თვალების.. ვერც მას მოეგროვებინა სათქმელი.. ვერ მიმხვდარიყო როგორ უნდა ელაპარაკათ ამ თემაზე.. ელოდა ამოსუნთქვას, თითქოს შეაფერის დროს ყველაფრის გასარკვევად..
ამასობაში კი უკვე რამდენჯერმე მოვიდა კახა ნატკენი ხელებითა და გახეთქილი წარბით..
იყო უსიტყვობა.. შეთქმულებივით, ერთ სიტყვასაც კი არ ეუბნებოდნენ ერთმანეთს, უმნიშვნელო ყოველდღიურობით გაცვეთილი ფრაზებისა და შიგადაშიგ უმნიშვნელო შორისდებულების გარდა..
ახლა დღეები ზღაპრის იმ დღეებს ჰგავდა, სიკეთეზე გამარჯვებამდე ბევრ ტანჯვას რომ უნდა გაუძლო.
ამასობაში კი, კურიერმა მეორე ფოტოც მოიტანა.. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ახლა სხვა ქალი იყო ფოტოზე.. იმ დღეს ლიკუნას დაბადების დღე იყო.
განწყობა, რომელიც ისედაც არ ჰქონდა ერთიანად გაუქრა..
კახა მისმა ცრემლიანმა თვალებმა გაყინა.
-რა მოხდა, მარიამ, რა მოხდა? – ძლივს ამოიხრიალა კახამ, დაძაბული უყურებდა მის ხელებს, მონდომებით რომ ცდილობდა კონვერტის დამალვას.
-არაფერი, ჩემების გამო ვტირი, უბრალოდ ვფიქრობდი. – ოდნავ გაიღიმა მარიამმა და ნაჩქარევად გაეცალა ქმარს. ისევ ვერ გაბედა ლაპარაკის წამოწყება, ისევ ვერ გაბედა ეთქვა როგორ ტკიოდა მის გამო. პარადოქსი იყო, მაგრამ ისე უყვარდა, ისე სჯეროდა ფაქტებიც კი, რეალური ფაქტებიც საეჭვოდ მიაჩნდა. ისიც ვერაფრით დაეჯერებინა, თვითონ კახა როგორ დუმდა აქამდე, თუ ეს ყველაფერი მართალი იყო და ყველაფერი ამ ფაქტების სიმართლებზე მიუთითებდა, რეალურ ღალატზე, მისი სურვილის გარდა.. ეს კიდევ უფრო მეტად ტანჯავდა.. იმ საღამოს იცოდა მორიგე რომ არ იყო, ამიტომ, გადაწყვიტა საღამოს დალაპარაკებოდა, დაბადების დღიდან დაბრუნებისას.. არ უნდოდა გოგოებს რაიმე გაეგოთ..
კახა შეუმჩნევლად გაჰყვა უკან.. მარიამი არასოდეს ატყუებდა, ახლა კი მოატყუა.. ზსუტად იცოდა, რომ მოატყუა.. გულმა უგრძნო, რომ ყველაფერი იცოდა..
გამალებით ეძებდა დამალულ კონვერტს, როგორმე უნდა მოესწრო ცოლის აბაზანიდან გამოსვლამდე.. ფოტოების დანახვაზე, მარიამი, თუ შესაძლებელი იყო უფრო მეტად ყვარებოდა, უფრო მეტად შეუყვარდა.. ანალოგიურად.. უფრო მეტად დაუწყო ქენჯნა იმ პატარა ღმერთმა, სინდისს რომ ეძახიან..
სჯობს მოკვდე, ვიდრე საკუთარი სიცარიელე იგრძნო..
კახა, ისევ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აბრალებდა ყველაფერს.. სხვა ვერაფრით აეხსნა მომხდარი.. არც ერთ სღამოს დაულევია იმდენი, ისე დამთვრალიყო, არაფერი დამახსოვრებოდა.. აზრი, რომ ვიღაც რაღაცას უწყობდა, დაბადებისთანავე გააქრო.. შეზარა, თავის გამართლების სურვილით, სხვებზე მიტანილმა ეჭვმა..
აღარ შეიძლებოდა სათქმელის გადადება.. საღამოს შეეცდებოდა ყველაფერი აეხსნა… აეხსნა, ეს სიტყვა გუდავდა… როგორ შეიძლებოდა მსგავსი რამ აეხსნა.. მერე კი ერთი თვით წავიდოდა თავის ფსიქოლოგთან.. გრძნობდა, რომ მარიამმა უშველა.. საკუთარი საქციელით კი ისევ დაღუპა ყველაფერი ფასეული..
დაბადების დღეში, შესამჩნევი იყო მათი სინაცრისფრე.. კახას ვერც კი გაებედა მისი საცეკვაოდ აყენება. იჯდნენ უხმოდ და ცდილობდნენ მათ გვერდით მსხდომი თომასა და ელენესათვისაც არ გაეფუჭებინათ ხასიათი..
-მარ, ორი წუთით გამყევი. – თბილად თხოვა ელენემ, ჩამოშლილი ვარცხნილობის გასწორებაში დახმარებოდა.
დარბაზში დაბრუნებულს, პირველად კახას ცარიელი ადგილი მოხვდა თვალში. თითქოს შეეშინდა. მერე გაუკვირდა, რატომ უყურებდა ყველა მისი მეგობარი რაღაცნაირი სახით.. მზერამ, რესტორნის სცენამდე მიიყვანა.. მანამდე კი “My valentine” – მა მოიცვა ყველაფერი.. ვერაფერს ხედავდა ქმრის წყლიანი თვალების გარდა.. არ უნდოდა, მაგრამ რამდენიმე წამში ცრემლებმა მთელი სახე დაუსველა.. საოცრად მღეროდა, მას კი არ ეჩვენებოდა, ის მართლა საოცრად მღეროდა.. აქამდეც ჭკუიდან გადაჰყავდა მის ხმას, იცოდა სიმღერა არ უყვარდა, ამიტომ არც არასდროს დაუძალებია.. მხოლოდ რამდენიმე ქართული სიმღერა ჰქონდა მოსმენილი, კახა ვერ იტანდა ამით ყურადღების ცენტრში რომ ხვდებოდა..
-მხოლოდ ასეთ დროს მესმის შენი. – გაოცებულმა ნინიამ, ჩუმად უჩურჩლა.
არ დალოდებია არც აპლოდისმენტებს და არც აღფრთოვანებული მსმენელების ფეხზე ადგომას. ისიც მხოლოდ მარიამს ხედავდა. ფრთხილად მოხვია ხელი მხარზე და ეზოში გაიყვანა. მარიამი ისევ ტიროდა, კახას კი საოცარი ძალა სჭირდებოდა ცრემლები შეეკავებინა. დაძაბულმა გაიხადა პიჯაკი და თხელ კაბაზე მოაცვა.
-შენ მოკლე მაისური გაცვია. – ძლივს ახედა მარიამმა.
-არ მცივა. – ცოტა ხანს ისევ გაჩუმდა. – ვიცი, რომ ყველაზე მეტად შენ გტკენ ჩემი ცუდი საქციელით..ვიცი რომ ჩემზე მეტად გტკივა, ჩემი მოტელი ფეხიც, გახეთქილი წარბიც და დასისხლიანებული ხელებიც.. ვიცი და რაც ერთად ვართ, ვცდილობდი ასეთი არ გენახე.. ორი კვირის წინაც ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე ხშირად მოვდივარ ასეთი სახლში.. რას ნიშნავს ეს. ყველაფერს ალბათ სიყვარულის სიმცირის გარდა.. ვიცი, რომ ძნელი დასაჯერებელია..
ვიცი, როგორ იზღუდავ თავს იმისთვის რომ მე კარგად ვიყო, არ იმჩნევ, მაგრამ მე ხომ ვიცი.. შენ იცი, რომ გიღალატე… თან ორჯერ.. ესეც ყველაფერ საშინელებას ნიშნავს სიყვარულის ნაკლებობის გარდა..
არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ვიცი, რომ ღალატს არ გაპატიებდი, უშენობა მომკლავდა, მაგრამ არ გაპატიებდი..
არ ვიცი ამ ბოლო დროს რა ხდება ჩემს გარშემო.. ყველაზე მეტად მინდოდა ჩვენი შვილი დაბადებულიყო რაც შეიძლება მალე.. მაგრამ მე საკმაოზე ბინძური ვარ ამხელა სიკეთისთის..
ალბათ ეს ყველაფერიც, ჩემი დამსახურებული ჯოჯოხეთია.. ჯოჯოხეთია ისიც, ჩემს გამო შენ რომ გტკივა.. მე მართლა არ მახსოვს როგორ მოვხვდი იქ.. არც ის მახსოვს, რომ ბევრი დავლიე.. მიმაჩნია, რომ ადამიანისაგან არასდროს უნდა მოითხოვო იმაზე მეტი, ვიდრე გაცემა შეგიძლია.. არ შემიძლია ერთგულების გარეშე არსებობა, მაგრამ არ შემეძლო ალბათ უფრო სწორი ნათქვამია..

მარიამი უყურებდა საყვარელი ადამინის ტანჯვას და ვერაფრით ხვდებოდა, შეეძლო კი გაეგო.. უყურებდა და გრძნობდა ყველაფერ საშინელს, სიყვარულის ნაკლებობის გარდა..

“შენ მოხვალ ჩემთან
და შუქს აანთებ!”

” – მოღალატე ადამიანები ასე არ ლაპარაკობენ, ასე არ ლაპარაკობენ..” – დაჟინებით უმეორებდა საკუთარ თავს.. კახას კი საშინლად ეხამუშებოდა ცრემლები, რამდენიმე წამით თავი მიაბრუნა და შეცადა თავი ხელში აეყვანა.. საშინელებაა ვერ ხედავდე გამოსავალს.. საშინელებაა არ იყო იმის ღირსი, რაც შენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია..
-შენ ჯოჯოხეთი არ დაგიმსახურებია.. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მარიამმა და ტირილი აუვარდა.. პატარა ბავშვებმა რომ იციან, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გულამოსკვნილი ტირილი.. ზუსტად ისე..
-ძალიან მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და მჯერა შენი.. ნუ დაიჯერებენ, თუ გინდა შენც ნუ დაიჯერებ, რომ მჯერა შენი. მჯერა და ამის არ დაჯერებას სიკვდილი მირჩევნია..
-მარიამ, მე შეიძლება ასეთი რამე არ მეთქვა, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, ხომ გესმის ეს რას ნიშნავს?..
-ყველაფერ საშინელებას სიყვარულის ნაკლებობის გარდა. – ოდნავ გაიღიმა კიდეც მარიამმა და თვალებში შეხედა.. კახას, რაღაც საშინლად აეწვა შიგნიდან.. ასეთ დროს შეიძლება გააფრინო კიდეც.. ადამიანებს გვგონია, მაგრამ სულაც არ ვართ მზად სასწაულებისთვის.. სასწაული იყო ახლა, მისი ცოლისგან ამ სიტყვების მოსმენა.. ყელში გაჩხერილმა ბურთმა, კინაღამ გაგუდა..
-ჩვენს სახლში მინდა… მე არ მინდა გაძლევდე უფლებას იყო ისე ცუდად, როგორც ახლა ხარ, როგორც ეს ორი კვირაა ხარ.. არ მოგცემ უფლებას.. მანამ, სანამ თუნდაც შენს ყველაფერი ბედნიერებით სავსე თვალებში სიყვარულის ნაკლებობას არ შევნიშნავ.. – ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა, მაგრამ მაინც იღიმოდა. კახა კი ისევ გაუნძრევლად იდგა, აღარც საკუთარი ცრემლები ეხამუშებოდა.როგორც იქნა მძიმედ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და თითქოს მზერით დაეყრდნო ცოლს. მარიამმა კი ნაზად გადახლართა თავისი თითები მისაში, მშვიდად მოექცა მისი მკლავის ქვეშ და მის გულზე თავმიდებული, რამდენიმე წუთი მშვიდად იდგა.
არავის არაფერი გაუგია იმ საღამოზე..

***************

თითქოს ჩვეულებრივად გრძელდებოდა ყველაფერი.. მაგრამ თითქმის. ეს კი კახასა და მარიამის მსგავსი იდეალისტებისთვის საშინელება იყო.. ერთხელაც კი არ უჩხუბიათ, ერთხელაც არ უგრძვნია კახას, რომ მარიამი გადაწყვეტილებას ნანობდა, ან რაიმეს აყვედრებდა.. თვითონ გრძნობდა თავს საშინლად.. ეს ყველაფერი კი უნებლიედ ამძიმებდა სიტუაციას, ვეღარსად ეპოვა სიმშვიდე, საერთოდ აღარსად დადიოდა საავადმყოფოს გარდა. არც მარიამს უნდოდა სადმე გასვლა, რადგან გრძნობდა, რომ კახას ხალისი არ ჰქონდა და თუ სადმე წავიდოდნენ, მხოლოდ მისთვის რომ არ ეწყენინებინა იმიტომ. მხოლოდ ბიჭები ნახეს რამდენჯერმე, გრძნობდნენ, როგორ შველოდათ მათი მხიარულება და გულწრფელი სიყვარული. თითქმის აიძულა, საავადმყოფოში მასაც დაეწყო სიარული. ორ კვირაში მარტივი ჭრილობების დამოუკიდებლად გაკერვაც კი შეეძლო. კახას ძალიან მოსწონდა მისთვის, ყველასთვის საჭირო, პირველადი დახმარებისას აუცილებელი მოქმედებების ახსნა. იცოდა, რატომ დაიჟინა კახამ მაინცდამაინც ახლა მისი საკუთარ პროფესიაში გარკვევა. იმდენად განიცდიდა მომხდარს, ოდნავადაც აღარ ენდობოდა თავს, უნდოდა საერთოდ არ მოშორებოდა ცოლს, მის გვერდით ყოველთვის იცოდა რა იყო სწორი. მარიამს კი ეგონა, რომ მიუხედავად მისივე დაჟინებისა, საავადმყოფოში სიარულით უნებურად მაინც ამცირებდა მას.
-კახა, არ არის აუცილებელი ჩემი აქ სიარული. არ არის აუცილებელი ყოველ დღე ერთად ვბრუნდებოდეთ სახლში, მე შენი მჯერა.
-ვიცი, საყვარელო, მაგრამ გთხოვ, მე ასე მირჩევნია. რამდენიმე დღეში აქ ყველაფერს მოვაგვარებ და მაშინვე ჩავალთ ჩემს ფსიქოლოგთან. უფლის წყალობით, ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ყველაფერი უკეთესად უნდა იყოს. – თბილად აკოცა მარიამს და მთელი ძალით ჩაიხუტა. საოცრად სჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თითქოს აუცილებლად ასე იქნებოდა, თითქოს არ შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო რაიმე. ყოველდღიურად უფრო და უფრო გუდავდა საკუთარი თავისთვის ვერ ნაპატიები პატიება. ვერც ის გაეგო, რა უფრო მძიმედ ასატანი იქნებოდა მისთვის, როგორც იყო ის, თუ მარიამს რომ მიეტოვებინა. ორივე ერთმანეთზე დიდი საშინელება იყო.
მესამე კვირა მთავრდებოდა, გამთენიისას უკვე მიფრინავდნენ. მარიამი არაფრით დათანხმდა დარჩენაზე, კახას არ უნდოდა მის გამო უნივერსიტეტში პრობლემები შექმნოდა, მაგრამ ვერც გულიანად აძალებდა დარჩენას, ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა გაეძლო ერთი თვე მის გარეშე.. საავადმყოფოში ყველას დაემშვიდობა და ერეკლესთან წასაღებად საბუთები გაამზადა. მარიამი იმ დღეს არ ყოფილა საავადმყოფოში, უამრავი რამ ჰქონდა გამგზავრებამდე გასამზადებელი. ერეკლე მისი არ ყოფნისას ყოველთვის ეხმარებოდა სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაში, ლადოს ყველაფერი თავის ჭკუაზე რომ არ მოერგო.
-ერე, სად ხარ? – მაშინვე დაურეკა, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა.
-ყაზბეგში ვარ ძმა, ხვალ საღამომდე ვერ ჩამოვალ, ნუკა იქნება სახლში, ან თუ არ იქნება გასაღები ხომ გაქვს და დამიტოვე ყველაფერი.
-კარგი ძმაო, გამოვედი უკვე საავადმყოფოდან და ავალ ახლავე.
-მაგრად მიტყდება რომ ვერ გაცილებ, მაგრამ ეს ორი დღე უეჭველი აქ უნდა ვყოფილიყავი, ხომ იცი. იზვინი რა, უეჭველი ჩამოგაკითხავთ ამერიკაში.
-კაი შე ჩემა. კაი ბიჭები რომ არ ხსნიან დაგავიწყდა? – გულიანად გაიცინა კახამ.
-გეტყობა კარგ ხასიათზე რომ ხარ.
-მაგრად მიხარია, რომ მივდივარ, იქნებ ყველაფერი ცუდი დამთავრდეს, ღვთის წყალობით.
-არ მეგონა თუ წახვიდოდი, ისედაც ხომ ყველაფერი კარგადაა? – იმ საღამოზე მართლა არავინ არაფერი იცოდა, ვერაფრით გაეგოთ ბიჭებს მაინცდამაინც ახლა რატომ გადაეწყვიტათ წასვლა.
-კი, მაგრამ მირჩევნია ყველაფერი საბოლოოდ მორჩეს. მკურნალობის კურსი რომ მიტოვებული მაქვს რაღაცნაირად ვერ ვარ მშვიდად.
-მაგრად მიხარია, მარიამის ასე რომ გიყვარს. რამდენი წლის წინ მიატოვე მკურნალობა და აქამდე არ შეუწუხებიხარ.
-ვიცი, ძმაო.
-ჩვენ მართლა გნახავთ, თუ რაღაც გაუთვალისწინებელი არ მოხდა. ნახე ბიჭები?
-კი დილით, გვიან ჩვენთანაც გამოვლენ.
-გაფრენამდე შეგეხმიანებით მეც.
-კაი, ძმაო, თითქმის მივედი შენთან.
-კაი, როგორც კი ჩამოვალ ეგრევე მივხედავ ყველაფერს. ლადოს წვალების დრო მოვიდა. – იცინოდა ერეკლე.
-შენ ჩემს მტერს გადაეკიდე.
-ხოდა გადავეკიდე.
-თუ რამე ისეთი და მაგრად გაახურა, დამირეკე. ამ ბოლო დროს მაგარი აკრეფილია, განსაკუთრებით ქორწილის მერე. ეგ ხო იცი გაღიმებულს ვერ მიტანს.
-მაგას აღარაფერი ეშველება, ასეთი ბოღმიანი როგორაა.
-რაც არის არის.
-არც კი იფიქრო აქაურ საქმეებზე, ხო იცი რა მაგარი ვარ.
-მაგარი და თავმდაბალი.
-ეგ თავისთავად.
-ახლა მარიამს უნდა დავურეკო, შეგეხმიანები ისევ.
-კაი, ძმაო.
უნდოდა მარიამისთვის ეთქვა, რომ ერეკლესთან გაივლიდა და რამდენიმე წუთში უკვე სახლში იქნებოდა.
-ძალიან მიყვარხარ, მთელი დღე არ მინახიხარ და ძალიან მომენატრე.
-მეც საყვარელო, მთელი თვე სამსახურიც კი ვეღარ დაგვაშორებს. მიყვარხარ.
-გელოდები, ძალიან მიყვარხარ. – ამ სიტყვებით დაამთავრეს ლაპარაკი. მარიამი, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ამ სიტყვებით რამდენიმე წლით დაშორდებოდა ყველაზე საყვარელ ადამიანს. მაშინ გაღიმებული დასცქეროდა ახლადგამომცხვარ ნამცხვარს და ერთი სული ჰქონდა ქმრისთვის და მისი მეგობრებისათვის ესიამოვნებინა, მათ ხომ განსაკუთრებულად უყვარდათ მისი ნახელავი.
კახა კი უკვე ერეკლეს ბინის კართან იდგა. რამდენჯერმე დარეკა ზარი, ერთი სული ჰქონდა საბუთები დაეტოვებინა და სახლში წასულიყო. ის იყო იფიქრა, რომ სახლში არავინ იყო და გასაღები ამოიღო ჯიბიდან ყვირილის ხმა რომ მოესმა. სახლში მხოლოდ ნუკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ კიდევ ვიღაცის ხმა ისმოდა.. ყვირილის ხმამ სისხლი გაუყინა.. ანერვიულებულმა მოარგო გასაღები კარს და ნაჩქარევად შევიდა ბინაში…

**************

-ბებო მოგიკვდეს, მალე მკვლელ მამაშენს გაიცნობ. უჭკუო დედაშენი ვერც კი ხვდება ეს რას ნიშნავს. – მარიამს ჯერ ისედაც ნერვები საშინლად ჰქონდა მოშლილი, ვეღარსად პოულობდა ადგილს. დედამისის სიტყვები კი საერთოდ აზროვნების უნარს აკარგვინებდა.
-მამა, მამა. – რამდენჯერმე გაიმეორა ნიკოლამ და ისევ სათამაშოებს მიუბრუნდა.
-დედა რამდენჯერ აგიკრძალე ნიკოლასთან ასე ლაპარაკი მამამისზე? არ მინდა მამამისი ასე გაიცნოს, ნუ მაიძულებ, რომ ბავშვი რაც შეიძლება იშვიათად განახოთ.
-რაც უფრო მალე შეეჩვევა სიმართლეს, უფრო კარგი იქნება. არ გაბედო ბავშვი ანახო, მე და მამაშენი არ დავუშვებთ.
-დედა, ნუთუ არ გრცხვენია ასე იმ ბავშვზე რომ ლაპარაკობ, რომელზე ფეხმძიმობისას მაიძულებდით აბორტი გამეკეთებინა. რომლის გაჩენაც თქვენი შიშით გერმანიაში მომიწია.
-შენ ისეთ რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდე..
-გეყოს დედა, გეყოს..
-შენ ვერაფრით შეეგუე, რომ მართლები ვიყავით. ამის აღიარების გრცხვენია, იმას კი ვერ ხვდები ბავშვის დაღუპვაც რომ გინდა. მამამისი მკვლელია, პატიმარია და ეს ბავშვმა უნდა იცოდეს.
-მას არავინ მოუკლავს.
-უბრალოდ ვერ მოასწრო.
-დეე, მივდივართ. -ცრემლიანი თვალებით თბილად გაუღიმა ნიკოლას და ხელში აიყვანა. ლიასკენ გახედვაც აღარ უნდოდა.
-სად მიდიხართ?
-ჩვენს სახლში, ძალიან გთხოვთ ეს დღეები არ მოხვიდეთ, მე თვითონ მოვიყვან ნიკოლას, როდესაც მეცლება.
-მამაშენი გააფრენს ბავშვი რომ არ დახვდება, ჯერ ისეც ამდენი ხანი ვიყავით წასულები.
-როგორმე გადაიტანს, შეახსენე მკვლელის შვილი რომაა და სურვილი ცოტა ხნით მაინც გაუქრება.
-მამაშენზე ასე როგორ ლაპარაკობ?
-როგორ ასე, დედა? როგორც იმსახურებს?
-ზედმეტი მოგდის.
მარიამს ხმა აღარ ამოუღია სწრაფად აიღო ნიკოლას ნივთები და სახლიდან გავიდა. მხოლოდ ერთი ღამე გაათია მათთან და ეს საკმარისი იყო თავი უფრო საშინლად ეგრძნო. ბოლო დღეები კახას გათავისუფლების გარდა სხვა ვერაფერი ეპოვათ მის მშობლებს სალაპარაკო.

*

-გამარჯობა, ბატონო დავით. თქვენ როგორ ბრძანდებით? ჩვენ კარგად ვართ. – დაძაბული, მაგრამ თბილი ხმით უპასუხა კახას მამას.
-კარგად ვარ, შვილო მეც. სახლში ხართ?
-ახლა მივდივართ, ჩემს მშობლებთან ვიყავით.
-შეიძლება, რომ გნახოთ? – ჰკითხა მორიდებით.
-რა თქმა უნდა, ბატონო დავით. თხუთმეტ წუთში სახლში ვიქნებით და გელოდებით.
-კარგი შვილო, მოვალ. დიდი მადლობა.
ნახევარ საათში, ბაბუას ნაჩუქარ ტკბილეულსა და სათამაშოებში ერკვეოდა ნიკოლა..
-მაპატიე, უფრო რომ გირთულებ ყველაფერს შვილო, მაგრამ არ შემეძლო არ მენახეთ.
-არაფერს არ მირთულებთ, ბატონო დავით, პირიქით მიხარია, ასეთი მოსიყვარულე ბაბუა რომ ჰყავს ნიკოლას.
დავითი ყველაზე უკეთ ხვდებოდა, რამდენად კეთილი უნდა ყოფილიყო ადამიანი, მარიამისავით რომ ეცხოვრა. არასდროს უგრძვნია მისგან რომ თავისი სტუმრობებით აწუხებდა. არადა ხომ იცოდა როგორი მძიმე იყო მისთვის კახას მამის გვერდით მშვიდად ყოფნა. რამდენჯერ გაუგონია დაძინებისას, ჩურჩულით, როგორი სიყვარულით უყვებოდა ხოლმე ნიკოლას მამამისზე, ამ დროს კიდევ უფრო ძალიან ეცოდებოდა და უფრო და უფრო უყვარდებოდა. გრძნობდა იმასაც, რომ მასავით ვერც მარიამს დაეჯერებინა კახას მოტივისა და გამოტანილი განაჩენების დამსახურებულობის.
-ჩვენი ოჯახის ანგელოზი ხარ, შვილო.
-ბატონო დავით, ბიჭებსაც ვუთხარი და მინდა თქვენც გითხრათ, თუ გინდათ და თუ მასაც უნდა, ხვალ შეგიძლიათ ნიკოლა წაიყვანოთ მის დასახვედრად. – ცრემლებმა კინაღამ გაგუდა, ძლივს დაამთავრა წინადადება. დავითა მთელი ძალით ჩაიხუტა. უკვე ჭაღარა, დარბაისელ, საოცარი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე კაცს ყოველთვის აღაფრთოვანებდა ეს პატარა გოგო. ვერაფრით მიმხვდარიყო, საიდან, როგორ შეეძლო ამდენი. რადგან ვერაფრით ეპოვა სათქმელი, უნდოდა ჩახუტებით ეგრძნობინებინა როგორი მადლიერი იყო.
-ვუთხარი შვილო, რომ გთხოვდი, მაგრამ მითხრა რომ ჯერ მზად არ არის, არ უნდა რომ ციხესთან მივუყვანო.
-კარგით. – მარიამს, თითქოს რაღაც ჩაწყდა, თითქოს ვერ მიხვდა, როგორ შეიძლება არ ყოფილიყო საკუთარი შვილის სანახავად მზად. „-ნუთუ ისე ძალიან არ უყვარს, როგორც მგონია?“ – გაჩენილმა აზრმა შეზარა, მაგრამ მალევე განდევნა გონებიდან, რამდენიმე წამში სინდისი ქენჯნიდა ასე რომ გაიფიქრა.
კიდევ ცოტა ხანს ითამაშეს ბაბუა-შვილიშვილმა, კახა აღარ უხსენებიათ.
ბოლო დღეებში, ბიჭებსაც განსაკუთრებულად უჭირდათ მისი ნახვა, თომაც კი არ ჰგავდა თავის თავს. ბატონი დავითიც, რაღაცნაირად სხვანაირი იყო იმ დღეს.
მარტოდ დარჩენილი, მთელი საღამო მეორე დღეზე ფიქრობდა… მშობლებთან მძიმე საუბარმაც, უფრო დაამძიმა. მაინც გაიფიქრა, ზედმეტად მკაცრად ხომ არ ვექცევიო, მაგრამ ფეხმძიმობის პერიოდის გახსენება, საკმარისი იყო გულჩვილობა აღარც კი გახსენებოდა..

*************

კახამ, პირველივე პროცესის შემდეგ აუკრძალა სასამართლოში მისვლა, თუ მარიამი იქ იქნებოდა ის პროცესებს არ დაესწრებოდა.. არც ერთხელ არ უნახავს იმ პროცესის შემდეგ. ერთ შეხვედრაზეც კი არ დათანხმდა. გაურკვევლობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. მარიამს სჯეროდა, თუ მას თვალებში ჩახედავდა, ყველაფერს გაიგებდა.. მან კი ერთხელაც არ შეხედა პროცესზე.. ერთხელაც კი არ გამოუხედავს მისკენ.. ეს კი უფრო აჯერებდა, ვერაფრით დაჯერებულ გარშემომყოფთა სიმართლეს. რამდენიმე თხოვნის შემდეგ აღარც მას უთხოვია შეხვედრა.. საშინლად დამამცირებელია შეყვარებული ქალისთვის, ეხვეწო ქმარს, შეგხვდეს, როდესაც ის სხვისი სიყვარულის გამო ჩადენილი დანაშაულისთვის იხდის სასჯელს.. მაგრამ არც ეს აინტერესებდა თავიდან, არ აინტერესებდა რას ამბობდნენ. არ სჯეროდა, მხოლოდ მისი თვალებისთვის შეეძლო დაეჯერებინა დაუეჭვებლად.. მისი თვალები კი არ იყო არსად.. არსად არ იყო.. პირველი პროცესიდანაც მხოლოდ ის ახსოვდა, როგორ იმეორებდა მისი ქმარი, რომ იგივეს ისევ გააკეთებდა, იგივე სიტუაციაში, რომ ყველაფერი გააზრებული ჰქონდა..
მერე გაიგო რომ ფეხმძიმედ იყო.. მერე იყო ბრძოლა შვილისთვის.. არაფრად აგდებდა ქალაქში თითქმის თითით რომ ანიშნებდნენ ერთმანეთს, რომ ის იყო კახა შარაშიძის ცოლი.. არც იმას შვილს იმ კაცისგან, რომ ელოდებოდა, რომლის სიყვარულის შესახებაც თითქმის აღარაფერი იცოდა ზუსტად.. ყველაზე მძიმე საკუთარი მშობლების ყურება იყო, მათი გაშმაგებული თვალების ყურება და შიში, შიში რომ ვერ შეძლებ დედა გახდე.. მერე იყო გერმანია.. ორი თვის ფეხმძიმე იყო, მშობლებისაგან ფარულად რომ გაფრინდა. ნიკოლა სამი თვის იყო, როდესაც საქართველოში დაბრუნდნენ. რომ არა ბიჭები და ელენე, ვერაფრით შეძლებდა ნიკოლას გაჩენას.
მოგონებები და გაურკვეველი მომავლის მოლოდინია არაფრით აძინებდა. მთელი ღამე ოთახიდან ოთახში დადიოდა. ზოგჯერ იმასაც ფიქრობდა ჩუმად მისულიყო ციხესთან, უბრალოდ თვალი რომ მოეკრა მაინც, ზოგჯერ კი საქართველოდან საერთოდ წასვლა მიაჩნდა უკეთეს აზრად.. გადაწყვიტა ნიკოლას გაღვიძებისთანავე გუდაურში ასულიყო… იმიტომ, რომ იქიდან უფო გაუჭირდებოდა ციხესთან საჭირო დროს მისვლა, თუ იმიტომ, რომ იმ სახლთან უამრავი საერთო
მოგონება აკავშირებდათ, არ იცოდა.

**************

შუა დღისას უკვე გუდაურში იყვნენ.. ნერვიულად სვამდა ყავას ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი და გზას თვალს ვერ აშორებდა.. ის უკვე თავისუფალი უნდა ყოფილიყო.. იცოდა რომ დემეტრე და გიგიშა დახვდებოდნენ დავითთან ერთად. ერეკლეს მისი დახვედრის კი არა, ალბათ უფრო მისი მოკვლის სურვილი ჰქონდა. არც თომა აპირებდა დახვედრას..
მარიამს კი, მარიამს მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ვერც გაუძლებდა, ერთი სული ჰქონდა ახლა ფანჯრიდან, მისი ეზოში შემომავალი სილუეტი დაენახა..
ის არ ჩანდა..
არც ერთი საათი შემდეგ გამოჩენილა..
არც მაშინ, მომავალი სილუეტები მკაფიო ჩრდილს რომ აჩენდნენ ლამპიონებით განთებულ ქუჩას..
არც ერთი და ორი დღის შემდეგ..
ის თავისუფალი იყო, მაგრამ მაინც არსად იყო მისი თვალები..

ასე ელოდებოდა, მისგან უბრალო შეტყობინებას, ან პაემანზე მისვლის უფლებას, როდესაც პატარას არსებობის შესახებ გაიგო.. მაგრამ ის არც მაშინ გამოჩენილა.
*******
ჩვენს სულ გეგმებს ვაწყობთ.. სულ გვაქვს ჩვენებური დასასრულები.. სულ ვიცით, რა როგორ უნდა მოხდეს.. ხშირად ვივიწყებთ, რომ ადამიანები ვართ..
კახაც ასე იყო.. იცოდა, რომ რამდენიმე საათში საყვარელ ადამიანთან ერთად თვითმფრინავში უნდა მჯდარიყო.. იცოდა, რომ ყველაფერი უარესად კი არა, ბევრად უკეთესად უნდა ყოფილიყო.
მაგრამ…
რამდენიმე საათში წინასწარი დაკავების საკანში იყო.. განრისხებას ვერმორეული, ცარიელი.. ისეთი სავსე სიცარიელით, ჯერ არასდროს რომ არ ყოფილა..
ისევ ესმოდა ნუკას ყვირილი.. ყველაფერი თვალწინ ედგა.. წუხდა, რომ არ მოკლა, წუხდა, რომ მიუსწრეს.. ვერ მოკლა კაცი, რომელმაც თითქმის საკუთარი და გაუუპატიურა..
გამეტებით ურტყამდა გისოსებს მუშტებს, ყველაზე მეტად საკუთარი არ შემდგარი მომავალი ტკენდა, ტკენდა ჯოჯოხეთი, რომელიც მარიამს ელოდა.. რომელსაც დასასრული ძალიან დიდხანს, ან საერთოდ არ ექნებოდა.. რადგან არ აპირებდა სიმართლის თქმას, ხვდებოდა რამხელა სასჯელი ელოდა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის..
იყო წყვდიადი.. გული ამოვარდნას ჰქონდა.. გაუაზრებლად აკეთებდა მოძრაობებს.. უკვე მილიონჯერ გადაიწია თმები უკან, მთლიანად გაოფლილიყო.. საკნის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლომდე უკვე რამდენიმე საათია გაუჩერებლად სცემდა ბოლთას.. ვეღარ სუნთქავდა.. ისედაც დასისხლიანებული ხელები, უფრო და უფრო მკაფიო კვალს ტოვებდა კედელზე.. ახსოვდა მხოლოდ მარიამი და მომავალი, რომელიც არ შედგა.. ალბათ ესეც დაიმსახურა, ალბათ ასე იყო საჭირო, მაგრამ მისმა ცოლმა რა დააშავა ვერაფრით გაეგო.. სასაცილოდ აღარ ჰყოფნიდა საკუთარი გეგმები, საყვარელი ცოლით, ბევრი შვილებითა და უზარმაზარი სახლით.. ხმამაღლა, შეშლილივით იცინოდა და რამდენიმე წამში დაჭრილი მხეცივით ღრიალში გადადიოდა ეს ხმა.. როგორ უნდოდა ყველაფერი გამქრალიყო.. როგორ უნდოდა ერთხელ მაინც თავისუფლად ამოესუნთქა. როგორ უნდოდა ახლა, მარიამს მუდმივად გაყინული ხელისგულები დაეკოცნა, მისი თბილი სუნთქვა და საოცარი სურნელი ეგრძნო, სულ ერთი წამით.. უნდოდა ოდესმე ისევ ენახა მისი თვალები, ისევ ისეთი სიყვარულით სავსე, შინაგანად რომ აფორიაქებდა ყოველთვის თავისი სიწრფელითა და უსაზღვროობით..
*********
პირველი პროცესი..
ნუკამ იცოდა, რომ არაფერი არ უნდა ეთქვა.. იცოდა, რომ არავის უნდა გაეგო რა მოხდა სინამდვილეში.. კახამ სასტიკად აუკრძალა და მანაც იფიქრა რომ ასე უკეთესი იყო.. ზოგჯერ ტკივილი, საოცარ ეგოიზმს ბადებს, საკუთარი გადასარჩენი თავები კი საერთოდაც აღარ გვაძლევს სხვაზე ფიქრის საშუალებას.. ნუკას ზუსტად ასე დაემართა.. დიდად არ უნერვიულია, რა ელოდა კახას.. მას დათას ბედი უფრო აღელვებდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო.. ზოგს ხომ იმდენად აბრმავებს გრძნობები, რელობას რომ ვეღარ აღიქვამს..
დათა ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა.. მართალია არასდროს უფიქრია დაქორწინებაზე, კიდევ მრავალი წელი აპირებდა ყოფილიყო თავისუფალი, მაგრამ იმ საღამომ ყველაფერი შეცვალა.. როგორც კი მდგომარეობა გაუუმჯობესდა, მაშინვე ნუკას დაურეკა, ტირილით თხოვდა პატიებას, მაგრამ სინანული კი არა შიში ატირებდა.. ნუკას არც ისე დიდხანს უფიქრია, ბედნიერებისაგან დაფრინავდა, დათამ ცოლობა შესთავაზა, საავადმყოფოში მოაწერეს ხელი.. კახა აღარავის გახსენებია.. ყველაფერი მარტივად მოეწყო.. სასამართლოზე, უნდა გამოჩენილიყო, რომ თითქოს კახას ნუკა უყვარდა.. ადვილი გასაგები იყო, რატომ დუმდა აქამდე.. ძმაკაცის დის სიყვარული, არც ისე სახარბიელო.. მისი სიფიცხის ამბავი, ყველასთვის ისედაც ნათელი იყო, ამიტომ მარტივად ასახსნელი იქნებოდა მისი ასეთი საქციელი, ნუკას სახლში ვიღაც უცხო ბიჭს რომ დაინახავდა.. ბავშვობიდან იცნობდა კახას და იცოდა, რომ არაფრით იტყოდა სიმართლეს, „მას მაინც დააპატიმრებენ და მე რაღატომ დავინგრიო ცხოვრება“ მშვიდად ჩაილაპარაკა ნუკამ და ყველაფერი გეგმის მიხედვით მოყვა დაკითხვაზე..
ერეკლე გიჟს ჰგავდა, პროცესზეც კი რამდენჯერმე წაიწია კახასკენ. ვერაფრით პატიობდა, დის სიყვარულსა და ასეთ საქციელს.. ყველაფერი დაიჯერა, რასაც თავისი და ცრემლიანი თვალებით უყვებოდა.. ან და რატომ უნდა შეეტანა ეჭვი, კახაც ხომ არაფერს უარყოფდა.. არც არაფერი უთქვამს, მაგრამ არც არაფერი უარყვია.. მხოლოდ იმას იმეორებდა, რომ ყველაფერი გააზრებულად გააკეთა, რომ ძალიან წყდებოდა გული ცოცხალი რომ გადაურჩა..
ტკივილისაგან დაღარული სახე გაქვავებოდა, თვალებსაც კი შეუმჩნევლად ახამხამებდა.. ყველაზე მეტად მარიამის სიახლოვე ანადგურებდა.. კვდებოდა, ასეთ მდგომარეობაში რომ უწევდა საყვარელ ქალს მისი ნახვა..
მძიმე იყო მამამისის დანახვა, დავითი ისევ ისეთი იყო, ისევ მშვიდი, ისევ სიყვარულით ჰქონდა სავსე თვალები.. ისევ უხმოდ ეუბნებოდა, რომ მისი იმედი სულ უნდა ჰქონოდა.. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად გაუსაძლის ტკივილსაც შეამჩნევდით..
ამის შემდეგ თვალიც არ მოუკრავს მარიამისთვის, კატეგორიულად ითხოვდა მისთვის პროცესებზე დასწრების უფლება არ მიეცათ, არც ერთ პაემანზე არ გამოსულა..
რა უნდა ეთქვა, ან როგორ უნდა ეთქვა.. როგორ უნდა შეეხედა.. ის ხომ ახლა მოღალატე იყო, მარიამმა სხვა ქალებთან გატარებული ორი ღამე აპატია, მაგრამ იცოდა არაფრით აპატიებდა გრძნობას.. ან რატომ უნდა ეპატიებინა? „ნუთუ ყველაფერი დაიჯერა?!“ მხოლოდ ეს კითხვა აწუხებდა და ვერ ხვდებოდა რატომ არ უნდა დაეჯერებინა.. ნუკას საქციელმა გაანადგურა, აღარ იყო ისეთი დარწმუნებული, რომ სწორად მოიქცა არაფერი რომ არ თქვა.. მხოლოდ მარიამზე ფიქრმა გააჩუმა ისევ, ფიქრმა, რომ შეიძლება ასე უკეთესი ყოფილიყო.. ასეთი უფრო ადვილად უნდა დაევიწყებინა. ასეთ დროს ყოველთვის იმაზე ფიქრობ, რაიმე დადებითი მაინც უპოვო გამოუვალ სიტუაციას, კახამაც იპოვა..
************
ნიკოლა.
ადამიანის გონება ბოლომდე ვერც კი იაზრებს რას ნიშნავს გყავდეს საკუთარი შვილი.. ეს რაღაც უფრო მეტია ვიდრე ბედნიერება.. ვიდრე ახდენილი ოცნება.. კახას თითქოს ყველა უჯრედი ერთიანად გაუცოცხლდა, ნაოცნებარი შვილი, ყველაზე დიდი სიკეთე იყო, ამ მდგომარეობაშიც კი.. ღიმილით უხდიდა უფალს მადლობას.. ერთიანად გაიფანტა წყვდიადი.. როგორც გიგიშამ ცოლის ფეხმძიმობის შესახებ უთხრა, მასინვე მოითხოვა ადვოკატთან შეხვედრა.. იმ დღის შემდეგ გაუჩერებლად იბრძოდა.. ზოგჯერ აღარც კი ახსოვდა ციხეში რომ იყო, იმდენად შორს იყო რეალობისგან.. მთელი დღეები ჯერ არ დაბადებულ შვილსა და ორსულ ცოლზე ფიქრობდა.. ოცნებობდა და იბრძოდა, როგორმე ისეთი ყოფილიყო შვილს მისი რომ არ შერცხვენოდა.. არ შერცხვენოდა ნაციხარი მამის, დედამისი ყველაზე რთულ მდგომარეობაში რომ მიატოვა, ეს ყველაზე რთული ამოცანა იყო მის ცხოვრებაში.. იმ პერიოდში, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა ნაცნობობით და ფულითაც. მაგალითად განცალკევებული საკნის, დასაშვებზე მეტი შეხვედრების, ფსიქოლოგთან კონსულტაციების, ციხის საავადმყოფოში ოპერაციის გაკეთების უფლებისაც კი. შვილის ხათრით, ძალიან მალე აიყვანა თავი ხელში, მალე ფასდაუდებელი იყო მისი დახმარება ციხისთვის..
აუხსნელი რამ სჭირდა იმ დღეს, როდესაც მარიამი მშობიარობდა.. ნამდვილად არ ჰგავდა ნორმალურს, მაშინ ყველაზე მეტად სჭირდებოდა სივრცე.. სივრცე, რომელიც დაიტევდა ემოციებიანად..
მაშინ კი როდესაც შვილის სურათი ნახა, ყველაფერი უბედურება გაქრა გარშემო.. წარმოუდგენელ ძალას გრძნობდა. ჩემი ცოლ-შვილი, ჩუმად იმეორებდა და პაწაწინა ვაჟკაცის თვალებს თვალს არ ასორებდა, ჩემი ცოლ-შვილი..
ამის მერე კიდევ უფრო რთული გახდა დატეულიყო რამდენიმე კვადრატულ მეტრში.. ისევ მათზე ფიქრი შველოდა.. ბიჭებს თიტქმის ყოველ კვირას მოჰქონდათ ნიკოლას ახალ-ახალი სურათები.. მისი შვილი იზრდებოდა.. უყვებოდნენ ახალი სიტყვებისა და პატარას ახალ-ახალი მიღწევების შესახებ.. აბედნიერებდა მამამისის გაბრწყინებული თვალები, აღფრთოვანებული რომ უყვებოდა ცოლზე.. „მარიამს ისევ უყვარხარ, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე მაშინ“.. ყველა ერთიდაიგივეს უმეორებდა.. ცდილობდა არაფერი შემჩნეოდა, მარტო დარჩენილი კი ცოლის სუნსაც კი რეალურად გრძნობდა.. მის სითბოსაც.. ყოველ ღამე ცრემლიანი თვალებით აჰყურებდა ჭერს და დაბინდული მზერით, მხოლოდ მის სახეს ამჩნევდა..
სიმართლე ისევ არავინ იცოდა.. ერეკლე ისევ ბრაზობდა.. მხოლოდ გიგიშა, დემეტრე და მამამისი სტუმრობდნენ ხშირად.. თომას თავიდან მარიამის გამო არ მიდიოდა, მერე კი კახამ თქვა მასთან შეხვედრაზე უარი.. ვერც იმას ხვდებოდა როგორ უნდა ენახა, მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი.
დრო კი გადიოდა. აღარც შეწყალების თხოვნა ეხამუშებოდა. ერთი სული ჰქონდა თავისუფლად მოქმედების საშუალება ჰქონოდა, რეალურად ეკეთებინა ისეთი რამ, რაც თუ საამაყოს არა, შვილისთვის სამარცხვინო მამად მაინც არ დატოვებდა. გიჟდებოდა, მარიამზე რომ უყვებოდნენ, როგორ აცნობდა ნიკოლას მამას.
პატარა ბავშვივით უხაროდა, პირველად სამოქალაქო საავადმყოფოში ოპერაციის გაკეთების უფლება რომ მისცეს.. თითქოს პირველად მოიქცა, როგორც მამა, თითქოს პირველად დაუმტკიცა შვილს რომ რაღაც შეეძლო.
მერე შეიწყალეს..
თავისუფლება ახარებდა და აღშფოთებდა ერთდროულად.. გათავისუფლებამდეც წამი არ გასულა მარიამის გარეშე, ბოლო დღეები კი განსაკუთრებულად სავსე იყო მისით..
საშინელებაა, როდესაც არ იცი რას გააკეთებ, რა უნდა გააკეთო, ან რისი გაკეთების საშუალებას მოგცემს საკუთარი გრძნობები და ემოციები…
პირველი დღეები საშინლად მძიმე იყო, თავისუფლების ჰაერი ახრჩობდა. უამრავჯერ ჩაჯდა მანქანაში ცოლ-შვილის სანახავად.. უამრავჯერ, მაგრამ მთელი თვე არ ასულა.
უამრავჯერ აკრიფა მისი ნომერი, მაგრამ არც დაურეკავს.. ისევ შვილის ძველ ფოტოებს ეფერებოდა და თავიანთ ბინაში გამოკეტილ მოგონებებს. სპეციალურად, თუ შემთხვევით სახლში დარჩენილ მის კაბებს..
***********
გუდაურში საშინლად ციოდა.. დიდთოვლობა სულაც არ უმაღლებდა განწყობას, არც სიმშვიდე, რომელიც უკვე გამაღიზიანებლადაც კი ეჩვენებოდა..
გაღიმებული დაჰყურებდა ნიკოლას და ფიქრობდა მამამისზე.. ეჭვები სჭამდა.. ეჭვი, რომ მას ნიკოლა სულაც არ უყვარდა ისე, როგორც მას უნდოდა, ან როგორც მან გამოიგონა.. სხვა ვერანაირად აეხსნა მთელი თვე როგორ გაეძლო უნახავი შვილის, ახლა უკვე საკუთარი სურვილით უნახავად..
ფიქრობდა მასზე, მაგრამ აღარ ელოდა.. გაბედულად ესხა კახას სუნამო.. უიმისობაში, ერთხელაც რომ არ გამოლევია.. სულ მისი სუნით იყო გარემოცული, როდესაც ნაცნობებისაგან შორს იყო.. ისევ კახასავით შემოუკეცა საბანი და ცრემლიანი თვალებით მისაღებისკენ..
ზარის ხმაზე შიშისაგან შეხტა, უკვე გვიანი იყო და არავის ელოდა. გაფითრებული მიუახლოვდა კარს და გაუბედავად გამოაღო. ეგონა დედამისი, მამამისი, რომელიმე დაქალი, მეზობელი… ყველა, მაგრამ არა კახა.. მისი კახა..
ტუჩებგალურჯებული, ძალაგამოცლილი… ცალი ხელი უღონოდ მიეჭირა მუცელზე.. მარიამს ყველაფერი დაავიწყდა, დაიშალა, თითქოს იმ წამსაც მის წინაც აღარ იდგა.. ნელ-ნელა დაიწყო მისი მდგომარეობის აღქმა, თითებს შორის გამოჟონილმა სისხლმა, ყველა ემოცია, განცდა, ძარღვი გაუცოცხლა..
ის იდგა, თავისი თბილი სისხლით ხელებგასვრილი და იღიმოდა..
იღიმოდა მისი სიახლოვის გამო, რომ როგორც იქნა ამოვიდა.. რომ ბოლოს და ბოლოს მის სითბოს გრძნობდა..

*********************
არსებობს გარემოებები, რომლებისთვისაც შეუძლებელია მოემზადო..
მარიამი კიდევ რამდენიმე წამს იდგა გაუნძრევლად.. ასე ცუდად თავის არასდროს უგრძვნია.. კახამ პირველივე ნაბიჯის გადმოდგმისას წაიბორძიკა.. ამან თითქოს გამოაფხილზლა, მიხვდა, რომ უნდა დახმარებოდა, რომ შეიძლება ცოტა ხანში გვიანი ყოფილიყო.. პირველი შეხება ისეთი აუცილებელი იყო, იმის შესამჩნევადაც არ ეცალა, როგორ აჟრჟოლებდა. ფრთხილად მიიყვანა დივნამდე, თვალები შიშით, კითხვებითა და ცრემლებით ჰქონდა სავსე.. შეჰყურებდა პატარა დაბნეული ბავშვივით და შესამჩნევად კანკალებდა..
-ყველაფერი მანქანაშია, ყველაფერი მანქანაშია, ჭრილობა უნდა გამიკერო.. – ძლივს ლაპარაკობდა კახა, თითქმის შეუმჩნევლად ამოძრავებდა ტუჩებს. მარიამმა რამდენიმე წამში აიყვანა თავი ხელში, სირბილით მოიტანა ყველაფერი რაც დასჭირდებოდა. შეშინებულმა შეაჭრა მაისური, აკანკალებული, გაყინული ხელებით. ცრემლიანი თვალებით, ძლივს გაუსუფთავა ჭრილობა.. თვალწინ ედგა კახას გაღიმებული სახე, როდესაც ჭრილობების გაკერვას ასწავლიდა.. შიშისაგან ეგონა ყველაფერი დაავიწყდებოდა, მაგრამ გააზრება, რომ საყვარელ კაცს მისი დახმარება სჭირდებოდა უნებურად უკეთებდა მობილიზებას. ემოციებმა გამოფიტა, შიშისაგან განაცრისფრებული უყურებდა კახას გაფითრებულ სახეს. რაც იცოდა ყველაფერი გააკეთა, რამდენიმე საათში შეეტყო რომ ნელ-ნელა უკეთესად ხდებოდა. მარიამის შორიახლოს იდგა და იქიდან აკვირდებოდა მის სუნთქვასა, თუ მდგომარეობის ცვლილებას. მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნას საოცრად გადაჩვეოდა.. ეჭვიც კი, თუნდაც იშვიათად საშინელი ტკივილის ფასად გაჩენილი ეჭვი, რომ მას სხვა უყვარდა საშინელ უხერხულობასა და გაუცხოვებას ბადებდა.. ამიტომ იდგა გაუსაძლისად მონატრებული ქმრისაგან შორს..
გამთენიისას, როდესაც დარწმუნდა, რომ ყველაზე საშიშმა გაიარა, სამზარეულოსკენ წავიდა. ნიკოლას და კახას ეძინათ. თვალები ეხუჭებოდა, ერთი სული ჰქონდა ყავა დაელია.. მასგან შორს თითქოს უფრო თავისუფლად სუნთქავდა.. ხშირად შიში, აზროვნების უნარს გვიზღუდავს… შეგნებულად არ გვაფიქრებს, ყველაზე მნიშვნელოვანსა და ამოუხსნელზე.. მარიამიც ვერაფერ ღირებულამდე მისულიყო. უბრალოდ ვერ ფიქრობდა..
ზოგჯერ ძალიან დიდი ბედნიერებაა, გრძნობები გონებისაგან დაუკითხავად რომ იწვევს ემოციებს..
გული ამოვარდნას ჰქონდა დივანი ცარიელი რომ დახვდა.. ვერ მიმხვდარიყო, შიშითა, თუ იმედით წავიდა ნიკოლასკენ..
კახა მის საწოლთან იდგა.. ოდნავგადახრილი, ტკივილისაგან წარბებშეჭმუხნული, მაგრამ მაინც რაღაც საოცარი ბედნიერებით განათებული სახით.. კახა იმდენად იყო ნიკოლათი გარემოცული, ვერც კი შეამჩნია კართან მდგომი მარიამი. გაუბედავად შეახო ხელი შვილს.. საოცარი სინაზით ეფერებოდა თავზე და ფუმფულა ხელებზე.. სახე უფრო და უფრო ეჭმუხნებოდა ტკივილისაგან..
მარიამს ბოლომდე ეგონა, რომ გაუძლებდა.. ეგონა ამდენწლიანი ტკივილი არ მისცემდა გრძნობების გამოხატვის საშუალებას.. ადგილიდან ვერაფრით იძროდა.. გრძნობდა, ემოციებს რომ ვერ ერეოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით მოშორებოდა ოთახს.. კახას მზერის დანახვისას გაანალიზა, რომ ხმამაღლა ტიროდა.. თითქოს მთელი ოთხი წლის განმავლობაში დაგროვილი საშინელებისაგან ერთიანად თავისუფლდებოდა.. სუნთქვა ეკვროდა, ვერაფრით აშორებდა თვალებს მის მზერას.. რომელიც უფრო და უფრო ახლოს იყო.. მზერა, რომელშიც ერთი სხივის პოვნაც კი შეუძლებელი იყოო. მზერა საშინლელ ტკივილგამოვლილი, უიმედობით, მარტოობით დატანჯული ადამიანის.. უკვე მისი გულის ცემაც კი ესმოდა. პირველ კოცნას თითქმის ურეაქციოდ შეხვდა, მერე იყო რამდენიმეწამიანი ვნება, რომელიც გონებას გირევს, მისი ათრთოლებული ხელების შეგრძნება წელზე.. შეგრძნება, თითქოს წლების წინ გადამალულ სულზე შეგეხნენ..
-არ შემიძლია, ნუ მაიძულებ ისეთი რამის გაკეთებას, რასაც ვერც შენ და ვერც საკუთარ თავს ვაპატიებ.. – მარტივად დაუსხლტა კახას ჭრილობისაგან დასუსტებულ ხელებს.. უფრო რთული მისი მზერის მიტოვება იყო..
-ყველაფერი დაიჯერე? ხომ დაიჯერე? – იმედგაცრუებისაგან გამწარებული, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ისევ ვერ ხვდებოდა, რომ გაბრაზების უფლება არ ჰქონდა. იმასაც კი ვერ ხვდებოდა, რომ ახლა მარიამის უარი სიყვარულის, ან ღალატის დაჯერების ბრალი კი არა, მისი სიჩქარის, ჩაკეტილობის, უსიტყვობის ოთხი წლის ბრალი იყო..შესაძლებელზე დიდი გრძნობის, რომელიც ნაბიჯების მარტივად გადადგმის უფელაბას არ გაძლევს..
მარიამი ატირებული უყურებდა და არ სჯეროდა რაც ესმოდა..
-მარიამ მიპასუხე, დაიჯერე? – კახა, არაფრით ეშვებოდა ამოჩემებულ კითხვას, განრისხებული დაჰყურებდა, ნერვიულად ახამხამებდა თვალებს და თითქოს მიზეზს ეძებდა. მიზეზს მისი სიშორისა და გაუცხოვების ასატანად. რომელზეც ვერაფრით გაიმარჯვებდა, ვერაფრით გაიმარჯვებდა, თუ იმ სიმართლეს არ იტყოდა, რომლის თქმასაც არ აპირებდა..
-უფლება არ გაქვს ამას მეკითხებოდე, იმის უფლება არ გაქვს რაიმეზე მისაყვედურო. არც კი გაბედო. – პირველად აუწია მასთან ხმას, იმ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, ქორწინებამდე კახა სიცოცხლეს რომ უმწარებდა. ამით კი უფრო ისევ თვითონ ეტკინა, ისევ თვითონ უფრო ეხამუშა. კახას უარესად აენთო თვალები, მარიამს აღარ მოუსმენია. თითქმის სირბილით გავიდა თავის ოთახში. რამდენიმე საათი ბალიშიდან თავი არ აუწევია, მანამ, სანამ ნიკოლას ტირილის ხმა არ გაიგონა. კახა სახლში აღარ იყო.. ნიკოლას ცუდ ხასიათზე გაეღვიძა, ატირებული სასაცილოდ ჩაბღაუჭებოდა მარიამის ყელს, რომელიც ნერვიულად დადიოდა ოთახში. ანერვიულებული ხმით ცდილობდა შვილის დაწყნარებას, თან კახაზე ფიქრობდა, ნანობდა ასეთ მდგომარეობასი წასვლის საშუალება რომ მისცა.. ისიც კი არ იცოდა ამ მდგომარეობაში როგორ ჩავარდა, ვინ დაჭრა.. როგორც კი ნიკოლა დამშვიდდა, მაშინვე გიგიშას დაურეკა.. ისიც შეშფოთებული დაპირდა, რომ კახას შეეხმიანებოდა და დაურეკავდა. ნახევარ საათში იცოდა, რომ ის სახლში იყო..
მეორედ ორი დღის შემდეგ ავიდა.. მისი მზერა სიცივეს გაგრძნობინებდათ, იმედგაცრუების სიცივეს.
-ნიკოლას გასასეირნებლად ამოვედი. – ძლივს უმკლავდებოდა კახა მისი სიახლოვით გამოწვეულ ემოციებს.
-ახლავე გავამზადებ. – ეს უთხრა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა ეკითხა როგორ იყო? ჭრილობა როგორ ჰქონდა? ვინ დაჭრა? ერეკლე ხომ არ ნახა? იმდენი კითხვა ჰქონდა, მაგრამ ვერ აძლევდა თავს უფლებას ეკითხა.
ნიკოლას ათ წუთში ჩააცვა. პატარა ინტერესიანი, მაგრამ დაბნეული მზერით უყურებდა უცნობს. უცნობს რომლებსაც თვალები მაქსიმალურად ფართოდ გაეხილა ცრემლები რომ არ წამოსვლოდა, შიშით ვერაფრით უახლოვდებოდა შვილს, რომელიც ბავშვური ცნობისმოყვარეობით თვალს არ აშორებდა. მარიამი უარესად იყო, ნაოცნებარი ოჯახი ჯოჯოხეთს უფრო ჰგავდა, გაუცხოვებით, უჰაერობით აღსავსე ჯოჯოხეთს. კახა თითქოს თვალებით ეკითხებოდა რა ექნა, დაბნეული ხან შვილს უყურებდა, ხან ცოლს.
-უკვე მზადაა. – თბილად ჩაილაპარაკა მარიამმა და ნიკოლასთან ერთად ცოტათი მიუახლოვდა კახას. კახა დაბნეული დაიჩოქა, ხელი გაუწოდა ნიკოლას და ვერდამალული აღელვებითა და აწყლიანებული თვალებით ძლივს ამოიღო ხმა.
-ნიკოლა, მე კახა ვარ. – ამ რამდენიმე სიტყვამ ძალა გამოაცალა. შვილი ისევ ინტერესიანი, ცოცხალი თვალებით უყურებდა, მას კი ვეღარაფერი ეთქვა.
-ნიკოლა ეს მამაა, ჩვენ ხომ ვნახულობდით ხოლმე მის ფოტოებს, დე? მამაა დე. – კახას მისი გულის ცემის ხმაც კი ესმოდა. ამაყი იყო მისით, ამაყი რომ ასეთი ცოლი ჰყავდა. ყოველდღიურად უფრო და უფრო იაზრებდა წლების წინ რამხელა შეცდომა დაუშვა, რომ მას მაინც არაფერი უთხრა. რომ აიძულა დამცირებული ცოლის როლი ჰქონოდა ამდენი წელი, მიტოვებული ქალის…
-არ არის საჭირო, მე..
-მართლა ყოველ დღე ნახულობდა შენს ფოტოებს, გიცნობს, უბრალოდ ძალიან პატარაა და ჯერ ვერ იაზრებს რა ხდება. – მარიამმა მაშინვე დახარა თავი, როგორც იგრძნო რომ წამწამები დაუსველდა.
-ძალიან დიდი მადლობა.
-ის შენი შვილია, სამადლობელი არაფერი გაქვს.
-ბიჭებისგან ვიცი რაც გადაიტანე. ვიცი, რომ არ ვიმსახურებ ჩემი შვილი მიცნობდეს. – უკვე კახაც გრძნობდა წამწამების სისველეს.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი. დიდ ხანს არ გაჩერდეთ, არ გაცივდეს. – თქვა ყველაფრის გახსენებით წყენამორეულმა და წამოდგა.
ნიკოლა არაფრით გაჰყვა მამამისს, კახასაც ეტყობოდა როგორ ეტკინა ჭრილობა შვილის ხელში აყვანისას. ვერ ბედავადა მარიამისთვის ეთხოვა გაყოლოდათ.
-მალე შეგეჩვევა.
-შეგიძლია შენც ჩვენთან ერთად წამოხვიდე, ძალიან მინდა რამდენიმე წუთი მაინც გავატარო მასთან. – მასთან და არა თქვენთან. ერთნაირად მტკივნეული იყო ორივესთვის უფრო შესაფერისად მიჩნეული სიტყვა. მარიამმა უცებ ჩაიცვა და ნიკოლა ხელში აიყვანა.
რამდენიმე წუთი უხმოდ იარეს თოვლში.
-რა უყვარს? ყველანაირი ტკბილეული წამოვუღე, რადგან არ ვიცოდი რა უფრო მოსწონს. – შეეცადა ლაპარაკი წამოეწყო.
-KINDER და რძიანი შოკოლადი უყვარს, მაგრამ ვცდილობ ბევრი არ ჭამოს.
-პატარა რომ იყო ძალიან ჭირვეულობდა?
-არა, ძალიან მშვიდი იყო, ღამეც კი მხოლოდ ჭამისთვის იღვიძებდა ერთხელ.
-დიდი მადლობა, რომ ჩემი გვარი აქვს.
-შენი შვილია და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.
-შენნაირი თვალები აქვს.
-მკერდთან ზუსტად შენნაირი ნიშანი აქვს. – არ უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ მოითმინა.
-მართლა?
-კი. – ისევ ორივეს აუცრემლიანდა თვალები, კახას კიდევ ბევრი რამის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვეღარ გაებედა.
-ჭრილობა როგორ გაქვს?
-ძალიან კარგად.
რა დაგემართა? – მარიამი ხვდებოდა რომ ზედმეტი იყო ამდენი ნერვიულობას, გრძნობებსაყოლილი კითხვა, მაგრამ რადგან დაიწყო ვეღარ ითმენდა.
-ნინო და გაგი ხომ გახსოვს? – მათი სახლის მეზობლების გახსენებამ გონება უარესად აურია. – ეგენი ჩხუბობდნენ ისევ, ნინოსთვის მოქნეული დანა მომხვდა. მაგრამ შენ ხომ ყველაფერი დაიჯერე, ჩემზე იმიტომ ნერვიულობ რომ ნიკოლას მამა ვარ? – გამომწვევად ჰკითხა კახამ და მზერა გაუსწორა.
არდამსახურებულმა სიცივემ გააკერპა. ნიკოლა ძირს ცამოსვა, პატარა ისე ძალიან აღარ უცხოობდა.
-ხუთ წუთში უნდა წავიდეთ, მანამდე თუ გინდა ეთამაშე. – უთხრა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
მარიამს გულს უკლავდა, მისი საქციელი. ნუთუ ვერ ხვდებოდა, რომ მარიამის ცხოვრების ეს ოთხი წელი დაუეჭვებლად უმტკიცებდა, რომ ვერაფრით მოახერხა იმ ყველაფრის დაჯერება რისიც სხვებს სჯეროდათ. გულს უკლავდა ისიც, თავისივე სუნამოს სუნი რომ ვერ იცნო, ან იცნო და ვერ შეიმჩნია, მთელი გუდაურის სახლი რომ გაჟღენთილიყო.
ზუსტად ხუთ წუთში აიყვანა ნიკოლა ხელში და სახლისკენ წავიდა.
-თუ კიდევ მოგინდება ნახვა, წინასწარ დამირეკე. -უთხრა ცივად და დაუმშვიდობებლად შევიდა ეზოში.
-რას ნიშნავს თუ კიდევ მომინდება? – ხმამაღლა იკითხა კახამ, მარიამს პასუხი არ გაუცია, მან კი გაბრაზებულმა დაარტყა მანქანის ძარას მუშტი.
მომდევნო დღეებში, ყოველ საღამოს შეთანხმებულ დროს აკითხავდა ნიკოლას კახა, მარიამი პატარას გამზადებულს ახვედრებდა. სახლშიც კი აღარ შემოუშვია, გიგიშასა და დემეტრესთან ერთად თავიდან უპრობლემოდ მიჰვებოდა ნიკოლა მამამისს, მერე კი მარტო მასთან ერთად წასვლასაც აღარ აპროტესტებდა.
მარიამის მშობლები გიჟებს ჰგავდნენ, ყოველ დღე საშინლად ლანძღავდნენ მარიამს დაუფიქრებლობისთვის, მაგრამ მარიამს მაინც არაფერი შეუცვლი. რამდენიმე კვირაში მამამისთან დასარჩენადაც კი გაუშვა ნიკოლა. ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ არ უნდოდა შვილს არასრულფასოვანი ოჯახის სიმძიმე ეგრძნო. საკუთარი მძიმე ბავშვობა დღემდე გულს უმძიმებდა, ახსოვს როგორ უნდოდა დედამისი და მამამისი შერიგებულიყვნენ. ამიტომაც ზუსტად იცოდა, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა ნიკოლასთვის არ ეგრძნობინებინა თავიანთი დაძაბული ურთიერთობა.
გვიანობამდე არ დაეძინა. კახას ხშირადაც არ ურეკავდა, არადა საშინლად აფორიაქებდა შვილის გარეშე გატარებული პირველი რამე. ფიქრი იმაზე, რომ კახა მის შვილთან იყო შინაგანად თან ტკენდა და თან სიხარულით ავსებდა.

ზოგჯერ ეგონა, რომ ამ ყველაფერმა მრთლა უგრძნობად აქცია. ბოლომდე რომ გაეაზრებინა მის გარშემო რა ხდებოდა ალბათ გაგიჟდებოდა. რცხვენოდა მხოლოდ კახას მონატრებულ სიახლოვეზე რომ ოცნებობდა. რცხვენოდა, რომ გრძნობდა როგორ უთრთოდა სხეული მასთან რამდენიმე მეტრით დაშორებითაც კი, რცხვენოდა რეალურად რომ გრძნობდა როგორ ეწვოდა ტუჩები.. საკუთარი ოცნებების რცხვენოდა.. სხეული ეკრუნჩხებოდა მონატრებისაგან, ზოგჯერ საკუთარი ქმედებების არაადეკვატურობაც კი აშინებდა. აშინებდა უამრავჯერ რომ დააპირა, მასთან წასვლა.. კატეგორიული მოთხოვნით დალაპარაკებოდა..
ახლაც ბავშვივით მოკუნტული, ბოლო იმედივით ებღაუჭებოდა თავისივე გაყინულ ფეხებს საწოლში.. ტელეფონის გვიანმა ზარმა წამიერად გაუყინა სისხლი.
-მარიამ, გიგიშა ვარ, არ შეგეშინდეს. ნიკოლას სიცხე აქვს, კახამ საავადმყოფოში მიიყვანა, შენს სახლთან ვარ, ჩამოდი და მიგიყვან. გეფიცები, მართლა მარტო სიცხე აქვს.
ყველა საშინელი ვარიანტი განიხილა რამდენიმე წუთიანი მგზავრობისას. ვერ პატიობდა საკუთარ თავს, კახას არაფერი რომ არ ეფიქრა, იმის გამო უფრო ხშირად რომ არ დაურეკა. რომ ვერაფერი იგრძნო, არადა თითქმის ყოველ ათ წუთში ურეკავდა.
სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა, რომ ნიკოლას სერიოზული არაფერი სჭირდა, არაფერი გაუგონია გარშემო.. მონატრებული გარემოთი გამოწვეული ემოციებიც კი არ აღუქვამს.. კახას ხმაც კი არ ესმოდა, დაჟინებით რომ თხოვდა ანერვიულებული, დაეჯერებინა ყველანაირად ეცადა შვილისთვის კარგად მიეხედა.
პალატაში მარტო იყვნენ, ყველაფრის აღქმა რომ დაიწყო..
-გეფიცები, არ ვიცი რატომ მისცა სიცხე. საერთოდ არ გამიყვანია გარეთ, გეფიცები ვუვლიდი. – უკვე მეასედ იმეორებდა კახა.
-მჯერა… შენი მჯერა.. – იგრძნო როგორ დაუბნელდა თვალებში.. კახას, რომელის ნიკოლას ხელში ასაყვანად დახრილიყო, შესამჩნევად, საკმაოდ მკაფიოდ ეწერა ბეჭებზე, კისერთან „ნუ დაიჯერებენ“. თითქოს გაკრული ხელით შესრულებული ტატუ გადარჩენას ნიშნავდა.. ან კიდევ უფრო მეტს, ვიდრე გადარჩენა..

კახამ ღრმად ამოისუნთქა, რადგან მარიამს მისი სჯეროდა..
უნდოდა ახლა ნიკოლასავით თავისი ცოლი სჭეროდა ხელში.. ამ დროს ხომ განსაკუთრებულად გრძნობდა მის სისუსტეს, განსაკუთრებულად უნდოდა დაეცვა… გულს უთბობდა, მისი, სიმორცხვით ოდნავ შეწითლებული ღაწვები და აბრჭყვიალებული თვალები.. შეუძლებელი იყო მის გვერდით ნორმალური გულისცემა ჰქონოდა..
როგორ ენატრებოდა, როგორ ენატრებოდა ცოლი, რომელიც ისე მალე დაკარგა, რომ ვერ კი დაიჯერა მისი არსებობა.. თავიდან, რამდენჯერ გაკვირვებია, გაბრაზებულა კიდეც რატომ ფიქრობდა მაშინ თითქმის სრულიად უცხო პაწაწინა არსებაზე მილიარდჯერ მეტს, ვიდრე დანარჩენ სამყაროზე.. მალე უკვე ის უკვირდა, ადრე რა ჰქონდა საფიქრალი..
ძლივს შენარჩუნებული ღიმილით აიყვანა პატარა ხელში და მარიამისკენ მობრუნდა. შეუმჩნევლად დაფარა მათ შორის დარჩენილი მანძილი..
-რა დაგემართა? ცუდად ხარ? – ჩამუხლული აჰყურებდა თვალებში და ცდილობდა პასუხები ეპოვა. გაუაზრებლად მოეფერა თავისუფალი ხელით სახეზე, შეეცადა როგორმე ერთმანეთის მზერა ეპოვათ. ის ტიროდა.
-ვილაპარაკოთ, ძალიან გთხოვ, ვილაპარაკოთ.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ხომ კარგად ხარ? – მძიმედ ჩაილაპარაკა კახამ და თვალები მოაშორა.
-ასეთ მდგომარეობას როგორ ითმენ, ნუთუ იმდენად უმნიშვნელოა შენთვის, რომ მოსათმენიც არაფერია?
-ნიკოლას დაიტოვებ? უნდა გავიდე.
-კახა. – სასოწარკვეთილმა ამოიხრიალა მარიამმა, „ნუთუ ეს ტატუც შეცდომაა, რომელსაც ნანობს.. მაგრამ ციხემდე არ ჰქონია.. თუ ყველაფერი არაფერს ნიშნავდა, რაღატომ გაიკეთა?..“ – გრძნობდა როგორ ეწვოდა საფეთქლები.
-მა. – სასაცილოდ დაუძახა ნიკოლამ და ხელი ყურზე მოკიდა. კახამ ძლივს შეიკავა თავი, ჯერ კიდევ ვერ შეჩვეოდა მის „მა“-ს.. ემოციები გუდავდა.. ისე ახლოს იყვნენ და ისე შორს..
-მა, მე ცოტა ხანს გავალ, დედასთან დარჩი. კარგი მა? – ძლივს ამოილაპარაკა კახამ, ნიკოლა კინაღამ გადაყლაპა, ვერაფრით ჰყოფნიდა მისი ფერება.. მარიამის სიახლოვე კიდევ უფრო შეუძლებელს ხდიდა გრძნობების შეუმჩნევლობას.. ალბათ ერთხელ მაინც უნდა გყვარებოდათ, დაახლოებით მაინც რომ მიხვდეთ რას გრძნობდა მაშინ კახა.. ან თუ შეიძლება ეს ყველაფერი ასეთი მარტივი, ჩვეულებრივი სიტყვებით აღწერო.. უბედურებაა ადამიანებს მსგავსი რაღაცების გაძლება და გადატანა რომ შეგვიძლია.. ზოგჯერ იმასაც კი ნათლად გრძნობ, რომ ცოტაც და გული გაგისკდება.. გადატანითი მნიშვნელობით კი არა, რელურად გრძნობ.. ფიზიკურად.. ზუსტად იცი, რომ ცოტაც და გული გაგისკდება.. უნდოდა ყველაფერი დაელეწა, საერთოდ არაფერი აინტერესებდა გარშემო.. მხოლოდ მარიამი და თავიანთი შვილი.. უნდოდა ახლა ხელი მოეკიდა ეთქვა ყველაფერი, ყველაზე უსირცხვილო, მაგრამ ყველაზე შეყვარებული კაცივით ეთხოვა პატიება. ამის მაგივრად კი საავადმყოფოს კიბეებთან იდგა, საკუთარ ცოლ-შვილთან დასაბრუნებლად გიგიშას ელოდა.. რეალობის სიმწარე ყელს უწვავდა.. მას, კახა შარაშიძეს, შიშით, რომ გრძნობებს ვერ მოერეოდა ძმაკაცის თანამონაწილეობა სჭირდებოდა, სჭირდებოდა ის, რომ ერთმანეთისთვის არაფერი ეთქვათ..
ახლა სჭირდებოდა ეფიქრა, რომ მარიამმა დაიჯერა მისი ღალატი.. გადარჩენისთვის სჭირდებოდა.. არადა მასაც ხომ ახსოვდა pacco rabanne – ის black XS.. მარიამის სუნამოც რომ ვერ ფარავდა მის სურნელს.. თავისი თავლით ნახა ძველი საფულე ნიკოლას საწოლთან, სიკვდილი რომ ერჩია ამის არ შემჩნევას.. მშიშარა კაცივით ათამაშებდა ხელში ქორწინების ბეჭედს და მართლა ერჩივნა სიკვდილი იქ დგომას..

*************************

ნიკოლა მეორე დილითვე გამოწერეს.. ერთად ყოფნა უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა.. ვერაფრით აკონტროლებდნენ ნერვიულ მოქმედებებს.. გარშემო არაფერი ესმოდათ, არიდებდნენ ერთმანეთს მზერას და მაინც ვერაფერს ხედავდნენ ერთმანეთის თვალების გარდა..
იყო სიცივე.. სიახლოვით გამოწვეული სიცივე.. სიახლოვით, რომელშიც გგუდავს ერთმანეთის ჰაერის სუნთქვით..
ჩასისხლიანებული თვალები, გამოფიტული სხეულები.. გაუბედავობა.. უთქმელობა.. და მაინც სიახლოვე შინაგანად შლიდათ.. ყველა გადატანილ უბედურებაზე საშინელი იყოო გაანალიზება, რომ ერთმანეთის უბედურებას განაპირობებდნენ..
კახა ისევ მთელ ღამეებს მის სახლთან ატარებდა, მოშორებით, შეუმჩნევლად იდგა ხის ძირას და თითქოს ასე პოულობდა მონატრებულ სიმშვიდეს..
უპრინციპო ადამიანივით მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას, პრინციპებს შეწირული მომავლის გამო.. თითქოს ელოდა როდემდე გაუძლებდა.. იცოდა, რას უკეთებდა ცოლს, მაგრამ მაინც ელოდა.. ვერაფრით დაეშვა ამდენწლიანი დუმილის შემდეგ მოეყოლა ყველაფერი..
უკვე მესამე დღე იყო ნიკოლა არ ენახა.. ორივე უფრო და უფრო კარგავდნენ ფერს..
აზროვნებდა მხოლოდ საოპერაციოში.. იქ ცოცხლობდა.. სხვა დროს კი მხოლოდ არადადუმებულ გულის ცემას არსებობასაც ვერ დაარქმევდით..
მარიამის თითქოს სახლამდე მიმავალი გზისთვის მიეკერებინა თვალები. ჩაშავებული უპეებითა და სისხლიანი კაპილარებით..
ელოდა..
ელოდა გაუსაძლის ტკივილს…
ელოდა სამყაროში ყველაზე ძვირფასსა და ყველაზე უცხოს..
უბრალოდ ელოდა, მისი სუნთქვით გამოწვეულ მაინც სიმშვიდეს.. მისი გაყინული, ტკივილიანი თვალებიდან დაუკითხავად გადმოღვრილ სითბოს..
ყველაზე მეტად კი სიტყვებს ელოდა..
იმ საღამოს, წინა ორი საღამოსავით გადაეწურა იმედი.. უკვე იცოდა არ მოვიდოდა.. გაბედულად ჩაიძირა Black XS-ში.. „მე ის ვარ, შენ რომ გაცვია“ – აკვიატებული ფრაზა ლექსიდან და კიდევ ერთხელ გაუსაძლისი ტკივილით მამისეულად შემოკეცილი საბანი შვილისთვის.. მემილიონე დაპირება, რომ მამა მალე მოვა, ახლა უფრო რთული დასაჯერებელი იყო ნიკოლასთვის.. ახლა უფრო ჭირვეულობდა, ვიდრე მაშინ.. მამა არადა არ რომ არ მოდიოდა..
გაუბედავად აკრიფა გიგიშას ნომერი..
-მარიამ, ხომ კარგად ხართ? – აღელვებულმა უპასუხა მარიამის დაგვიანებულ ზარს.
-კი, გიგიშა. რაღაც უნდა გკითხო, ვერ მოვითმინე.
-სახლშია, კარგადაა, შენ არ ინერვიულო, კარგი? ერეკლე ჩამოვიდა და დღეს ერთმანეთი ნახეს. – გიგიშა ატყობდა, როგორ უჭირდა ლაპარაკი და უკითხავად უთხრა რაც იცოდა.
-როგორ არის? რა მოხდა? – არაადამიანური ხმით ეკითხებოდა მარიამი.
-კარგად არის, მართლა კარგად არის. – ხომ შეეძლო დაემალა, ხომ შეეძლო არაფერი ეთქვა. წამიერად ინანა კიდეც ასეთ დროს რომ ააფორიაქა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა ერთმანეთი მარტო ენახათ, ენახათ და ელაპარაკათ. ზუსტად იცოდა, ასეთ დროს მარიამი ვერაფრით გაჩერდებოდა სახლში, ამიტომაც, მაინც გამართლებულად ჩათვალა ერეკლეს ხსენება.
ათ წუთში მართლა თავიანთ ბინასთან იყო მარიამი. მოუთმენლობა, მონატრების აღქმასაც არ აცლიდა.. მხოლოდ ერთხელ ჩამოუსვა მათ კარს ხელი გაუბედავად და ნერვიულად დააკაკუნა.. აკაკუნებდა მიუხედავად იმისა, რომ ზარი ჰქონდათ.. აკაკუნებდა მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ტკიოდა ხელის მტევანი.. გულწრფელად არ აინტერესებდა ცრემლები, დაუკითხავად რომ გაიკვალეს გზა.. არც ის უხმოდ ტირილს რომ ვერ ახერხებდა..
ტირილის ხმაზე, აღარც დაუშვია კარი არ გაეღო.. არადა არ უნდოდა ასეთი ენახა..
რამდენიმე წამი, მარიამი უხერხულობის გარეშე, ხარბად ათვალიერებდა მის სხეულს, კახას გახეთქილი წარბი, თუ მრავლად დამჩნეული სილურჯეები ტკივილის სქელ ფენად ეფარებოდა ცრემლიან სახეზე..
-მომისმენ. – გაბუტული, საკუთარ თავში დარწმუნებული ბავშვივით ჩაილაპარაკა მარიამმა და შეუპატიჟებლად შევიდა ოთახში..
ვერაფერს ვერ გრძნობდა, ტკივილისა და მეტისმეტი სიყვარული გარდა..
-ვიყო ყველაზე სულელი ქალი დედამიწაზე.. ვიყო.. არაფერი მაინტერესებს.. მინდა მეც ვინანო, თუ სანანებელი გამიხდება დღეს აქ ყოფნა… მინდა მეც ვიტირო, გაურკვევლობისაგან კი არა, რეალური ტკივილისაგან, რომ დაგკარგე.. მინდა მეც ვიყო, მილიონობით მიტოვებული ქალებიდან ერთ-ერთი, ოღონდ ზუსტად ვიცოდე, რომ მიმატოვე.. მინდა შენზე ფიქრის მრცხვენოდეს, უხერხულობის კიარა, უუფლებობის გამო.. მინდა ნამდვილი, ნამდვილი სუსტი ქალივით ყველაფერი დავლეწო.. მინდა ვყვიროდე და შვებას ვგრძნობდე.. მინდა ზუსტად ისე მოგექცე როგორც იმსახურებ.. შენ ხომ ოთხი წელი მამარტოვე.. მინდა ეს სურნელი მეზიზღებოდეს, ოთხი წელია ყველაზე ახლობელ სამოსად რომ მექცა.. მინდა შენი შეხება მეზიზღებოდეს.. ისიც კი მინდა მართლა მჯეროდეს იმ ყველაფრის.. შენ ხომ მაინც გჯერა, რომ მჯერა.. მინდა სიყვარულის ნაკლებობას ვხედავდე შენს თვალებში.. მინდა სულს არ მტკენდეს შენი გაუცხოვება.. მე კი ახლაც ძლივს მოვაღწიე ამ კარამდე, რომ კარგად მყოფი მენახე.. დედამიწაზე ყველაზე სულელი ქალივით.. ალბათ ჩვენი სიყვარული შევიყვარე გაღმერთებამდე.. რაღაცები გამოვიგონე, თორემ ვერ ვხვდები როგორ მიყვარხარ.. შენ როგორ მიყვარხარ, შენ რომელიც არაფერს აკეთებ იმის გადასარჩენად რაც ჩემთვის სიცოცხლეზე ძვირფასია… – აღარ ტიროდა, არც ყვიროდა.. შინაგან ბედნიერებას გრძნობდა, იმის გამო რომ ის კარგად იყოო და ამის გამო უფრო ბრაზობდა. ბედნიერი იყო იმის გამოც, რომ როგორც იქნა თქვა.. რომ როგორც იქნა გამბედაობა იპოვა.. ახლა მართლა სულერთი იყო ყველაფერი.. გული გამალებით უცემდა.. ბოლოჯერ შეხედა კახას თვალებში და კარისკენ წავიდა..
„გამომყვება, თუ არ გამომყვება“… ფიქრებში ცრემლიანი, დაჩაგრულ, წარმოსახვით გვირილას ტკივილით აცლიდა ფურცლებს.. ის გაჰყვა..
უნდოდა, მაგრამ აღარაფერი ესმოდა.. ძლივს არჩევდა გზას, აღარც სპიდომეტრს უყურებდა..
კახა ძლივს ჩამოიტანა დალურჯებული სხეული საფეხურებზე.. ლიფტი არ გახსენებია.. აღარც ის საგულდაგულოდ რომ გადაეწყვიტა არაფერი ეთქვა..
წვიმისაგან სველი ასფალტის დანახვაზე შიშისაგან გააცივა.. მას რომ რამე მოუვიდეს.. ამდენი წელი ითმინა, ახლა კი მის სახლამდე გასავლელი ათი წუთისთვის ვეღარ გაეძლო.. თითქოს გრძნობდა, რომ უნდა მოესწრო. უნდა ეთქვა, რომ უყვარდა.. უყვარდა პირობითი, თუ რეალური საზღვრების მიღმა.. ცნობიერითა, თუ ქვეცნობიერით.. მთლი სულით.. უნდა ეთქვა..
თვალებაბრჭყვიალებული ძლივს ამჩნევდა მობილური ეკრანზე გამოტანილ სიმბოლოებს.. არ პასუხობდა..
ნაჩქარევად აკრიფა „Mikvarkhar“.. მერე სულისმოსათქმელად ჩამოწეული ფანჯრიდან, საშინელი სუნი იგრძნო.. ხედავდა მათ.. მომღიმარ ცოლ-შვილს და გრძნობდა არაფერს.. საერთოდ არაფერს..

**********************************

კახა თვლიდა, რომ შეიძლება ერთი ბედნიერი წუთისთვისაც კია იცხოვრო ადამიანმა.. ერთი წუთისთვის, მთელი ცხოვრება.. უყვარდა მომენტები, რომლებიც დაწყებისთანავე სულს უხრავდა დამთავრების ტკივილით.. ბედნიერებას ემოციებით გრძნობდა, რომ ვერ იტევდა ისეთი ემოციებით.. ეშინოდა არაფრის, არაფრის საყვარელი ადამიანების უბედურების, სინდისიერებისაგან დაცლილი სამყაროსა და უსიყვარულობის გარდა.. მოკლედ არაფერი მატერიალურის..
ყველაზე დიდი ემოციის მატარებელი ადგილი მისთვის საფლავი იყო, დედის საფლავი..
ყველზე მისაბაძი ადამიანი მამამისი..
სულ ეჩქარებოდა სახლში, სადაც მარიამი ელოდა..
იმედი ნიკოლა იყო.. ნიკოლა და ცოლის სიყვარულით სავსე თვალები.. ისინი იყვნენ მისი წილი ღმერთიც. იყო მორწმუნე, მაგრამ მკრეხელობა სიყვარულში, ვერაფრით მიეჩნია მკრეხელობად.. ხო, მარიამი იყო მისი წილი ღმერთი.. იყო და მთელი გულით სწამდა, რომ ღმერთმა იცოდა რასაც გულისხმობდა..
მარიამი იყო სიკეთეც..
ნამდვილ სიმშვიდესაც მარიამისა და მამა ლუკას თვალებამდე მივყავდით, შიო მღვიმის სიმშვიდესთან..
ასეთი იყო, თავისნაირად ასეთი..

*******************

კახა ჯერ ისევ გათიშული იყო, მარიამი რომ პალატაში მივიდა.. ეგონა საკუთარი ფეხით მიათრევდა დაცარიელებულ სხეულსა და სულს.. უფერული იყო, უფერული და სავსე ვერდატეული უბედურებით..
-ჩემს გამო დაიმტვრა.. ჩემს გამო დაიმტვრა.. ჩემს გამო დაიმტვრა.. ჩემს გამო დაიმტვრა….. – შემზარავად იმეორებდა ერთი და იგივეს.. ვერ ეხებოდა, ისე ეშინოდა მის სხეულში გამეფებული სიცივის.. ამოჩემებული სათამაშოსავით ჩაებღუჯა მობილური, ერთი სიტყვით ყველაფერ ვერთქმულს რომ იტევდა..
დაჩოქილი, ტკივილით შეშლილი თხოვდა პატიებას.. თხოვდა ეცოცხლა.. ვერავინ ბედავდა შეხებას.. გაუბედავად მოჰკიდა ხელი მის დაკაწრულ მტევანს.. მთელი გულით კოცნიდა ხელისგულზე, ზუსტად ისე, როგორც ის უკოცნიდა ხოლმე ხელისგულებს..
გონზე რამდენიმე საათში მოვიდა.. ვერაფრით უჩერებდნენ ჟანგბადის ნიღაბს, რომელიც ლაპარაკში ხელს უშლიდა.. უჰაერობის ფასად უმეორებდა დაუღალავად, რომ უყვარდა.. რომ ყველაზე ამაყი იყო მისით.. რომ არასდროს ჰყვარებია სხვა.. რომ არაადამიანურად ნანობდა ამ ოთხ წელს.. რომ უბრალოდ არ შეეძლო მისთვის ციხეში მისვლის უფლება მიეცა.. რომ ძალიან უნდოდა ეცოცხლა, ეცოცხლა მისთვის და ნიკოლასთვის..
მარიამი ცდილობდა, როგორმე დაემშვიდებინა, როგორმე აღარ მიეცა ნიღბის მოხსნის საშუალება.. კახა კი არაფრით ჩუმდებოდა..
ორი დღე პალატიდან არ გასულა.. არც მისი, ჯერ კიდევ ვერგამთბარი მტევნისთვის გაეშვა ხელი.. აღარ აინტერესებდა რა მოხდა ოთხი წლის წინ.. მართლა არ აინტერესებდა.. ისე ეშინოდა სამუდამოდ არ დაეკარგა, რცხვენოდა ვერნაპატიები ოთხი წლის.

********************

ნიკოლამ სწრაფად აითვისა მთელი საავადმყოფო, ბიჭებსაც საერთოდ არ ეზარებოდათ მისი სურვილების შესრულება. რთული იყო მისთვის აგეხსნათ, რომ მამამისთან თამაში ჯერ არ შეიძლებოდა.
მარიამს ახლაც ხელში ეკავა კახას საწოლთან, კახას ცრემლიანი თვალები უცინოდა. ნიკოლა სასაცილოდ სერიოზული სახით ეფერებოდა პუტკუნა ხელებით მის სახეს.
კართან ნუკას დანახვაზე, მარიამს მზერა გაეყინა.. მხოლოდ შემდეგ მიაქცია ყურადღება კახამ ოთახში შემოსულს.
კახა არასდროს ყოფილა გაბრაზებული მასზე, არც იმას აპირებდა ოდესმე საკუთარი საქციელი დაეყვედრებინა, უბრალოდ არ ესმოდა, როგორ შეძლო ასე მოქცეოდა.. როგორ შეძლო ასე ეცხოვრა.. ვერაფრით გაეგო ახლა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა მისგან.. მის უკან დათას გამოჩენამ კი ნამდვილად გააბრაზა, ნესტოები დაებერა.. შვილის თბილ ხელებსაც კი ვერ გრძნობდა, სასაცილოდ რომ ებღაუჭებოდნენ ყურებზე..
ვერც მარიამს გაეგო ვერაფერი, ხან მათ, ხან კი კახას საშინლად განრისხებულ გამომეტყველებას უყურებდა..
-დიდი ხნის წინ გაპატიე, ნუკა. მიუხედავად იმისა, რომ შენი არ მესმის. – მხოლოდ ეს უთხრა კახამ, როგორც კი ნუკამ ლაპარაკი დაამთავრა. ის და დათა, მართლა ნანობდნენ რაც გააკეთეს და ცდილობდნენ, როგორმე დაკარგული სიმშვიდე ეპოვათ.
-ვიცი, რომ არ გვაქვს უფლება პატიებას გთხოვდეთ. – ნუკა ვერც ერთს უყურებდა თვალებში.
-ხომ გითხარი, დიდი ხნის წინ გაპატიე. – ისევ მშვიდად გაუმეორა კახამ.
-ერეკლე ძალიან ნანობს, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, ძალიან გთხოვ აპატიე. – ნუკამ ბოლოჯერ შეხედა სამივეს სინანულით სავსე თვალებით და პალატიდან გავიდა, დათაც მძიმედ გაყვა, ერთი სიტყვის თქმაც ვერ გაებედა…
მარიამი, გაოგნებული დაჰყურებდა ქმარს. ვერაფრით გაეგო, ადამიანს, როგორ შეეძლო მარტო ამდენი რამის გადატანა. ვერაფრით გაეგო როგორ მოითმინა და არაფერი უთხრა. იმის გააზრება რა დაემართებოდა მაშინ, როდესაც ნუკასა და დათას ერთად დაინახავდა აღქმის უნარს უკარგავდა.. როგორ ეტკინებოდა ყველაფრის გახსენება, რაც ბავშვობაში გადაიტანა.
-ამდენი რამ მარტომ როგორ გადაიტანე, როგორ გაუძელი? – გულამოსკვნილი ტიროდა მარიამი. – მე მაინც როგორ არ მითხარი? მე ხომ შემეძლო სულ ცოტათი მაინც დაგდგომოდი გვერდით?
-მაშინ ხომ გახსოვს, როგორი რთული პერიოდი გვქონდა.. მე ვერ გაიძულებდი წლების განმავლობაში ციხეში ჩემს სანახავად სიარულს.. შენ უფრო გაგიჭირდებოდა ეს რომ გცოდნოდა. შენ არ იყავი ვალდებული მოღალატე ქმარს ამდენი წელი დალოდებოდი.. მე ვიფიქრე რომ..
-შენ არ გიღალატია, შენ ჩემთვის არასდროს გიღალატია, ის ფოტოები და საერთოდ ყველაფერი ჩემებმა მოაწყვეს.
-რა?
-ყველაფერი დედამ და მამამ მოაწყვეს. შენ იმიტომ იყავი ცუდად, რომ გაპატიე ის რაც არ ჩაგიდენია. ყველა სირთულის გადატანა მარტო შენ მოგიწია. მე ნიკოლა მყავდა, შემეძლო მეყურებინა როგორ იზრდებოდა ჩვენი შვილი, შენ კი სულ მარტო იყავი.
-გთხოვ აღარ ვილაპარაკოთ ამაზე, შენ ასეთი შეგიყვარდი.. არ გეყვარებოდი სხვანაირად რომ შემეძლოს მოქცევა.
-ასე ნუ ამბობ.
-გთხოვ, მარიამ. ნიკოლას ეშინია რომ ტირი. დღეიდან ყველაზე ბედნიერები უნდა ვიყოთ, ყველაზე ბედნიერები.
ნიკოლას ნელ-ნელა გაუნათდა მოღუშული სახე დედამისის ცრემლიანი სიცილის დანახვაზე, მალე ისევ მამისის ცხვირსა და ყურებს დაუწყო თამაში.

**************

რამდენიმე დღეში უკვე სახში იყვნენ. გიგიშამ და დემეტრემ თითქოს ამოისუნთქეს, ახსნა რომ უპოვეს, დაუჯერებელ მოვლენას, რომელმაც ოთხი წელი საუკეთესო ძმაკაცი წაართვათ.
თომამ არ იცოდა სიხარულისგან რა ექნა, თან ერიდებოდა კიდეც გარკვეულწილად რომ ადანაშაულებდა და ალბათ ცოტათი ჯეროდა კიდეც ყველაფრის.
დავითს მთელი საღამო ნიკოლა ჰყავდა, თამაშში გართულები სტუმრებთანაც არ გამოსულან. მარიამის მზერას ვერ აშორებდა ქმარს, ვერაფრით დაეჯერებინა, რომ ერთად იყვნენ.
კახა მთელი საღამო ღიმილიანი დაჰყვებოდა ცოლს მისაღებიდან სამზარეულოში და უკან. ერთის ული ჰქონდა მარტო დარჩენილიყვნენ.. ბიჭებს ისე მონატრებოდათ მათთან ერთად ყოფნა, სულაც არ უხერხულობდნენ, გვიანობამდე დარჩენას, თან ჩუმად დასცინოდნენ ძმაკაცს.
-ნიკოლას მამა დაიტოვებს, მე და შენ მივდივართ საყვარელო.
-სად?
-სადაც მაშინ ვიყავით, როდესაც პირველად ნერვიულობდი ასე.
-ყაზბეგში?
-იქ დალეული ვისკი მომენატრა. – სასაცილოდ დაეჯღანა კახა, სიმორცხვისაგან ისევ გაწითლებულ ცოლს და მოუთმენლად შეეხო მის ტუჩებს. – გთხოვ, ნუ ნერვიულობ.
იმ ღამეს ყველაფერი ისე იყო, როგორც ზღაპარში.. მარიამს არ უნდოდა, მაგრამ მაინც ხელში აყვანილი შეიყვანა ნომერში.. ზუსტად იმ ნომერში, სადაც პირველი ღამე გაატარეს. კანკალი რომ არ შეტყობოდა, თითები ერთმანეთში გადაეხლართა.
-ჩავიდეთ ბარში? – სასაცილოდ იკითხა კახამ და მარიამის სახე ხელებშუა მოიქცია. მასაც საშინლად სწრაფად უცემდა გული, ისიც არანაკლებ ნერვიულობდა, მაგრამ არ უნდოდა შეემჩნია. მონატრებისაგან მასაც ეწვოდა ყველაფერი შიგნიდან, ისევ ვერაფრით დაეჯერებინა, რომ როგორც იქნა ერთად იყვნენ. პირველად ისევ გაყინული, აკანკალებული ხელისგულები დაუკოცნა. მარიამს საკუთარი გულისცემა აყრუებდა.. მალე აღარ გახსენებია უხერხულობა, აღარ რცხვენოდა საკუთარი სურვილის. სურვილის კიდევ დიდხანს არ გათენებულიყო ქმრის სხეულს რომ არ მოშორებოდა.
დილით ხელახლა მოუწიათ საკუთარი ბედნიერების დაჯერება.. მარიამი კახამ და ნიკოლამ ერთად გააღვიძეს.
-როგორ ხარ, საყვარელო? – ღიმილით მიუახლოვდა შვილთან ერთად საწოლს და მარიამს ვნებიანად კოცა.
-ისე კარგად, რომ ვერ ვიჯერებ.
-ალბათ ახლა ღმერთი იძახის ჩვენზე, იყვნენ ბედნიერები სამუდამოდ, ნუ დაიჯერებენ. – თავის ნათქვამზე თვითონვე გაეცინა კახას.
-საყვარელო, ნუ მაიმუნობ. – გაეცინა მარიამსაც.
-რამდენი ნუ გვაქვს, ნუუ. – აგრძელებდა მაიმუნობას კახა და მთელი ძალით კოცნიდა მარიამს.
-შენ ერთი „ნუ“ ბეჭებზეც გაქვს. – ეშმაკურად ჩაილაპარაკა მარიამმა.
-გუშინ დაინახე?
-არა, ნიკოლა რომ ავად იყო მაშინ. აქამდე ვერ მოვახერხე თქმა.
-რა მოთმინებაა ნუ. – კახა უკვე ხარხარებდა თავის ამოჩემებაზე, ნიკოლაც ისე გულიანად იცინოდა, თითქოს ყველაფერი გაეგო. -მგონი ხვდება დედამიწაზე ყველაზე საოცარი დედა რომ ყავს და ყველაზე ბედნიერი მამა.
-ყველაზე ბედნიერი, ყველაზე სიმპათიური და ყველაზე „ნუ“ მამა ჰყავს..
-ახლა შენ ნუ მემაიმუნები. – ისევ დასწვდა ცოლის ტუჩებს, მერე რამდენიმე წამი უსიტყვოდ უყურებდა.. – იცი რა ლამაზი ხარ და როგორ მენატრებოდი.. ციხეში პირველივე ღამეს მივხვდი, რომ შენ ჩემს შიგნით ხარ, ერთი წამითაც კი არ ვყოფილვარ უშენოდ..

*****************

-გთხოვ, მიყურე და ღრმად ისუნთქე.. შეეცადე მთელი ტკივილი, ჩემს ხელზე გადმოიტანო.. მომიჭირე გთხოვ ხელზე, მთელი ძალით.. – საშინელებაა, როდესაც ზუსტად იცი, როგორი ტკივილის ატანა უწევს შენს საყვარელ ადამიანს.. კახამ, პროფესიის გამო ზუსტად იცოდა, რისი გაძლება უწევდა მარიამს.. ყველაფრის დალეწვა უნდოდა, ვერაფრით რომ ვერ ეხმარებოდა.. – გემუდარები, საყვარელო შემომხედე.. სულ ცოტაც.. – ცდილობდა როგორმე გაემხნევებინა, არადა უკვე თვითონ ვეღარ უძლებდა ცოლის ტკივილს..
-გოგოა, ძმაო, გოგო გყავს.. – ღიმილით ყვიროდა ექიმი.. კახა კი ვერაფერს ამჩნევდა ცოლის დაღლილი თვალების გარდა..
-კახა, ორივენი კარგად არიან, შეგიძლია აიყვანო. აღარ ინერვიულო. – ასე არასდროს შეშინებია, თავისი ახლადაბადებული გოგონა ეჭირა ხელში.. ისეთი პაწაწინა იყო სუნთქვას უკრავდა.. მაშინვე მარიამს დაუწვინა მკერდზე.. -უკვე ორი პრინცესა მყავს, ჩემი ორი პრინცესა. – თვალები ბედნიერების ცრემლებით ჰქონდა სავსე, ჰკოცნიდა საოცარის სინაზით.. ყველაზე მადლიერი იყო, ყველაზე მადლიერი საკუთარი ოჯახის გამო..
ათ წუთში მთლიანად შამპანურით იყო სველი.. იმდენი ადამიანი იზიარებდა მის ბედნიერებას.. იმდენ წრფელ სიხარულს ხედავდა.. მისი დარბაისელი მოხუცი, ახლა პატარა ბავშვივით იყო აღფრთოვანებული.. როგორ უნდოდა ახლა დედამისსაც ენახა მათი ბედნიერება..
სამ დღეში უკვე სახლში იყვნენ.. კახა ცდილობდა ანიტას ცხოვრებაში მაინც არაფერი გამორჩენოდა.. საოცრად ეხმარებოდა მარიამს.. ბიჭები, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაქორწინებულიყვნენ, მთელი დღეები ნიკოლასა და ანიტასთან თამაშში ატარებდნენ.. ნიკოლა, ნამდვილი დიდი კაცივით, სულაც არ ეჭვიანობდა ანიტაზე, რომლის ხელში დაჭერაზეც ნამდვილი ბრძოლა ჰქონდათ გაჩაღებული ბიჭებსა და ბაბუას..
მარიამს, ძალიან უხაროდა მისი მეგობრებიც რომ სტუმრობდნენ ზოგჯერ.. სამშობიაროში მშობლების სტუმრობაც გაეხარდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისევ ვერაფრით შეგუებოდნენ კახას..
-ერე, როგორ ხარ?
-რომელი ხარ? – დაგვიანებით იკითხა ერეკლემ, ასე მხოლოდ კახა ეძახდა, მაგრამ ვერაფრით დაეჯერებინა ის რომ ურეკავდა.
-მამა ვარ, რომელსაც მაგრად უნდა შვილი მოუნათლო. -თბილად უთხრა კახამ. ისე მაგრად მონატრებოდა, გული ტკიოდა მასთან ლაპარაკისას.
-შენ, კახა შენ გინდა რომ..
-მინდა რომ ანიტას ნათლია იყო, რა თქმა უნდა შენც თუ გინდა.
-ძმაო, რას ნიშნავს მეც თუ მინდა. პატიების თხოვნაც კი ვერ გავბედე, მთელი წელია საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, რომ მახსენდება როგორ მოგექეცი.
-ერე მაგაზე სალაპარაკოდ არ დამირეკავს. ძალიან მაგრად მენატრები. ჩამო რა. ანო ზეგ ორმოცი დღის ხდება და მე და მარიამს გვინდა შენ მოგვინათლო..
-დღეს ღამესვე ჩამოვფრინდები. მადლობა, მადლობა, ძმაო. – ერეკლე ღრიალებდა. ერთი სული ჰქონდა, სამივესთან ერთად ისევ სრულფასოვან ადამიანად ეგრძნო თავი.. ზუსტად იცოდა, რომ ამის მერე აღარ დაუშვებდა მათთან რაიმე შეშლოდა..

********

დღეები ბედნიერად მისდევდა დღეებს.. კახა სასაცილოდ ადარებდა ანიტას მიღწევებს, ნიკოლას იმ ასაკში არსებულ მიღწევებს.. მარიამს ყველაფერი საგულდაგულოდ ჰქონდა ჩაწერილი, ოდესმე კახას რომ გაეგო, თუნდაც როდის თქვა ნიკოლამ პირველად მამა.
მათი ბედნიერება გადამდები იყოო.. სულაც რომ არ გდომოდათ, მაინც დაიჯერებდით მათ შესაძლებელზე დიდ სიყვარულს.. ურთიერთგაგებას, რომელსაც ვერავისას შეადარებდით.. კახა მას შემდეგ ცდილობდა ანიტასთვის მამა ეთქმევინებინა, რაც ექვსი თვის გახდა.. მარიამს სიცილისაგან აღარ შეეძლო, მის მონდომებას რომ ხედავდა..
თერთმეტი თვის იყო, პირველად რომ დაუძახა.. მარიამი კი დასცინოდა თითქმის ძალით ათქმევინე, ბავშვი დაღალეო.. მაგრამ კახა ბედნიერებისაგან ცაში დაფრინავდა.. როგორც ყოველთვის, ახლაც არ აძლევდა ცოლს ამოსუნთქვის საშუალებას, ისე კოცნიდა.
ახლა უკვე ნიკოლა უმეორებდა სასაცილოდ ანიტას, თავის სახელს. შეჭმუხნული შუბლით ელოდებოდა მომღიმარ დას, როდის დაუძახებდა..
უყვარდათ ასე.. თავისნაირად.. რეალურად, რეალურად საზღვრებსა და ცნობიერს მიღმა..
ნუ დაიჯერებენ..)))
პატივისცემით,

მაროამი❤1533813_183179848556808_1583985640_n

Posted in მაროამი | Leave a comment

2010-დან [დასასრული];

ხმა არ ამოუღია. თათა გაოცებული უყურებდა სიბრაზისაგან შეშლილ სახეს და ვერაფრით იჯერებდა, როდის აქეთ ერიდებოდა გაბრაზებული ბენდელიანი სხვისი თანდასწრებით ყვირილს. ნიკამ უხმოდ გააღო ნომრის კარი და ორივე შეატარა.. თათამ დააპირა გაეცნო, მაგრამ მიხვდა ნიკა ისედაც ყველაფერს რომ მიხვდა.
-მე ცოტას გავივლი და მოვალ. – პასუხს არ დალოდებია ისე გაიხურა კარი ოპერატორმა.
უხმოდ აჰყურებდა ქმარს და ნერვიულობისაგან ძლივს ყლაპავდა ნერწყვს. ალექსანდრე მძიმედ ჩამოჯდა იქვე მდგარ საწოლზე.
-ის რეისი, რომელმაც ჩამომიყვანა, ხვალ მიფრინავს უკან. შენს ოპერატორს თუ ენდომება მასაც შეუძლია წამოვიდეს. – გამოსცრა მწარედ და ოდნავ დახუჭული თვალებითა და შეჭმუხნული წარბებით ცოლს მიაშტერდა. ეს უკვე ჰგავდა ნამდვილ სანდროს.
-ვიფიქრე რაღაც დაემართა-მეთქი, ამდენ ხანს რომ არ იყვირე, თურმე კარგად ყოფილხარ.
-მეც გამიკვირდა ჩემი თავის. – რამდენიმე წამით აჰყვა ირონიაში, მაგრამ მაშინვე შეეცვალა ხმა. -აქ ვერ დარჩები, იაზრებ მაინც რა ხდება გარეთ? რა დროს გმირობაა გოგო, ანდრიაზე იფიქრე საერთოდ? ან ვინმე გაგახსენდა? თუ ანდრიას იმის მაგივრად რომ შენ ზღაპრებს უკითხავდე, იმას უნდა მოუყვნენ როგორ მოიკალი თავი მამამისისთვის იმის დასამტკიცებლად რომ ნაგავია.. ეს გინდა?
-შენ არაფერ შუაში ხარ. -ძლივს ჩაილაპარაკა თათამ.
-შუაში კი არა თავში ვარ.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი, აქ სამუშაოდ ვარ.. ვალდებულება ავიღე, რომ ერთი კვირა აქ ვიქნებოდი და ვიქნები. შენ შეგიძლია გაჰყვე იმ რეისს, რომელსაც ჩამოყევი..
-არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, როგორ შეგიძლია ასე რისკავდე ჩემნაირი კაცის გამო. – ალექსანდრე წინ აესვეტა ცოლს და გაყინული სახე ხელებში მოიქცია, თვალები ჩასისხლიანებოდა და ჩვეულებისამებრ საშინლად დაბერვოდა ძარღვები. ხვდებოდა ახლა რომ კიდე რამე ეიძულებინა თათასთვის, ისედაც დაკარგულს ვეღარასდროს დაიბრუნებდა. მარტივად დაჰყვა თათას ნებას და ხელები გაუშვა. -მაშინ მეც დავრჩები. – თქვა მშვიდად და ფანჯრიდან ხმაურიან ქუჩას გადახედა.
-შენ თვითონ მეუბნებოდი რა დროს გმირობააო სანდრო, მე სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებ.. შენ…
-მე შეყვარებული კაცის მოვალეობას.. მოგიწევს ეს ერთი კვირა ამიტანო. ამ ერთ ოთახში ხართ ორივე? – ინტერესით მოავლო ოთახს თვალი.
-იმედია ამაზე ყვირილს არ აპირებ, ასეთი ინსტრუქცია გვაქვს.. შენ ხომ გინდოდა ფორმალური ურთიერთობა გვქონოდა, რა საჭიროა აქ იყო? – სანდროს ოდნავ გაეღიმა და ამაზე ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია. ისევ უხმოდ უყურებდა ქუჩას, სადაც მიუხედავად გვიანი ღამისა და საშინელი სიცივისა, უამრავი ადამიანი ირეოდა. მალე ნიკაც მოვიდა.
-ისევ არეულობაა, მოედანზე ხალხი უფრო და უფრო მატულობს, აუცილებლად უნდა გადავიღოთ მასალა.
-მე მზად ვარ, ახლავე ავიღებ ჩანთას. – ალექსანდრეს საშინლად არ მოეწონა ეს ამბავი, ოდნავ შეხსნილი ქურთუკი გაისწორა და ისიც გაემზადა გასასვლელად. – შენ რატომ მოდიხარ? – ალექსანდრეს ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ანიშნა ნომრიდან გასულიყო და თათას ქუდს მოჰკიდა ხელი, რომელიც აჩქარებისაგან დავიწყებოდა.
-დაიფარე. -გაუწოდა როგორც კი ქუჩაში გავიდნენ და გვერდში ამოუდგა.
სრული ქაოსი იყო, სისხლის ყველა უჯრედში აფორიაქება რომ შეაქვს ისეთი. სანდრო ისევ ანდრიას წინდებს ათამაშებდა ხელში და ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა რაც გარშემო ხდებოდა. ხალხი არეულად მოდებოდა ქუჩას, მანქანების სიგნალიზაციის ხმა, აქა-იქ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილები, ჩამსხვრეული მინები ამაზრზენ შეგრძნებას აჩენდა.. ხუთი წუთი არ დაჭირდათ მოვლენების ეპიცენტრამდე. ნიკა ცდილობდა მასალისთვის ღირებული კადრების გადაღება მოესწრო, ალექსანდრეს კი საოცარი ძალით ეჭირა თათას ხელი, შემთხვევით ამ არეულობაში რომ არ დაეკარგა.
-თათა, მზად ხარ? მოკლე ტექსტი ჩავწეროთ ვებ-გვერდისთვის.
-კი, ნიკა. – ძლივს გაუშვა ალექსანდრემ ხელი, ახლა წინ უდგა და მოთმინება ელეოდა. თათას სახე ისე გაყინვოდა, ნორმალურად ვეღარც კი ლაპარაკობდა. ეტყობოდა როგორ უჭირდა ყველაფერი იმის ატანა, რასაც გარშემო ხედავდა.
-გაიყინე. – ჩვეული ხმით ჩაილაპარაკა სანდრომ და თათა მიიხუტა.
-ალექსანდრე. -ეცადა როგორმე მოშორებოდა.
-თათა, სახე საერთოდ გაყინული გაქვს, მოისვენე ორი წუთით. – რამდენიმე წუთში ნიკაც მორჩა თავის საქმეს და სასტუმროსკენ წავიდნენ. ქუჩა ისევ სავსე იყო უამრავი გამვლელით. ვიღაც მთელი ძალით დაეჯახა სანდროს უკნიდან, თათას მხოლოდ ახლა გაახსენდა მისი ნატკენი ბეჭები. ბენდელიანი ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ უეცრად საშინლად შეეცვალა ტკივილისაგან სახე.
-ძმაო, ხომ კარგად ხარ? – შეწუხებული სახით ჰკითხა ნიკამ.
-კი, კი კარგად ვარ, მადლობა.
-აქ ყველაფერი გვაქვს და გადაგიხვევ ბეჭებს.
-არ მინდა.
-როგორ არ გინდა, თან ვნახავ როგორ გაქვს.. – ალექსანდრეს საოცრად უცემდა გული მისი შეხების მოლოდინში, მაისური გაიხადა და საწოლზე ჩამოჯდა. თათამ ფრთხილად შეუხსნა სახვევები. დიდი ნაწილი მორჩენოდა, მაგრამ რამდენიმე ღრმა ჭრილობა ისევ ცუდად გამოიყურებოდა. – ბოდიში, აქამდე რომ არ გამახსენდა და კიდევ ძალიან დიდი მადლობა, იმ დღეს ასე რომ დაეხმარე ჩემს ძმას. – ხმადაბლა ჩაილაპარაკა თათამ.
-ხომ იცი, ეს რომ სალაპარაკო არაა. გთხოვ დამთანხმდი ხვალ გაფრენაზე.. მე ხომ ვხედავ როგორ გიჭირს აქ ყოფნა, ვერ გაუძლებ ამდენ სისასტიკეს.. ანდრიას მონატრებას..
-შენ ხომ უძლებ?
-მე ვალდებული ვარ გავუძლო..
-აქედან ვერ წავალ. ვიცი არასდროს ჰქონია და ალბათ არც ექნება ჩემს სიტყვას შენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ მინდა ხვალ წახვიდე. ასე უფრო ავურევთ ყველაფერს, თან შეიძლება აქ ძალიან ბევრი ცუდი რამ მოხდეს.
-თათა, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. ვიქნები აქ მანამ, სანამ შენ არ წახვალ. მოგვიწევს ნიკასთან ერთად გავიყოთ ეს ოთახი. მერე როგორც გინდა ისე მოიქეცი. – თვალები სიბრაზისაგან უელავდა, უკითხავად წამოწვა საწოლის ძალიან პატარა ნაწილზე, ხელში ისევ ანდრიას წინდები ეკავა.. თათას ნახევარი საათი ეყო მოთმინება საწოლზე მჯდარიყო, მდგომარეობიდან გამოჰყავდა მის ასეთ საქციელს.. საწოლის კიდეზე მწოლიარეს მთელი შეგრძნებით უნდოდა სახლში, რომელსაც ანდრიას სუნი აქვს.. ცრემლებმა გუდავდა, ბეჭები ეწვოდა სანდროსთან სიახლოვის გამო და როგორც არასდროს ისე არეოდა ყველაფერი..
მომდევნო დღეებში უფრო და უფრო იძაბებოდა კიევში სიტუაცია. ნიკას და თათას მთელი დღე და ზოგჯერ ღამეც მეიდანზე უწევდათ ყოფნა.. ალექსანდრე სულ გვერდით იყო, თათას კი მისი წყალობით სანერვიულო არ ელეოდა. სულ იმის ეშინოდა მისთვის არაფერი დაეშავებინათ. მაგრამ საშინლად ეიმედებოდა, არ უნდოდა, მაგრამ აქ, საშინელ ქაოსში გახვეულ ქვეყანაში ალექსანდრე იყო მისი სახლი.. ადამიანი, რომლის თვალებშიც შეიძლება სიმშვიდე, დასაყრდენი ეპოვა მაშინაც კი, როდესაც ყველაზე მეტად ეშინოდა ან ნერვიულობდა.. უკვე ჩვეულებად ქცეულიყო იძულებით გაყოფილი სარეცელიც და უნებური შეთანხმებაც, არაფრით შეხებოდნენ ერთმანეთს.. ისე გაზარდეს, რომ არასდროს არაფერი ცუდი არ მიუკარებიათ, ვერც კი წარმოედგინა ასეთი სასტიკი თუ შეიძლებოდა ადამიანი ყოფილიყო.. ვერ იჯერებდა ქუჩაში ნანახ გვამებს და გავლენისთვის გამეტებულ უამრავ სიცოცხლეს.. თვალებიდან არ ამოდიოდა მეიდანზე რამდენჯერმე ნანახი თვალებანთებული ახალგაზრდა ბიჭის უსიცოცხლო სხეული.. შეხედავდი და ხელშესახებ სიკეთეს გრძნობდი, გრძნობდი რომ ის ნამდვილად უკრაინის შეურყვნელ სიყვარულს მოეყვანა აქ.. ასეთებს კი, სუფთა თვალებითა და წრფელი გულით, ვერასდროს იფერებს ეპოქა.. ის საღამო ყველაზე მძიმედ გადაიტანა, არაფრის თავი ჰქონდა.. არ უნდოდა ამ შეხედულებებით ეცხოვრა, არ უნდოდა დაეშვა, რომ ადამიანებს ასეთი სისაძაგლეების გაკეთება შეეძლოთ.. სანდრო სულ გვერდით იყო.. საშინლად უხაროდა ყველა მის საქციელში სიკეთის დანახვა, შეუძლებლობა გულგრილი დარჩენილიყო ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ.
-როგორმე არ უნდა იფიქრო ამაზე, გაგიჭირდება, თუ ამ ყველა უბედურების დამახსოვრებას შეეცდები.. ასეთი სამყარო შენთვის არ არის.. მინდა მე ვიყო ისევ ყველაზე ბოროტი ადამიანი შენს ცხოვრებაში და ფიქრობდე რომ ამის იქით ბოროტება არ არსებობს. – ხრინწიანი, მოგუდული ხმით ეჩურჩულებოდა სანდრო და საწოლზე მოკუნტული ცოლის ბეჭებს მიშტერებოდა. კარგა ხანს ფიქრობდა თათა გადაბრუნებულიყო თუ არა მისკენ.
-ბოროტი არ ხარ. – ჩუმად თქვა თათამ, მაგრამ თვალები ვერაფრით გაუსწორა. ქუჩიდან შემომავალი მთვარის შუქზეც კი ჩანდა თათას ცრემლებით სავსე თვალები..
-შენთვის ყველაფერი უნდა მეთქვა თავიდანვე.. ძალიან ბევრჯერ დავაპირე, სულ განვიცდი ასეთ მნიშვნელოვან რაღაცას რომ გიმალავდი, მაგრამ მაინც არ გითხარი.. უნდა მომეცა საშუალება თვითონ გადაგეწყვიტა გინდოდა ჩემთან ერთად ცხოვრება, თუ არა, მიუხედავად ეკას არსებობისა.. მის გამო არ დავიწერეთ ჯვარი.. მაშინვე ვუშვებდი, რომ შეიძლება დაგშორებოდი.. ქორწილის დღესვე.. ეს კი სიბოროტეა, აბა რა არის.. კიდევ რამდენი ცუდი რამ გაგიკეთე, თან გააზრებულად.. ახლა შენი აქ ყოფნაც ხომ ჩემი ბრალია.. შენ გგონია ჩემთვის მხოლოდ ლამაზი ქალი ხარ და იმიტომ ხარ აქ.
-არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. – ძლივს მოერია ცრემლებს და ისევ ზურგის შექცევა დააპირა.
-გთხოვ, უნდა გითხრა, ბოლოსდაბოლოს უნდა გითხრა ყველაფერი. -ხელით გააჩერა, რომ არ გადაბრუნებულიყო. -იმ დღის შემდეგ რაც მე და შენ ისევ ვიწექით ერთად.. – საშინლად ჩუმად ჩაილაპარაკა სანდრომ. – არც ერთ ქალს არ შევხებივარ, ეკას არც კი დავლაპარაკებივარ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მაგარი ბიჭი ვარ.. უბრალოდ არ შემიძლი იყოს ვინმე შენს გარდა ჩემს ცხოვრებაში. რაღაცის შეცვლა რომ შემეძლოს, ალბათ მხოლოდ იმას შევცვლიდი რომ თავიდანვე არ გითხარი ყველაფერი და არა ეკასთან წასვლას, ისე ვერასოდეს გავიგებდი რომ ასე მიყვარდი. და საერთოდ რომ შეიძლება ასე მყვარებოდა ვინმე. მე ვერასდროს ვიქნები ის ადამიანი, რომელიც გულგრილად, ჩაურევლად უყურებს შენს ცხოვრებას.. არა იმიტომ რომ სვანი ვარ, ასეთი ხასიათი მაქვს ან საერთო შვილი გვყავს.. თათუ, ამ სამყაროში ყველაზე მეტად მიყვარხარ.. არ ვარ ღირსი, მაგრამ ყველაზე მეტადაც შენ მეიმედები. – ფრთხილად მოწმინდა ჩამოგორებული ცრემლი, თავის გრძელი თითებით და იგრძნო თვითონაც როგორ აეწვა ცხვირი..
თათა წამოდგა და ფანჯარასთან დადგა, როგორც კი იგრძნო რომ თავს ვერ შეიკავდებდა.. ალექსანდრეც თთქმის მაშინვე მიჰყვა.. „მე ის ვარ, შენ რომ გაცვია..“ მთელი შეგრძნებით ჩაესმოდა ყურში ისე აკვროდა სანდრო მის სუსტ სხეულს, ხელები მუცელზე მჭიდროდ შემოხვია და ლოყა ცოლის თავზე მიადო. მძიმედ სუნთქავდა, მძიმედ და იშვიათად.. თვალებდახუჭულ თათას ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.. „შენ ის ხარ მე, რომ მაცვია..“ ძლივს გადაეყლაპა უთქმელად ეს რამდენიმე სიტყვა.. წინააღმდეგობას ვერაფრით უწევდა, არ უნდოდა მოშორებოდა, ვერ უნდოდა.. არაფერი სიამოვნებდა დედამიწის ზურგზე ასე.. აქაც კი, კიევის ყველაზე არეულ ქუჩაზე, ყველაზე მშვიდად იყო.. იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, როდესაც მის გულისცემას ბეჭებით ეხებოდა მისი სიყვარულიც სჯეროდა.. მზად იყო სამუდამოდ დაევიწყებინა ეკაც და დაკარგული ორი წელიც.. მაგრამ მისგან მოშორებისთანავე გაუჯდა სხეულში სიცივეც და ეჭვებიც..
***
ბოლო დღე იყო.. კიევში ყოფნის ბოლო და ყველაზე მძიმე დღე.. მეშვიდეს მაგივრად მეათე.. თათა მეიდნიდან პირდაპირ ეთერში აღწერდა რა ხდებოდა კიევში, ვერც კი მოასწრო იმის გააზრება, როგორი მცირე მანძილით ასცდა ტყვია. მის უკან მდგომი ერთ-ერთი მომიტინგე დაიჭრა.. კადრში მაშინვე გამოჩნდა ბენდელიანი, რომელიც ჯერ იმას ცდილობდა როგორმე თათას კარგად ყოფნაში დარწმუნებულიყო, შემდეგ კი დაჭრილ მომიტინგესთან მიირბინა.. მეტი გასროლა არ ყოფილა, შეშინებული ხალხი მალე გამოერკვა, სასწრაფო დახმარებაც რამდენიმე წუთში გამოჩნდა და თითქოს ყველაფერ არანორმალურ რეალობას დაუბრუნდა.. თათამ ძლივს მიადევნა გონება ყურში წამყვანის დაჟინებულ კითხვას, იყო თუ არა კადრში გამოჩენილი ბიჭი, ნამდვილად საქართველოს კალათბურთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე ბენდელიანი.. ძლივს მოახერხა დადასტურება.. შემდეგი თხოვნა მისი ჩაწერა იყო, ძლივს გაიაზრა პირდაპირ ეთერში რომ იყო და უარს ვერ ეტყოდა.. ნიკას ანიშნა კამერა ალექსანდრესკენ მიებრუნებინა და ყური გადასცა, რათა წამყვანის კითხვები პირდაპირ მას გაეგონა..
-შეუძლებელია არ განიცდიდე იმას, რაც აქ ხდება.. ჩემთვისაც რა თქმა უნდა მძიმეა ეს ყველაფერი და გულწრფელად ვუსურვებ ამ ხალხს მშვიდობას, დამოუკიდებლობას და ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას. გაოცებული ვარ მათი თავდადებით. მაგრამ ტყუილი იქნება გითხრათ, აქ უკრაინელებისთვის თანადგომის სურვილმა ჩამომიყვანა-მეთქი, მოკლედ ჩემგან ის გმირი არ გამოვა, რომელიც ჩემი კადრში გამოჩენისას წარმოიდგინეთ.. -სანდრო თვალს არ აშორებდა თათას, რომელიც გაოცებული უსმენდა. სავრაუდოდ წამყვანმა ჰკითხა, თუ არა ამ მიზეზით, აბა რის გამო იყო უკრაინაში.
-ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის გამო, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს აქ. -ისევ არ მოუშორებია თათასთვის მზერა..
-თქვენ უფრო მაგარი გმირი ხართ. – წამყვანის სიტყვებზე ნაღვლიანად გაიღიმა სანდრომ და ყური დაუბრუნა.. საქართველოში ჩამოსვლამდე არ იცოდა თათამ, რა უთხრა ყურში ბენდელიანს წამყვანმა..
***
საღამოს უკვე სტამბულში იყვნენ, თათა და ნიკა თბილისისკენ აგრძელებდნენ გზას, ალექსანდრე ამერიკისკენ. სიხარულსაც კი ვერ გრძნობდნენ გამოყოლილი ემოციების გამო.
-რამდენიმე დღეში ჩამოვალ, არაფრით არ გამოდის ახლა რომ არ ჩავიდე, უკვე მესამე თამაშის გამოტოვება მომიწევს.. გთხოვ როგორც კი დაისვენებ ანდრიას სურათები გამომიგზავნე. – ნიკა უკვე რეგისტრაციას გადიოდა, მარტოდდარჩენილმა როგორც იქნა მოაბა თავი ლაპარაკის წამოწყებას. -იფიქრე რა ჩვენზე.. რომ ჩამოვალ მინდა საბოლოოდ გადავწყვიტოთ რას ვშვრებით.. აღარასდროს ჩაიგდო თავი ასეთ საფრთხეში, ჩემთვის რაღაცის დასამტკიცებლად.. არ ვიმსახურებ, თან შენ რომ წარმოგიდგენია იმაზე კარგად გიცნობ.. არაფრის დამტკიცება არ გჭირდება, არავისთვის და მითუმეტეს ჩემთვის. და ნუ განიცდი რა ასე ყველაფერს, მეცოდები რომ გელაპარაკები და ასე ნერვიულობ. – ნაზად მოწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი და ძლივს გადაყლაპა ყელში გაჩხერილი ბურთი. ამერიკაში ჩასვლა მართლა აუცილებელი იყო, მაგრამ უფრო მეტად უნდოდა თათასთვის დრო მიეცა..
***

ყველაფერს ელოდა, ყველაფერს თათუს ადვოკატის ზარის გარდა, რომელიც შვილის საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვას თხოვდა. ათი წუთი დაჭირდა სიმშვიდის მოსაგროვებლად.
-თათუ, რა ხდება? – იკითხა ხმით, რომელიც დაგაეჭვებდათ ნამდვილად ცოცხალ ადამიანს ელაპარაკებოდით თუ არა. თათა კანკალმა აიტანა, აღარაფერი ახსოვდა იქიდან, რაც გადაეწყვტა რომ ეთქვა.
-მშობლებთან, იტალიაში გადასვლა გადავწყვიტე საცხოვრებლად.
-ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტე?
-იმის მერე რაც კიევში ვნახე, მინდა ჩემიანებთან ახლოს ვიყო. – ძლივს გასაგონად ლაპარაკობდა თათა. ალექსანდრეს რაღაც საშინლად აეწვა შიგნით, ძალიან შიგნით. „სულ ცოტათი მაინც რომ ვუყვარდე, ჩემთან ახლოს ყოფნაც მოუნდებოდა.“ -ხვალ დილითვე გამოვფრინდები ანდრიას სანახავად და ნებართვასაც მოვაწერ ხმას. – თქვა სიბრაზისაგან დაცლილი ხმით, რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ.
***
არ შეეძლო არც ერთ დაავადებას, ალბათ არც რაიმე უბედურებას შეეძლო გაეხადა ასეთი უუნარო.. ჩამოსვლის შემდეგ თითქმის არც ამდგარა საწოლიდან. მთელი დღეები ანდრიას ეფერებოდა, დანარჩენს კი ყველაფერს ლია ხედავდა.. არავის ნახვის თავი არ ჰქონდა, მიაც კი ოციოდე წუთით ნახა.. არ უნდოდა ორსულისთვის თავისი ნერვიულობა გადაედო.. მხოლოდ მაქსი უძლებდა მის უსიტყვობას გმირულად.
-შენ სულ იცი, რა მჭირდება.
-ახლა ძალიან ცხელი, ძლიერი ყავა გინდა და ჩემი სიჩუმე, სანამ არ მოგინდება რაიმე მითხრა.. – თათას, ისევ ისტერიკული ტირილი აუვარდა.. მაქსის უკვე დაშლის თავიც აღარ ჰქონდა, ძლიერად შემოხვია დის სუტ სხეულს ხელები და ღმერთს თხოვა მოთმინება მიეცა.
***
-ლია, სად არიან? – მშვიდად იკითხა გაფითრებულმა სანდრომ.
-ანდრია თავის საწოლშია, თამაშობს, თათა კი გასულია.
-სად არის ხომ არ იცით?
-არ ვიცი შვილო, მთელი დღეა ბარგს ალაგებდა და ალბათ რაღაცის მოსაგვარებლად გავიდა. მთხოვა ბავშვი არსად გამეყვანა, რადგან მოხვიდოდით და თქვენი წასვლის შემდეგაც მიმეხედა ანდრიასთვის.
-გასაგებია. – ჩაილაპარაკა სიმწრის ღიმილით და შვილის ოთახისკენ წავიდა. შვილის ნივთები, თითქმის ბოლომდე ჩალაგებული იყო უკვე. -ფრენა როდისაა, ხომ არ იცით? – ჰკითხა სამზარეულოში მოფუსფუსე ლიას, რომელიც ანდრიას საჭმელს ამზადებდა.
-ხვალ საღამოს.
-მადლობა, მე ვაჭმევ. – გამოართვა ანდრიას თეფში და ისევ შვილის ოთახში დაბრუნდა.. ხუთ საათზე მეტ ხანს იყო შვილთან.. გვიანი ღამე იყო.. ბოლოს დაიჯერა, რომ სანამ არ წავიდოდა თათა სახლში არ დაბრუნდებოდა. კიდევ ერთხელ კინაღამ შემოეჭამა მძინარე შვილი.. იქვე ტუმბოზე დატოვა ხელმოწერილი ნებართვა, მძინარე ანდრიას კი პატარა ყუთი დაუდო თავთით.
***
მთელი ღამე ნერვიულად ათამაშებდა თათა ამ ყუთს.. მთელი შეგრძნებით უნდოდა ალექსანდრეს ხელზე ბეჭდის დანახვა, რომლის შიდა მხარეზეც მისი სახელი იქნებოდა ამოტვიფრული.. სულ უნდოდა, იმ დღიდან მისი ცოლობა რომ გადაწყვიტა.. ქორწილზე კი რატომღაც არ მოინდომა ალექსანდრემ, მერე ჯვრისწერისთვის გადადო.. არც საოცნებო ბეჭდები ჰქონია და არც ჯვრისწერა. ჩვეულებრივი რგოლი კი სანდროს ნივთების გაჩუქებისას გააჩუქა.. ახლა კი ეს პატარა ჯადოსნური ყუთი, მის ორ ყველაზე დიდ ოცნებას იტევდა.. რგოლებსაც, რომელზეც მათი სახელები იყო ამოტვიფრული და ბარათსაც, რომლითაც სანდრო თხოვდა ჯვარი დაეწერა მასზე.. კიევიდან დაბრუნების შემდეგ, ისედაც ფიქრობდა ალექსანდრეს უსამართლოდ ახლა მე ვექცევიო.. თითქოს ეჭვებიც აკვიატებად ექცა, არადა გრძნობდა რომ უყვარდა.. შეუძლებელია მის თვალებში ეს ვერ დაენახა.. ნანობდა იმ ათ დღესაც ბენდელიანს ხელშესახებ იმედად რომ უქცია, ყველა შეუხებლად გაყოფილ სარეცელს, მისთვის დანახებულ მეიმედებისაც და იმ რამდენიმე წამსაც მასზე აკრული განუცდელ ბედნიერებას რომ გრძნობდა.. ახლა ზუსტად იცოდა როგორ განიცდიდა სანდრო, ისიც, როგორ აწყენინა ბოლოს ტელეფონზე საუბრისას.. უფრო ზუსტად კი საკუთარი უბედურება იცოდა, მისგან შორს ყოფნით გამოწვეული ძვალრბილში გამტარი სიცივე და თვალები, რომელიც ბოლო ამოსუნთქვამდე იქნებოდა მისთვის სახლი.. სიმშვიდის, იმედის, სიძლიერის სახლი..
***
-ალბათ უკვე რეგისტრაცია დაიწყო.. – წინა დღის სამოსი ეცვა, უინტერესოდ გადაჰყურებდა ფანჯრიდან ქუჩას, ცოცხალი თავით არ უშვებდა ხელს შვილის წინდებს.. -ყველაფერი დამთავრდა.. – მთელი შეგრძნებით ეწინააღმდეგებოდა გაჩენილ აზრს, მაგრამ იცოდა სხვა გზა რომ აღარ ჰქონდა.. აბრჭყვიალებული თვალებით უკვე არეულად ხედავდა ფანჯრიდან ქუჩას.. აღარ იცოდა რა უნდა ეკეთებინა, ან როგორ უნდა ეცხოვრა ამ დღიდან.. იტალიაში ნახავდა ხოლმე ანდრიას და სულ იმას ეცდებოდა, შვილს მისი არ შერცხვენოდა.. სხვა არაფერი.. ახლა ამისაც კი აღარ სჯეროდა, ისე ჰქონდა სული სიცარიელითა და ღრიალით მოცული.. დაუდევრად დაწვდა ტელეფონს, რომელიც არაფრით წყვეტდა რეკვას.. არც კი დაუხედავს ვინ იყო..
-ალექსანდრე, ტელეფონი უნდა გამოვრთო უკვე, ლიას რაღაც გამოვატანე და ვერ მივაგენიო, ეზოში დახვდი რა. -საოცარი სისწრაფით უთხრა თათამ და გაუთიშა. დაფიქრება არც კი დასჭირვებია, „რა თქმა უნდა ბეჭდები გამოატანა.“ – ბოლო იმედიც მოუკვდა, ცარიელი, უხმო ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.. გამეტებით მოისრისა აწყლიანებული თვალები და სახელურს დაწვდა..
-მიყვარხარ.. – თათა თან ტიროდა და თან იღიმოდა. ბენდელიანი კარგა ხანს ვერ აღიქვამდა ცხვირწინ მდგომ ცოლ-შვილს.
-თქვენ, თქვენ.. – ვერაფერს ამბობდა სანდრო.
-აღარ მინდა ოდესმე ჩვენგან შორს იყო.. – ჯერ ისევ გაფითრებოდა სახე, საოცარი სითბოთ დაუკოცნა ცრემლიანი თვალები, მერე კი მძინარე შვილზე გადავიდა.. თვითონაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, ძლივს აჩვენა თათას ანდრიასთვის გამზადებული ოთახი, რომელშიც უზრუნველად გააგრძელა პატარამ ძილი. ფრთხილად გამოკეტეს კარი და მისაღებში გავიდნენ..
-ჩემი ბეჭედი სად არის? – სხვა ვერაფერი მოიფიქრა სანდრომ. პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელიც პირველ პაემანზე ნერვიულობს. მარტივად მოირგო რგოლი თითზე და მასავით ანერვიულებული ცოლი ხელებში მოიქცია.. მაშინვე იგრძნო ძალაც და პასუხისმგებლობაც, საკუთარი ფორიაქით თათუ არ შეეშინებინა.. ჯერ ძალიან ნაზად შეეხო მის ტუჩებს, მერე კი ორივეს სუნთქვა ეკვროდა.. თათას ისევ ცრემლები მოდიოდა, მთელი სხეული ალექსანდრეს მონატრებისაგან აუტანლად ტკიოდა.. აჟრჟოლებდა ისე სიამოვნებდა მისი ოდნავწამოზრდილი უხეში წვერის შეხება სახეზე, ყელზე, მკერდზე, მუცელზე.. არაფრით ჰყოფნიდა მისი გაბედული მზერით ყურება, ბავშვივით ჩაბღაუჭებოდა ხან მის თმას, ხანაც კი ბეჭებს.. აგიჟებდა მისი სიფრთხილით სავსე სიძლიერე და უხმოდ ნათქვამი ყველაზე საგრძნობი მიყვარხარ..
***
ამის შემდეგ არასდროს ულაპარაკიათ ეკაზე და უერთმანეთო ორ წელზე.. მხოლოდ ფეხმძიმობის პერიოდში მოუწიათ რამდენიმე დღით ერთმანეთისაგან შორს ყოფნა, მაშინ როდესაც უკვე საშიში იყო თათას ფრენა.. ჯვარი ანდრიას ანგელოზის სახელზე აგებულ ტაძარში დაიწერეს.. მართლა ატარებდნენ წლის რაღაც პერიოდს მესტიის სახლში, გიოს და მაქსიმეს ოჯახებთან ერთად.. დუდუს ლივინგსტონში მოუნათლეს ბავშვი. თეამ და თამარმა კი იმდენი ქნეს ოთხი შვილიშვილის ხელშიც კი არ დაუტოვეს საქმე ლიას. ნიკო და თამაზი, საერთო საქმეს აკეთებდნენ და ცდილობდნენ, როგორმე სანდრო და მაქსიც ჩაერთოთ ღვინის საოჯახო ბიზნესში..
თათა ამერიკაშიც კი აცხობდა ხოლმე ჭიშდვარებს, თუ ქმარი დააცდიდა და საძინებელში არ მიაბრძანებდა, შვილების ძილით გათამამებული..
***

ერთხელ გითხარით ადამიანები კონტრასტებით ვაზროვნებთ-მეთქი და გითხარით ანდაზაც იმის შესახებ, რომ „გამუდმებულად მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიან“.. ადამიანური ბუნებაა ასეთი, უფრო უარესის ნახვამდე ვერაფრით ვაფასებთ რაც გვაქვს.. ზოგჯერ კი ბედნიერებაც კი გვიუფერულდება.. ჩვენ ხომ ყველაფერს ვეჩვევით, ვეჩვევით ბედნიერებასაც და ვერ ვამჩნევთ სასწაულებს, რომლებიც ჩვენს გარშემო ხდება. უერთმანეთობა გამოცდილნი, წარმოუდგენლად უფრთხილდებოდნენ ურთიერთობას, ემოციებს.. თათას შეეძლო ყველანაირი კითხვების გარეშე მიხვედროდა ვერჩაგდებულ ბურთსაც და წაგებულ თამაშსაც. შეეძლო უსიტყვოდ ეგრძნობინებინა, როგორი ამაყი იყო მისით, აკვროდა მის ძლიერ სხეულს და ნაზად მოფერებოდა. ალექსანდრეს კი ცხვირი იმ პატარა ბუდეში ჩაეყო ხოლმე, რომელსაც მოხრილი მხარი და ლავიწის ძვალი ქმნის.. იმ ბუდეში სადაც მთელი სხეულის სუნია თავმოყრილი, სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადი.. მისი სუნთქვისთვის..
„მე ის ვარ, შენ რომ გაცვია.“

ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც მოთმინება გეყოთ და მკითხულობდით.❤large

Posted in მაროამი | Leave a comment

2010-დან [თავი ოცდაორი];

-მოვრჩი. -ძლივს ამოთქვა თათამ და პლედი ფრთხილად გადააფარა ბეჭებზე.
ჩვეულებრივი მოვლენაა გქონდეს საყვარელ ადამიანთან სიახლოვის სურვილი.. ფიზიკური სიახლოვის.. იცოდა, მაგრამ მაინც აბრაზებდა მისი უხეში წვერის შეხების სურვილი რომ კლავდა.. სურვილი ყელში ეკოცნა მისთვის, იქ სადაც ლავიწის ძვალი მთავრდება და მთელი სხეულის სუნი იყრის თავს.. სურვილი, მოკუნტული დატეულიყო მისი საწოლის თავისუფალ ადგილას და მთელი ღამე საკუთარი მოძრაობები ეკონტროლებინა, რომ მას არაფერი ტკენოდა..
ალექსანდრე კი ტკივილამდე დახუჭული თვალებით ებრძოდა სურვილს, შემორჩენილი ძალით ჩაბღაუჭებოდა მის სუსტ ხელს და საწოლიდან ადგომის უფლება არ მიეცა.. არ გაეხსენებინა არაფერი და სულ ცოტა ხნით მაინც დაპატრონებოდა საყვარელ ქალს. ეგრძნობინებინა, რომ მის გარდა სხვა ყველა ქალის შეხებაც კი ზიზღს ჰგვრიდა.. მასაც უყვარდა ყელში რომ კოცნიდა, სიმშვიდე იყო თათუს ყურის ძირას მიჭყლეტილი ცხვირი და მისი გადამდები ფორიაქი.. ადამიანურ ძალას აღემატებოდა ამ ყველაფრის ატანა.. თათამ უხმოდ გაიხურა კარი.. ალექსანდრე ცდილობდა ბეჭებზე თითოეული შეხება ხელახლა ეგრძნო და მისი ნანერვიულები სიცივე შეენარჩუნებინა..
***
-არ სძინავს? – თათა შეაკრთო სანდროს ხმამ, რომელიც ისე შესულიყო მისაღებში, რომ კარისკენ ზურგით მდგომს ვერ შეემჩნია.
-არა, საათზე მეტია ვცდილობ ხელახლა დავაძინო, მაგრამ არ ისვენებს. შენ რატომ ადექი? უკეთ ხარ?
-ორ საათში ფრენა მაქვს. მომიყვანე.
-ასე როგორ უნდა გაფრინდე, ანდრიასაც ვერ დაიჭერ.
-აუცილებლად უნდა წავიდე და ბავშვი მომიყვანე, არ მტკივა.
-კარგი, ბეჭები ალბათ გადასახვევი გაქვს.
-არ მაქვს, აღარ მტკივა.
-როგორ არ გტკივა, გუშინ ძალიან ცუდად გქონდა.
-თათა, გუშინ ეკამ კიდევ ახალი კომენტარი დატოვა, შენ აქამდე გეტყობა რომ არ გინახავს.. -თათას ხმა არ ამოუღია, გაოგნებული უყურებდა ალექსანდრეს ცივ სახეს. -ნახავ, ისევ უარესად გაბრაზდები ჩემზე. მერე რაღაც ისევ დამემართება და ისე მომივლი, თითქოს სამყაროში ჩემზე ძვირფასი არავინ არსებობდეს შენთვის. ახლა მე მინდა, მხოლოდ ფორმალური, აუცილებელი ურთიერთობები გვქონდეს. აღარ მინდა მეხებოდე, ან ჩემზე ნერვიულობდე. ვერ ვიტან საპასუხოდ ემოციის გამოხატვის უფლებაც რომ არ მაქვს, იმის უფლებასაც არ მაძლევ იმედი მქონდეს, რომ ოდესმე მაპატიებ. მე აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია და არც ვაპირებ. არ მინდა ის გაგაკეთებინო რაც არ გინდა. ნუ მაპატიებ. ნუ ინერვიულებ ჩემზე, ახლა კი ბავშვი მომიყვანე. ცოტა ხანს მეყოლება და წავალ. – საშინლად იყო, მთელი სხეული ეწვოდა და სახლიდან გაქცევა უნდოდა. ანდრია მაშინვე მიუყვანა და ოთახში ჩაიკეტა, არ უნდოდა მისი ხმა გაეგონა, ან დაენახვებინა როგორ ტიროდა.
-ლია, შეგიძლია მოხვიდე?
-კი, ხომ მშვიდობა გაქვს შვილო? – ჰკითხა აღელვებულმა ძიძამ.
-კი, მაგრამ როგორც კი შეძლებ მოდი, მინდა ანდრია დაგიტოვო.
ლია ათ წუთში მოვიდა, აღარ გაუგია როდის წავიდა ალექსანდრე.. შუა დღე ისე მოვიდა ოთახიდან არ გასულა, საოცარი მონდომებით ალაგებდა ნივთებს, სანამ ანდრია არ შემობაჯბაჯდა მის ოთახში.. ვეღარაფერი გაეგო.. ერთ წუთს ეგონა ყველაზე სწორი საქციელი იყო უკრაინაში გაფრენა.. ახლაც რომ უარი ეთქვა დიდი ალბათობით სამუდამოდ უნდა დამშვიდობებოდა წარმატებულ კარიერას.. მეორე წუთს კი, ვერ ხვდებოდა რატომ რისკავდა ასე.. ხომ შეეძლო ნიკოს კომპანიაში ემუშავა, საქართველოში ფილიალი გაეხსნა, ან საერთოდაც ახალი საქმე წამოეწყო.. ისედაც ხომ აპირებს მამამისი საქართველოში დაბრუნებას.. რატომ აყენებს ეჭვქვეშ ანდრიას შვილის გვერდით ცხოვრების ბედნიერებას.. ანდრიას შემხედვარეს ფეხებში ზალა ერთმეოდა.. აღარ იცოდა რისი დამტკიცება უნდოდა საკუთარი საქციელით, შიშით უყურებდა ჩალაგებულ ჩემოდანს და ტუმბოზე შემოდებულ ბილეთს. ეკას კომენტარი არ უნახავს, ალექსანდრეს გახსენებაზე საშინელ სიცივეს გრძნობდა.. ძვალრბილში გამტარს, არაადამიანურს.. „აღარ ვუყვარვარ, არა კი აღარ, არ ვუყვარვარ..“ ამ დროს ისიც სჯეროდა, რომ წინა ღამის დანისნული თვალებით, ალექსანდრე ყველა ლამაზ ქალს უყურებდა და შეხედავდა, რომელიც მის სიახლოვეს გამოჩნდებოდა..
ოთახიდან გამოსულს ცარიელი სახე ჰქონდა, განადგურებული, მაგრამ მტკიცე.. ლიას უამრავი კითხვა გაუჩინა, მაგრამ მაინც დაითანხმა ღამე დარჩენილიყო.. წესიერად ვერ გააგებინა, სად მიდიოდა შუა ღამისას..
-შვილო, ძალიან ნანერვიულები ჩანხარ..
-არაფერია, ჩემი თანამშრომლები უნდა გავაცილო, ფრენა ღამის ოთხ საათზეა. შენ არ ადგე, ანდრიას თავის საწოლში დავტოვებ, ხომ იცი, დილის რვამდე არ გაიღვიძებს. მანამდე მოვალ, მაგრამ მაინც მეშინია. – დაამატა შიშით, ლია რომ არაფერს მიხვედროდა..
-კარგი, როგორც გინდა შვილო, მაგრამ ახლა იქნებ გამოიძინო, ძალიან გაფითრებული სახე გაქვს..
-მართლა დაღლილი ვარ.. -ოდნავ გაღიმა თათამ. – მე და ანდრია დავწვებით უკვე.. – ლიას დაემშვიდობა და შვილთან ერთად საძინებლისკენ წავიდა.
-დეე, რომ ვეღარ გნახო.. – ყველაფერი ეწვოდა შიშისგან, ანდრიაზე მიკარებისაც კი რცხვენოდა.. იმის გამო, რომ თავი კარგად ეგრძნო, შვილს მარტო ტოვებდა.. შეიძლება სამუდამოდაც კი.. წარმოდგენა არ უნდოდა რა დაემართებოდათ ნიკოს და თეას, ისედაც სიგიჟემდე ენატრებოდა ორივე.. ისეც ამდენი ანერვიულა და ახლა რას უკეთებდა.. მაქსიმეს შეიძლება შეტევა მოუვიდეს ნერვიულობისგან..-საშინელი აზრები თანმიმდევრულად ცვლიდა ერთმანეთს.. გული გასკდომაზე ჰქონდა.. ორსულ მიასაც უნდა ენერვიულა.. ჰქონდა კი უფლება, ასე მოქცეოდა ძვირფას ადამიანებს.. თამარი და თაზოც არ დავიწყებია, მიუხედავად ალექსანდრესთან ურთიერთობისა ერთხელაც კი არ შეპარვია ეჭვი იმაში, რომ მის მშობლებს ძალიან უყვარდა.. ალექსანდრეს გახსენებაზე, ისევ ის შეჩვეული სიცივე იგრძნო.. ერთი წამითაც არ მოუხუჭავს თვალი, ანდრია კინაღამ შეესრუტა.. სამი ხდებოდა ოპერატორმა რომ დაურეკა და უთხრა, რომ ხუთ წუთში მის სახლთან იქნებოდა.. უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა, ძლივს შეელია ანდრიას თბილს სხეულს, თავის საწოლში გადააწვინა, მისაღებში ლიასთვის და მაქსისთვის წერილები დატოვა და სახლის კარი ფრთხილად გააღო..
***
ნიკა მთელი გზა შეშინებული აპარებდა მისკენ თვალს, ეხათრებოდა რამე ეკითხა, მაგრამ აეროპორტში მისულმა მაინც ვერ მოითმინა.. ნიკა მისი ოპერატორი იყო, რომელთან ერთადაც უკრაინაში მუშაობა მოუწევდა.. ამ დროისთვის უკრაინა ერთდროულად იყო სამოქალაქო ომისა და რუსეთთან დაპირისპირების ზღვარზე..
-კარგად ხარ? – ჰკითხა მორიდებით. თათას ახლაღა გაახსენდა ტირილისაგან დასიებული თვალები.
-კი.. შვილის დატოვება გამიჭირდა.
-მეც ძალიან გამიჭირდა ჩემების დატოვება, გასაცილებლადაც კი არ წამოვიყვანე, მაგრამ მალე დავბრუნდებით, არ ინერვიულო. – მეგობრულად დაადო მკლავზე ხელი. თათას კი უარესად მოუნდა ტირილი, ალექსანდრეს გახსენებაზე, ისიც საშინლად ვერ იტანდა აეროპორტში რომ მიყვებოდა ვინმე..
კიევამდე უხმოდ იფრინეს. თათა უარესად და უარესად ხდებოდა, გრძნობდა ნიკას აწუხებდა მისი მდგომარეობა, მაგრამ ვერაფრით ეიძულებინა თავი ცუდად ყოფნა არ შეემჩნია. კვამლში გახვეული ქალაქის დანახვისას სრულიად ახალი ემოცია ჰქონდა, არასდროს რომ არ უგრძვნია ისეთი.. ვერაფრით გადააგორა ყელში გაჩხერილი ბურთი, გაოგნებული უყურებდა მინებჩამსხვრეულ შენობებს, ადამიანებს, რომლებიც უკვე თვეებია მეიდანზე იდგნენ.. ჩვენ კი მონოტონურად გვესმოდა ტელევიზიიდან მათ შესახებ.. რომ ისევ იქ არიან.. რომ აცივდა და ისევ იცავენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას.. რომ უკვე ერთი თვე გავიდა.. უკვე მეორე თვეც.. რომ უკვე ყინვაა… თოვს, მაგრამ ისინი ისევ მეიდანზე დგანან.. გვესმოდა რომ ყირიმი დამოუკიდებლობას თხოვს.. რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალია.. თათასაც ესმოდა.. ნერვიულობდა კიდეც, მაგრამ უშუალოდ ამ ყველაფრის ნახვა იმაზე მძიმე იყო ვიდრე წარმოედგინა..
-ყველაფერი მაგრად იქნება, უფალი მოწყალეა და ეს ხალხი იმსახურებს ამას. – გაამხნევა ნიკამ და თხოვა მანქანის ფანჯარას მოშორებოდა.
სწრაფად დაბინავდნენ და მათი პირველი სამუშაო დღეც დაიწყო, პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრით. გრძნობდა თავისი ოპერატორის იმედი უნდა ჰქონოდა. ნიკა საოცრად წესიერი ადამიანი იყო, აი ისეთი კარგად რომ არ იცნობ, მაგრამ ზუსტად რომ იცი კეთილია. ჰყავდა ცოლი და ორი შვილი, უკვე მეშვიდე წელია ტელეკომპანიაში მუშაობდა და ერთ-ერთ საუკეთესო ოპერატორად ითვლებოდა. თათა ცდილობა კონცენტრირება როგორმე საქმეზე მოეხდინა მაგრამ არც ისე სახარბიელოდ გამოდიოდა. ფიქრიც არ უნდოდა იმაზე რა ხდებოდა საქართველოში, ან იტალიაში.. ცდილობდა დაეჯერებინა, რომ ანდრია კარგად იყო, რომ მასზე ნაკლებად არ ზრუნავდნენ მასზე, მაგრამ მაინც საბოლოდ დაეკარგა მოსვენება.. გარშემო არსებული უამრავი პიროვნული ტრაგედია კიდევ უფრო აკარგვინებდა ყველაფრის სურვილს. სასტუმროში ძალიან გვიან დაბრუნდნენ, საერთო ნომერი ჰქონდათ არსებული რთული სიტუაციის გამო.. მიცემული ინსტრუქციის თანახმად მუდმივად უნდა ჰქონოდეთ ერთმანეთთან კონტაქტი და დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა შეძლებოდათ სამუშაოდ გასვლა. ისეც საშიში იყო, მარტო ნომერშიყოფნა. სწრაფად მოწესრიგდნენ და ტანსაცმლიანად მიწვნენ საწოლებზე. შეთანხმების მიხედვით ჯერ თათას ძილის დრო იყო. სასტუმრო ახლოს იყო მეიდანთან, მარტივად გადაადგილების გამო.. ხმაური შეუძლებელს ხდიდა დროებით მაინც გამოთიშვოდი გარეთ არსებულ ტრაგედიას.. ანდრიას მაისურზე ჩახუტებული, ნახევარ საათში მიხვდა რომ არ დაეძინებოდა. აფორიაქებული უყურებდა გამორთულ ტელეფონს, რომელიც დღეს მხოლოდ იმიტომ ჩართო მაქსიმესთვის მიეწერა კარგად ვარო.. ჯერ არავისთან ლაპარაკი არ შეეძლო. მალე ნიკაც მიხვდა, რომ თვითონაც ტყუილად შეეცადა დაძინებს.. დილამდე იყო რამდენიმეწუთიანი პერიოდი, როდესაც ისე ჩაეძინათ, ვერაფერი გაიგეს, მაგრამ გამთენისას უკვე ფეხზე იყვნენ.. მალევე დაიწყო ახალი სამუშაო დღე..
***
მაქსიმემ დილითვე ნახა მისთვის დატოვებული წერილი.. რომელშიც თათა ანდრიას იფიცებდა, რომ არასდროს აპატიებდა კიევში ჩასვლას.. მთელი ძალით დაარტყა მუშტი კედელს და მიხვდა რომ ძალიან ცუდად იყო.. ვეღარაფრით გრძნობდა გაიშვიათბულ ჰაერს.. ძლივს მოახერხა ინჰალატორის მოძებნა და იტალიაში იმ არხის გათიშვა, რომელზეც თათა მუშაობდა.. სამივე აეროპორტში ერთი და იგივე უთხრეს: „უკრაინაში გართულებული მდგომარეობის გამო, დღეს დილიდან ფრენები არ სრულდება.“
„ყველაფერს ხომ ბედი უნდა ამის დედას …., მაინდამაინც მისი ფრენა შესრულდა „ ღრიალებდა მაქსიმე და ვერაფრით ეპოვა გამოსავალი.. „რა მეყაზბეგებოდა, ხომ ვიცოდი როგორ მდგომარეობაში იყო“ ვერაფრით იჯერებდა, რომ წინა დღეს მის თბილისში ყოფნას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა.. გამოსავალი, რომელიმე სხვა ქვეყნიდან გადაფრენა იყო.. დიდი ხანი დასჭირდა, ფიქრის უნარის დაბრუნებამდე.. როგორმე უნდა გაერკვია, რომელი იყო ასეთი ქვეყანა.. ალექსანდრეს ზარმა გაახსენა, მისი არსებობა, მანამდე არ ახსოვდა, რომ არსებობდა კიდევ ვიღაც მათი ოჯახის გარეთ ვინც მათნაირად განიცდიდა ამ ყველაფერს..
-მაქსიმე შენ მაინც გამაგებინე რა ხდება? დედაჩემმა დამირეკა და მითხრა თათა უკრაინაშიაო, ხომ არ გაგიჯდა?
-გუშინ ღამე ისე გაფრინდა, არავის არაფერი უთხრა. აქედან ფრენები არ სრულდება, ახლა ვეძებ რომელიმე ქვეყანას, საიდანაც კიევში ჩასვლას შევძლებ.
-შენ ნურაფერს ეძებ, მე უკვე მივფრინავ, აეროპორტში ვარ უვე, რაღაც სპეციალური რეისია, დელეგაციას და ჟურნალისტებს ემსახურება და რაღაცნაირად მოხერხდა ჩემი წასვლაც..
-ალექსანდრე მე უნდა წავიდე..
-გამოფრენამდე ისევ ვიჩხუბეთ, ჩემს გამო მოიქცა ასე, ჰგონია რომ სერიოზულად არ აღვიქვამ და უნდა რაღაცები დამიმტკიცოს.. ჩემი ბრალია.. ჩავალ და ან ყველაფერი მოგვარდება იქ, ან ისე დამთავრდება რომ ჩემზე აღარც ინერვიულოს.. შენ არაფერი გააკეთო, ახლაც საშინელი ხმა გაქვს თავს მიხედე. ბავშვთან ჩემები მოვლენ, შენებმა იციან?
-არა, ჯერ არაფერი.
-იქნებ მოხერხდეს საერთოდ ვერაფერი გაიგონ.
-დღეს თუ არ დაელაპარაკნენ, რამეს მიხვდებიან. მე ვეცდები როგორმე ჩამოვფრინდე.
-მაქსიმე კაცურად გთხოვ მომეცი საშუალება ამ ერთხელ მაინც გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი, გეფიცები არაფერი დაუშავდება. შენ კი ჩემს შვილს გაბარებ, ჩემები მოხუცები არიან უკვე და გთხოვ მიაქციე ყურადღება. როგორც კი ჩავალ დაგირეკავ.
-აქ ვერ გავჩერდები..
-გთხოვ, ორი დღე მაინც მაცადე, მერე როგორც გენდომება ისე მოიქეცი.. ტელეფონი უნდა გამოვრთო, მიხედე რა შენს თავს და ჩემებს..
***
არასდროს ნდომებია ასე ძალიან, რაც შეიძლება სწრაფად დაფრენილიყო მიწაზე.. მთელი გზა შვილის პატარა კაცურ წინდებს ათამაშებდა ხელში.. უკვე თითქმის ერთი წელი ხდებოდა თილისმად რომ ქცეოდა.. ორ საათზე მეტი იდგა სასტუმროში მისი ნომრის კართან.. ისიც კი იფიქრა, შეიძლება არასწორი მისამართ მომცა ტელეკომპანიის თანამშრომელმაო, მაგრამ მაინც მოთმინებით ელოდა გვიან ღამემდე.
***
შეუძლებელია ერთი, ან თუნდაც რამდენიმე სიტყვით აღწერო რა დაემართა თათას ალექსანდრეს დანახვისას… არ ჰქონდა ამ ემოციას სახელი.. ისიც კი არ იცოდა, ოდესმე დაეშვა თუ არა, რომ ჩააკითხავდა.. გაბრაზებული იყო, მაგრამ ახლაც მისი ჭრილობები გაახსენდა, რომელიც ვერაფრით მოუშუშდებოდა ასე მალე..
ალექსანდრე კი ვერაფრით აშორებდა თვალს, მის ყინვისაგან გაუხეშებულ კანს, დახეთქილ ტუჩებს, წყლიან თვალებს ძლივს რომ ჩანდნენ, მაგრამ მაინც ანათებდნენ თბილი ქუდის ქვემოდან.. ნერვიულად დაბერვოდა მოყინული ნესტოები.. ამ ყველაფერსაც კი ვერაფერი ექნა მისი სილამაზისთვის, ყველა ქალზე ლამაზი იყო.. ყველა ადამიანზე სამყაროში.. ყველაზე ამაყიც და ყველაზე შეყვარებულიც..
მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა თათა, მით უფრო უმკაცრდებოდა ალექსანდრეს ანერვიულებული სახე.. რამდენიმე წამში კი გრძნობდა, რომ როგორც ყოველთვის ახლაც ვერ შეძლებდა საკუთარი სიბრაზის მართვას.large

Posted in მაროამი | Leave a comment

2010-დან [თავი ოცდაერთი];

***
-დუდუ, თათუს ძმას რაღაც პრობლემები აქვს უნდა მივიდეთ.. – მანქანასთან მიახლოებისთანავე უთხრა ძმაკაცს, რომელიც მანქანაში ელოდებოდა.
-რას მიხსნი, ჩაჯექი და სწრაფად მივიდეთ.. – დაძაბული, არანორმალურივით მართავდა მანქანას, როგორც იქნა მიაღწია ჩოლოყაშვილამდე.. მაქსიმეს მანქანა ერთ-ერთ სახლთან იყო გაჩერებული.. ალექსანდრე მშვიდად გადავიდა.. მაქსიმე გაოგნებული უყურებდა..
-შენ აქ რა გინდა? -ჰკითხა აღრენილმა..
-თათუ და მართა ნერვიულობენ..
-როდის აქეთ ნერვიულობ თათას ნერვიულობაზე და მითუმეტეს..
-მაქსიმე, ახლა აქ ვერც და არც აგიხსნი, როდის აქეთ ვნერვიულობ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანზე.. გაღიზიანებ, მაგრამ როგორმე უნდა ამიტანო.. დაივიწყე ცოტა ხნით ვინ ვარ და დავილაპარაკოთ..
-სანდრო ახლა საერთოდ არ მაქვს შენთან ლაპარაკის თავი და გამიხარდება თუ მშვიდობიანად.. – მანქანამ, რომელმაც კინაღამ ფეხზე გადაუარა სიტყვა გააწყვეტინა.. ორივეს ძარღვები დაებერა, შეთანხმებულებივით ამოუდგნენ ერთმანეთს გვერდში და დაელოდნენ უცნობის მანქანიდან გადმოსვლას.. ალექსანდრეს პირდაპირი მნიშვნელობით სურვილი კლავდა ეს ნაგლი ტიპი შუაზე გაეგლიჯა.. მაგრამ იაზრებდა, რომ აქ, შუა ჩოლოყაშვილზე ასე ვერ მოიქცეოდა.. მანქანიდან წამიერად გადმოსულ დუდუსაც, თვალით ანიშნა გაჩერებულიყო..
ლაშა, საშინლად გაწელილი მანერით გადმობრძანდა მანქანიდან.. სანდროს ეშინოდა, რომ მაქსიმე თავს ვერ შეიკავებდა..
-მითხრეს რომ მეძებდით ტოო, ვინ ხართ? – ლაპარაკის მანერაც ისეთივე გაწელილი ჰქონდა.. შეეტყო რომ ალექსანდრე იცნო და თან დარწმუნებულიც არ იყო, რომ ნამდვილად ის იყო..
-მაქსიმე ასათიანი ვარ.. – პირველად ხედავდა ამ ტიპს და მის გამო დაკარგული ცხრა წელი, თითქოს ერთად და თავიდან ატკივდა. ლაშას სახე სახელის და გვარის გაგონებისთანავე აერია..
-ვინ? – იკითხა, როგორც კი თავის ხელში აყვანა შეძლო.
-მორჩი.. – დაიღრიალა მაქსიმ. -სალაპარაკო მაქვს, მაგრამ ეს ადგილი არ მომწონს..
-ამდენი წლის შემდეგ სალაპარაკო არაფერი გვაქვს.. შენ შენი ცხოვრებით ცხოვრობ ძმაო, მე ჩემით..
-ძმაო.. – თავისთვის ჩაილაპარაკა მაქსიმ და მაშინვე ძალიან ძლიერად დაარტყა სახეში.. ალექსანდრემ ვერ მოასწრო გაეჩერებინა და გულწრფელად არც სურვილი ჰქონდათ.. თვითონაც სულ ცოტა აკლდა..
-ზღვის ასახვევთან, ერთ საათში..- ამაზრზენი გამომეტყველებით უყურებდა ორივეს, სანამ არ დაინახა რომ თანახმა იყვნენ.. ხელის შებრუნებაზე არც კი უფიქრია, აქ და თან მარტო ჩხუბი არ აწყობდა.. „ერთ საათში განახებთ ვინ ვარ..“ -ჩაიალაპარაკა და სახლში შევიდა.
-ეს იქ მარტო არ ამოვა..
-ალექსანდრე, ეს მარტო ჩემი საქმეა და მე მივხედავ..
-მაქსიმე შენც ხომ გესმის, მარტო რომ ვერ წახვალ.. მე და დუდუ მოვდივართ და დალშე ვინმე გვჭირდება თუ არა ვერ ვხვდები..
-შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, ყველას მკაცრად მოგვთხოვონ პასუხი. შენ ვალდებული არ ხარ.. არც მე ვარ ბრმა, ზუსტად ვიცი რა დაემართება თათას, შენ რომ რაიმე შეგემთხვეს..
-მაქსი, მეც ზუსტად ვიცი რა დაემართება თათას, შენ რომ რამე შეგემთხვეს.. საქმეზე ვილაპარაკოთ..
-დუდუს მაინც უთხარი რომ წავიდეს..
-ორი წლის ბავშვივით ნუ ლაპარაკობ.. -რამდენიმე წუთი ისევ იკამათეს, თხუთმეტ წუთში კი უკვე დათქმულ ადგილას შეხვდნენ ერთმანეთს.
-არავის არ ვურეკავ და მართლა მინდა რომ თქვენც წახვიდეთ, ალექსანდრე არ ვამბობ იმის გამო რომ კარგი ურთიერთობა არ გავქვს, მაგრად არ მინდა ჩემს გამო რამე დაგემართოთ..
-გავიდა უკვე ერთი საათი. მე ვფიქრობ ეგ ისეთი ნაბიჭვარია არც მარტო მოვა და არც უიარაღოდ. შენი გადასაწყვეტია ჩვენ რას ვიზამთ? მანქანაში ტეტე მაქვს, შეგვიძლია გავიაროთ და ავიღოთ კიდევ რამე..
-მეც მაქვს იარაღი.. მაგრად გაბოროტებთ და წადით რა..
-ეს ყველაზე უარესი შემთხვევაა, თავი უნდა დავიზღვიოთ, თორემ არაფერი მოხდება..
ზღვაზე ასეულებმა გადაწყვიტეს ჯერ მარტო მაქსიმე გადასულიყო, რადგან ლაშაც მარტო იდგა.. -ალექსანდრე ეკლებზე იჯდა, რადგან ლაპარაკი არ ესმოდა.. მერე დაინახა როგორ მოიქნია ხელი მაქსიმ, ისეთი გამწარებული იყო, მალევე დაიმორჩილა თავისზე შესამჩნევად დიდი ლაშა.. მაგრამ რაღაც ძალიან არ მოსწონდა ბენდელიანს, ვერ იჯერებდა, რომ ლაშა მარტო ამოვიდა.. ძლივს ააცალა საშინლად ნაცემ ლაშას მაქსი, დუდუს მანქანაში ჩაუსვა და თვითონ მაქსიმეს მანქანა წამოიყვანა.. რაღაცნაირი უსიამოვნო განცდა არ ტოვებდა.. გააზრება ვერ მოასწრო როგორ გადაუკეტა მომავალმა მანქანამ ვიწრო გზა.. ამ დროს მხოლოდ თათუ და ანდრია ახსოვდა.. თავი დახარა, ბიტებით ჩამტვრეული მინები ბეჭებზე დაეყარა.. მაშინვე გაიგო დუდუს ღრიალი და იარაღის გასროლის ხმა.. მანქანიდან გადმოსულს ოთხი ბიჭი დახვდა, რომლებიც რატომღაც მხოლოდ ბიტებით შეიარაღებულიყვნენ.. მაქსიმემ და დუდუმ ამოისუნთქეს, ბეჭები სისხლიანი ჰქონდა, მაგრამ სერიოზული წესით არაფერი უნდა ყოფილიყო..
ნელ-ნელა თვალებში დაუბნელდა.. გონზე მოსულს მართა უმუშავებდა ჭრილობებს.. დუდუმ და მაქსიმემ ამოისუნთქეს..
-თათუ სადაა? – ვერ მიხვდა სად იყო, ან ყველა რატომ იყო იქ თათას გარდა.. საშინელი სიცივე იგრძნო იმის გააზრებაზე, რომ არ მოვიდა..
-სანდრო მართა ექიმია, მის სახლში ვართ, უკვე თითქმის მორჩა ჭრილობების დამუშავებას.. თათა სახლშია, არაფერი იცის და ალბათ ახლა ლოდინისგან ჭკუიდანაა გადასული.. ყოველ წუთში რეკავს..
-ისინი? არაფერი მახსოვს..
-მოგვარდა ყველაფერი, დუდუმ ხელიც კი არ გაანძრევინა..
-მე წავალ, თათას უთხარი აღარ ეცალაო, თუ მიკითხა..
-ცოტა ხნით მაინც წამოდი, რომ დაგინახოს, ისე არ დაიჯერებს რომ კარგად ხარ..
-არ მინდა გაიგოს, ასე სჯობს.
-ვერ გაიგებს, სულ ცოტა ხნით. მანქანიდანაც ნუ გადმოხვალ.
ოც წუთში უკვე თათას სახლთან იყვნენ, ახლადფეხადგმული ანდრია დედამისზე ხელმოკიდებული, სასაცილოდ დაბაჯბაჯებდა.. თათას ფერი არ ჰქონდა, ის რამდენიმე წამი ვერაფრით მოეთმინა, სანამ მანქანებიდან გადმოვიდოდნენ..
მაქსიმეს სახის დანახვაზე, უარესად დაკარგა ფერი..
-ესაა არაფერი მომხდარაო? ხომ კარგად ხარ? – ტირილი აუვარდა, მაშინვე სანდროს დაუწყო ძებნა, ვერ მიხვდა რატომ არ გადმოვიდა..
-კარგად ვართ ჩემო პრინცესა, გეფიცები სერიოზული არაფერი მომხდარა, ერთხელ მომხვდა მუშტი სახეში.. – გაიცინა მაქსიმ და კინაღამ გაჭყლიტა..
-მაქსი, სანდრო..
-ეჩქარება თათა, მიფრინავს. ძალით წამოვიყვანე, რომ დარწმუნებულიყავი ყველანი ცოცხლები რომ ვართ.
-დღეს ბავშვი უნდა წაეყვანა და როგორ ეჩქარება, ასე უცებ ბილეთი როგორ იყიდა? – მაქსის სახე აერია, ვეღარ მიხვდა რა ეთქვა..
-რაღაც შეცვლილა, ბილეთის შოვნას რა უნდა.. – ჩაილაპარაკა არეული სახით, თათა კი ვერ მიმხვდარიყო ასე როგორ ეჩქარებოდა, ბავშვიც რომ არ ნახა. „ანდრია ისე უყვარს უნახავად როგორ წავა, ალბათ რაღაც ჭირს..“
ანდრია კი უკვე მანქანისკენ მიდიოდა ბარბაცით, შიშით არ წაქცეულიყო ალექსანდრე მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან.. არაადამიანურმა ტკივილმა დაუჭმუხნა სახე, შვილის ასაყვანად რომ დაიხარა.. თათა ვეღარაფერს გრძნობდა, სულაც არ უნდოდა ეაზროვნა, მოუთმენლად გადადგა რამდენიმე არეული ნაბიჯი და მისი თვალები იპოვა..
-ალექსანდრე, რა გჭირს? -ძლივს ამოთქვა თათამ და ბავშვი გამოართვა.
-არაფერი, თათუ. უბრალოდ მეჩქარება ძალიან.
-დაჭრილი ხარ? გთხოვ ქურთუკი გაიხადე?
-უბრალოდ მეჩქარება, თათა, რთული გასაგებია? – ხმას აუწია ბენდელიანმა, მაგრამ იგრძნო ლაპარაკის თავიც რომ არ ჰქონდა.
-ანდრია ძლივს აიყვანე ხელში.. -თათუს სიტყვა გაუწყდა.. ყელთან მაიკას რამდენიმე სისხლის წვეთი ეცხო, სახე კი უფრო-და უფრო უფითრდებოდა.
-მაქსიმე, მოდი რა.. – ძლივს ამოთქვა ალექსანდრემ და მანქანას დაეყრდნო. მაშინვე ამოუდგა გვერდით.
-თათა, მინის ნამსხვრევები დაეყარა ბეჭებზე და საკმაოდ ბევრი სისხლი დაკარგა, ამიტომაა ასე.. – აღარ მიუქცევია ალექსანდრეს გამომეტყველებისთვის ყურადღება.
-მაქსიმე, გადასახვევი ექნება, შემოდით და გადავუხვევ, მანქანაშია ყველაფერი. – თქვა მართამ და მანქანისკენ დაიძრა.
თათა ხმას ვერ იღებდა, ცრემლები გუდავდა და ალექსანდრეს სახე, რომელიც სშინლად უკმაყოფილო იყო, მაქსიმეს რომ დაუჯერა და წამოვიდა, ნანობდა დუდუს რომ არ წააყვანინა თავი..
-არ მინდა. – ძლივს, მაგრამ მაინც თავისი მოუშორებელი სიმკაცრით თქვა სანდრომ.
-მაქსიმე შემოიყვანე სახლში. – ნერვიულად თქვა თათამ და შეეცადა ანდრია დაემშვიდებინა, რომელიც საშინლად ტიროდა მამისს რომ გამოართვეს ხელიდან..
სასწრაფოდ გაუმზადა საწოლი, მართამ ჭრილობები გადაუხვია და ალექსანდრესაც ცოტა ფერი მოუვიდა. თათას საშინლად უნდოდა, შესულიყო მის ოთახში და უბრალოდ კუთხეში მჯდომს მისი სუნთქვისთვის ესმინა, მაგრამ მაქსიმეს გამო აღარ შესულა.
-თათა, მართას წავიყვან და მოვალ. – შუბლზე აკოცა და კარისკენ წავიდა. პირველად, პირველად არ უნდოდა ცხოვრებაში ძმა მასთან რომ დარჩენილიყო, მართას გადაეხვია და ეზოს კარამდე მიჰყვა ორივეს.
-გთხოვ, არ მობრუნდე. – თბილად თხოვა მართამ, როგორც კი მანქანაში ჩასხდნენ. -ხომ იცი, რომ ცუდი არაფერი მოხდება. მიეცი შანსი რომ ნამდვილი ოჯახივით იყვნენ.
-მართა შენ არ იცი..
-ყველაფერი მომიყვა თათამ და არ ამბობს, მაგრამ საოცრად უყვარს. ამ ბიჭს არ ვიცნობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენს დას აღმერთებს და ყველაფერს ნანობს, ეს ეტყობა, თანაც სულ არ შეიწუხებდა შენს გამო თავს..
-ვერ მოვისვენებ რომ არ დავბრუნდე..
-ასე მგონია, თათას აწყენინებ.. გთხოვ, შენი თავი წარმოიდგინე მათ ადგილას.
-მეც ვხვდები ერთმანეთი რომ უყვართ.
-მაშინ გთხოვ, შენს სახლში დარჩი.
მაქსიმე ნერვიულად ათამაშებდა მართას თითებში ახლართულ ხელებს, ბოლოს კი კოცნა თანხმობას ნიშნავდა.
***
ასე რაღაცის გადაწყვეტა არასდროს გასჭირვებია, ფრთხილი ნაბიჯებით ტრიალებდა სანდროს ოთახის კართან და ვერაფრით შეეღო.. იცოდა მაქსიმე არ მოვიდოდა, მაგრამ მაინც ვერ გაებედა.. ანერვიულებული, შვილის ტირლის ხმამ შეაკრთო..
-დე, გაიღვიძე? – მიუალერსა შვილს და საწოლიდან ამოიყვანა. ანდრია ისევ მამას გაიძახოდა. თათას კი გაუსძლისად ტკიოდა ნერვიულობისაგან კუჭი.
მთელი ერთი საათი ელოდა.. სჯეროდა რომ შევიდოდა, ანდრიას მაინც შეუყვანდა.. მერე აღარ სჯეროდა.. ჭრილობებზე მეტად ის ტკიოდა, ასე რომ გასულერთებოდა საყვარელ ქალს.. ვერ მიხვდა როდის ჩაეძინა..
***
კარი ფრთხილად შეაღო, მაგრამ ანდრიას ვერაფრით აჩუმებდა.. შვილის ხმაურით გამოღვიძებული, რამდენიმე წამი ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა და რატომ იყო აქ.. წამოდგომა დააპირა, მაგრამ ტკივილმა თავი შეახსენა..
-არ ადგე, სუსტად იქნები ისევ..-უთხრა თათამ და ბავშვს ხელი გაუშვა.
-ჩამძინებია..
-ბოდიში, ვერაფრით გავაჩუმე.. – ანდრია უკვე მამამისს უტყაპუნებდა პატარა თათებს სახეზე, თმას ქაჩავდა..
-ანდრია ტკივა.. მამაშენს.. – ბურთი გაეჩხირა ყელში.. ცდილობდა ბავშვი მოეცილებინა, მაგრამ მასინვე ტირილს იწყებდა..
-რა ტკივა?! იყოს რა, დაანებე თავი..
-საჭმელს მოგიტან, ორი წუთი დაგიტოვებ..
-არაფერი მინდა.. ისედაც გაწუხებ..
-არ მაწუხებ, მართამ ბევრი სითხე უნდა მიიღოს და კარგად იკვებოსო მართამ..
რამდენიმე წუთში შებრუნდა ოთახში, ანდრია ისევ მამამისს ეთამაშებოდა.. – მგონი ეს გიყვარს. – თვითონაც არ იცის, ეს მგონი საიდან მოიტანა.. ალექსანდრეს თვალებიდან ნაპერწკლები ცვიოდა, ისე გაბრაზდა.. ზუსტად იცოდა, რომ იცოდა ბროწეულის წვენი და ეს სალათი ძალიან რომ უყვარდა..
-მგონი. – ჩაილაპარაკა მძიმედ და ანდრიას მიუბრუნდა..
-მართამ დარეკა ნახევარ საათში ისევ გადაუხვიე ჭრილობები და მალამო წაუსვიო. – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა თათამ.
-უკვე მეორედ გადამიხვია, დილამდე გაძლებს..
-ბავშვს დავაძინებ და გადაგიხვევ.. – ანდრიას, რომელსაც მთელი დღე არეული რეჟიმით ეძინა, სასაცილოდ ეხუჭებოდა თვალები.. ათი წუთიც არ დასჭირდა თათას.. მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ შევიდა ქმართან, საგულდაგულოდ ხელებდაბანილი.. საჭირო ნივთები მოიმარაგა და საწოლზე ჩამოუჯდა.. ალექსანდრეს აღარაფერი უთქვამს.. მაისურის გახდისას ორივეს ერთნაირად აუწყლიანდა თვალები, მთელი სხეული ტკიოდათ, რამდენიმე წამი უყურა ცოლს თვალებში და თავის ადგილს დაუბრუნდა.. საოცარი სიფრთხილით ხსნიდა სახვევებს, რომ არ ეტკინა.. მაქსიმალურად ცდილობდა, კიდევ დიდხანს არ შეხებოდა მის კანს.. მაგრამ მალამოს წასმისას რთული იყო იმის თქმა, რომელს უფრო ტკენდა ეს შეხება.. ძალიან დიდი ხანია არ შეხებია.. არ უგრძვნია მისი სუნი, ასეთი სიმძაფრით.. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა, ღრმა ჭრილობების დანახვისას.. ცდილობდა არაფერი შემჩნეოდა, ხმა არ ამოეღო..
ალექსანდრეს კი გულს უჩერებდა ბეჭებზე დაცემული წვეთი, ნაჩქარევად რომ მოწმინდა ცოლმა..large

Posted in მაროამი | Leave a comment

2010-დან [თავი მეოცე];

ზამთრის სვანეთი.. სხვანაირია, რადიკალურად განსხვავებული.. განცდაც კი გაქვს, რომ აქამდე არასდროს გინახავს.. განსაკუთრებულად ამაყია, ამაყი და მძიმე.. მუდმივად აბჯარასხმული მცველი..
ტაძარი, ძველი სტილით იყო აგებული.. საოცრად ერწყმოდა საერთო სურათს, რაც სვანებისთვის საოცრად მნიშვნელოვანია.. ბენდელიანების საგვარეულოს, რამდენიმე თამარ მეფის დროინდელი ხატიც კი დაებრძანებინათ ახალ აშენებულ ეკლესიაში.. საუკუნეებია საკუთარი ღირსებასავით რომ უფრთხილდებოდნენ.. მიცემული სიტყვასავით..
თათას გამალებით უცემდა გული.. არ იცოდა ალექსანდრესთვის მადლობა როგორ ეთქვა, იმისთვის რომ ასეთ სისუფთავეს გრძნობდა.. სიწრფელეს.. როგორ ეთქვა მადლობა გარშემომყოფების საოცარი მზერისთვის.. მეუფე ილარიონის ქადაგებისთვის.. ტაძრად აგებული საკუთარი რწმენისთვის.. ძალისთვის.. სინანულისთვისაც კი, მთელი მისი სული და გონება რომ მოეცვა..
ანდრია ცნობისმოყვარე სიმშვიდით ათვალიერებდა ტაძრის კედლებს.. ოდნავადაც კი არ ჭირვეულობდა, ისე გადადიოდა ხელიდან ხელში.. თათა გაოცებული უყურებდა თავის პატარა ვაჟკაცს.. უამრავი სურათი გადაუღო ალექსანდრესთვის, რომელსაც აუცილებლად მოუყვებოდა ყველაფერს, მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაბრაზებული იყო..
გვიანი ღამე იყო მარტო რომ დარჩა.. სახლი და კოშკი მთლიანად დასრულებული იყო.. ვერაფრით აეხსნა როდის მოასწრო ამდენი.. ან როგორ ახსოვდა ყველაფერი, რაზეც ოდესმე ულაპარაკიათ.. ან უბრალოდ აღუნიშნავს რომ მოსწონდა..
ლურჯი ჭურჭელი მისი ამოჩემება იყო.. თანამედროვე ქართველი მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეც.. წიგნების ასიმეტრიული თაროებიც.. ყველაზე მეტად მაინც Nespressos-ს აპარატის ნახვამ გააკვირვა მესტიაში..
ბუხართან იჯდა.. აზრებარეული, გაყინულ ხელებს ყავის ფინჯანზე ითბობდა.. მთელი ოთახი მეზობლის ახალგამომცხვარი კუბდარის სუნით იყო გაჟღენთილი, მორიდებით რომ შემოაწოდა რამდენიმე წუთის წინ.. ხან მის ოხშივარს ადევნებდა თვალს, ხან ბუხრიდან ამავალ ალს, უფრო ხშირად კი ტელეფონს.. საყვარელ ყავას გაციება დაეწყო, მას კი პირი ჯერაც არ დაეკარებინა..
მოთმინება ელეოდა მისი ზარის მოლოდინში, მან ხომ მხოლოდ ის იცოდა რომ მშვიდობით ავიდნენ.. მეტი არაფერი.. სიბრაზისგან ბუხრის სიმხურვალესაც ვერ გრძნობდა, უფრო აღიზიანებდა ფინჯანზე წაწერილი “Wish you were here..” აღიზიანებდაც აღარ ერქვა, სულს უხუთავდა, გონებას უწვავდა.. არადა ყავის ფინჯანს ამ წარწერის გარეშე, სახლში ვერ აღმოაჩენდით..
ის იყო გადაწყვიტა არც ერთ სურათს არ ვანახებო, ტელეფონმა რომ დარეკა.. ნიკოს უკვე ელაპარაკა, თეასაც, მაქსიმესაც, მიასაც.. ლიამაც კი დაურეკა.. მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა, რომ ის იყო..
-დამშვიდდი? -კიდევ ერთხელ დარწმუნდა, ბენდელიანს გაბრაზებაშიც კი რომ არ უნდა გაჯიბრებოდა.
-შენ თუ დამშვიდდი?
-მე ზოგადად ვერ ვმშვიდდები.. – ისეთი ხმით იყო ნათქვამი, გაფიქრებასაც ვერ